imedi /  17 ივლისი 2018, 16:18 / სანდო წყარო

მერია დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების გამოსყიდვის მიზნით, მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს

დიღმის ტყე-პარკი

დიღმის ტყე-პარკი

კერძო საკუთრებაში არსებული დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიების გამოსყიდვის მიზნით, თბილისის მერია მესაკუთრეებთან მოლაპარაკებებს მართავს. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებთ, რაკი ტერიტორიას ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის ზონის სტატუსი აქვს, მოსახლეობამ იცის, რომ იქ მშენებლობების დაწყება არ შეიძლება. შესაბამისად,  მესაკუთრეთა ნაწილი თანახმაა ტერიტორიის მონაცვლეობაზე, ან კომპენსაციის მიღებაზე. ინფორმაციას „ინტერრესნიუსი“ ავრცელებს.

“დიღმის ტყე-პარკის მესაკუთრეებთან ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. სამწუხაროდ, სახელმწიფომ თავის დროზე ეს ტერიტორია გაასხვისა და დღეს ჩვენ ხარკის გადახდა გვიწევს, რათა ამ ტერიტორიებს საჯარო ფუნქცია დავუბრუნოთ. ჩვენი უპირველესი გეგმაა, რომ ეს ტერიტორიები გამოვისყიდოთ. ამასთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. სხვა შემთხვევაში ჩვენ იქ ვერც სარწყავი სისტემის მოწყობას და ვერც აღნიშნული ტერიტორიის განათებას ვერ ვახერხებთ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს ამ ხარკის გადახდა რამდენიმე მილიონი დაუჯდება - საუბარია 10-მილიონ ლარზე მეტ თანხაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

ყველა სიახლე

კახა კალაძე

20 თებერვალი 2019, 10:02

საქართველო

კალაძე: ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება

"ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დროშები

20 თებერვალი 2019, 09:52

მსოფლიო

2023 წლისთვის უკრაინა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას გეგმავს

ამ საკითხებზე საუბრისას, პოროშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორივე ბლოკში მისაღებად ქვეყანამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პარლამენტში საკონსტიტუციო შესწორებაზე ხელმოწერას დაესწრო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტიც.

კაილი ჯენერი

20 თებერვალი 2019, 09:44

ტაბლოიდი

მედია: კაილი ჯენერი დაინიშნა

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან. მათ საერთო ქალიშვილი, შტორმი ჰყავთ, რომელსაც ცოტა ხნის წინ, 1 წელი შეუსრულდა.

კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი

20 თებერვალი 2019, 09:36

მსოფლიო

ტრამპის შემდეგ კიმ ჩენ ინი ჩინეთის პრეზიდენტს შეხვდება

მთავრობის წევრებზე დაყრდნობით სააგენტოწერს, რომ ორი ლიდერის აუდიენცია სავარაუდოდ მარტის ბოლოს შედგება. პეკინში ვიზიტამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დონალდ ტრამპთან გამართავს მოლაპარაკებებს.

დრეიკი

20 თებერვალი 2019, 09:34

ტაბლოიდი

დრეიკმა მობილური ტელეფონის ჩასადებში 400 000 დოლარი გადაიხადა

მან მაღაზიას Jason of Beverly Hills სპეციალური შეკვეთა მისცა. გაირკვა, რომ 18-კარატიანი თეთრი ოქროსა და ლურჯი ბრილიანტებით გაწყობილ ჩასადებში, რომელსაც OVO Sound-ის ლოგო ამშვენებს, 32 წლის ვარსკვლავმა 400 000 დოლარი გადაიხადა.

20 თებერვალი 2019, 09:27

კულტურა

ბრაიან ადამსმა ჯენიფერ ლოპესთან დუეტი ჩაწერა

ბრაიან ადამსის ოფიციალურ Youtube არხზე ახალი სიმღერის პრემიერა შედგა.That’s How Strong Our Love Is – ასე ჰქვია სინგლს. კანადელი ვარსკვლავი 60 წლის იუბილეს, მე-14 სტუდიური ალბომით Shine a Light აღნიშნავს.

20 თებერვალი 2019, 09:22

ეკონომიკა

HUAWEI-ს ახალი მოდელის გამოსვლის თარიღი ცნობილია

P30 სერიის მოდელების პრეზენტაცია პარიზში, 26 მარტს გაიმართება. ახალ მოდელს განსაკუთრებული "ზუმი" ექნება. ამ დროისთვის მეტი დეტალი ცნობილი არ არის.

ხუან გუაიდო

20 თებერვალი 2019, 09:17

მსოფლიო

გერმანელი ექსპერტების ნაწილი გუაიდოს აღიარებას არ მიესალმება

ექსპერტების მიერ შედგენილი დოკუმენტი ცოტა ხნის წინ ბუნდესტაგში დეპუტატებს გადასცეს. ანალიტიკოსების მომზადებულ წერილში აღნიშნულია, რომ ბერლინის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება გერმანიის მთავრობის ტრადიციულ პრაქტიკას - აღიაროს მთლიანად სახელმწიფო და არა ცალკეული მთავრობა.

ამინდი

20 თებერვალი 2019, 09:10

საქართველო

დღეიდან საქართველოში ამინდი გაუმჯობესდება

თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5-6 გრადუსამდე დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი 4-9 გრადუსამდე, ხოლო დასავლეთში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება. კვირის განმავლობაში ტემპერატურა თანდათან მოიმატებს და დედაქალაქში 12 გრადუსამდე სითბოა ნავარაუდევი.

მაია ცქიტიშვილი

20 თებერვალი 2019, 09:04

საქართველო

პარლამენტის წინაშე მაია ცქიტიშვილი წარდგება

მინისტრი გასულ წელს შეაფასებს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მინისტრის მოხსენება იქნება კომპლექსური, დეპუტატებს კი საშუალება მიეცემათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიიღონ მონაწილეობა.

20 თებერვალი 2019, 09:00

ძალოვნები

პროექტ „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი დაიწყო

პროექტი 2018 წელს საქართველოს მასშტაბით ორ ეტაპად განხორციელდა. „ჩვენი ჯარის“ მესამე ეტაპი 28 მარტის ჩათვლით საქართველოს 9 რეგიონის (აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, თბილისი, კახეთი) 300-მდე სკოლას მოიცავს.

რაგბი

20 თებერვალი 2019, 08:54

სპორტი

მსოფლიო რაგბიმ საქართველოს ნაკრებზე ვიდეო გამოაქვეყნა

ვიდეოში საუბარია იმაზე, თუ რატომ არიან ბორჯღალოსნები ძლიერები შერკინებაში. ქართველთა შერკინებაზე ჯაბა ბრეგვაძე საუბრობს."ალბათ ეს სისხლში გვაქვს კავკასიელებს, ქართველებს, არ გვაქვს სისწრაფე, მაგრამ გვაქვს ძალა. უფრო ბრძოლა გვიყვარს, ჭიდაობა გვეხერხება“, - ამბობს ბრეგვაძე.

20 თებერვალი 2019, 08:46

ტექნოლოგიები

ტრამპმა კოსმოსური ძალების შექმნაზე ბრძანებას მოაწერა ხელი

ამ საკითხზე განცხადება თეთრი სახლის ლიდერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ახალი კოსმოსური ძალების მისია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის გაძლიერებაა, მიზანი კი კოსმოსში დომინანტური პოზიციის მოპოვება.

კატა

20 თებერვალი 2019, 08:36

ტაბლოიდი

კარლ ლაგერფელდის ქონება შესაძლოა მის კატას დარჩეს

კატა სახელად შუპეტი დიზაინერს 2011 წლიდან ჰყავდა და განსაკუთრებულ ფუფუნებაში აცხოვრებდა. უფრო მეტიც, მას აქსესუარების საკუთარი ხაზი და წელიწადში 3 მილიონი ევროს შემოსავალი აქვს. ის ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელშიც.

20 თებერვალი 2019, 08:20

მსოფლიო

მოზარდმა გოგომ, რომელიც ISIS-ს შეუერთდა, შესაძლოა ბრიტანეთის მოქალაქეობა დაკარგოს

გოგოს ოჯახი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 19 წლის შამინას ახლა უკან ლონდონში დაბრუნება სურს. მას ISIS-ისთან უკანასკნელი ბრძოლისას მიაგნეს სირიელ მიგრანტთა ბანაკში. ბრიტანელ გოგოს გასულ კვირას შვილიც შეეძინა.

20 თებერვალი 2019, 08:14

მსოფლიო

პარიზში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ორგანიზატორების განცხადებით, მანიფესტაციაში 20 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დემონსტრანტების თქმით, აქციის მიზეზი ქვეყნის მასშტაბით გახშირებული ანტისემიტური ხასიათის თავდასხმები გახდა. ბოლო ასეთი შემთხვევა სტრასბურგთან ახლოს მოხდა. ვანდალებმა ებრაელების საფლავებს შეურაცხმყოფელი სიმბოლოები დაახატეს.

20 თებერვალი 2019, 08:11

მსოფლიო

ესპანეთში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ცნობით, სპეცოპერაციის ფარგლებში ძალოვნებმა სულ 66 ადამიანი დააკავეს, მათ ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებენ. პოლიციის ცნობით, ამოღებულია შვიდი ტონა ჰაშიში და იარაღი.

ხმის მიცემა

20 თებერვალი 2019, 08:07

მსოფლიო

უკრაინა: რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცდება

სწავლება ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართება. კიევში აცხადებენ, რომ ინიციატივა უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ეკუთვნის. უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის მზარდი აგრესიის ფონზე უკრაინის კიბერსფეროს გაძლიერება უმნიშვნელოვანესია.

სალომე ზურაბიშვილი

20 თებერვალი 2019, 07:58

საქართველო

დღეს სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

ასევე დაგეგმილია აუდიენცია გერმანიის პრეზიდენტთან, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. მანამდე სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს სტუმრობდა, სადაც რამდენიმე მაღალი რანგის შეხვედრა გამართა. მათ შორის შეხვდა ემანუელ მაკრონსაც.

მოდელი

20 თებერვალი 2019, 00:55

კულტურა

Burberry ყულფიანი ჰუდის გამო ბოდიშს იხდის

Burberry-ი 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში გამოყენებული ერთ-ერთი ელემენტის გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. საუბარია ჰუდიზე, რომლის კაპიუშონის თასმაც საზოგადოებამ თვითმკვლელობისთვის გამზადებულ ნასკვს მიამსგავსა. როგორც Burberry-მ განაცხადა, კრიტიკის შემდეგ მათ ეს პროდუქტი კოლექციიდან ამოიღეს.