გრიგოლ ვაშაძე 100 ათასი კაცის ქუჩაში გამოყვანით იმუქრება
გრიგოლ ვაშაძე
ფოტო: Deutsche Welle
„გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გავიდა, მოითხოვდა, რომ მასთან ინტერვიუ ინგლისურ ენაზე ჩაგვეწერა, თუმცა ის 2008 წლამდე რუსეთის, მანამდე კი საბჭოთა კავშირის მოქალაქე იყო. ამასთან, ის საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკადრო დიპლომატი იყო."- ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გერმანულმა სააგენტომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატს ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტმა გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის დეტალების მოყოლა სთხოვა.
„სინამდვილეში, 1 პასპორტი მქონდა: მხოლოდ რუსული. მოსკოვში 1976-დან 1993 წლამდე ვცხოვრობდი. 2004 წელს მე საქართველოში დავბრუნდი. მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა საქართველოსთან ომო დაიწყო, ჩემი პასპორტი მედვედევს გავუგზავნე. კრემლს 11 თვე დასჭირდა იმის გადასაწყვეტად, არიან თუ არა მზად მომცენ ნება რუსეთის მოქალაქე აღარ ვიყო", - განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა ის არჩევნების პირველი ტურის შედეგებით კმაყოფილი, ვაშაძე პასუხობს, რომ პირველ ტურში რეალურად მან გაიმარჯვა.
- ფიქრობთ, რომ ეს შედეგები საქართველოს მოქალაქეებში თქვენი პოპულარობის ნიშანია თუ ამის მიზეზი მათგან დაღლაა, ვინც ახლა მთავრობაშია?
„ყველაფერი ერთად. მე მიცნობენ ჩემი გაწეული სამუშაოთი, როცა 5 წლის განმავლობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი. მე მოვამზადე და წარმატებულად განვახორციელე კამპანია ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების შესახებ. ამასთან, ჩვენ დავამყარეთ დიპლომატიური ურთიერთობები 58 სახელმწიფოსთან, რომლებთანაც მანამდე არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები არ გვქონია. ხელი მოვაწერე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო შეთანხმებებს ჩემი ქვეყნისთვის, მათ შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას“, - განაცხადა ვაშაძემ.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ევროკავშირთან ამ შეთანხმების გარეშე ახლა არანაირი ვიზლიბერალიზაცია არ იქნებოდა.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა ვაშაძისთვის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერა უპირატესობაა თუ ნაკლი?
„საქართველოში ყველამ იცის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვარ. დამოუკიდებელი ვიყავი, როცა ხელისუფლებაში 2008-დან 2012 წლამდე ვმუშაობდი. რაც შეეხება სააკაშვილს, ის ჩემი მეგობარია და როგორც საქართველოს ნებისმიერი გონიერი მოქალაქე მადლიერი ვარ მისი, რადგან მან საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ აქცია. მას საქართველოში ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეს და მოქალაქეობა უნდა დაიბრუნოს. თუ სამართალდამცავ ორგანოებს ან სასამართლო სისტემას სააკაშვილთან კითხვები ექნება, მან უნდა უპასუხოს", - განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, დაუბრუნებს თუ არა ის სააკაშვილს მოქალაქეობას და შეიწყალებს თუ არა, ვაშაძე პასუხობს: „დიახ, მაგრამ მხოლოდ მის შეწყალებას არ ვაპირებ. მე ყველა პოლიტპატიმარს, აგრეთვე, პატიმარ ქალებს შევიწყალებ, რომლებსაც რამე განსაკუთრებული არ ჩაუდენიათ და ამის გაკეთებას ძალიან მალე, პირველ 2-3 თვეში ვაპირებ. როგორც იურისტს, მინდა, რომ სამართლიანობა აღდგეს და ეს ასეც იქნება. მესამე პრეზიდენტი აქ ცხოვრების უფლებას მიიღებს, გამოიყენებს თუ არა ის ამ უფლებას, ეს მასზეა დამოკიდებული. მისი პოლიტიკური მომავალი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული".
- საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის როლი საკმაოდ სიმბოლურია. რეალურად მას აღსრულების არანაირი უფლებამოსილება არა აქვს, რატომ არის ეს არჩევნები ასეთი მნიშვნელოვანი?
„ეს სრული სიცრუეა, რომ საქართველოს პრეზიდენტს საკმარისი უფლებამოსილება არა აქვს. პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი და საერთაშორისო ურთიერთობებში ქვეყნის მთავარი წარმომადგენელია. მას აქვს ვეტოს უფლება. პრემიერმინისტრის დანიშვნისა და შეწყალების უფლება. ვერავინ ამიკრძალავს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ვისურვებდი მენახა ნებისმიერი მთავრობა, როცა მოვუწოდებ 50 ან 100 000 თანამოქალაქეს ქუჩებში გამოვიდეს და ჩემს პროტესტს შეუერთდეს. ვინ შეძლებს ამის შეჩერებას? მხოლოდ წარმოიდგინეთ", - განაცხადა ვაშაძემ.
ჟურნალისტმა გრიგოლ ვაშაძეს კითხვა მის ოპონენტზეც დაუსვა: თქვენ ორივე საგარეო საქმეთა მინისტრები იყავით, თუმცა ზურაბიშვილი ფრანგი დიპლომატია, თქვენ კი საბჭოთა. ეს თქვენთვის პრობლემაა?
„არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვიყავი საბჭოთა დიპლომატი და ამით ვამაყობ და ფანტასტიკური სკოლა გავიარე. ე.წ. „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ტელეარხები ცდილობენ ჩემი ბიოგრაფიით ითამაშონ და ამბობენ, რომ მე კა-გე-ბეს აგენტი ვარ. ეს არ მუშაობს", - განაცხადა ვაშაძემ.
კითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში შეხვდება თუ არა ვლადიმერ პუტინს, ვაშაძე პასუხობს: „არა, იმიტომ, რომ არ ვიცი, როგორი იქნება კრემლის რეაქცია. საქართველომ თავისი დამოუკიდებლობით რუსეთს კავკასიაში სტრატეგიული როლი წაართვა, რუსეთი კი მის დასაბრუნებლად იბრძვის. თუმცა პრობლემა ისაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები - ეს რუსული პრობლემის მოგვარება არაა".
ვაშაძემდე Deutsche Welle-მ ინტერვიუ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ჩამოართვა.
ყველა სიახლე
02 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
რუბიო უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე: ეს საკითხი განიხილება - თუმცა, ეს არ არის სწრაფი გამოსავალი, წარმოების გაფართოებასა და ქარხნების მშენებლობას, ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, რამდენიმე წელი სჭირდება
აშშ უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების წარმოების ლიცენზიების გადაცემაზე. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გადაცემა The Brian Kilmeade Show-ს ეთერში განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:53
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მოახლოებული ზამთრის ფონზე, უკრაინის გადაუდებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური მხარდაჭერის ნაკლებობა შეინიშნება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირლანდიაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 21:37
საზოგადოება
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
ლუქსემბურგიდან საქართველოს ავიაექსპედიცია ეწვია
02 სექტემბერი 2026, 21:28
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესს გაეცნო
02 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებების გადაცემას დაპირდნენ. ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა ირლანდიის ქალაქ უიკლოუში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და პარტნიორების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
02 სექტემბერი 2026, 20:40
კულტურა
X-XI საუკუნეების ისტორიული არტეფაქტები რუსთაველის გამზირზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
შუა საუკუნეების თბილისი და X-XI საუკუნეების არტეფაქტები - თბილისი რომ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენდა, კონკრეტული არქეოლოგიური მასალითაც დასტურდება. რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილ მასალას მეცნიერული კვლევა ჩაუტარდება.
02 სექტემბერი 2026, 20:36
საზოგადოება
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია - ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
26 კერძო საჰაერო ხომალდისგან შემდგარი ჯგუფი უკვე საქართველოშია. ლუქსემბურგიდან ჩამოსული ავიაექსპედიციის ჯგუფი ჩვენს ქვეყანაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მანამდე, ექსპედიციის წევრები ნახავენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს და მონაწილეობას მიიღებენ კაჭრეთში, საავიაციო სოფლის გახსნაში.
02 სექტემბერი 2026, 20:33
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი: ჩვენ გეგმა-გრაფიკის მიხედვით ვახორციელებთ სამუშაოებს და 2029 წლისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება საოპერაციო რეჟიმში
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული და შესაბამისად, უკვე ნათელია მისი მასშტაბი, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
02 სექტემბერი 2026, 20:31
რეგიონი
ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა, რეაგირება ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე - უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება ბათუმში.
02 სექტემბერი 2026, 20:27
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმზე: დასტურდება ის, რაზედაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია
დასტურდება ის, რასაც „ქართული ოცნება“ დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ბრიუსელში სერიოზული პრობლემებია. პირველ რიგში კი მათ მმართველ კლასში და იმ პოლიტიკაში, რასაც ისინი აყალიბებენ არა ევროპელი ხალხის დაკვეთით, არამედ გარე ძალების დაკვეთით - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.
02 სექტემბერი 2026, 20:26
ეკონომიკა
ანაკლიის პორტი როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ საერთაშორისო მედია წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ანაკლიის პორტი, როგორც შუა დერეფნის ახალი სატრანსპორტო ცენტრი - წამყვანი საზღვაო მედია პლატფორმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ეხმიანება.
02 სექტემბერი 2026, 20:25
პოლიტიკა
რატომ აღარ არის მიმზიდველი ევროგაერთიანება თავად ევროპელებისათვის - ისლანდიელი ხალხის უარი ევროკავშირს მეოთხე დღეა პოლიტიკური შეფასებების საგანია. დეტალები „ქრონიკაში“
უკვე მეოთხე დღეა ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა, ევროპულ პოლიტიკურ წრეებში განხილვის საგანია.
02 სექტემბერი 2026, 20:21
სამართალი
ლაზარე ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც პატიმარი ექსპრემიერის სპეკულაციებს პასუხს სცემს - კორუფციული დანაშაულის გადაფარვის მცდელობა, თვითდაზიანების პოლიტიკა და სარგებელი ოპოზიციას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოქვეყნებულ განცხადებაში ღარიბაშვილი კითხვის ნიშნის ქვეშ ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობას აყენებს. იმას, რაც ოპოზიციისთვის სარწმუნო აღმოჩნდა, ჯორბენაძის მეუღლის გამოკითხვის ოქმი აბათილებს.
02 სექტემბერი 2026, 20:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროპა უნდა მოემზადოს ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროპა უნდა მოემზადოს „ევროპული უსაფრთხოების ახალი ეპოქისთვის“.
02 სექტემბერი 2026, 20:12
პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ნდობის აღდგენის წინააღმდეგ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე უარს არასდროს იტყვის, გაერთიანების გზა კი მხოლოდ შერიგებაზე გადის - ასეთია საქართველოს ხელისუფლების პოზიცია.
02 სექტემბერი 2026, 19:57
საზოგადოება
6 სექტემბერს, პირველად საქართველოში, თაიგულის ყვავილების ფესტივალი გაიმართება
6 სექტემბერს, 13:00 საათზე Expo Georgia-ს მესამე პავილიონში, პირველად საქართველოში გაიმართება თაიგულის ყვავილების ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას ქართველი მეწარმეები და ფლორისტები მიიღებენ. ფესტივალის მიზანია ქართული ყვავილების წარმოების ხელშეწყობა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული წარმოების სათაიგულე ყვავილები.
02 სექტემბერი 2026, 19:52
პოლიტიკა
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
ნინო წილოსანი და ლევან მახაშვილი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდნენ
02 სექტემბერი 2026, 19:48
მსოფლიო
ტრამპი: ახლა, როდესაც ჰორმუზის სრუტეს აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ „ტრამპის სრუტე“?
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში წამოაყენა იდეა, რომ ახლო აღმოსავლეთში მდებარე სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეს სახელი შეეცვალოს და მის პატივსაცემად „ტრამპის სრუტე“ ეწოდოს.
02 სექტემბერი 2026, 19:39
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისარს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, ეუთოს უმაღლეს კომისარს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში, კრისტოფ კამპს შეხვდა.
02 სექტემბერი 2026, 19:25
მსოფლიო
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს
იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, რუსეთმა მომავალ წელს იტალიაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა შეიძლება სცადოს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს „მთლიანად ევროკავშირისთვის საერთო გამოწვევას წარმოადგენს“.


