საგანგებო სიტუაციების სამსახური სტიქიის რეგიონებიდან უახლეს ინფორმაციას ავრცელებს
ფოტო: საგანგებო სიტუაციების სამსახური
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა რისკზონების მონიტორინგს.
11:00 საათის მონაცემებით, საცხოვრებელი სახლების დატბორვის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება არ შემოსულა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ნალექმა იკლო, მდინარეები დაუბრუნდა კალაპოტს და ამ ეტაპზე, სტიქიის გამეორების საფრთხე მოხსნილია.
პრევენციის მიზნით, გუშინ ღამე ორი სოფლის, წყემისა და ზანათის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გარდა ადგილობრივი მეხანძრე-მაშველებისა მობილიზებულებია დამატებითი ძალები იმერეთის რეგიონიდან და თბილისიდან.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მოძრაობა აიკრძალა.
აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში არცერთი შეტყობინება არ შემოსულა. შავ ზღვაში მოსალოდნელია 4-ბალიანი შტორმი. ტალღების სიმაღლემ დღის განმავლობაში შესაძლოა 2 მეტრს მიაღწიოს.
10 აგვისტოს სენაკში მოვარდნილმა წყალმა ხიდი და მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა წაიღო.
ყველა სიახლე
01 ივნისი 2026, 18:11
რეგიონი
ფოთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღინიშნა
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში ბავშვებისთვის მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები და კონცერტები გაიმართა.
01 ივნისი 2026, 18:07
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: ოპოზიცია არის მხოლოდ ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული, თუ ამას შეიძლება იდეა ეწოდოს, ეს არის გარე დავალებების და გარე აქტორების დავალებების შესრულება. ხან ფანჩატურში გაერთიანდნენ, ხან სხვა ადგილას და ყველაფერი ნათელია, რომ მათში არის პიროვნული შეუთავსებლობები
მათი დაპირისპირება არ არის ახალი ჩვენთვის და ეს დაპირისპირება რომ არ ყოფილიყო უფრო გასაკვირი იქნებოდა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას დაპირისპირებაზე საუბრისას.
01 ივნისი 2026, 18:06
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნაზე: ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა
ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება ვალდებულები ვართ, რომ უზრუნველვყოთ აზრისა და გამოხატვის თავისუფლება. და მეორეს მხრივ, არ დავუშვათ შუღლი, ზიზღის ენა, შეურაცხყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. ქართველი ხალხი არ იმსახურებს იმ გარემოს, რომელიც გვქონდა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, საბურთალოს დელეგატმა აკაკი ალადაშვილმა შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით.
01 ივნისი 2026, 17:59
პოლიტიკა
აკაკი ალადაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში იკითხება მესიჯი, რომ ისინი მზად არიან, უნდათ ჩვენთან ურთიერთობების გაჯანსაღება და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ ამისთვის მზად ვართ
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების განცხადებაში იკითხება მესიჯი, რომ ისინი მზად არიან, უნდათ ჩვენთან ურთიერთობების გაჯანსაღება და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აკაკი ალადაშვილმა.
01 ივნისი 2026, 17:50
რეგიონი
ფონდმა „ქართუმ“ „ციცინათელას“ პარკის მიმდებარედ არსებული 27 714 კვმ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა
„თითქმის ყველა რეგიონში ჩვენ გვაქვს განხორციელებული სხვადასხვა ტიპის პროექტი, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება ფონდის მხრიდან ერგო აჭარა-გურიის რეგიონს. ამჯერადაც მსგავსი ტიპის ქველმოქმედებასთან გვაქვს საქმე - ფონდი „ქართუ“ გადასცემს ჩუქების ხელშეკრულებით სახელმწიფოს მიწის ნაკვეთს, რომელიც მოხმარდება ახალი პარკის მოწყობას. კიდევ ერთი, ძალიან ლამაზი სივრცე დაემატება ამ რეგიონს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ტურისტულ ნაკადებს, ასევე ჩვენი მოქალაქეების დასვენებას“, - აღნიშნა ფონდი „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
01 ივნისი 2026, 17:37
რეგიონი
შეკვეთილში მალე ქვეყანაში ყველაზე დიდი დინო პარკი - „დინოტოპია“ აშენდება
ამ მიზნით, საქველმოქმედო ფონდ „ქართუსა” და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის შეთანხმება შედგა. რომლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, „ციცინათელას“ პარკთან მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შპს „აკვა ცენტრისგან” შეიძინა ფონდმა “ქართუმ” და იგი სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. ეს ტერიტორია არსებულ გასართობ სივრცეს შეუერთდება. შედეგად კი, შეიქმნება ერთიანი, მასშტაბური ტურისტული კომპლექსი .
01 ივნისი 2026, 17:34
მსოფლიო
ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების რიგში პირველი არ არის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მას 20 წელია ელოდებიან
„ბოლო კვირების განმავლობაში ბევრ ადამიანს ვესაუბრე დასავლეთ ბალკანეთიდან და ისინი უკვე დაიღალნენ იმით, რომ ფაქტობრივად 20 წელია „მოსაცდელ ოთახში“ არიან. აუცილებელია, რომ ამ მიმართულებით გარკვეული წინსვლა იყოს და რაღაც ნაბიჯი გადაიდგას. დროთა განმავლობაში კი სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მათი ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენ უფრო გვჭირდება, ვიდრე მათ სჭირდებათ ევროპა“, - განაცხადა ვერა იუროვამ.
01 ივნისი 2026, 17:34
საზოგადოება
მეუფე იაკობი: ქართველებმა უნდა გავითავისოთ ის, რომ წარსული დიდებით თავი კი არ მოგვქონდეს, შევეცადოთ, მასზე უკეთესი აწმყო და მომავალი შევქმნათ. განათლება ყველაფერს მოგვიტანს
დილიდან ხალხმრავლობაა ბოდბის დედათა მონასტერში. მომლოცველები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წმინდა ნინოს საფლავის მოსალოცად ჩავიდნენ. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღავლინა.
01 ივნისი 2026, 17:29
სამართალი
პროკურორი ელიზბარ გოზალიშვილი: ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან კავშირის ეპიზოდები
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან კავშირის ეპიზოდები, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა.
01 ივნისი 2026, 17:27
მსოფლიო
ევროკომისიის ყოფილი კომისარი ვერა იუროვა: რუსეთი ან ჩინეთი კი არა, აშშ მაშინებს
„რა არ დამაძინებდა ღამით, ახლა რომ კომისარი ვიყო? ზოგადად ევროპაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობა. დღესაც სწორედ ამიტომ ვარ აქ. ჩემს გუნდთან ერთად ვიწყებ ახალ პროექტს, „დემოკრატია 27“, რომელიც მოქალაქეთა ინიციატივაა და შეავსებს იმას, რასაც უკვე აკეთებს ევროკომისია“, - აღნიშნა იუროვამ.
01 ივნისი 2026, 17:22
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: ბავშვთა უფლებების დაცვით იწყება ძლიერი საზოგადოებისა და სახელმწიფოს შენება
„თუ ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო, ინსტიტუტები, სოლიდარული საზოგადოება, პირველი სამიზნე ყოველთვის არიან ბავშვები. მათი უფლებების დაცვა, ჩამოყალიბება, ადამიანებისადმი პატივისცემა იწყება ოჯახიდან. ამიტომაც სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ხედვა აქვს ოჯახური ინსტიტუციის, მისი ფასეულობების გაძლიერებასთან დაკავშირებით. საჯარო პოლიტიკური მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ოჯახებისთვის და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ცენტრალური, რეგიონალური თუ მუნიციპალური მხარდაჭერა. ჩვენ, როგორც ავტონომიურ რესპუბლიკას, ამ მხრივ გამორჩეული შესაძლებლობები გვაქვს“,- აღნიშნა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.
01 ივნისი 2026, 17:17
ეკონომიკა
საქართველოში წელს რიგით მეორე „თბილისის ფინანსური სამიტი“ ჩატარდება
27-28 ოქტომბერს საქართველო მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას „თბილისის ფინანსურ სამიტს“ უმასპინძლებს. წლევანდელი სამიტის მთავარი თემა იქნება „რეგიონული ეკონომიკური კორიდორების შექმნა პოლიტიკის, ფინანსებისა და ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილში“.
01 ივნისი 2026, 17:17
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე: ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკურ ველს, რომელშიც ადგილი არ ექნება სიძულვილის ენას და ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა მთავრობამ, არის მიმართული ამ ველის გაჯანსაღებისკენ
ჩვენი საზოგადოება ნამდვილად იმსახურებს პოლიტიკურ ველს, რომელშიც ადგილი არ ექნება სიძულვილის ენას და ეს ნაბიჯი, რომელიც გადადგა ჩვენმა მთავრობამ, არის მიმართული ამ ველის გაჯანსაღებისკენ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
01 ივნისი 2026, 17:12
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე თავდასხმის ბრძანება გასცა
„არ იქნება ისეთი სიტუაცია, როდესაც „ჰეზბოლა“ თავს დაესხმება ჩვენს ქალაქებსა და ჩვენს მოქალაქეებს, ხოლო მისი ტერორისტული შტაბ-ბინა ბეირუთში, დაჰიაში, ხელშეუხებელი დარჩება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში. მისივე თქმით, ისრაელი აგრძელებს სახმელეთო აქტივობის გაღრმავებას ლიბანში, სადაც ისრაელის ჯარებმა სამხრეთში თვითგამოცხადებული უსაფრთხოების ზონა შექმნეს, რაც ჩრდილოეთ ისრაელის „ჰეზბოლას“ თავდასხმებისგან დაცვას ისახავს მიზნად.
01 ივნისი 2026, 17:11
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილედ ია ახალაია დაინიშნა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, მიხეილ მაღლაკელიძემ თანამშრომლებს ახალი მოადგილე, ია ახალაია წარუდგინა.
01 ივნისი 2026, 16:45
ეკონომიკა
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით, Web Summit 2026-ში მონაწილეობის მისაღებად ქართული სტარტაპების განაცხადების მიღება მიმდინარეობს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) დაფინანსებით, 6 ქართული სტარტაპი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიება Web Summit-ში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება.
01 ივნისი 2026, 16:37
საზოგადოება
აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამედიცინო ცენტრი „აფხაზეთის“ ინიციატივით, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართა.
01 ივნისი 2026, 16:36
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით მოქმედი ფრინველთა სასაკლაო დაჯარიმდა და დაიხურა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ.მ. (მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარა გარეჯვარი) სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, რეალიზაციის მიზნით კლავდა ფრინველს. ამავდროულად, მეწარმე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და არ ჰქონდა სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარება.
01 ივნისი 2026, 16:35
საზოგადოება
2 ივნისიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი ოფიციალურად ამოქმედდება
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი 2 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდება. ახალი ხაზი საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის ერთობლივი სტრატეგიული პროექტია, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერებაში. ახალი სარკინიგზო მარშრუტი ქმნის დამატებით გამტარუნარიანობას რეგიონში, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატვირთო ნაკადების მარშრუტების დივერსიფიცირებას და აძლიერებს რეგიონის დაკავშირებადობას.
01 ივნისი 2026, 16:30
პოლიტიკა
ეკა სეფაშვილი: გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის დანიშვნის გაჭიანურება მოწმობს იმას, რომ ის ახორციელებს გარკვეულ ზეწოლას საქართველოს ხელისუფლებაზე
პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა გერმანული მხარის მიერ საქართველოს ელჩის გერმანიაში, ალექსანდრე კარტოზიას დანიშვნის გაჭიანურებას. დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უნდა მეტყველებდეს ზეწოლაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ. სეფაშვილმა გაიხსენა ისიც, რომ გერმანიის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ჯერ კიდევ სალომე ზურაბიშვილია მოხსენიებული:


