რას გულისხმობს „მწვანე პოლიტიკა - ეკოტრანსპორტის“ პროგრამა
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ „მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპი "მწვანე პოლიტიკა - ეკონტრანსპორტი" წარადგინეს.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობამ გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, შემდეგი 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედი ავტოპარკის 90% ელექტრომობილებით ჩანაცვლდება.
"ეს არის ძალიან ამბიციური გეგმა, თუმცა, ამავდროულად, ეს გეგმა დიდ უპირატესობას მოუტანს საქართველოს", - განაცხადა ბახტაძემ და დასძინა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მოკლე დროში შეცვლის ავტოპარკს ელექტრომობილებით.
მამუკა ბახტაძის თქმით, ელექტრომობილებზე გადართვას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა ქვეყანაში ეკონომიკური დოვლათი შეიქმნას.
პრემიერმინისტრის თქმით, შიდა წვისძრავიან მანქანებთან შედარებით მნიშვნელოვანი უპირატესობა ელექტროტრანსპორტს მიეცა.
"მნიშვნელოვან ფისკალურ სტიმულს მივცემთ ისეთ სალიზინგო სქემების ამუშავებას საქართველოში, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი შეიძენს ელექტროავტომობილს და ფაქტობრივად, იმ ხარჯის ეკონომიით, რასაც მიიღებს საწვავიდან დანაზოგი სახსრების მეშვეობით, 5-წლიან ვადაში გამოისყიდის ავტომობილს, დამატებითი ხარჯების გარეშე", – თქვა მამუკა ბახტაძემ.
პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ თბილისში ელექტრომობილების მძღოლებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება ზონალური პარკირების საფასურზე, ასევე პარკირების ადგილებზე; იგეგმება ელექტრომობილების სპეციალური დამტენების მონტაჟიც.
პრემიერმინისტრის თქმით, აუცილებელია, განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. ცნობილი გახდა, რომ 2020 წლიდან თბილისში 200-მდე ელექტროავტობუსი შემოვა.
მამუკა ბახტაძემ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტიც ახსენა, რომელზეც თქვა, რომ პროექტი კონტრპროდუქტიული და რეტროგრადული იყო.
"შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას ჩვენ გამოვიყენებთ და ავაშენებთ ახალ მეტროსადგურებს სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დამატებით სიცოცხლეს მოიტანს ჩვენს დედაქალაქში.
ამასთან ერთად, მოგეხსენებათ, რომ თბილისის აგლომერაციაც ვითარდება და პერსპექტივაში ეს ხაზი დაგვეხმარება, რომ მომავალში ქალაქი რუსთავიც შესაბამისი ინფრასტრუქტურით მივაბათ თბილისის მეტროს. ეს არის მართლაც ისტორიული მნიშვნელობის პროქტი და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა - ჩვენ ამას არ ვახორციელებთ მხოლოდ იმიტომ, რომ საერთაშორისო ტრენდი ასეთია, რომ ელექტრო ავტომობილები ხდება უფრო და უფრო პოპულარული. დიახ, ის ხდება უფრო და უფრო პოპულარული, მაგრამ ჩვენი ეკონომიკისთვის მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობა - ეს ნიშნავს იმას, რომ რაც უფრო მეტ ელექტრომობილს შემოვიყვანთ საქათველოში დ რაც უფრო სწრაფი ტემპით ჩავანაცვლებთ შიდა წვის ძრავიან ავტომობილებს, უფრო მეტ დოვლათს შევქმნით ჩვენს ქვეყანაში და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან უფრო დიდი ქონების მფლობელები. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში განვავითარებთ უფრო ძვირადღირებულ ტურიზმს და საბოლოო ჯამში მოხდება ქართული ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი კაპიტალიზაცია",- თქვა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვითი კონცეფცია 27 ივლისს წარადგინა.
ყველა სიახლე
11 ივნისი 2026, 11:36
კულტურა
უილემ დეფო და მაიკლ დუგლასი ოლივერ სტოუნის ფილმში ითამაშებენ🎬
ფილმში ასევე ითამაშებენ ელენ ბარკინი, ჰომერ გირი, ჯოშ ჰარტნეტი და ლეილა ჯორჯი. გადაღებები უკვე დაიწყო, თუმცა სურათის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
11 ივნისი 2026, 11:29
მსოფლიო
ფინური მედია: რუსეთი ფინეთის საზღვართან ახლოს სამხედრო ბაზას აშენებს
რუსეთი ფინეთის საზღვართან ახალ სამხედრო ბაზას აშენებს. ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 11:27
სამართალი
სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა
სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა
11 ივნისი 2026, 11:25
ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე გაზარდა, - აღნიშნულია IMF-ის პუბლიკაციაში - „საქართველო: 2026 წლის IV მუხლის ფარგლებში ჩატარებული კონსულტაციები“.
11 ივნისი 2026, 11:18
პოლიტიკა
ანა წითლიძე: ჩერგოლეიშვილის განცხადებები საერთოდ არ მაინტერესებს და არასოდეს მაინტერესებდა. მის განცხადებებსა და საქმიანობაზე მეტყველებს მისი რეიტინგი
„ნაციონალურ მოძრაობაში“ 14 წლის განმავლობაში ყოველთვის იყო განახლება, ყოველთვის ემატებოდნენ ახალი კადრები და ეს მხოლოდ აძლიერებდა პარტიას, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ.
11 ივნისი 2026, 11:15
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სეულში ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა გაიმართა
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ქართული ღვინის მასშტაბური წარდგენა კორეის რესპუბლიკის დედაქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com“ ორგანიზებით გაიმართა.
11 ივნისი 2026, 11:13
პოლიტიკა
ოპოზიციის ალიანსი დაიშალა - ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილს მათ გვერდით ვერ ხედავენ
ისმის ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. პარალელურად „ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურ ცვლილებებს აანონსებს მიხეილ სააკაშვილი და ამბობს, რომ პარტიას ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გუნდთან ერთად შეუერთდება.
11 ივნისი 2026, 11:05
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი ფიქრობს, რომ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკება უნდა დაიწყოს.
11 ივნისი 2026, 11:04
რეგიონი
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება დაიწყო
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე დაზიანებული მონაკვეთების აღსადგენად სამუშაოები დაიწყო.
11 ივნისი 2026, 11:02
ტექნოლოგიები
მეცნიერებმა ინდოეთის ოკეანეში ვეშაპების უდიდესი სასაფლაო აღმოაჩინეს
სტატიის ავტორთა აზრით, ეს აღმოჩენა უძველესი ღრმა ზღვის ეკოსისტემების არსებობის ერთ-ერთი უდიდესი მტკიცებულება გახდა და შესაძლოა დაგვეხმაროს ვეშაპებისა და ოკეანის ფსკერის ბინადართა ევოლუციის უკეთ გაგებაში. მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ვეშაპების ნეკროპოლისები მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებშიც არსებობდეს.
11 ივნისი 2026, 10:54
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა
ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი უმასპინძლებს.
11 ივნისი 2026, 10:46
სამართალი
სამეგრელოს პოლიციამ მესტიის მუნიციპალიტეტში 42 ე.წ. მაინერი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამატებით 42 ე.წ. მაინერი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
11 ივნისი 2026, 10:44
მსოფლიო
Financial Times: პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას
საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის 15-წლიანი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების წინადადებებს განიხილავენ, რათა ბლოკმა გეოპოლიტიკურ კრიზისებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 10:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა
უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა.
11 ივნისი 2026, 10:38
საზოგადოება
დავით სონღულაშვილი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს და დარგის სპეციალისტებს შეხვდა
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები ესწრებოდნენ.
11 ივნისი 2026, 10:33
საზოგადოება
14 ივნისს თბილისში მარათონი გაიმართება
14 ივნისს ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5 კმ-იანი გარბენი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
11 ივნისი 2026, 10:29
ტაბლოიდი
ისრაელში ბავშვმა მაგრიტის ნახატი გირჩით დააზიანა
მუზეუმის სარესტავრაციო განყოფილების ხელმძღვანელმა, შარონ ტაგერმა განაცხადა, რომ ნახატის აღდგენის პროცესს რამდენიმე კვირა დასჭირდება. ტილო არ იყო დაფარული შუშით და არც სიგნალიზაციით იყო დაცული, რადგან დაწესებულებას სურს, დამთვალიერებლებმა სრული შთაბეჭდილება მიიღონ და ხელოვნების ნიმუშებთან მაქსიმალურად მიახლოება შეძლონ.
11 ივნისი 2026, 10:24
მსოფლიო
რუსეთმა კონსულტაციების შემდეგ სომხეთში ელჩი დააბრუნა
რუსეთმა მოსკოვში გამართული კონსულტაციების შემდეგ ელჩი სერგეი კოპირკინი სომხეთში დააბრუნა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
11 ივნისი 2026, 10:22
პოლიტიკა
ზაზა დობორჯგინიძე: აბსოლუტურად ყველა სფეროში ყველაფრის შესაძლებლობებია ჩინეთში და უფრო და უფრო იხსნება უცხოელებისთვის. ამ დროს ოპოზიცია და ბაბლი ამტკიცებს, რომ ჯო უილსონს უნდა მოვუსმინოთ, რომ ჩინეთთან უკეთესი ურთიერთობა ევროპულ მომავალს მართმევს
22 ივლისს ჩემ სტატიას მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ მეცნიერების ფილოსოფიის კონფერენციაზე წარვადგენ, რომელიც წელს ლიდსის უნივერსიტეტში იმართება. პირველი ქართველი ვარ, რომელიც ამ კონფერენციაზე წარდგება და ბრიტანეთის მეცნიერების ფილოსოფიის საზოგადოების წევრი გახდა. ეს არის 100% ჩინეთის დამსახურება, - წერს პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.
11 ივნისი 2026, 10:21
რეგიონი
იმერეთის რეგიონში ფაროსანას საწინააღმდეგოდ კომპლექსური ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იმერეთის რეგიონში სხვადასხვა მიმართულებით ატარებს. თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება სოფლების გარე და შიდა პერიმეტრები.


