13 მაისი 2026, 17:59 / სანდო წყარო

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ელექტროსადგურების ოპერირების შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლების შესახებ.

როგორც ცენტრის დირექტორის მოადგილე, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ბერიძე აღნიშნავს, კურსი პასუხობს ენერგეტიკის დარგის თანამედროვე გამოწვევებს, ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი სპეციალისტების მომზადება-გადამზადებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ელექტროენერგეტიკის სფეროში პროფესიული განათლების მიმართულებით.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ახალი ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელება, არსებული ენერგოობიექტების რეაბილიტაცია და მოდერნიზაცია, მოითხოვს კადრებს, რომლებიც ერკვევიან თანამედროვე ტექნოლოგიებში, ავტომატიზაციისა და დისპეტჩერიზაციის სისტემებში.

„ელექტროენერგია წარმოადგენს ეკონომიკის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს. ენერგოსისტემების უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირება პირდაპირ არის დამოკიდებული ელექტროსადგურების ეფექტურ ოპერირებაზე, მართვასა და ტექნიკურ გამართულობაზე.

ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ტექნოლოგიური პროგრესი, განახლებადი ენერგიის წყაროების მზარდი ინტეგრაცია, ელექტროსადგურების ავტომატიზაციისა და ციფრული მართვის სისტემების დანერგვა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ კადრებს, რომლებიც ფლობენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ უნარებს ელექტროსადგურების ოპერირების მიმართულებით. ამასთან, ელექტროსადგურების ოპერირებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენერგოეფექტურობას, გარემოს დაცვასა და ავარიული სიტუაციების პრევენციას. ელექტროსადგურების ოპერატიული პერსონალისათვის აუცილებელია პროფესიული პასუხისმგებლობის, ტექნიკური აზროვნებისა და პრობლემების ანალიზის უნარების ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია თანამედროვე ენერგეტიკული სისტემის და ლიბერალური ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურების ეფექტური ოპერირებისათვის”, - აღნიშნავს ნუგზარ ბერიძე.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლების შესახებ კურსის ტრენერებად მიწვეულნი არიან აკადემიური წრეების, ენერგეტიკული კომპანიებისა და მარეგულირებელი კომისიის მაღალი რანგის სპეციალისტები. კურსის პირველი ნაკადის ტრენინგები მიმდინარე წლის 21 აპრილს დაიწყო და 16 ივნისამდე გაგრძელდება.

კურსის დასრულების შემდგომ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ყველა სიახლე

13 მაისი 2026, 18:40

მსოფლიო

„LGBTIQ+ იდენტობა არ საჭიროებს მკურნალობას“ - ევროკომისია კონვერსიული პრაქტიკის აკრძალვის პირობას დებს

ევროკომისია გამოეხმაურა ევროპის მოქალაქეთა ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც ერთ მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ე.წ. „კონვერსიული პრაქტიკის“ - ორიენტაციის შეცვლისკენ მიმართული ინტერვენციების - აკრძალვის მოთხოვნით.

13 მაისი 2026, 18:33

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ვახტანგ ლომჯარია

13 მაისი 2026, 18:30

ეკონომიკა

ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი: ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს. პირველ რიგში, გაძლიერდეს ადგილობრივი წარმოება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გვერდში დავუდგეთ ადგილობრივ ბიზნესს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ პროგრამასთან დაკავშირებით.

13 მაისი 2026, 18:23

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტებზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ტურისტებისთვის საკემპინგე სივრცის მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, დამხმარე პირის მეშვეობით, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

13 მაისი 2026, 18:22

პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაცია: „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს

„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ბიუჯეტიდან დამატებით ხარჯებს არ საჭიროებს, - განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

13 მაისი 2026, 18:20

მსოფლიო

CNN: პეკინში ტრამპის დახვედრის ოფიციალური ცერემონია განსაკუთრებული პომპეზურობითა და საზეიმო განწყობით ჩატარდა. ვიდეო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში დაეშვა - ჩინეთის დედაქალაქში მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია განსაკუთრებული პომპეზურობითა და საზეიმო განწყობით ჩატარდა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი.

ზვიად გაბისონია

13 მაისი 2026, 18:18

პოლიტიკა

ზვიად გაბისონია: უმაღლესი განათლების რეფორმა არის გეგმის მიხედვით, თვიდან-თვემდე გაწერილია ყველა ის საკითხი, რაც მოცემულ მომენტში უნდა განხორციელდეს და სამინისტრო სკრუპულოზურად მიჰყვება ამ გეგმას

საკითხი არის ზედმეტად პოლიტიზებული, მისაღები გამოცდების წინასწარი მზადების პერიოდი მიმდინარეობს გეგმურად, არანაირი შეფერხებები, დამატებები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ.

გიორგი კახიანი

13 მაისი 2026, 18:07

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ერთია, რა ხდება ამ რეზოლუციებში, რომლებიც სრულიად არარსებულ ფაქტებს ეფუძნება და მეორეა რა ხდება ქვეყანაში, რაც ქართველმა ხალხმა უფრო კარგად იცის, ვიდრე მაგალითად საფრანგეთის პარლამენტის 68 წევრმა

„ყველანაირად ცდილობენ დააზიანონ ქვეყნის რეპუტაცია, ქვეყნის იმიჯი, რომ იქნებ ასეთ პროცესებში თავისთვის რაღაც ხელსაყრელი პოლიტიკური ნიადაგი გამონახონ. მეორე მხრივ, გარე აქტორებიც და მათი გარე პატრონები ცდილობენ, რომ ასეთი რეზოლუციებით მათ რაღაც პოლიტიკური მუხტი შესძინონ, მაგრამ თვითონაც კარგად ხვდებიან, რომ არანაირი რევოლუციური მუხტი ქვეყნის შიგნით არ არსებობს და ვერც იქნება ასეთი მუხტი, იმიტომ რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს“, - აცხადებს კახიანი.

13 მაისი 2026, 18:07

მსოფლიო

ამერიკული გამოცემა The Hill: აშშ-ში საწარმოო ფასები 6%-ით გაიზარდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზეწოლას კომპანიებზე, რათა მათ მომხმარებლებისთვის პროდუქციაზე ფასები გაზარდონ

გასულ თვეში აშშ-ში საბითუმო ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა - საწარმოო ფასები წლიურ ჭრილში 6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2022 წლის დეკემბრის შემდეგ, - წერს ამერიკული გამოცემა The Hill-ი.

13 მაისი 2026, 18:07

საზოგადოება

ზვიად გაბისონია: იმ სტუდენტებს, რომლებიც განათლების ძველი მოდელით სწავლობენ ან აქვთ ნულოვანი გრანტი, ერთი გამოცდის ჩაბარებით შესაძლებლობა ექნებათ გაუმჯობესებული დაფინანსება მოიპოვონ

იმ სტუდენტებს, რომლების განათლების ძველი მოდელით სწავლობენ ან, აქვთ ნულოვანი გრანტი ერთი გამოცდის ჩაბარებით შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ გაუმჯობესებული დაფინანსება,- განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გადაცემაში „დღის ქრონიკა"

დავით ქართველიშვილი

13 მაისი 2026, 18:05

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: შიო მესამემ აიძულა საქართველოში რუსეთის ინტერესების წარმომადგენელი, რომ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით მოეხსენიებინა და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს რაღაც შემთხვევითობაა - ცივი წყალი დალიოს

რადიკალური ოპოზიციის მიერ უწმინდესი შიო მესამისთვის რუსეთის წარმომადგენლის მილოცვასთან დაკავშირებით აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ეხმიანება პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და ისინი უარყოფითად რეაგირებენ ნებისმიერ პროცესზე, რომელიც ამ მიმართულებით შეიძლება განვითარდეს.

დავით ქართველიშვილი

13 მაისი 2026, 18:04

პოლიტიკა

ქართველიშვილი ზურაბიშვილზე: სამარცხვინოა, როდესაც თავს უწოდებ „ქვეყნის პრეზიდენტს“ და პატრიარქის ინტრონიზაციის დღეს მიდიხარ საფრანგეთში, რათა მათ პარლამენტს გამოსტყუო საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია

„ესენი არიან ის ადამიანები, რომლებთანაც, სამწუხაროდ, ჩვენ კვლავ გვიწევს თანაცხოვრება,“ - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა რადიკალური ოპოზიციის მისამართით. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილი პატრიარქის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს არ ერიდებოდნენ, დღეს მასზე ნიანგის ცრემლებს ღვრიან.

გიორგი კახიანი

13 მაისი 2026, 18:01

პოლიტიკა

გიორგი კახიანი: ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი შეფასებებია გაკეთებული. გვაქვს ობიექტური კვლევა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ შეიძლება ჰქონდეს. და მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს რეზოლუცია, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ იმ მიდგომებზე ისაუბრა, რომელიც ევრობიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებით აქვს.

13 მაისი 2026, 17:53

მსოფლიო

უკრაინული მედია: მაისში უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნა არარეალურია

უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა კლასტერების დონეზე მაისში არ იგეგმება და ტექნიკურად ვეღარც მოესწრება. ინფორმაციას უკრაინული მედია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

13 მაისი 2026, 17:50

საზოგადოება

მარკეტების ქსელ „გვირილას“ განცხადება: ვაპირებთ, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს სოციალური ბარათებით 10% დავუკლოთ ყველა პროდუქტზე

„გვირილას“ დამფუძნებლის, ლაშა ჩოჩელის ინფორმაციით, სუპერმარკეტი რამდენიმე დღეში კამპანიას დაიწყებს, რომლის მიხედვითაც, პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ყველა პროდუქტს, თამბაქოს გარდა, ქსელში 10%-იანი ფასდაკლებით იყიდიან.

13 მაისი 2026, 17:49

მსოფლიო

მედია: რუსეთი უკრაინის დასავლეთ ნაწილს მასირებულად ბომბავს - არიან დაღუპულები

რუსეთი უკრაინის დასავლეთ რეგიონებს უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულად ბომბავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მაია ბითაძე

13 მაისი 2026, 17:36

პოლიტიკა

მაია ბითაძე: ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა

ის ფაქტი, რომ 577 დეპუტატიდან მხოლოდ 68 უჭერს მხარს ამ სამარცხვინო რეზოლუციას, უკვე ნათლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თვითონ საფრანგეთშიც და პოლიტიკურ სპექტრშიც კარგად იაზრებენ, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის უხეში მცდელობა, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

სი ძინპინი დონალდ ტრამპი

13 მაისი 2026, 17:27

მსოფლიო

CNN: ტრამპის ვიზიტი ჩინეთში არის ისტორიული შესაძლებლობა ორი უმსხვილესი ეკონომიკისთვის, გადაიაზროს სავაჭრო ურთიერთობები და პაექრობის ტონი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტს ჩინეთში დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს არის ისტორიული შესაძლებლობა მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკისთვის გადახედონ სავაჭრო ურთიერთობებს და პაექრობის ტონს. ანალიტიკურ სტატიას ამ შინაარსით CNN-ი ავრცელებს.

13 მაისი 2026, 17:25

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.