imedi /  10 აგვისტო 2018, 14:25 / სანდო წყარო

შავ ზღვაზე ისევ შტორმს ელოდებიან

შავი ზღვის სანაპირო ზოლში დღეს ისევ შტორმს ელოდებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს და აცხადებს, რომ სანაპიროზე დღეს, 10 აგვისტოს 4-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ ზღვაში შესვლა აკრძლალულია. ტალღების სიმაღლე 2-3 მეტრს აღწევს.

აჭარაში უხვი ნალექის შედეგებს ებრძვიან. ქობულეთში, მახინჯაურსა და ბათუმში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ უხვი ნალექის დროს სანიაღვრე სისტემები წყალს ვერ ატარებს. 

კომენტარები ()

ყველა სიახლე

ელისაბედ მეორე

16 დეკემბერი 2018, 13:00

საქართველო

ელისაბედ მეორე სალომე ზურაბიშვილს: მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია

"მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტად ინაუგურაცია და ჩემი საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული შესანიშნავ ურთიერთობათა გაგრძელებას,"- წერს დედოფალი. თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.

ჰეროინი

16 დეკემბერი 2018, 12:45

ძალოვნები

შსს-მ ფონიჭალაში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და მე-5 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

ვითარება კახეთის გზაზე

16 დეკემბერი 2018, 12:33

საქართველო

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საპოლიციო ტრანსპორტი და ტექნიკა დააზიანეს

კახეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე გადაადგილება გართულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ წინასწარ იყო ცნობილი კახეთის გზაზე მანქანებით გადაადგილებისას შეზღუდვების შესახებ. უწყების ცნობით, ფეხით გადაადგილება ახლაც შესაძლებელია.

ენმ-ის აქცია ბათუმში

16 დეკემბერი 2018, 12:29

საქართველო

ბათუმში ქართული ოცნების ოფისთან საპროტესტო პლაკატები გააკრეს

„არა სალომეს!", „არჩევნები გაყალბებულია!" , - ინაუგურაციის პარალელურად ნაციონალური მოძრაობის წევრები აქციას ბათუმშიც მართავენ. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს. მათ მსვლელობა პარტიის ოფისიდან აჭარის მთავრობის სახლამდე გამართეს.

გიორგი ბოტკოველი

16 დეკემბერი 2018, 12:20

საქართველო

აქციის გასამართად შეთავაზებულ ადგილს ნაციონალური მოძრაობა არ იღებს

ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის განცხადებით, მას პოლიცია იმ ტერიტორიაზე არ უშვებს, სადაც თავდაპირველად პარტიამ აქციის გამართვა ინაუგურაციის ადგილიდან დაახლოებით 70 მეტრში დააანონსა. აღნიშნული სივრცე სახელმწიფო დაცვის ზონაში არის მოქცეული.

აქცია

16 დეკემბერი 2018, 11:59

საქართველო

პოლიციამ თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონებს ჩუმლაყში გზა გადაუკეტა

საპატრულო პოლიციას ბლოკირებული აქვს მთავარი მაგისტრალი, მანამდე ოპოზიციის კოლონებს გზა გადაუკეტეს გომბორის უღელტეხილზეც, ამიტომ მათ სვლა ალტერნატიული გზით განაგრძეს, თუმცა ჩუმლაყშიც მაგისტრალი გადაკეტილია.

რომან გოცირიძე

16 დეკემბერი 2018, 11:49

საქართველო

რომან გოცირიძე: ინაუგურაციაზე დასასწრებად მოსაწვევი ფრაქციის ყველა წევრმა მიიღო

" კედელი, რომელიც ახლა ჩვენ ერთმანეთისგან გვყოფს, არის „ქართული ოცნების“ 6-წლიანი მმართველობის სიმბოლო. ამის დამაგვირგვინებელი იყო პრეზიდენტის არადემოკრატიული არჩევნების გზით დასმა - ეს არის იყო ნამდვილი არჩევნები, ეს არ არის ნამდვილი პრეზიდენტი. ფრაქცია მთელი შემადგენლობით კედელს მიღმა ვიქნებით“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ რომან გოცირიძემ.

16 დეკემბერი 2018, 11:34

საქართველო

მარგველაშვილმა ზურაბ ჭავჭავაძეს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა

მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად მზადაა. ის უკვე კახეთში იმყოფება. თელავამდე გიორგი მარგველაშვილი ყვარელში იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში მივიდა და პრეზიდენტის რანგში ბოლოჯერ ეროვნული გმირის წოდება ზურაბ ჭავჭავაძეს მიანიჭა.

სოფო ქაცარავა

16 დეკემბერი 2018, 11:30

საქართველო

სოფო ქაცარავა: ინაუგურაციის ღონისძიებაში მონაწილეობას ნიკა მელია ადასტურებს

"აქვე აღვნიშნავ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩვენი სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს გააკეთებენ, რათა კანონის სრული დაცვით, დღევანდელმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. დასასრულს, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღევანდელი დღე საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე, რომელიც ჩვენი საზოგადოების გამთლიანების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძვლად უნდა იქცეს,"- თქვა ქაცარავამ.

ენმ-ის აქცია ზუგდიდში

16 დეკემბერი 2018, 11:24

საქართველო

ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდში აქციას მართავს

სამეგრელი-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან ნაციონალური მოძრაობა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს არჩევნები მოპარა და სალომე ზურაბიშვილი ხალხის პრეზიდენტი არ არის.

ირაკლი ქადაგიშვილი

16 დეკემბერი 2018, 11:22

საქართველო

კახეთის გუბერნატორი: ოპოზიცია ინაუგურაციის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას ვერ გამართავს

"როდესაც ოპოზიციამ მომართა მერიას მიტინგის ჩატარების მოთხოვნით, მათ მიეცათ განმარტება, რომ ამ ტერიტორიაზე სახელმწიფო ღონისძიება უკვე დაგეგმილია, ამიტომ მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც უსაფრთხოების ზონას წარმოადგენს, საპროტესტო აქცია წარმოუდგენელია. მერიამ შესთავაზა ცენტრალურ მოედანზე ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება. გამოყოფილი არის მათთვის თელავის ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი. აქ აქციას ვერ გამართავენ, რადგან ეს ტერიტორია არის სახელმწიფო ღონისძიებისთვის განკუთვნილი",- განაცხადა ქადაგიშვილმა.

16 დეკემბერი 2018, 11:21

საქართველო

სომხეთის პრეზიდენტი უკვე საქართველოშია

თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში 16 დეკემბერს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს. ამის შემდეგ არჩეული პრეზიდენტი მიწვეულ სტუმრებთან ერთად წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაინაცვლებს, სადაც სადღესასწაულო მიღება გაიმართება.

16 დეკემბერი 2018, 11:14

საქართველო

ინაუგურაციის სცენარის დეტალები ცნობილია

ისტორიაში პირველად, ცერემონიას დაესწრება საქართველოს ჯერ ისევ მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც სცენარის მიხედვით, ერთ-ერთი პირველი შევა სასახლის ეზოში. პირველები ეზოში მედროშეები შევლენ, შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი, მერე კი არჩეული პრეზიდენტი, რომელიც ავა სპეციალურად მოწყობილ სცენაზე და დადებს ფიცს.

მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი

16 დეკემბერი 2018, 11:09

საქართველო

მედია: ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარება მიულოცა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის მთავრობას წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობასა და სომხეთის ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართული პროგრამების განხორციელებაში. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და საქართველოს მთავრობები განაგრძობენ ეფექტიან თანამშრომლობას მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და ორი ერის საკეთილდღეოდ.

რომან დოლიძე

16 დეკემბერი 2018, 11:02

სპორტი

კიევში შერეული ორთაბრძოლების ტურნირი ქართველმა რომან დოლიძემ მოიგო

უკრაინის დედაქალაქ კიევში, WWFC13-ის (World Warriors Fighting Championship) საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს შეხვდნენ ქართველი რომან დოლიძე (6 მოგება – 0 წაგება) და გამოცდილი პოლონელი მიხალ პასტერნაკი (13-4). ბრძოლა ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში ჩატარდა.

თელავი

16 დეკემბერი 2018, 10:56

საქართველო

გზებზე შეზღუდვის გამო ოპოზიციის კოლონა თელავში გურჯაანის გავლით ჩავა

"ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ახლა ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში, მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ, მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს,“ - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

16 დეკემბერი 2018, 10:48

ძალოვნები

ქართველი ე.წ.კანონიერი ქურდი კიევში დააკავეს

უკრაინის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაკავებულს ქართულ მხარეს გადმოსცემენ. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ამგვარი პირების მიმართ მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს და მწუხარება გამოთქვა, რომ უკრაინაში არ მოქმედებს მსგავსი კანონმდებლობა.

უკრაინის ეკლესიის გაერთიანებული კრება

16 დეკემბერი 2018, 10:32

მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას „ახალი ეკლესიის“ დაფუძნება მიულოცა

აშშ-ის საელჩომ უკრაინაში ოფიციალურ კიევს მიულოცა გამაერთიანებელი კრება, რომლის დროსაც ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია დააფუძნეს.

ტერეზა მეი და ტონი ბლერი

16 დეკემბერი 2018, 10:17

მსოფლიო

ბრიტანეთის მოქმედი პრემიერი ტონი ბლერს აკრიტიკებს

უთანხმოების მიზეზი Brexit-ის თაობაზე განსხვავებული შეხედულებებია. მანამდე ტონი ბლერი გამოვიდა ინიციატივით, რომ Brexit-ის შესახებ ახალი რეფენდუმი ჩატარდეს.10 დეკემბერს ტერეზა მეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში Brexit-ზე დაგეგმილი კენჭისყრა გადადო.

16 დეკემბერი 2018, 10:08

საქართველო

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.