imedi /  14 სექტემბერი 2018, 15:58 / სანდო წყარო

რა შემთხვევაში ენიშნებათ კომპენსაცია პარლამენტის ყოფილ წევრებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს მომსახურების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის შესახებ

სააგენტოს განმარტებით, სახელმწიფო კომპენსაცია სხვადასხვა სფეროში დასაქმებულებისთვის ერთნაირად არ გაიცემა.

საქართველოს პარლამენტის/უზენაესი საბჭოს წევრებს (ყოფილ წევრებს) სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ 65 წლის ასაკის მიღწევის ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო. ხოლო პარლამენტის/ უზენაესი საბჭოს წევრების (ყოფილი წევრების) გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს მარჩენალის გარდაცვალების გამო.

დაინტერესებულმა პირმა სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარადგინოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულში.

ასაკის მიღწევის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია: განცხადება; უწყების წარდგინება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 65 წლის ასაკის მიღწევისას ან არანაკლებ 25 წლის ასაკის შრომის საერთო სტაჟის შემთხვევაში: პარლამენტის წევრობის (ყოფილი უზენაესი საბჭოს წევრებმა უზენაესი საბჭოს წევრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; 65 წლის ასაკის შესრულებამდე, შრომის საერთო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი; ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ; ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ.

ხოლო, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამო სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად საჭირო დოკუმენტებია: განცხადება; უწყების წარდგინება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი; ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ; ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; თუ იგი ეწევა საჯარო საქმიანობას, ცნობა მისი საშუალო თვიური ანაზღაურების ან ხელფასის შესახებ.

იმ შემთხვევაში თუ ოჯახში მარჩენალი გარდაიცვალა, სახელმწიფო კომპენსაციის დასანიშნად უფლებამოსილმა პირმა სოციალური მომსახურების სააგენტოში უნდა წარადგინოს განცხადება; უწყების წარდგინება; პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ცნობა უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ; ცნობა პარლამენტის წევრის ხელფასის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში, შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი; მეუღლეზე - ქროწინების მოწმობა; შვილ(ებ)ზე - დაბადების მოწმობა.

სოციალური მომსახურების სააგენტო განცხადებას 15 დღეში განიხილავს.

მარჩენალის გარდაცვალების გამო კომპენსაცია ინიშნება მარჩენალის გარდაცვალების დღიდან, თუ განცხადება კომპეტენტურ ორგანოს წარედგინება ამ საფუძვლის წარმოშობიდან 3 თვეში. ამ ვადის გასვლის შემთხვევაში კომპენსაცია ინიშნება განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ განცხადება და საჭირო დოკუმენტები წარდგენილია კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობის თვეში ან ამ საფუძვლის წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს და ისინი აკმაყოფილებენ ამ კანონით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიღების პირობებს.

პარლამენტის (უზენაესი საბჭოს) წევრის კომპენსაციის ოდენობა მოქმედი პარლამენტის წევრის ხელფასის მესამედია.

ყველა სიახლე

აბდულ ფათაჰ ალ-სისი

24 აპრილი 2019, 23:03

მსოფლიო

ეგვიპტელების 88,83%-მა ალ-სისის მმართველობის 2030 წლამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 90%-მა რეფერენდუმის დროს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მოქმედ პრეზიდენტს აბდულ ფათაჰ ალ-სისის შეუძლია, პოსტზე 2030 წლამდე დარჩეს. ცვლილებები ასევე გააფართოვებს პრეზიდენტის ძალაუფლებას სასამართლო სისტემაში კადრების დანიშვნების მიმართულებით. საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა მიმდინარე თვეს დაამტკიცა.

24 აპრილი 2019, 00:46

მსოფლიო

Reuters: შრი-ლანკის დაზვერვის სამსახური ტერაქტამდე 2 საათით ადრე გააფრთხილეს

შრი-ლანკის დაზვერვის სამსახური მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ ტერაქტის განხორციელებამდე გააფრთხილეს. ამის შესახებ Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, რომელიც შრი-ლანკის თავდაცვის უწყებას და ინდოეთის მთავრობას წარმოადგენს, ინდოეთის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლები შრი-ლანკელ კოლეგებს პირველ აფეთქებამდე ორი საათით ადრე დაუკავშირდნენ.

პეტრო პოროშენკო

24 აპრილი 2019, 00:41

მსოფლიო

პოროშენკო საპარლამენტო არჩევნებში იყრის კენჭს

უკრაინის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, კომიკოსთან და შოუმენთან ვოლოდიმერ ზელენსკისთან მეორე ტური წააგო, უმაღლესი რადის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

ქერჩის კოლეჯი

24 აპრილი 2019, 00:25

მსოფლიო

საგამოძიებო კომიტეტმა ქერჩის კოლეჯში სტუდენტის მიერ მასობრივი მკვლელობის მიზეზი დაასახელა

ქერჩის კოლეჯში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ ბასტრიკინის განცხადებით, სტუდენტმა ვლადისლავ როსლიაკოვმა კოლეჯში მასობრივი მკვლელობა მისი პიროვნების დამცირების გამო მოაწყო. როსლიაკოვი მუდმივად განიცდიდა სტუდენტების მხრიდან დამცირებას.

მარსი

24 აპრილი 2019, 00:10

ტექნოლოგიები

მარსის ზედაპირზე პირველი სეისმოლოგიური მოვლენები დააფიქსირეს

სეისმოგრაფმა SEIS-მა, რომელიც მარსის ზედაპირზეა დამაგრებული, პლანეტის პირველი სეისმოლოგიური მოვლენები დააფიქსირა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის კოსმოსის კვლევის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. სუსტი, თუმცა მკვეთრი სეისმოლოგიური სიგნალი აპარატმა 6 აპრილს დააფიქსირა.

აქცია

23 აპრილი 2019, 23:58

ძალოვნები

ხელვაჩაურის პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

შეკრებილები სამართალდამცველებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პოლიციამ დღეს საღამოს ოთხი პირი ისე დააკავა, რომ არ განუმარტა უფლებები და დაკავების მიზეზი. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი კი მისთვის ხელის შეშლის ფაქტზეც ლაპარაკობს.

23 აპრილი 2019, 23:48

მსოფლიო

საუდის არაბეთში 37 ადამიანი ტერორიზმისთვის სიკვდილით დასაჯეს

საუდის არაბეთში 37 ადამიანი ტერორიზმისთვის სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ The Independent-ი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. ორგანიზაცია Human Rights Watch-მა აღნიშნული ფაქტს „გროტესკული“ უწოდა და თქვა, რომ „ამ ამბის უნდა გვეშინოდეს“. საუდის არაბეთის მოქალაქეები ტერორისტული იდეოლოგიის დამკვიდრებაში, ქაოსის გავრცელებაში და დაპირისპირების პროვოცირებაში დაადანაშაულეს.

დრონები

23 აპრილი 2019, 23:44

ეკონომიკა

აშშ-ში დრონით საქონლის მიწოდებაზე პირველი საავიაციო ნებართვა გაიცა

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ ქვეყნის მასშტაბით პირველი ნებართვა გასცა, რომელიც კომპანია Wing-ს საავიაციო გადაზიდვებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების უფლებას ანიჭებს. ასეთივე ნებართვის მიღებას გეგმავენ Uber-ი, UPS-ი და სხვა კომპანიები.

წყალდიდობა

23 აპრილი 2019, 23:20

მსოფლიო

ტემპერატურის მატებამ და თოვლის სწრაფად დნობამ კვებეკში წყალდიდობა გამოიწვია

თოვლის სწრაფად დნობის გამო კანადის ქალაქ კვებეკში წყლის მოვარდნა გამოიწვია, შედეგად კი 3000-მდე სახლი დაიტბორა. წყალდიდობის გამო 1300-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა, კვებეკის პრემიერის თქმით, ადგილობრივ მაშველებს მოქალაქეების სამაშველო საქმიანობაში 600-მდე სამხედრო ეხმარება.

მიწისძვრა

23 აპრილი 2019, 22:58

მსოფლიო

ფილიპინებზე ორ დღეში ორ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა

პირველი, 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 22 აპრილს მოხდა, მეორე კი 23 აპრილს და მისი მაგნიტუდა 6.1 იყო. პირველი მიწისქვეშა ბიძგების შედეგად 29 მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა, სამარის აღმოსავლეთით მდებარე ზოგიერთ დასახლებაში კი ელექტროენერგია გაითიშა. მიწისძვრას 16 ადამიანი ემსხვერპლა

23 აპრილი 2019, 22:43

თემა

რა უნდა ვიცოდეთ სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ?

23 აპრილს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ მასშტაბური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 25%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა 5მკგ/დლ-ზე (მიკროგრამი დეცილიტრზე) მეტი და 10 მკგ/დლ-ზე ნაკლები აქვს. იმ მცირეწლოვანთა რაოდენობა კი, რომელთა სისხლშიც ტყვიის შემცველობა 10 მკგ/დლ-ს აღემატება, 16%-ს შეადგენს.განსხვავებული მაჩვენებელია რეგიონების მიხედვითაც. საინტერესოა,რომ ქალაქში მცხოვრები ბავშვების სისხლში ტყვიის უფრო დაბალი შემცველობა დაფიქსირდა, ვიდრე სოფლად.რა იწვევს ტყვიით ინტოქსიკაციას? როგორ დავიცვათ ბავშვები ამ პრობლემისგან და მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

ჰესების მშენებლობა

23 აპრილი 2019, 22:38

ეკონომიკა

გიორგი ჩიქოვანი: 2030 წლისთვის ჩვენთან ელექტროენერგიის მოხმარება 23 მილიარდი კილოვატი საათი იქნება

საქართველოს ენერგეტიკის ფონდის განვითარების ხელმძღვანელის, გიორგი ჩიქოვანის განცხადებით, არსებული გათვლებითა და პროგნოზების თანახმად, თუ შენარჩუნდება ეკონომიკური ტემპები 2030 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება დაახლეობით 23 მილიარდი კილოვატი საათი იქნება.

23 აპრილი 2019, 22:36

მსოფლიო

საფრანგეთი სკოლის მოსწავლეების უფასო საუზმისთვის €6 მილიონს დახარჯავს

საფრანგეთის რამდენიმე სკოლა უკვე დაიწყო განხორციელება მთავრობის იმ ახალ პროგრამის, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლის მოსწავლეებს საუზმით უფასოდ უზრუნველყოფენ. France24 წერს, რომ ამ მიზნით საფრანგეთი €6 მილიონს გამოყოფს. ქვეყნის განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის უწყებასთან ერთად აღნიშნული ინიციატივის შესახებ დღეს განაცხადა.

ელექტროენერგია

23 აპრილი 2019, 22:27

ეკონომიკა

როგორია ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი საქართველოში. გრაფიკა

იმისთვის, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის პრობლემა არ შექმნილიყო, საქართველომ 2018 წელს 13 მილიარდ 197 მილიონი კილოვატ საათი მოიხმარა. აქედან საქართველოში არსებული სხვადასხვა ტიპის ელექტროწყაროებიდან გამომუშავდა ელექტროენერგიის 89%, დანარჩენი 11% კი საქართველომ მეზობელი ქვეყნებისგან იყიდა.

კლიმატი

23 აპრილი 2019, 22:15

მსოფლიო

მილიონამდე ბიოლოგიურ სახეობას გადაშენება ემუქრება

სუფთა ჰაერის, სასმელი წყლის CO2-ის გადამამუშავებელი ტყეების სწრაფად გაქრობა და სხვა სახის ბუნებრივი რესურსების მოხმარება, უახლოეს მომავალში გავლენას მოახდენს არა მხოლოდ მსოფლიოს ეკონომიკაზე, არამედ ადამიანების ირგვლივ, გარემოში არსებულ ცოცხალ ორგანიზმებზეც.

საოკუპაციო ხაზი

23 აპრილი 2019, 21:53

ძალოვნები

საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი დააკავა

სოფელ ნიქოზის ორი მკვიდრი საოკუპაციო რეჟიმმა დეფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ დაკავებას ადასტურებს. სუს-ში აცხადებენ, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ღვინო

23 აპრილი 2019, 21:48

კულტურა

ღვინის სექტორში ჩართული 22 წარმატებული ქალის ისტორია ერთ წიგნად გამოიცა

კონფერენციის ფარგლებში, რომლის მიზანსაც ქართველი და გერმანელი მეღვინე ქალების შემდგომი თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენდა, საქართველოს მეღვინე ქალთა ასოციაციის და ახალი წიგნის „ნელი დუღილი - ქალები ქართული ღვინის ბიზნესში“ პრეზენტაცია გაიმართა.

23 აპრილი 2019, 21:42

მსოფლიო

საფრანგეთის მუზეუმიდან გასულ წელს მოპარული ნახატი უკრაინაში იპოვეს

პოლიციის განცხადებით, ნახატს მიაგნეს ერთ-ერთი უკრაინელი კაცის სახლში, რომელიც იუველირის მკვლელობის ბრალდებით იძებნებოდა. მათივე ინფორმაციით, ქორდობაში ეჭვმიტანილი ყველა უკრაინელი დაკავებულია. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა საფრანგეთის ელჩთან ერთად გამართულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ნამუშევარი საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ნენსის მუზეუმში დააბრუნეს.

მეტრო

23 აპრილი 2019, 21:41

ტაბლოიდი

ამერიკელმა მოიფიქრა როგორ არ გასცდეს მეტროში თავის გაჩერებას თუ ჩაეძინა

სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა ვიდეო, რომელზეც ნიუ-იორკის მეტროში წინდახედული ამერიკელია აღბეჭდილი. ვიდეოს გმირს იმის შიშით, რომ საკუთარ სადგურს ძილის გამო არ გასცდეს, სპეციალური ქუდი ახურავს, რომელზეც ეკრანია გაკეთებული.

23 აპრილი 2019, 21:23

თემა

როგორ განვავითარო ჩემი ბიზნესი? 5 სცენარი

თქვენმა ბიზნესმა რომ იარსებოს, აუცილებელია მისი განახლება და ბაზრის სხვა წარმომადგენლებთან მუდმივი, ჯანსაღი კონკურენცია. ამისათვის შეგიძლიათ ახალი პროდუქტის შექმნა, საორგანიზაციო პროცესის მოდერნიზება ან ინოვაციური ბიზნეს-მოდელის შემუშავება. თუმცა არსებობს სხვა მეთოდებიც. შესაძლებელია გახვიდეთ ახალ ბაზარზე ან თქვენს საქმიანობაში პრინციპულად ახალი მიმართულება შექმნათ. ბიზნესის განვითარების ბევრი შესაძლო სცენარი არსებობს, თუმცა სპეციალისტები ამ მიმართულებით საუკეთესო ხუთეულს გამოყოფენ.