ბორჯომის ტყეში უკვე 120 000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგია დარგული
ბორჯომის ტყე
ფოტო: facebook
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლის აგვისტოს თვეში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის სამუშაოებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული მიმართულების სპეციალისტები ჩაერთვნენ.
სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე, სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი წიწვოვანი სახეობის 50 -მდე ნერგი სტუდენტებმა მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით დარგეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა სტუდენტებს ნახანძრალი ტყის აღდგენის პროექტი გააცნო. დღეის მდგომარეობით, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე უკვე 120 000 - მდე წიწვოვანი სახეობის ნერგია დარგული.
ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება. 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე მოხდება, სადაც, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება.
სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.
ყველა სიახლე
30 სექტემბერი 2026, 20:32
საზოგადოება
დედაქალაქის მერის ვიზიტი ჩინეთში - ორმხრივი შეხვედრა და მეტროს ახალი ვაგონები. „ქრონიკა“ შანხაიდან
დედაქალაქის მერმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა.
30 სექტემბერი 2026, 20:29
პოლიტიკა
ევროკომისია, ევროკავშირის გადაწყვეტილებების მიღების წესის ცვლილებას და ვეტოს უფლების გაუქმებას გეგმავს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკომისიის გეგმა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი იცვლება. წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლება აღარ ექნებათ და კვალიფიციური უმრავლესობით მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც უკავშირდება მათ შორის, გაფართოებას, სანქციებს და თავდაცვის პოლიტიკას.
30 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
შეერთებულმა შტატებმა ევროსაბჭოს ანტიკორუფციული მონიტორინგის ჯგუფი დატოვა - სახელმწიფო დეპარტამენტი გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებით ხსნის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვენეციის კომისიის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ევროპის საბჭოს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი ოფიციალურად დატოვა.
30 სექტემბერი 2026, 20:24
პოლიტიკა
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ - შეხვედრაზე მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღება არ იგეგმება და არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს, ლუქსემბურგში დაგეგმილ შეხვედრაზე, საქართველოს შესახებ მოკლე დებატებს გამართავენ.
30 სექტემბერი 2026, 20:18
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის ბლოკში ხელახლა გაწევრიანება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების სხვადასხვა ვარიანტი უნდა განიხილოს, მათ შორის ბლოკში ხელახლა გაწევრიანება. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თავის პოზიციას, რომ „ბრექსიტმა“ გაერთიანებულ სამეფოს „სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანა“.
30 სექტემბერი 2026, 20:15
რეგიონი
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზის მე-11 კმ-ზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
30 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
მორიგი დაპირისპირება ოპოზიციურ ფლანგზე - პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მედიასა და სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ რიტორიკაში გადაიზარდა
მორიგი დაპირისპირებაა ოპოზიციურ ფლანგზე - პოლიტიკოსებს შორის ურთიერთბრალდებები მედიასა და სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელ რიტორიკაში გადაიზარდა.
30 სექტემბერი 2026, 20:11
პოლიტიკა
ქრონიკის კითხვა IRI-ს - გეგმავს თუ არა ორგანიზაცია კვლევის გასაჯაროებას, რომელიც ოპოზიციამ დამალა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გასაიდუმლოებული კვლევა, რომელიც გასაჯაროვდა და ოპოზიციის მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა - აპირებს თუ არა IRI კვლევის ოფიციალურად გამოქვეყნებას და დამკვეთის დასახელებას, ამ კითხვით „ქრონიკამ“ კვლევით ორგანიზაციას მიმართა.
30 სექტემბერი 2026, 19:42
მსოფლიო
მარკ რუტე: ყველამ იცის, რომ პუტინი ნატოსთან ომში ვერასდროს გაიმარჯვებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Euronews-ს განუცხადა, რომ ალიანსის ტერიტორიას დაუყოვნებლივი საფრთხე არ ემუქრება. მან ასევე დასძინა, რომ რუსეთის ბირთვულ მუქარას სერიოზულად არ აღიქვამს, რადგან მოსკოვი ნატოსთან დაპირისპირებაში ვერასდროს გაიმარჯვებს.
30 სექტემბერი 2026, 19:34
ეკონომიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს ორხან ზეინალოვს შეხვდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ორმხრივ და რეგიონულ ფორმატში.
30 სექტემბერი 2026, 19:29
მსოფლიო
ნეთანიაჰუ FlyDubai-ს რეისზე მომხდარ ინციდენტზე: ერთი პილოტი დაკავებულია
დუბაიდან თელ-ავივისკენ მიმავალ ავიაკომპანია FlyDubai-ს ხომალდზე მომხდარ ინციდენტს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სპეციალური ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და მომხდარს „უსაფრთხოების უმძიმესი ინციდენტი“ უწოდა.
30 სექტემბერი 2026, 19:20
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, მედიასთან საუბრისას, კომენტარი გააკეთა ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციაზე, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი.
30 სექტემბერი 2026, 18:45
მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერი ევროპას მოუწოდებს, ბირთვული თავდასხმის თავიდან ასაცილებლად რუსეთთან დიალოგი დაიწყოს
ევროკავშირი რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაზე უნდა გადავიდეს, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს და კატასტროფული ბირთვული თავდასხმა თავიდან იყოს აცილებული, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა, რუმენ რადევმა Euronews-ის თავდაცვისა და კოსმოსურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
30 სექტემბერი 2026, 18:35
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე: 800 მლნ ლარზე მეტით გაზრდილია ჯანდაცვის მიმართულება, 400 მლნ ლარზე მეტით განათლების მიმართულება
ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულ პარამეტრებზე დაყრდნობით - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას. მისი თქმით, პროექტით გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი ახალი პროექტის დაწყება, მათ შორის არის თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთები, თბილისი-რუსთავისა და ბათუმი-სარფის მიმართულებები.
30 სექტემბერი 2026, 18:30
ეკონომიკა
ივანე აბაშიძე: მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო, ისევე როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურა შეუცვლელია ზოგადად შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით
„მსოფლიო ბანკის უახლესი კვლევა ადასტურებს, რომ საქართველოს სატრანსპორტო, ისევე როგორც სანავსადგურე ინფრასტრუქტურა შეუცვლელია ზოგადად შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის და იმ სავაჭრო ინტერესებისთვის, რომლებიც არსებობს ევროპას, ცენტრალურ აზიასა და აზიას შორის ვაჭრობისა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.
30 სექტემბერი 2026, 18:25
მსოფლიო
მაკრონი საფრანგეთის სკოლებში მიმდინარე მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე: დიახ - შეკითხვებსა და დებატებს, არა - ნებისმიერი ფორმის ძალადობას - ვიხილეთ არაერთი პასუხისმგებელი პირი, რომლებიც სკოლებთან მოსწავლეების წასაქეზებლად მივიდნენ, ეს ძალიან საგანგაშოა
ესპანეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებსა და სკოლების ბლოკირების ფაქტებს გამოეხმაურა.
30 სექტემბერი 2026, 18:18
ეკონომიკა
ზურაბ სიჭინავა: მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა
მსოფლიო ბანკის შეფასებით, შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა როგორც არსებული პორტების გაფართოება, ისე ახალი სიმძლავრეების შექმნა. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, - განაცხადა შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ.
30 სექტემბერი 2026, 18:14
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის
მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარება და რამხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს ზოგადად, მსოფლიო სავაჭრო სისტემებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
30 სექტემბერი 2026, 18:12
ეკონომიკა
დავით რუსია: სებ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა
სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ცვლილების თაობაზე, პრაქტიკულად ძალიან ბევრ ფაქტორს მოიცავს - გარკვეულწილად შემცირდება სესხების მომსახურების წნეხი, შემცირდება უმოქმედო სესხების მოცულობა და აუცილებლად გაიზრდება საბანკო კაპიტალის მდგრადობა, - განაცხადა საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ სებ-ის დღევანდელი, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას.
30 სექტემბერი 2026, 18:09
კულტურა
ქ. ვისბადენში ქართული კინოს დღეები გაიმართა
გერმანიის ფედერალური მიწის, ჰესენის დედაქალაქ ვისბადენში, ქართული კინოს დღეები გაიმართა. მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს, ქართული კინოს სამი გამორჩეული შედევრი — თენგიზ აბულაძის „მონანიება“, ნანა მჭედლიძის „პირველი მერცხალი“ და ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ — იხილა.


