imedi /  20 სექტემბერი 2018, 18:08 / სანდო წყარო

ხორავას საქმეზე უმრავლესობამ დადგენილების პროექტი მოამზადა

პარლამენტი ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის მოსმენის გარდა, განიხილავს და კენჭიყრაზე გაიტანს დადგენილებას, რომელიც ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა.

„1. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის N2450 – IIს დადგენილებით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძვლად განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი ახალგაზრდის მკვლელობის გამოძიება საქართველოს პარლამენტის მიერ მიჩნეულ იქნა სახელმწიფო და საზოგადოებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხად. საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 31 მაისის N2450 – IIს​ დადგენილებით დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრა „2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტებისა და საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების დადგენა.“

2. კომისიის შექმნის მომენტისთვის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობდა მთავარი კითხვები, თუ ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა და ხომ არ ჰქონდა ადგილი გამოძიების პროცესის მწარმოებელ პირთა მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას, მათი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. სასამართლო განხილვის ეტაპზე ბრალდების მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა დავით სარალიძის მკვლელობაში არასრულწლოვან გ. ბ.-ს მიმართ, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენის შესაბამისი სტანდარტისათვის საკმარისად არ მიიჩნია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა არ დასრულებულა. განაჩენი გასაჩივრებულია, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მიერ და საქმეს განიხილავს თბილისის სააპელაციო სასამართლო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომისიის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება ან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი საკითხების შესწავლა, საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო

არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ​ პირთან და ზოგადად მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან​ დაკავშირებით, რომელიც მათივე განცხადებებით განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან – კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის​ სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.

საგამოძიებო კომისიის ზემოთხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად.

შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის – მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.

3. კომისიის შექმნის მომენტისათვის გამოძიების მიმართ საზოგადოებაში დამატებით შემდეგ საკითხებთან დაკავშირებთ იყო გამოთქმული გარკვეული ეჭვები, რომელთა მოშველიება ხდებოდა არგუმენტების გასამყარებლად, რომ ადგილი ჰქონდა პროცესის მწარმოებელთა მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას: რატომ განხორციელდა შემთხვევის ადგილზე არსებული ფარდულის დემონტაჟი; დაზიანებული იქნა თუ არა დავით სარალიძის მკვლელობის ერთ-ერთი იარაღი განზრახ (გაღუნული დანა); მოახდინა თუ არა მირზა სუბელიანმა გამოძიებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა. ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

ა. ფარდული – ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, რაზეც საგამოძიებო ორგანოებს არ ეცნობა. აღსანიშნავია, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება.

ბ. გაღუნული დანა – დანის დაზიანება არ მომხდარა განზრახ. ექსპერტიზის დასკვნამ დაადასტურა, რომ დანამ მიიღო მიკროდეფორმაცია, რისი შემჩნევაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია. ამასთან, დანა ვარგისია შემდგომი საექსპერტო კვლევის ჩასატარებლად.

გ. კითხვები მირზა სუბელიანთან დაკავშირებით – მას შემდეგ რაც გამოძიებამ შეკრიბა საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, მირზა სუბელიანი დაკავებულ იქნა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

4. კომისიამ, როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეების შესწავლის, ასევე მოწმეების, დაზარალებულებისა და ბრალდებულების გამოკითხვის შედეგად დაადგინა, რომ არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის ჩატარებული ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის:

ა. მირზა სუბელიანის, მისი არასრულწლოვანი შვილის – ა. ს.-ს და ცოლის არასრულწლოვანი დის შვილის – მ. კ.-ს მიმართ არ ჩატარებულა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები (მაგალითად: არ გამოიკითხა მირზა სუბელიანი, არ გაიჩხრიკა არასრულწლოვანი მ. კ.-ს ბინა და არ მოხდა მისი ტანსაცმლის ამოღება).

ბ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი ზოგიერთი პირის ბინა არ იქნა გაჩხრეკილი და არ იქნა ამოღებული მათი ტანსაცმელი.

გ. არ ჩატარდა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები დ. ღ.-ს მიმართ.

დ. არ იქნა გამოკითხული ან დაგვიანებით გამოიკითხა საქმესთან დაკავშირებით შესაძლო ინფორმაციის მქონე ზოგიერთი პირი.

ე. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ნაწილი არ იქნა ამოღებული ან დაგვიანებით იქნა ამოღებული. ამასთან, არ მოხდა ყველა პირის იდენტიფიცირება, ვინც ჩანაწერებშია აღბეჭდილი.

ვ. არ განხორციელდა კონფლიქტში მონაწილე და მათთან დაკავშირებული ზოგიერთი პირის სატელეფონო საუბრების მოსმენა-მიყურადება. ასევე, არ იქნა ამოღებული ჩხუბის გარკვეულ მონაწილეთა ტელეფონები და კომპიუტერები.

ზ. კითხვის ნიშნებს ბადებს გამომძიებლის ზოგიერთი მოქმედება. თვალსაჩინოებისათვის​ გამოდგება ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, სადაც გამომძიებელი მირზა სუბელიანს უცნობ პირად მოიხსენიებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, მირზა სუბელიანი პასუხისგებაშია მიცემული და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებების გამოკვლევის/შეფასების საფუძველზე, ნათელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით ჩატარებას აქვს განსხვავებული მიზეზები და კომისიის მიერ შესწავლილ და მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შეუძლებელია ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომად ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად. გამოძიების პროცესისთვის არ არსებობს წინასწარ დადგენილი სტანდარტული საპროცესო წესი, თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ჩატარდეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და ყოველი სისხლის სამართლის საქმე, მისი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. საგამოძიებო ტაქტიკას განსაზღვრავს გამოძიების მწარმოებელი თანამდებობის პირი და მისი პროცესუალური ხელმძღვანელი, რაც მათ დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. კომისიის მუშაობისას ვერ იქნა გამოკვეთილი ის განსხვავებული შედეგი, სხვა გარემოება ან რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც მოგვცემდა მსჯელობისა და ლოგიკური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ საქმეში არსებულმა ხარვეზებმა, გარდა მტკიცებულებათა ხარისხისა, არსებითი გავლენა მოახდინა საქმის საბოლოო შედეგზე. თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მუშაობა არ უნდა გააგრძელონ ამ მიმართულებით.

5. საქმის მასალებიდან ცნობილია, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს დაიკითხა გ.მ., რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს მას ზურგის არეში მიაყენეს დაზიანება (გულმკერდის უკანა ზედაპირზე ხერხემლის ხაზიდან 1.5 სმ დაშორებით მარცხნივ დაახლოებით 8-9 ნეკნების მიმდებარედ).

6. მოქმედი კანონმდებლობით, საქმის სირთულის, კომპლექსურობისა თუ სხვა ლეგიტიმური გარემოებების მიუხედავად, პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გაგრძელების შესაძლებლობა არ არსებობს. 40 დღიანი ვადით გამოძიების პროცესის შეზღუდვა პრაქტიკაში წარმოშობს არაერთ პრობლემას და რიგ შემთხვევებში ართულებს საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების სწრაფად და ეფექტიანად დადგენას, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულების გამოძიების პროცესით.

7. როგორც გამოძიების მასალებიდან, ისე საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად, გამოიკვეთა, დაპირისპირებულ არასრულწლოვნებს შორის არსებობდა კონფლიქტი ჩაგვრის ფაქტების სახით, რაც საბოლოოდ გადაიზარდა უმძიმეს დანაშაულში. საქმის მასალებიდან, კერძოდ, მოწმეთა ახსნა-განმარტებებიდან იკვეთება შემდეგი გარემოება: 51-ე სკოლაში, სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, კერძოდ შესვენების დროს, სკოლის საპირფარეშოში მე-11 კლასელების დ.ღ.-ს და დ.ნ-ს მხრიდან მე-9 კლასელ თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჩაგვრის ფაქტს.

ნიშანდობლივია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულების განმაპირობებელი ჩაგვრის ფაქტი არ არის ერთეული შემთხვევა და მხოლოდ აღნიშნული სკოლის პრობლემას არ წარმოადგენს. მეტიც, საზოგადოებისათვის ფართოდ ცნობილია, რომ ჩაგვრა წარმოადგენს საქართველოს სკოლებში არსებულ არც თუ ისე იშვიათ მოვლენას, რასაც ემატება ასეთი ფაქტების პრევენციისა და შესაბამისი სერვისების/მექანიზმების ნაკლებობა. უფრო მეტიც, სკოლებში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფებისა და აკრძალული საგნების ტარების სტატისტიკური მონაცემები ცალსახად უარყოფითია.

8. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კომისია გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

8.1 წინამდებარე დადგენილების მე-4 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით:

8.1.1 საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარონ სამსახურეობრივი შემოწმება, რათა, არსებობის შემთხვევაში, გამოკვეთონ კანონდარღვევა გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა მხრიდან და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

8.1.2 საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ მ. კ.-ს ქმედებებს გამოძიების (როგორც ძირითადი, ისე გამოყოფილი საქმის), სასამართლო განხილვის ეტაპზე. ასევე როგორც სისხლის სამართლის საქმეში არსებული, ასევე საგამოძიებო კომისიის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებების საფუძველზე; ასევე საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები. აღნიშნულმა სტრუქტურებმა უნდა გამოკვეთონ მ.კ.-ს როლი დავით სარალიძის მკვლელობისა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი ქმედებების შეფასების შემდეგ, გატარდეს ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება. კომისიის მუშაობისას ასევე გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვანი მოწმე მ.კ.-ს მიერ მიცემულ ჩვენებებს შორის არსებობს წინააღმდეგობები. შესაბამისად, მიზანშეწონილია შესაბამისმა ორგანომ იმსჯელოს, ხომ არ იკვეთება ამ ნაწილში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

8.1.3 საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცენ საგამოძიებო კომისიის წინაშე მირზა სუბელიანის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

8.2 წინამდებარე დადგენილების მე-5 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით: ცალკე გამოიყოს სისხლის სამართლის საქმე გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე – მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის და საზოგადოებისთვის ცნობილია შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული გამოყოფილი საქმის ფარგლებში გამოძიების სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობის შესახებ (მათ შორის ამ ფაქტზე). შსს-მ ცალკე განსაზღვროს ამ ფაქტის შესაბამისი კვალიფიკაცია. ასევე, შსს-მ ჩაატაროს ყველა შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიება დანაშაულის ჩამდენი პირის იდენტიფიცირებისათვის და პასუხისგებაში მიცემისთვის.

8.3 წინამდებარე დადგენილების მე-6 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით: მიზანშეწონილია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტის ჩართულობით შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება პატიმარ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომის გამართვის 40-დღიანი ვადის გახანგრძლივება.

8.4 წინამდებარე დადგენილების მე-7 პუნქტში მითითებულ საკითხთან დაკავშირებით:

8.4.1 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ:

ა. შეიმუშაოს სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ერთიანი წესი, რაც, თავის მხრივ, ბავშვთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას; პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას; უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებზე ეფექტიან რეაგირებას; სკოლის უსაფრთხო გარემოზე პასუხისმგებელი პირების, მათ შორის, მანდატურის სამსახურისა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების ხელშეწყობას;

ბ. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებებიდან გამომდინარე, დროულად ჩამოაყალიბოს და შეიმუშაოს სკოლებში კონფლიქტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს თანამედროვე გამოწვევებთან ეფექტიან გამკლავებას;

გ. ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოავლინოს კონფლიქტის პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი პირების ქმედებებში შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ნიშნები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება;

დ. ხელი შეუწყოს და წაახალისოს სასკოლო მედიაციის განვითარება;

ე. შეიმუშაოს სკოლებში კონფლიქტების პრევენციისა და რეაგირებისათვის სოციალური მუშაკის დროული და ეფექტური ჩართვის მექანიზმი.

8.4.2 შემუშავდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაკონტროლდება ცივი იარაღის ბრუნვა, არასრულწლოვნებს შეეზღუდებათ ცივ იარაღზე წვდომა და დაწესდება პროპორციული სანქციები.

9. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს ზედამხედველობა ამ დადგენილებით შესაბამისი სამინისტროებისადმი გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე“.- წერია დადგენილების პროექტში.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე - მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2026, 12:52

მსოფლიო

ირანის არმია აცხადებს, რომ ბაჰრეინში მდებარე საჰაერო ბაზას დაარტყა

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის ინფორმაციით, ირანის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო იერიში მიიტანეს ბაჰრეინში მდებარე შეიხ ისას საჰაერო ბაზაზე, რომელსაც აშშ-ის სამხედრო ძალები იყენებენ. ირანული მხარის განცხადებით, ეს ქმედება ამერიკული დარტყმების საპასუხოდ განხორციელდა.

18 ივლისი 2026, 12:01

კულტურა

აჭარის ხელოვნების მუზეუმში თვითნასწავლი ლაზი მხატვრისა და პოეტის, ხასან ჰელიმიშის მემორიალური გამოფენა გაიხსნა და ის ხელოვანის გარდაცვალებიდან 50 წლისთავს ეძღვნება

დამთვალიერებელს სარფის ლაზურ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ნამუშევრების ნახვა 24 ივლისის ჩათვლით შეუძლია. წარმოდგენილი ფერწერული ტილოები უმეტესად ზღვის თემატიკას ასახავს.

18 ივლისი 2026, 12:00

მსოფლიო

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა

18 ივლისის ღამეს მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. რუსული გამოცემა ASTRA-ს, მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის, მოსკოვის მერ სერგეი სობიანინისა და უკრაინული ტელეგრამ-არხის, Exilenova+-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად ნოგინსკსა და ელექტროსტალში ხანძარი გაჩნდა.

18 ივლისი 2026, 11:55

საზოგადოება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა

წელს უნივერსიტეტს 3 298 კურსდამთავრებული ჰყავს. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებული სტუდენტები წარჩინების სიგელებით დააჯილდოვეს.

18 ივლისი 2026, 11:40

რეგიონი

მდინარე თელავისხევის კალაპოტის 14 კმ-იანი მონაკვეთი აქტიურად იწმინდება

გაწმენდითი სამუშაოების პარალელურად, ასევე მიმდინარეობს გრუნტით ნაპირსამაგრი გაბიონების მოწყობა. სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად გაეცნო.

გურამ მაჭარაშვილი

18 ივლისი 2026, 11:28

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როდესაც ევროკავშირის საელჩო ხარ და შენი მიზანი, წესით, უნდა იყოს, რომ ხელი შეუწყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის და ამ დროს, პირიქით, ძალადობრივ აქციებს აფინანსებ და თან ორი წლის წინანდელ ქარდს აზიარებ, ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ კრიზისში ხარ

გურამ მაჭარაშვილი დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ ქარდის გაზიარების ფაქტს ეხმიანება და მას თავის მართლებად აფასებს. „სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ევროკავშირის საელჩო, რაც უფრო მეტად ცდილობს, რომ თავი „გაიმართლოს“, მით უფრო მეტდ იძირება. ანუ, ჭაობის პოზიციაშია პირდაპირი გაგებით - რაც უფრო მეტად მოძრაობ, მით უფრო მეტად იძირები.

მარიამ ქვრივიშვილი

18 ივლისი 2026, 11:07

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთთან ჩვენი პარტნიორობა იმის ნათელი დასტურია, თუ როგორ შეუძლია მჭიდრო თანამშრომლობას საერთო მიზნები რეალურ საქმედ აქციოს

ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში თანამშრომლობის გასაღრმავებლად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულ კომისიას (NDRC) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, ჩვენ შევქმენით ერთობლივი სამუშაო ჯგუფი,- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

18 ივლისი 2026, 11:06

კულტურა

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარადგინა

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალის ფარგლებში, ოპერისა და ბალეტის თეატრში, პინა ბაუშის ვუპერტალის ცეკვის თეატრმა თანამედროვე ხელოვნების შედევრი, საკულტო დადგმა - „მაზურკა ფოგო“ წარმოადგინა.

18 ივლისი 2026, 11:04

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საუკუნეების განმავლობაში საქართველო, თავისი სავაჭრო და სატრანსპორტო გზებით, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით

დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიულ მისიას და ორ კონტინენტს შორის საიმედო ციფრულ კარიბჭედ ვყალიბდებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

18 ივლისი 2026, 11:01

თავდაცვა

შსს დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დანაშაულზე ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსზე: ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც უწყების განცხადებაში აღნიშნული, დუშეთის მუნიციპალიტეტში მოხდარ დანშაულტან დაკავშირებით ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.

18 ივლისი 2026, 10:58

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს

„საქართველოსთვის ციფრული ტრანსფორმაცია ნიშნავს ახალი შესაძლებლობების შექმნას, მედეგობის გაძლიერებას და იმის გარანტიას, რომ ციფრული ეკონომიკის სიკეთეებით თითოეული მოქალაქე ისარგებლებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა შანხაიში, „ხელოვნური ინტელექტის გლობალური მმართველობის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრაზე” სიტყვით გამოსვლისას.

დონალდ ტრამპი

18 ივლისი 2026, 10:53

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ კანადაში ტყის ხანძრები გააზრებული დაუდევრობის გამო გაჩნდა და ქვეყანას საბაჟო გადასახადების გაზრდით დაემუქრა.

18 ივლისი 2026, 10:40

სამართალი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონული სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

18 ივლისი 2026, 10:34

სამართალი

კახეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მშობლებს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

18 ივლისი 2026, 10:29

სამართალი

პოლიციამ თბილისში მუქარისა და ძარცვის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ძარცვისა და მუქარის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

18 ივლისი 2026, 10:26

მსოფლიო

ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5069-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა პარასკევს საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 16 740-ს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა 17 907 მოქალაქე.

18 ივლისი 2026, 10:20

საზოგადოება

ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო.

18 ივლისი 2026, 10:18

მსოფლიო

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების გაგრძელება გამოიწვევს „სრულმასშტაბიან“ საპასუხო შეტევებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ პარასკევს შეერთებულ შტატებს მკაცრი გაფრთხილება მისცა. რეზაის განცხადებით, თუ აშშ-ს მხრიდან ირანზე სამხედრო დარტყმები გაგრძელდება, თეირანი საპასუხოდ „სრულმასშტაბიან შეტევით ოპერაციებს“ დაიწყებს.

18 ივლისი 2026, 09:19

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ივლისს საქართველოში

18 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

18 ივლისი 2026, 08:26

სპორტი

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან

დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რომელიც დღეს ლა სერენაში უნდა გამართულიყო, მოსალოდნელი უამინდობის გამო სანტიაგოში გადაიტანეს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით 21:00 საათს (ნაცვლად 23-ისა) შეესაბამება.