imedi /  28 ოქტომბერი 2020, 13:26 / სანდო წყარო

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განათლების სისტემის თანამშრომლები დისტანციური სწავლების მიმართულებით გადამზადდებიან.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 100 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის – ესტონური გამოცდილების გაზიარებით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების გადამზადებას.

როგორც განათლების სამინისტრო იუწყება, პროექტის პრეზენტაცია 186-ე საჯარო სკოლის შენობაში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ, ესტონეთის ელჩმა საქართველოში რინა კალიურანდმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ღასან ხალილმა მიიღეს. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასა და პედაგოგებს სამომავლო გეგმები გააცნეს, მათთან დისკუსია გამართეს და ახლადაშენებული სკოლა დაათვალიერეს.

ეკატერინე დგებუაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, მადლობა გადაუხადა ესტონეთის ელჩსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განათლების სექტორში კვალიფიციური კადრების მომზადებას, მათი უნარებისა და ცოდნის განვითარებას შეუწყობს ხელს. ესტონეთის მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით საქართველოში, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მინდა, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილო ბავშვთა განათლების უფლების დაცვაზე. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი წვდომა განათლების სფეროს სიახლეებსა და ხარისხიან, უწყვეტ განათლებაზე. სწორედ ამას ემსახურება ეს ერთობლივი პროექტიც, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მათი მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემო და ხელი შევუწყოთ შეიძინონ ცოდნა და უნარები თვითრეალიზაციისთვის ტექნოლოგიურად სწრაფადცვალებად განვითარებულ სამყაროში“, - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრო სისტემატურად მუშაობს სკოლებში ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ახალი სასწავლო წლისთვის აშენდა, რეაბილიტირდა და თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა არაერთი საჯარო სკოლა, როგორც თბილისში, ასევე, რეგიონებში.

„პროექტის ფარგლებში საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის წამომადგენლები, მათ შორის, სამინისტროსა და სკოლების ადმინისტრაციები გაეცნობიან ესტონურ მოდელს, კერძოდ, დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკასა და ამ კუთხით შემუშავებულ კონცეფციებს, დაწყებითი განათლების მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაიარონ მომზადება კომპეტენციებზე დაფუძნებულ სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიაში, ხოლო სკოლების ადმინისტრაციებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წამომადგენლები მოსწავლეებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფისა და სკოლის მენეჯმენტის მიმართულებით გადამზადდებიან. პროექტი, საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის საშუალო საფეხურის რევიზიასაც გულისხმობს.

დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ესტონეთის მთავრობის მიერ სრულად ფინანსდება, 2020 წლის სექტემბერში დაიწყება და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება.

ესტონეთის მთავრობას, საქართველოს მთავრობასა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის 2014 წელს დაწყებული პარტნიორობა მიზნად ისახავს ქართველი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბავშვებისთვის განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

2014-2016 წლებში განხორციელებული პარტნიორობის ფარგლებში გადაიხედა I-IX კლასების ეროვნული სასწავლო გეგმა. 2017-2019 წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით შერჩეული 20 საპილოტე სკოლის მასწავლებლებმა გაიარეს მომზადება და სწავლების ინოვაციურ მიდგომებს გაეცნენ. პარტნიორობის ფარგლებში ასევე, მოეწყო სასწავლო ტური ესტონეთში, სადაც საქართველოს შერჩეული სკოლების დირექტორები და მასწავლებლები ადგილზე გაეცნენ ესტონეთის განათლების სისტემის პოლიტიკასა და მიდგომებს სასწავლო გეგმასთან, მონიტორინგსა და ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროექტში ჩართული იყვნენ ესტონეთის უნივერსიტეტების სასწავლო გეგმის ექსპერტები და მეცნიერები“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.

ყველა სიახლე

ლევან მაჭავარიანი

27 აგვისტო 2026, 17:03

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: მადლობა მამუკა მდინარაძეს სამშობლოსა და გუნდის ერთგული მსახურებისთვის. საქართველოსაც და „ქართულ ოცნებასაც“ ძალიან დააკლდება ასეთი მაღალი დონის პროფესიონალის პოლიტიკიდან წასვლა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

27 აგვისტო 2026, 16:56

მსოფლიო

Bloomberg: ხორბლის ფასმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება

ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია და ზრდას განაგრძობს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 16:35

რეგიონი

იმერეთში ყველის 2 არალეგალურ საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიის, სოფ. მთისძირსა (ინდივიდუალური მეწარმე- ვ. კ. ) და წყალტუბოს, სოფ. ფარცხანაყანებში (ინდივიდუალური მეწარმე - ტ. თ.) ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს.

27 აგვისტო 2026, 16:30

საზოგადოება

გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრს კობა კობალაძე და გიორგი კალანდარიშვილი ეწვივნენ

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრები მოხალისეებს შეხვდნენ. გენერალ-მაიორი, კობა კობალაძე მონაწილეებს მიესალმა და სასწავლო პროცესში წარმატებები უსურვა.

27 აგვისტო 2026, 16:26

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა შესაბამის უწყებებთან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 16:02

სპორტი

საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ტურნირის „შავი ზღვის თასი“ გამარჯვებულია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირს „შავი ზღვის თასი“ მეორედ უმასპინძლა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

27 აგვისტო 2026, 15:56

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ბათუმის მერთან ერთად, ბოტანიკური ბაღის საქმიანობა და განვითარების პერსპექტივები განიხილა

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ვიზიტორთა მაღალ დინამიკაზე. აღინიშნა, რომ ბათუმის ბოტანიკური ბაღი რეგიონის ტურისტული მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად რჩება და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა 10% ზრდა ფიქსირდება. ასევე გამოიკვეთა ბოტანიკური ბაღის პოტენციალი უმასპინძლოს მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმებს, სამეცნიერო კონფერენციებსა და გარემოსდაცვით სიმპოზიუმებს, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონის ცნობადობას საერთაშორისო ასპარეზზე.

27 აგვისტო 2026, 15:55

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

27 აგვისტო 2026, 15:54

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე აბიტურიენტს კიდევ აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ქულების გათვალისწინებით, საბოლოო ცვლილებები განახორციელოს პროგრამათა რეიტინგულ სიაში - ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილ ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის ეროვნული გამოცდების ფარგლებში ჩარიცხვებთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაციას ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

27 აგვისტო 2026, 15:48

მსოფლიო

The Atlantic: ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან ომის საკითხის გადატანა მეორე პლანზე სურს

რამდენიმე თვეა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანთან კონფლიქტის დასრულებას ვერ ახერხებს. მასშტაბურმა დაბომბვის კამპანიამ ეფექტიანობა დაკარგა, ხოლო აშშ-ის საბრძოლო მასალის მარაგები შემცირდა, იუწყება The Atlantic-ი.

27 აგვისტო 2026, 15:42

საზოგადოება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი: „ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ აქვს გავლილი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესები. შესაბამისად, არა აქვს უფლება, რომ განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა

„ევროპის საერთაშორისო უნივერსიტეტს“ არა აქვს უფლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს რაიმე სახის საგანმანათლებლო საქმიანობა, - აღნიშნულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

27 აგვისტო 2026, 15:02

სამართალი

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, საქართველოს გავლით აქციზური მარკის სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

მარია ზახაროვა

27 აგვისტო 2026, 14:55

მსოფლიო

მოსკოვი ლონდონს საპასუხო დარტყმებით ემუქრება, თუ კიევი რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის წინააღმდეგ ბრიტანულ იარაღს გამოიყენებს, ამას საპასუხო ზომები მოჰყვება.

ირაკლი კობახიძე

27 აგვისტო 2026, 14:50

პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ნაურუს პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

მთავრობის მეთაურმა ნაურუს პრეზიდენტს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა მზადყოფნა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიზნით მოლაპარაკებების დასაწყებად.

27 აგვისტო 2026, 14:49

საზოგადოება

საარჩევნო ადმინისტრაციამ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საინფორმაციო სივრცის მონიტორინგის მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა, - ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

27 აგვისტო 2026, 14:45

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, ხანდახან არის, რომ შეთქმულების თეორიები უფრო დამაჯერებელ ხასიათს იძენს, ვიდრე რეალობა

ამ პოზიციიდან ჩემი გადადგომა იყო ნამდვილად ჩემი ინიცირებული, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

27 აგვისტო 2026, 14:43

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: სამინისტროს აქვს სხვადასხვა სოციალური მიმართულების მხარდაჭერის პროგრამა, რითაც ჩვენი გმირი დაღუპული მეომრების ოჯახების, დაჭრილ-დაშავებული, თუ მოქმედი სამხედროების საჭიროებები ფინანსდება. წლების განმავლობაში მათი ოჯახების მხარდაჭერა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია

თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელებში დაღუპული გმირი სამხედროს ოჯახის წევრის სოციალურ მხარდაჭერასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. უწყებაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლოა.

მამუკა მდინარაძე

27 აგვისტო 2026, 14:04

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა, პოლიტიკაც. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ თითოეულ ჯარისკაცს, წევრს, ლიდერს, ბატონო ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული, დამთავრებული რიგით ჯარისკაცამდე

„მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, რომელსაც მინდა მეტი ყურადღება მივაქციო. ძალიან გულწრფელად გეტყვით იმასაც, რომ 10 წლის განმავლობაში, თუ პოლიტიკაში ჩართული ხარ ბოლომდე და ეს არ არის შედარებით ნაკლები პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობაც არის მაქსიმალური, არის ურთულესი და არ არის მარტივი ამბავი. მინდა, რომ დააფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე დგას ხოლმე. ურთულესია, როდესაც ეს პასუხისმგებლობა და ეს ჩართულობა უზრუნველყოფილია ადამიანების მხრიდან. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, არა მხოლოდ ჩვენი გუნდის წევრებს, ვინც სტიმულს გვაძლევს ხოლმე იმისათვის, რომ მეტი ჟინით ვემსახუროთ საკუთარ ქვეყანას“, - განაცხადა მდინარაძემ.

27 აგვისტო 2026, 13:53

მსოფლიო

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS Theodore Roosevelt-ს გააგზავნის

აშშ-ის ავიამზიდი USS Theodore Roosevelt და მისი დაახლოებით 5 000-კაციანი ეკიპაჟი უახლოეს კვირებში ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

კირილ ბუდანოვი

27 აგვისტო 2026, 13:39

მსოფლიო

კირილ ბუდანოვის განცხადებით, სექტემბერში შესაძლოა რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართოს, რომელშიც ამერიკული მხარეც მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ სექტემბერში შესაძლოა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართოს.