imedi /  26 ოქტომბერი 2018, 13:01 / სანდო წყარო

ივანიშვილი: ზაზა სარალიძე რუსთაველზე ნაციონალებს უნახავს ადგილს

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამაზე, ზაზა სარალიძეზე ისაუბრა. მან თქვა, რომ საქმის გამოძიება გამჭვირვალედ მიმდინარეობს და ნაციონალური მოძრაობა ამ პროცესის პოლიტიზებას ცდილობს. 

„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ბატონ ზაზას, ვიზიარებ, მაგრამ ასე არ შეიძლება. ყველამ ვიცით, რომ ის რუსთაველზე ნაციონალურ მოძრაობას ადგილს უნახავს, ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს პროცესი ნაციონალების მიერაა პოლიტიზირებული. ხელისუფლებამ ამ საქმის გამოსაძიებლად ყველაფერი გააკეთა, ყველაფერი გამჭვირვალეა. ამ საქმის გამო მთავარი პროკურორი გადადგა, თუმცა ამის აუცილებლობა საერთოდ არ იყო. ესაა ახალი ხელისუფლების ხელწერა. 

ბატონ ზაზას ვთხოვდი, ხელს ნუ შეუშლის გამოძიებას. ეს არაა ზეწოლა ნორმალური და დღევანდელი ხელისუფლება ამას არ იმსახურებს. არაა საჭირო ქუჩა. დაველოდოთ, არ დასრულებულა გამოძიება. 

რად უნდა, რატომ ააგო კარავი? შეიძლება შვილის ტრაგედია აქ გადავიტანოთ? “ - თქვა ივანიშვილმა. 

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე კარვის გაშლა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა მას ამის უფლება არ მისცეს, რამაც სარალიძე გააღიზიანა და სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდა.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისას მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკვე რამდენიმე კვირაა პარლამენტის შენობასთან პროტესტს მართავს. მან აქამდეც რამდენჯერმე რუსთაველზე კარვის გაშლაც სცადა, თუმცა ამის უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ყველა სიახლე

24 აპრილი 2026, 08:13

სამართალი

სასამართლო დღეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებს

სასამართლო დღეს რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული ჯაშუშების საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების შესახებ იმსჯელებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

24 აპრილი 2026, 08:10

პოლიტიკა

დელფოსის ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა

უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი - დელფოსის ფორუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველ სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა. გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და არსებული გამოწვევების ფონზე, უსაფრთხოების საკითხი და ენერგეტიკა წლევანდელი ფორუმის მთავარი ხაზია.

24 აპრილი 2026, 08:04

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

24 აპრილს ქუთაისში მზიანი ამინდია, თუმცა ვარაუდობენ მცირე ნალექსაც წვიმის სახით. დღისით +16 და ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

24 აპრილი 2026, 02:25

მსოფლიო

CNN: აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი, რომელიც მადუროს დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, დააკავეს ამავე ოპერაციაზე ფსონის დადების ბრალდებით, რამაც მას $400 000-ის ოდენობის მოგება მოუტანა

აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი, რომელიც ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, დააკავეს ამავე ოპერაციაზე ფსონის დადების ბრალდებით, რამაც მას, საქმეში ჩახედული პირის ინფორმაციით, $400 000-ის ოდენობის მოგება მოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ედი რამა

24 აპრილი 2026, 02:05

მსოფლიო

ალბანეთის პრემიერი: ევროკავშირი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის

ევროკავშირი სერიოზულ შეცდომას უშვებს იმით, რომ უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში არ შედის, - განუცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ გამოცემა POLITICO-ს.

ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 01:52

მსოფლიო

The Washington Post: ტრამპი მაიამიში „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აშშ აპირებს ვლადიმირ პუტინი მიიწვიოს „დიდი ოცეულის“ (G20) ლიდერების სამიტზე, რომელიც დეკემბერში, მაიამიში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კუთვნილ დორალის გოლფ-კურორტზეა დაგეგმილი, თუმცა ოფიციალური მიწვევა ჯერ არ გაგზავნილა, - წერს გამოცემა The Washington Post-ი.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 01:39

მსოფლიო

ტრამპი: ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელსა და ლიბანს შორის სამი კვირით გახანგრძლივდება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 01:04

მსოფლიო

ტრამპი ირანთან ომის დასრულების ვადების დასახელებაზე უარს ამბობს - „ნუ მაჩქარებთ“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარი თქვა იმის დაზუსტებაზე, თუ რამდენ ხანს აპირებს ირანთან ომის გაჭიანურებას. თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვაზე ვადებთან დაკავშირებით, მან უპასუხა: „ნუ მაჩქარებთ“.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 00:53

მსოფლიო

ტრამპი ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებას კატეგორიულად გამორიცხავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე - გამოიყენებდა თუ არა ბირთვულ იარაღს ირანის წინააღმდეგ - მკვეთრი უარით უპასუხა და აღნიშნულ კითხვას „სულელური“ უწოდა.

დონალდ ტრამპი

24 აპრილი 2026, 00:35

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანში სამიზნეების 75% უკვე განადგურებულია - თუ მათ შეთანხმება არ სურთ, მაშინ მე სამხედრო გზით დავასრულებ საქმეს და დავარტყამ დარჩენილ 25%-ს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ირანში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების შესახებ ახალი დეტალები გააჟღერა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა დასახული ამოცანების უდიდესი ნაწილი უკვე შეასრულეს.

24 აპრილი 2026, 00:20

მსოფლიო

The Wall Street Journal: აშშ-ის ზოგიერთი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანთან ომი ართულებს ტაივანის დაცვის საგანგებო გეგმებს

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, აშშ-მა ირანში იმდენად დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა გახარჯა, რომ ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენლის შეფასებით, ქვეყანა, შესაძლოა, სრულად ვეღარ გაუმკლავდეს ტაივანის დაცვის გეგმას ჩინეთის მხრიდან მოსალოდნელი ინტერვენციის შემთხვევაში, თუკი ეს უახლოეს მომავალში მოხდება, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

გიორგი გამსახურდია

24 აპრილი 2026, 00:01

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციაზე: შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ

არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატომ ეკედლებიან? - კითხვა გადაცემაში „იმედი Live” გიორგი გამსახურდიამ ოპოზიციის გეგმებზე საუბრისას დასვა. „ვარდების რევოლუციამდე ზვიადი რაიკომის და ცეკას მდივნის მაგვარ მმართველს შეადარა, იმდენად ნაძირალაა[სააკაშვილი]. არ აქვთ ამათ არც იდეური, არც სულიერი კავშირი თარიღებთან და რატო ეკედლებიან? მე იმ ქართველს რა ვუთხარი, ვინც მაგათთან ერთად ამ თარიღებზე გავა. შეუთავსებელია ეს უსამშობლოები და 31 მარტი, 9 აპრილი, 26 მაისი და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

რომის პაპი ლეო XIV

24 აპრილი 2026, 00:00

მსოფლიო

რომის პაპი აცხადებს, რომ მხარს ვერ დაუჭერს ომს, თუმცა გმობს ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობას

რომის პაპმა განაცხადა, რომ ის, როგორც მოძღვარი, მხარს ვერ დაუჭერს ომს ირანის წინააღმდეგ, თუმცა დაგმო ირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების მკვლელობა.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:51

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ალიანსის წევრები სააკაშვილის გარეშე რაიმე წარმატებას თუ მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი

ესენი რაიმე წარმატებას მიღწევენ, ხელისუფლებაში მოსვლაზე საუბარი არ მაქვს, მის გარეშე თუ ეს მოხდა, სასტიკად არ უნდა. ის არის საშინელი ეგოისტი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ მიხეილ სააკაშვილსა და ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:50

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ბლაჟევიჩის ტრენინგებზე: ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, რაღაც უბედურება უნდათ დაატრიალონ, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან

ესენი ყოველთვის ემზადებიან რადიკალური სცენარისთვის, მაგრამ რაც „ფანკლინის კლუბმა“ მოიმკა, იმას მოიმკიან, რა ბლაჟევიჩი?!, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „იმედი LIVE“ იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგებს გიორგი გამსახურდია.

დონალდ ტრამპი

23 აპრილი 2026, 23:48

მსოფლიო

ტრამპი: მე დრო თავზე საყრელად მაქვს, ირანს კი არა - საათი წიკწიკებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არანაირ ზეწოლას არ განიცდის ირანთან ომის დასასრულებლად შეთანხმების სასწრაფოდ მისაღწევად და აღნიშნა, რომ დრო ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ მუშაობს და არა ირანის.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:46

პოლიტიკა

გორდულაძე ოპოზიციაზე: ძველი, მოქმედი და ყოფილი ნაცები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ ნაცები არ არიან. სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ, მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას

სულ რომ მუხლზე ჩოქვით შემოიარონ სვეტიცხოველი, გელათი და ნიკორწმინდამდეც ავიდნენ მაინც ვერ შეძლებენ საზოგადოების მოტყუებას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას. მისივე თქმით, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია საპატრიარქო და პატრიარქის ლანძღვის შემდეგ ამტკიცონ, რომ მორწმუნეები არიან.

გიორგი გამსახურდია

23 აპრილი 2026, 23:39

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე დაპირისპირებაზე: ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან

ეს მაგონებს მოუნადირებელი დათვის ტყავის გაყოფის ცერემონიალს. საერთოდ არ მესმის რას იყოფენ, რაზე ვერ თანხმდებიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ გიორგი გამსახურდიამ.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:33

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში

არ არსებობს გზა, რომელიც მათ არ სცადეს. რა არ გააკეთეს?! უნდა მიხვდნენ, რომ ამ ქვეყანაში „ნაცი“ ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე

23 აპრილი 2026, 23:27

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ

ხან ნეპალი გაიხსენეს, ხან მაიდანი, ხან უნგრეთი. კარგად დავიწყებულ ძველს გააცოცხლებდნენ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის მისამართით.