imedi /  06 ნოემბერი 2018, 10:07 / სანდო წყარო

სკოლის დირექტორებს, პედაგოგებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ

2019-2021 წლებში, ხელფასები გაეზრდებათ სკოლის დირექტორებს, ადმინისტრაციულ პერსონალს და გაგრძელდება ხელფასების ზრდა მასწავლებლებისთვის. 2022 წლისთვის კი მასწავლებლის საშუალო ხელფასი მიაღწევს 1800 ლარს, ხოლო უმაღლესი საფეხურის მასწავლებლების ხელფასი - 2000 ლარს და მეტს.

განათლების სამინისტროს ცნობით, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თანხები უკვე გათვალისწინებულია.

უწყების ინფორმაციით, განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ სექტემბრის დასაწყისში წარმოდგენილი განათლების სისტემის ტრანსფორმაციის გეგმა აქტიურ ფაზაში შედის. წინასწარი სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და მიმდინარეობს შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან. როგორც ცნობილია, განათლების რეფორმა განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.

მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ თბილისის საჯარო სკოლების მასწავლებლებთან სამუშაო შეხვდა გამართა და რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული ზოგადი განათლების განვითარების ხედვა, სამომავლო გეგმები და ის ახალი ინიციატივები გააცნო, რაც სკოლებს კიდევ უფრო განავითარებს და მოსწავლეთა და პედაგოგთა მოტივაციას გაზრდის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესულ ცვლილებებს, სკოლის ახალი მოდელის კონცეფციას, სახელფასო ზრდის პოლიტიკას და სხვ. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბევრი სიახლე ინერგება იმისათვის, რომ ამაღლდეს განათლების ხარისხი, სკოლა გახდეს უფრო საინტერესო და თანამედროვე, მოზარდებს განუვითარდეთ კრიტიკული და თავისუფალი აზროვნება.

პირველ რიგში ეს არის ახალი სასწავლო გეგმა, განახლებული სასკოლო წიგნები და სხვა სასწავლო რესურსი, პილოტის რეჟიმში მიმდინარეობს სწავლების ახალი მოდელის დანერგვა, რომელიც კომპლექსურია და ბევრ მიმართულებას მოიცავს - ახლებურ მიდგომებს საგაკვეთილო პროცესში, მეტი ანალიზის შემოტანას, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვას სკოლებში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ირინა აბულაძემ ისაუბრა არის მასწავლებლების, სკოლის დირექტორების და ადმინისტრაციის ხელფასების ზრდა.

აბულაძემ ასევე განაცხადა, რომ 2019 წელს დანამატის გაზრდა იგეგმება მასწავლებლებისთვის, რომლებიც სტატუსს იუმჯობესებენ.

ყველა სიახლე

დეკანოზი ამირან ამირანაშვილი

08 მაისი 2026, 09:47

საზოგადოება

დეკანოზი ამირან ამირანაშვილი: ახალი მზე, რომელიც გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ, არის შიო - ეკლესიაზე ზეწოლას არავის ვურჩევ, რადგან ეკლესია ღმერთის არის, ჩვენ კი ღმერთის მსახურები ვართ

მეუფე გრიგოლი ჩემი დიაკონი იყო, იობი - ჩემი მეგობარი და ახალი მზე, რომელიც ჩვენ გვაჩუქა მისმა უწმიდესობამ, არის შიო, - განაცხადა ამაღლების ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ამირან ამირანაშვილმა „ქრონიკასთან“.

იური უშაკოვი

08 მაისი 2026, 09:24

მსოფლიო

რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აჩერებს

რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის ჩატარებაში აზრზე ვერ ხედავს, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა.

08 მაისი 2026, 09:14

მსოფლიო

პოლონეთი და გერმანია კიევიდან დიპლომატიური მისიების ევაკუაციას არ აპირებენ

პოლონეთი და გერმანია კიევიდან დიპლომატიური მისიების ევაკუაციას არ აპირებენ. ამის თაობაზე უკრაინაში პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებმა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადეს.

რუმენ რადევი  ილიანა იოტოვა

08 მაისი 2026, 09:00

მსოფლიო

ბულგარეთის პრეზიდენტმა არჩევნებში გამარჯვებულ რუმენ რადევს მთავრობის ფორმირება დაავალა

ბულგარეთის პრეზიდენტმა ილიანა იოტოვამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის „პროგრესული ბულგარეთის“ ლიდერს, რუმენ რადევს ახალი მთავრობის ფორმირებისთვის მანდატი გადასცა. ინფორმაციას ბულგარული მედია ავრცელებს.

გიორგი ვოლსკი

08 მაისი 2026, 08:50

პოლიტიკა

ვოლსკი ესტონეთის პარლამენტის მიერ მიღებულ გამჭვირვალობის კანონზე: მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს

საკუთარივე ნაბიჯების მიუხედავად, დღემდე იმ პოზიციაზე არიან, რომ მათ შეუძლიათ გარეშე ძალისგან, შავი ფულისგან საკუთარი ქვეყანა დაიცვან, მაგრამ ამის უფლება საქართველოს არ აქვს, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ლევან მაჭავარიანი

08 მაისი 2026, 08:38

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბრის საქმეს აქვს მტკიცებულებების ყველაზე მაღალი ხარისხი და სტანდარტი, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს სახელმწიფო დამხობის მცდელობას, რომელიც თვეობით ადრე ანონსდებოდა

აბსურდული შეფასებაა პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, ძალიან მიეჩვივნენ ამ ტერმინის გამოყენებას, - ასე გამოეხმაურა ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებას, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან.

08 მაისი 2026, 08:24

საზოგადოება

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში იმყოფებოდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი, ელჩი კევინ ჰამილტონი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავიდა.

08 მაისი 2026, 08:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მონტენეგროში დღეს ალბანეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტების ვიცე-სპიკერებს შეხვდება

მონტენეგროში, ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველი სამიტის ფარგლებში, დღეს შალვა პაპუაშვილი ალბანეთისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტების ვიცე-სპიკერებს შეხვდება.

08 მაისი 2026, 08:09

სამართალი

აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილისა და გურამ როგავას მიმართ აქციების დროს, ძალადობის ფაქტებზე დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე, სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. საქმეზე დაკავებულია სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

08 მაისი 2026, 08:05

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 მაისს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.

დონალდ ტრამპი

08 მაისი 2026, 03:19

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კვლავ ძალაშია და აშშ-ის ბოლო დარტყმებს ქვეყნის წინააღმდეგ „მსუბუქი შეხება“ უწოდა.

08 მაისი 2026, 03:05

მსოფლიო

ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

ირანის სარდლობამ ამერიკული არმია მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თეირანის განცხადებით, აშშ-მა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ხომალდებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

08 მაისი 2026, 02:19

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ამერიკულმა ძალებმა ირანის იმ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფი ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის იმ სამხედრო ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ჰორმუზის სრუტეში მყოფი ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე.

08 მაისი 2026, 01:16

მსოფლიო

Fox News: აშშ-მა ირანის სანაპირო ქალაქ ბანდარ-აბასსა და ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ კეშმზე დარტყმები განახორციელა - განხორციელებული დარტყმები ომის განახლებას არ ნიშნავს

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის სანაპირო ქალაქ ბანდარ-აბასსა და ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ კეშმზე დარტყმები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

08 მაისი 2026, 00:28

მსოფლიო

The New York Times: ირანი და აშშ განიხილავენ გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს

ირანის სამი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ თეირანი და აშშ განიხილავენ ერთგვერდიან გეგმას, რომელიც ორივე მხარის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნასა და საომარი მოქმედებების 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს, ვიდრე ყოვლისმომცველი შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.

ნანა კაკაბაძე

08 მაისი 2026, 00:28

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ზელენსკი მიეახლა საქართველოს პრემიერს. რატომ დაუკვეთავდნენ ამას თავიანთ მარიონეტს, თუ იქ ცვლილებები არაა დაწყებული ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით?!

ზელენსკის ნაბიჯებმა არ აჩვენა რომ პატრონებმა ესენი [ოპოზიცია] უკვე მიატოვეს?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

ნანა კაკაბაძე

08 მაისი 2026, 00:18

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე სააკაშვილზე: დღეს უკვე ეს პიროვნება გაშიფრულია, ამიტომ არის, რომ მას, როგორც ტოქსიკურს, ისე უყურებს საზოგადოება

დღეს უკვე ეს პიროვნება [მიხეილ სააკაშვილი] გაშიფრულია, ამიტომ არის რომ მას როგორც ტოქსიკურს ისე უყურებს საზოგადოება, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. მისივე თქმით, სააკაშვილსა და ოპოზიციურ ალიანს საზოგადოებასთან ურთიერთობაში ტყუილის გარდა არაფერი დარჩენია.

ნანა კაკაბაძე

08 მაისი 2026, 00:12

პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ეწევა საბოტაჟს, რომ შეუქმნას ქვეყანას პრობლემები. ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა

იმ რეალობის წინაშე ვართ, როდესაც ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს. არსებობს კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც ეწევა საბოტაჟს, რომ შეუქმნას ქვეყანას პრობლემები. ეს პრობლემები სახეზეა - დასანქცირება იქნება ეს თუ სავიზო რეჟიმის მოთხოვნა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

ლევან მაჭავარიანი

08 მაისი 2026, 00:09

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: სააკაშვილისგან გამიჯვნა ალიანსის ნაწილსაც უნდა, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ

სააკაშვილისგან გამიჯვნა მათაც [ალიანსის ნაწილს] უნდათ, რადგან ხვდებიან „ლელოს“ და გახარიას რატომ მიჯნავენ. სააკაშვილს როგორ გაემიჯნები, მისი გამოწვრთნილი ხარ, თავიდან ბოლომდე მიშისტი ხარ, 2003 წლიდან მოყოლებული, - განაცხადა გადაცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მაჭავარიანი

07 მაისი 2026, 23:53

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაზე: ძალიან ლოგიკურად მიდის ყველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა

ძალიან ლოგიკურად მიდის ყვველაფერი და ძალიან ოპტიმისტურია განწყობა, - განაცხადა გადაცემაში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობაზე საუბრისას. მისივე თქმით, შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ყველა მნიშვნელოვან საკითხზე სრული თანხვედრა აქვს და ლოგიკურად ურთიერთობების აღდგენას წინ ვერაფერი აღუდგება.