imedi /  10 აგვისტო 2018, 11:23 / სანდო წყარო

დავით უსუფაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირდა

დავით უსუფაშვილი

დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობამ", „თავისუფალმა დემოკრატებმა" და „ეროვნულმა ფორუმმა" ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივ საპრეზიდენტო კანდიდატად დავით უსუფაშვილი დაარეგისტრირეს.

თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, დღეიდან დაიწყება საბოლოო ხელმოწერების შეგროვება, რათა დასრულდეს რეგისტრაციის პროცესი. დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა ასევე განმარტა, რომ უსუფაშვილი არის ერთადერთი კანდიდატი, რომელიც შეესაბამება პრეზიდენტობის კანდიდატს და მხარს დასავლურ კურსს უჭერს.

პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა (2012-2016) და "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილმა თავმჯდომარემ (2005 - 2013) საკუთარი პარტია „შენების მოძრაობა“ 2017 წლის ზაფხულში შექმნა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ მან კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან 20 ივლისს გამართა. სწორედ მაშინ გაირკვა, რომ „შენების მოძრაობის“ ლიდერი გიორგი მარგველაშვილს ცენტრისტული მოძრაობის შექმნასა და ახალი ვადით პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სთავაზობდა. პასუხს ის 1 აგვისტომდე დაელოდებოდა, უარის შემთხვევაში კი - თავად იყრიდა კენჭს.

უსუფაშვილის ახლად შექმნილი პარტია „შენების მოძრაობა“ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და ხმათა 0.76% მიიღო.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

ყველა სიახლე

მშენებლობა

25 მარტი 2019, 10:52

საქართველო

წეროვანში სამხედროებისთვის პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება

წეროვანში ქართველი და უკრაინელი სამხედროებისთვის უახლესი ტექნოლოგიის სამედიცინო და პროთეზირების მხარდამჭერი ცენტრი შენდება. ამავე ცნობით, სამხედროების ჯანმრთელობაზე უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო სამედიცინო ცენტრი იზრუნებს.

საქართველოს პასპორტი

25 მარტი 2019, 10:50

საქართველო

როგორ შეუძლიათ საქართველოდან წასულებს მოქალაქეობის მოპოვება ან დაბრუნება

საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს ქვეყნის მოქალაქეობას, თუ ის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე, საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ასევე ცნობილია რა შესაძლებლობა აქვს მას, ვინც უკვე არის სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაგრამ ჯერ არ შეჩერებია საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი.

მოქალაქეობის მიღება

25 მარტი 2019, 10:48

საქართველო

რა ღირს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება ქვეყნიდან წასული პირებისთვის

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის მოქალაქე განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. შესაბამისი განაცხადის ფორმა ივსება და ბარდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში.

მაიკ ტაისონი

25 მარტი 2019, 10:46

სპორტი

ტაისონი მაკგრეგორს ნაკლებ ლაპარაკს და მეტ ჩხუბს ურჩევს

ბოქსში მსოფლიო ჩემპიონმა მაიკ ტაისონმა შერეული ორთაბრძოლის სპორტსმენ კონორ მაკგრეგორს რჩევა მისცა. ტაისონის თქმით, მაკგრეგორისთვის უმჯობესია ნაკლები ლაპარაკი და მეტი ჩხუბი. მისი აზრით, მაკგრეგორს სპორტზე ფოკუსირება აკლია და ის მთლიანად გადართულია ბიზნესში. „კომპანიის ფლობა სულ სხვა საქმიანობაა“, - განაცხადა ექსბოქსიორმა.

ბავშვები

25 მარტი 2019, 10:35

საქართველო

ცნობილია, ვისთვის დაიწყო დღეს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მიმართვის ფორმას შეავსებს, რომელიც სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობლის თანხმობით, 8-დან 22 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და მის საგანმანათლებლო საჭიროებას დაადგენს.

25 მარტი 2019, 10:24

მსოფლიო

Marvel-ის სერიალების სუპერგმირების კოსტიუმები აუქციონზე იყიდება

Marvel-ი სერიალის გმირების კოსტიუმებს, რეკვიზიტებსა და დეკორაციებს აუქციონის სახლ Prop Store-ში გაყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია Marvel-ის ოფიციალურბ ვებგვერდზე გავრცელდა. ცნობილია, რომ აუქციონზე სულ 750 ლოტი იქნება წარმოდგენილი/

ანა დოლიძე

25 მარტი 2019, 10:19

საქართველო

ანა დოლიძე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად კენჭისყრას არ აპირებს

"გადავწყვიტე რომ საბჭოში ვიყო და აქედან ვეცადო ნაციონალური მოძრაობა-ქართული ოცნების ერთობლივი პროექტის, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს დასრულება. მეტიც, ვფიქრობ და მზად ვარ რომ ჩართული ვიყო ამ პროექტის დასასრულებლად და საქართველოში სამართლიანობის დასამკვიდრებლად ყველა ადამიანის და რესურსის მობილიზებისათვის,"- წერს დოლიძე.

იენს სტოლტენბერგი

25 მარტი 2019, 10:16

საქართველო

იენს სტოლტენბერგი: საქართველო ნატოსთვის უნიკალური პარტნიორია

პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასდროს ყოფილა და სტოლტენბერგის ვიზიტი იმის დასტურია, რომ ნატო საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს და გვერდში უდგას. მან სტოლტენბერგს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე

25 მარტი 2019, 10:11

საქართველო

„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომას ივანიშვილიც ესწრება

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას ესწრება ბიძინა ივანიშვილიც. ამავე ცნობით, პოლიტსაბჭოს დასრულების შემდგომ გაიმართება ბრიფინგი.

წმინდა სოფიას ტაძარი სტამბულში

25 მარტი 2019, 10:11

კულტურა

აია-სოფიამ შესაძლოა მუზეუმის სტატუსი დაკარგოს და მეჩეთად გადაკეთდეს

"გადასახადის გაუქმება შეუძლებელი არ არის, მაგრამ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ მუზეუმის სახელწოდების ქვეშ, არამედ აია სოფიას მეჩეთის სახელით“, - აღნიშნა ერდოღანმა. წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე დიდხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში.

სახლი

25 მარტი 2019, 09:57

ტაბლოიდი

ემა სტოუნის სახლი $3.89 მილიონად იყიდება

ემამ სახლი 2012 წელს 2.5 მილიონ დოლარად, ოსკაროსანი რეჟისორის, კრის ბაგსტერისგან შეიძინა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა მან ამ საყვარელი სახლის გაყიდვა და სად იცხოვრებს მსახიობი მომავალში.

ადა მარშანია

25 მარტი 2019, 09:42

საქართველო

მარშანიას ინიციატივით, დევნილს დახმარება ქვეყნის არა ორი, არამედ სამი თვით დატოვების შემთხვევაში უნდა შეუჩერდეს

"იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი არსებობს, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება სამ თვეს, ხშირია დევნილის დახმარების შეწყვეტის შემთხვევები დევნილი პირების მიმართ კანონით დათქმული ორთვიანი ვადის დარღვევის გამო“, – განმარტავს მარშანია.

გაფიცვა

25 მარტი 2019, 09:34

საქართველო

საქართველოში სოციალური მუშაკები გაიფიცნენ

გაფიცულები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციას შეუერთდნენ რეგიონების წარმომადგენლებიც. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.

სახლი

25 მარტი 2019, 09:24

მსოფლიო

ღაზის სექტორიდან გაშვებული რაკეტა ისრაელში საცხოვრებელ სახლს დაეცა

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, დაშავებულებს შორის ერთი ახალშობილია. დაბომბვის შემდეგ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაინგრა. ისრაელის მთავრობა სარაკეტო იერიშში ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასს“ ადანაშაულებს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.

ნაკრები

25 მარტი 2019, 09:19

სპორტი

შვიდკაცა ნაკრებმა ზიმბაბვეში საერთაშორისო ტურნირი მოიგო

„ბორჯღალოსნები“ ტურნირის ფინალში სამხრეთ აფრიკულ „ჩიტაზს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე დაძაბულ შეხვედრაში, ანგარიშით 19:14 დაამარცხეს. საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ევროპის გრანპრისა და ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირისთვის ემზადება.

დონალდ ტრამპი

25 მარტი 2019, 09:09

მსოფლიო

ტრამპი: არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, სრული თავისუფლებაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების შედეგებს ეხმიანება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს."არ არის შეთქმულება, არ არის ობსტრუქცია, დასრულდა და სრული თავისუფლებაა. ახლა ამერიკას დავუბრუნოთ ძველი დიდება", - წერს ტრამპი.

სამების საკათედრო ტაძარი

25 მარტი 2019, 09:07

საქართველო

25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია მეორის უშუალო მონდომებით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.

საქართველოს პარლამენტი

25 მარტი 2019, 08:59

საქართველო

პარლამენტი ახალი რეგლამენტით მუშაობის 100 დღის შემაჯამებელ შედეგებს წარადგენს

ახალი რეგლამენტის ამოქმედებიდან დღემდე პარლამენტის წევრებმა გაგზავნეს 225 სადეპუტატო კითხვა; 21 მიმართულებით ამუშავდა კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლის მექანიზმი; შემუშავდა 15 კომიტეტის წლიური სამოქმედო გეგმა; დეპუტატებმა 3-ჯერ გამოიყენეს ინტერპელაციის წესი; პარლამენტმა 10-ჯერ მოუსმინა მინისტრებს; დაიწყო 6 თემატური მოკვლევა.

25 მარტი 2019, 08:49

საქართველო

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს შესაძლოა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭონ

ბიუროს სხდომაზე დღეს მთის კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ. საკანონმდებლო ინიციატივა საოკუპაციო ხაზთან, კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრებთათვის საშეღავათო პირობების შექმნას ითვალისწინებს.

25 მარტი 2019, 08:48

მსოფლიო

სერბეთი ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს

ნატოს ძალების მიერ იუგოსლავიის დაბომბვის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ალექსანდრ ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ სამხედრო ნეიტრალიტეტი სერბეთისთვის ერთადერთი არჩევანია. ამ საკითხზე საუბრისას პრეზიდენტმა დასძინა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანება არც სერბ ხალხს სურს.