imedi /  12 ოქტომბერი 2018, 19:12 / სანდო წყარო

კაკაურიძე: განათლების პროგრამების დაფინანსება დაახლოებით 123 მილიონი ლარით გაიზარდა

განათლების დაფინანსება

პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

როგორც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში განათლების პროგრამების დაფინანსება დაახლოებით 123 მილიონი ლარით გაიზარდა.

მისი თქმით, განათლების სფერო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და შესაძლოა, გათვალისწინებული თანხები საკმარისი არ იყო, თუმცა განათლების სისტემის რეფორმას შესაბამისი მოსამზადებელი პერიოდიც სჭირდება.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს დონორებთან, მათ შორის იმისთვის, რომ სწორად ჩამოაყალიბოს რეფორმის ძირითადი კონცეფცია და მიზნები.

ამასთან, მან სკოლებში თანამედროვე ტექნოლოგიების შეტანაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 12 მილიონი ლარი, საპილოტე პროექტის დაწყება პირველ ეტაპზე 50 სკოლაში იგეგმება.

კომიტეტის სხდომაზე განათლების სფეროს დაფინანსების საკითხით უმრავლესობის დეპუტატი ირინა ფრუიძე დაინტერსდა.

 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

19 ოქტომბერი 2018, 11:24

ვიდეო

მარია ზახაროვას განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:22

მსოფლიო

ამერიკული ვერტმფრენი ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა

აშშ-ის საზღვაო საძლების ვერტმფრენი „სი ჰოკი“, იაპონიის სანაპიროსთან ავიამზიდ „რონალდ რეიგანს“ დაეცა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს.

19 ოქტომბერი 2018, 11:21

ვიდეო

საქართველოს საგარეო უწყების განცხადება

19 ოქტომბერი 2018, 11:16

ვიდეო

პროკურატურაში, გვიან ღამით დასრულდა, გატაცებული ახალგაზრდა მამაკაცის გამოკითხვა

მუჰამედ ბენ სალმანი

19 ოქტომბერი 2018, 11:12

მსოფლიო

NYT: საუდის არაბეთი ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალს მემკვიდრე პრინცის მრჩეველს წაუყენებს

საუდის არაბეთის ხელისუფლება ჟურნალისტი ჯამალ ჰაშაღის მკვლელობაში ბრალის წაყენებას გენერალ ახმედ ასარის უპირებენ. ის საუდის არაბეთის დაზვერვის მაღალჩინოსანია და მემკვიდრე პრინცის მუჰამედ ბენ სალმანის მრჩეველი.

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ვიდეო

თეა წულუკიანი: "თუ ოპოზიციას ჩემი მოსმენა სურს, ამისათვის შესაბამისად უნდა მოემზადოს"

Google Maps

19 ოქტომბერი 2018, 11:11

ტექნოლოგიები

iOS-ის მომხმარებლები Google Maps-ზე ადგილმდებარეობას რეალურ დროში გააზიარებენ

ფუნქციით სარგებლობა როგორც ავტომობილით, ისე ველოსიპედით და ფეხით გადაადგილებისას არის ხელმისაწვდომი. ლოკაციის რეალურ დროში გაზიარების სერვისი Android-ის მომხმარებლებისთვის 2017 წლის მაისში ამოქმედდა.

მკლავჭიდი

19 ოქტომბერი 2018, 11:10

სპორტი

პარასპორტსმენებმა მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულეს

მარჯვენა-მარცხენა ხელში პარა-მკლავჭიდელებმა ჯამში 42 მედალი აიღეს, აქედან 25 ოქრო, 8 ვერცხლი და 9 ბრინჯაო. გარდა ამისა, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთად აიღო 23 მედალი - 8 ოქრო, 6 ვერცხლი და 9 ბრინჯაო და გუნდური 3 ადგილი.

პარკირება

19 ოქტომბერი 2018, 10:56

საქართველო

ის ქუჩები დასახელდა, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება

ამავე ცნობით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.

19 ოქტომბერი 2018, 10:50

ვიდეო

მთავარი პროკურატურა, ფარულ აუდიოჩანაწერებს, სკოტლანდ იარდში გადაგზავნის

19 ოქტომბერი 2018, 10:46

მსოფლიო

თურქეთში მეჩეთის მრევლი 37 წლის განმავლობაში არასწორი მიმართულებით ლოცულობდა

თურქეთის პროვინცია იალოვის მეჩეთი მექის საპირისპიროდ იდგა. 37 წლის განმავლობაში, მუსლიმებმა ეს ვერ შენიშნეს და არასწორი მიმართულებით ლოცულობდნენ. ამის შესახებ გაზეთი Daily Sabah-ი წერს.

19 ოქტომბერი 2018, 10:43

ვიდეო

აშშ უახლოეს მომავალში უნივერსალური საფოსტო კავშირის დატოვებას გეგმავს

19 ოქტომბერი 2018, 10:41

ვიდეო

MIT-ის მკვლევარების მიერ შექმნილი რობოტი კანის დაავადებების გამოვლენას ემსახურება

19 ოქტომბერი 2018, 10:38

სპორტი

UEFA საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალ პროექტს ეხმიანება

29 სექტემბერს, მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიმართა. ამ პროქტის ფარგლებში, ბათუმში, ბულვარში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი შედგა. ფესტივალში 40 ბავშვი მონაწილეობდა, რომელთაც ფეხბურთის ფედერაციამ მაისურები და ბურთები, ხოლო გუნდებს – ასევე ბურთები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცა.

19 ოქტომბერი 2018, 10:35

ვიდეო

გაზის მარაგები საქართველოში

კურტ ვოლკერი

19 ოქტომბერი 2018, 10:25

მსოფლიო

კურტ ვოლკერი: აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ყოველ ორ თვეში გააძლიერებს

დონბასის კონფლიქტთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებას პერიოდულად გეგმავს. ამის შესახებ უკრაინის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

ჰაკათონი

19 ოქტომბერი 2018, 10:24

ტექნოლოგიები

ჰაკატური თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში ერთდროულად გაიმართება

,,ჰაკატური“ტურისტული ტექნოლოგიების ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელიც სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება. მისი მიზანია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

19 ოქტომბერი 2018, 10:24

ვიდეო

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ხობის მოსახლეობას შეხვდა

ტექინსპექტირება

19 ოქტომბერი 2018, 10:17

ძალოვნები

10 ცენტრი ავტომობილების ტექდათვალიერების ყალბ მოწმობებს გასცემდა

"თანამშრომლები როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას, მიუხედავად მათი ვიზუალური ან/და ტექნიკური დაზიანებებისა, ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ყალბ ანგარიშებს გასცემდნენ. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები,"- აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

19 ოქტომბერი 2018, 10:13

კულტურა

ჯარისკაცები ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ

ჯარისკაცებმა სხვადასხვა ექსპოზიცია დაათვალიერეს, მათ შორის, მუზეუმში დაცული ოქროს ფონდი, საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი და ქართული იარაღ-საჭურველის გამოფენა. ჯარისკაცების ეროვნულ მუზეუმში სტუმრობა მიზნად ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებასა და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას ისახავს.