გენგეგმის მიხედვით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე პარკი უნდა მოეწყოს
ელიავას ბაზრობა
ფოტო: facebook
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ელიავას ბაზრობას და მიმდებარე ტერიტორიას საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად განიხილავს. ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" წერს.
როგორც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაშია ნათქვამი, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ქალაქის ცენტრში, მდინარე მტკვრის ნაპირას ჩამოყალიბებული ელიავას ბაზრობა და მიმდებარე განვითარებები საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და იწვევს არსებული საცხოვრებელი და ბუნებრივი გარემოს დეგრადირებას.
„ამ ტერიტორიაზე არსებული ობიექტები მოცემულ სექტორზე ქალაქის საგზაო ქსელის მნიშვნელოვანი და არამიზანშეწონილი გადატვირთვის მიზეზი ხდება. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციით აღიარებული განვითარებითი მიმართულებების თანხმად, აუცილებელია მოცემული ტერიტორიის ეკოლოგიური და სარეკრეაციო პოტენციალის გააზრება და არეალზე შესაბამისი საქალაქო განვითარებების დაგეგმვა. განლაგების გათვალისწინებით ტერიტორია მოიაზრება საქალაქო მნიშვნელობის პარკის მოწყობის პოტენციურ არეალად. საპროექტო მასალის შემუშავების გადაუდებლობა გამოწვეულია ტერიტორიის მიმდინარე დაბინძურებასთან დაკავშირებული საფრთხეებითა და მაღალი სამშენებლო ინტერესით“, - ნათქვამია გენერალურ გეგმაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულებულია. დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა ძალაში 2019 წლის პირველი იანვრიდან შევა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 11:11
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სიამაყით დაგიდასტურებთ, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით
სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა - „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა - „ქრონიკამ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
11 სექტემბერი 2026, 11:08
სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს ახლად დანიშნულ კავკასიის რეგიონულ ხელმძღვანელთან - ენტონი სპირსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს საქართველოს პროგრამების მენეჯერი - სტეფანი პენინგტონი და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:03
სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
11 სექტემბერი 2026, 11:00
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 8 თვეში უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, თევზჭერის წესების დარღვევისა და უკანონო თევზჭერის 412 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 213 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:53
სამართალი
პოლიციამ თბილისში სარეალიზაციოდ გამზადებული 57 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ. პოლიციამ რამდენიმე ადგილიდან 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11 სექტემბერი 2026, 10:52
მსოფლიო
Euractiv: ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ძალიან არიან ორიენტირებულნი მოგებაზე, რის გამოც წარმადობას ვერ ზრდიან
ევროპის თავდაცვის ინდუსტრია წარმოების მასშტაბების საკმარისად სწრაფად გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან კომპანიები კვლავ ზედმეტად ფრთხილობენ და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან ორიენტირებული. ინფორმაციას Eucartiv-ი უკრაინული თავდაცვის კომპანია „Ukrainian Armor“-ის აღმასრულებელ დირექტორზე ვლადისლავ ბელბასზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:47
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიაში მიმდინარე ძალიან აქტიური სამშენებლო სამუშაოები სრულ თანხვედრაში ჩვენს გეგმა-გრაფიკთან
პორტის განვითარება არ არის მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება - ჩვენ ძალიან აქტიური, სამშენებლო, მიმდინარე ფაზა გვაქვს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტსა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 10:45
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 3 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს.
11 სექტემბერი 2026, 10:43
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა - შენახვა-ტარების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:40
სამართალი
სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:40
ეკონომიკა
საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა
2026 წლის სექტემბერში საპენსიო ფონდის ჯამურმა აქტივებმა 10 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აქედან, 7.0 მილიარდი ლარი მონაწილეების, დამსაქმებლებისა და სახელმწიფოს კონტრიბუციებია, 3.0 მილიარდი ლარი კი ფონდის საინვესტიციო მოგება.
11 სექტემბერი 2026, 10:36
რეგიონი
სარწყავი სეზონის მიმდინარეობის საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
სარწყავი სეზონის შეუფერხებლად წარმართვისა და წყალმომხმარებლების საჭიროებების ადგილზე გაცნობის მიზნით, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები რეგიონებში ფერმერებთან შეხვედრებს მართავენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:30
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები - ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით
საქართველომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ანახა თავისი შესაძლებლობები ქვეყნის, რომელიც გამორჩეული, სანდო, უსაფრთხო პარტნიორია გადაადგილებისა და გადაზიდვების თვალსაზრისით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას. მისი თქმით, საქართველო ამ მიმართულებით პროგრესს აჩვენებს.
11 სექტემბერი 2026, 10:27
მსოფლიო
Financial Times: ევროკავშირი უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივების გამოყენების ახალ გზას ეძებს
ევროკომისიამ განაახლა მუშაობა იმ ვარიანტებზე, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხზე შეთანხმების მიღწევაში დაეხმარება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 10:25
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მზად ვიქნებით, ოქტომბრის ბოლომდე გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი
„ვფიქრობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მზად ვიქნებით იმისთვის, რომ მომდევნო თვეში, ანუ ოქტომბრის თვის ბოლომდე, გამოვაცხადოთ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან რკინიგზის მისასვლელი გზის სამშენებლო ტენდერი“, - აღნიშნულზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.
11 სექტემბერი 2026, 10:09
მსოფლიო
POLITICO: ვენსი 2028 წლის არჩევნებზე საუბარს თავს არიდებს, „რესპუბლიკელები“ კი მის კანდიდატურას უკვე განიხილავენ
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკელი“ დელეგატები 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით უკვე ღიად უჭერენ მხარს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 09:36
მსოფლიო
მედია: უკრაინული დრონები სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და Ozon-ის საწყობს დაესხნენ თავს
უკრაინულმა დრონებმა 11 სექტემბრის ღამეს რუსეთის ქალაქ სარატოვზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 09:22
მსოფლიო
ალის ვაიდელის განცხადებით, ბავარიაში უფრო მეტია სირიელი და ავღანელი ეჭვმიტანილი, ვიდრე გერმანელი
ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ლიდერი ალის ვაიდელი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ გერმანიის რეგიონ ბავარიაში უფრო მეტია სირიელი და ავღანელი ეჭვმიტანილი, ვიდრე გერმანელი.


