imedi /  21 ივლისი 2018, 18:40 / სანდო წყარო

„ევროპულმა საქართველომ“ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით ბაქრაძე წარადგინა

დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე

პარტია „ევროპულმა საქართველომ” 2018 საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატად დავით ბაქრაძე დაასახელა. პარტიამ საპრეზიდენტო კანდიდატი ქუთაისში, სპორტის სასახლეში წარადგინა.

როგორ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, დღეს ქვეყანას სჭირდება გამაერთიანებელი პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებას დაანახებს, რომ ხვალინდელი დღე არის საიმედო.

დავით ბაქრაძე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერია. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. 2008-2012 წლებში კი,  პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.

ყველა სიახლე

09 ივლისი 2026, 21:11

მსოფლიო

BBC: გამოქვეყნდა 2025 წელს ინგლისსა და უელსში დაბადებული ჩვილებისთვის დარქმეული ყველაზე პოპულარული სახელები - გოგონების სახელებს შორის პირველ ადგილს ზედიზედ მეათე წელია ოლივია ინარჩუნებს, ხოლო ბიჭების სიაში მესამე წელია ლიდერობს მუჰამედი

გამოქვეყნდა 2025 წელს ინგლისსა და უელსში დაბადებული ჩვილებისთვის დარქმეული ყველაზე პოპულარული სახელები - გოგონების სახელებს შორის პირველ ადგილს ზედიზედ მეათე წელია ოლივია ინარჩუნებს, ხოლო ბიჭების სიაში მესამე წელია ლიდერობს მუჰამედი, - წერს BBC-ი.

ჯო უილსონი

09 ივლისი 2026, 21:06

პოლიტიკა

რატომ გადაწონა ჯო უილსონის რეზოლუციამ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა? ჰააგაში მიღებული გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მხარდაჭერაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რატომ გადაწონა ჯო უილსონის რეზოლუციამ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის დასკვნა? ჰააგაში მიღებული გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მხარდაჭერაა.

09 ივლისი 2026, 20:53

მსოფლიო

Le Monde: პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო პარაგვაელი სენატორის მიერ კილიან მბაპეს მისამართით გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო - გამოძიებას ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ეროვნული განყოფილება ზედამხედველობს

პარიზში გამოძიება დაიწყო პარაგვაელი სენატორის მიერ კილიან მბაპეს მისამართით გამოთქმული რასისტული განცხადებების გამო - როგორც პროკურატურამ განაცხადა, საქმე აღიძრა საჯარო შეურაცხყოფისა და დისკრიმინაციული სიძულვილის ან ძალადობისკენ საჯაროდ წაქეზების მუხლებით, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.

09 ივლისი 2026, 20:51

ეკონომიკა

ინვესტიციების მოზიდვით საქართველოს მთავრობა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. ჩენდლერის ინსტიტუტის გლობალური რეიტინგი და შეფასებები „ქრონიკის“ სიუჟეტში

საქართველო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა. „ჩენდლერის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტის“ გლობალურ რეიტინგში ქვეყანამ პოზიციები 4-ი პუნქტით გაიუმჯობესა.

მიხეილ სააკაშვილი

09 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

პარტია პარტიაში, არნახული კრიზისი და ნახევარწლიანი გარდამავალი პერიოდი. „ნაციონალური მოძრაობის“ ქაოსი სააკაშვილის ავტორობით გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სააკაშვილის ავტორობით „ნაციონალური მოძრაობის“ ქაოსი გრძელდება. მსჯავრდებული პარტიაში საკუთარ ავტონომიას ქმნის, გუნდის წევრები არნახულ კრიზისს აღიარებენ და ნახევარწლიან გარდამავალ პერიოდს იღებენ.

09 ივლისი 2026, 20:40

საზოგადოება

მეტი შესაძლებლობები დედაქალაქის გამწვანებისთვის - „ეკოსერვის ჯგუფს“ ახალი ტექნიკა გადაეცა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დედაქალაქის გამწვანება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა თბილისის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. რეკრეაციული სივრცეების უკეთ მოვლა-პატრონობის მიზნით, „ეკოსერვის ჯგუფმა“ მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მნიშვნელოვნად განაახლა და 40-მდე ახალი სატრანსპორტო საშუალება და სპეციალიზებული ტექნიკა შეიძინა.

სერგეი ლავროვი

09 ივლისი 2026, 20:38

მსოფლიო

ლავროვი: რუსული მხარე აღარ დაუჯერებს დასავლეთს უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სურვილთან დაკავშირებით

რუსული მხარე აღარ დაუჯერებს დასავლეთს უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების სურვილთან დაკავშირებით, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

09 ივლისი 2026, 20:37

რეგიონი

ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში სპორტულ ინფრასტრუქტურას გაეცნო.

09 ივლისი 2026, 20:36

საზოგადოება

საქართველოს კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის 68-ე გენერალურ ასამბლეაზე. საქპატენტის ღონისძიება და საქართველოს პირველი ლედი ჟენევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი ხალხის მდიდარი ინტელექტუალური შემოქმედება. ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე, საქპატენტმა მასშტაბური კულტურული ღონისძიება გამართა და საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს მდიდარი მემკვიდრეობა წარუდგინა.

ისრაელ კაცი

09 ივლისი 2026, 20:32

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელის თავდაცვითი ძალები მობილიზებულია და მზადყოფნაშია ირანში საომარი კამპანიის განახლებისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვითი ძალები მობილიზებულია და მზადყოფნაშია ირანში საომარი კამპანიის განახლებისთვის.

09 ივლისი 2026, 20:28

სამართალი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და შვილმკვდარი დედის გინება, მოსამართლის, დაკავებული აქტივისტის შეურაცხყოფა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის და შვილმკვდარი დედის გინება, მოსამართლის, დაკავებული აქტივისტის შეურაცხყოფა - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო მუშაობას განაგრძობს.

09 ივლისი 2026, 20:22

სამართალი

სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება - სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება. მოსარჩელეა მოქალაქე, რომელიც სწორედ ინტერნეტით აყენებდა სხვა ადამიანს შეურაცხყოფას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ინტერნეტით შეურაცხყოფა შესაძლოა თავისუფლების აღკვეთითაც დაისაჯოს. სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილება 7 ივლისით თარიღდება.

09 ივლისი 2026, 20:17

სამართალი

განზრახ მკვლელობა შურისძიების მოტივით - გიორგი კვარაცხელიას საქმე გახსნილია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ორი ბრალდებულიდან ერთზე, ძებნა ცხადდება. ერთი დაკავებულია. დანაშაული 17 წლამდე პატიმრობით ისჯება. გამოძიება გრძელდება.

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში

09 ივლისი 2026, 20:14

მსოფლიო

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში Patriot-ის რაკეტების წარმოება შესაძლოა რამდენიმე კვირაში დაიწყოს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშის განცხადებით, უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტების წარმოება შესაძლოა რამდენიმე კვირაში დაიწყოს.

09 ივლისი 2026, 19:27

რეგიონი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაცია იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში არსებული საჯარო სკოლის პროექტირება-რეაბილიტაციას იწყებს. პროექტი ითვალისწინებს 250 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და მის საფუძველზე სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებას.

09 ივლისი 2026, 19:01

კულტურა

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა

ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მარინ ლე პენი

09 ივლისი 2026, 18:59

მსოფლიო

BFMTV: ორი გამოკითხვის თანახმად, მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველა სცენარით იმარჯვებს

მარინ ლე პენი საპრეზიდენტო კამპანიას დიდი უპირატესობით იწყებს და თავის მეტოქეს, ედუარ ფილიპს, 17 პროცენტული პუნქტით უსწრებს - როგორც ოთხშაბათს გამოქვეყნებული ორი გამოკითხვა აჩვენებს, ეს შედეგი მან ელისეის სასახლისთვის ბრძოლაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო, - წერს ფრანგული ტელეკომპანია BFMTV.

09 ივლისი 2026, 18:58

რეგიონი

ქვემო ბოლნისში ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, პირველ მოადგილე ალექსანდრე ზაბახიძესთან და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროს გიორგი გასვიანთან ერთად სოფელ ქვემო ბოლნისში ხიდის მშენებლობის ბოლო ეტაპის სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

09 ივლისი 2026, 18:40

მსოფლიო

Euronews: საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი განიხილავს რუსი სამხედროებისა და ვეტერანებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის უფრო შეზღუდულ ვერსიას - კერძოდ, აღნიშნული ზომა შეეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს და იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში

საფრანგეთისა და იტალიის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირი განიხილავს რუსი სამხედროებისა და ვეტერანებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის უფრო შეზღუდულ ვერსიას - კერძოდ, აღნიშნული ზომა შეეხება მხოლოდ მოკლევადიან ვიზებს და იმ პირებს, რომლებმაც უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში, - წერს Euronews-ი.

09 ივლისი 2026, 18:18

მსოფლიო

უკრაინული მედია: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით - კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი, 21-ე პაკეტი შესაძლოა ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას დაამტკიცონ, თუმცა „შემსუბუქებული“ სახით. კერძოდ, სანქციების სიაში არ იქნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ბრიუსელში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.