imedi /  09 ნოემბერი 2018, 15:45 / სანდო წყარო

სააკაშვილი: ჩვენ დავიწყეთ სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში

სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, რომელშიც საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არასდროს დაუმალავს, რომ ცხინვალში სამხედრო მოქმედებების წარმოების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

„მინდა გითხრათ ამ კითხვაზე განვახორციელეთ თუ არა ჩვენ სამხედრო მოქმედებები აგვისტოს დასაწყისში იმისთვის, რომ აგვეყვანა კონტროლქვეშ ცხინვალი და ის ადგილები სამხრეთ ოსეთის, რომლებსაც ჩვენ ვერ ვაკოტროლებდით, მე ადრეც ღიად ვაცხადებდი და ახლაც ვაცხადებ, რომ დიახ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეწარმოებინა სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ საკააშვილმა.

ვიდეოჩანაწერი ასახავს 2008 წლის 28 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს „ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიისთვის“ მიცემული ჩვენების ფრაგმენტს.

2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად, საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიების 20%, მათ შორის ის ტერიტორიებიც, რომლებსაც ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. 

ყველა სიახლე

03 მაისი 2026, 14:25

მსოფლიო

ავიაკომპანია Spirit Airlines-მა მუშაობა შეწყვიტა

კომპანიის დახურვის შედეგად პრობლემები ათასობით მგზავრს შეექმნა, რომლებსაც ავიარეისებზე ბილეთები ჰქონდათ შეძენილი.

03 მაისი 2026, 14:25

მსოფლიო

ლონდონში სროლის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

ლონდონში სროლა იყო. „სკაი ნიუსის“ ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანია დაშავებული. მათ შორის ერთი პენსიონერია. კრიტიკულია 25 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა, რომელიც მძიმედ დაიჭრა.

მიგელ დიას-კანელი

03 მაისი 2026, 14:19

მსოფლიო

კუბის პრეზიდენტი: ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა

„ისინი ამბობენ, რომ კუბა დიდ საფრთხეს უქმნის შეერთებულ შტატებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამერიკელი ხალხი ასე არ ფიქრობს. ასე ფიქრობს ამერიკის მთავრობა. ეს არის მოგონილი მიზეზი, რითაც ცდილობენ ჩვენზე შესაძლო თავდასხმის გამართლებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ლევან მაჭავარიანი

03 მაისი 2026, 14:16

ეკონომიკა

ლევან მაჭავარიანი: ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი

ქსელები დაიწყებენ მუშაობას მოკლევადიან რეკომენდაციაზე, კერძოდ, პირველადი მოხმარების სასურსათო კალათის შექმნაზე, სადაც ექსკლუზიური ფასები იქნება გამოტანილი, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა

ფრიდრიხ მერცი და დონალდ ტრამპი

03 მაისი 2026, 14:13

მსოფლიო

Neue Zürcher Zeitung: ტრამპის გადაწყვეტილება გერმანიიდან სამხედრო კონტინგენტის ნაწილის გაყვანის შესახებ მერცის განცხადებებს უკავშირდება, რამაც თეთრი სახლის ლიდერი ძალიან გაანაწყენა

„მერცის შეცდომები აჩვენებს, რომ ის წარსულის აზროვნებაში ჩარჩა და ტრამპი სერიოზულად არ აღიქვა. ტრამპის რეაქცია მის განცხადებებზე მოსალოდნელი იყო“, - ნათქვამია სტატიაში.

03 მაისი 2026, 13:59

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბათუმში სასწრაფო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში - ფაქტთან დაკავშირებით შსს-ს დაწყებული აქვს გამოძიება

ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა, - ინფორმაციას სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

03 მაისი 2026, 13:45

მსოფლიო

ბოჭორიშვილი: ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გაიმართება დისკუსია დაკავშირებადობასა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე. მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა

„ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად, ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა”, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

03 მაისი 2026, 13:25

რეგიონი

ქუთაისში 2008 წლის ომში დაღუპულ გმირთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ბესიკ გოფოძემ, პარლამენტის წევრმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებთან და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტებთან ერთად, გვირგვინებით შეამკეს განახლებული მემორიალი და პატივი მიაგეს გმირების ხსოვნას.

03 მაისი 2026, 12:42

რეგიონი

რუსთავის ხელოვნების გალერეაში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნისა და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

რუსთავის ოთარ ჩხარტიშვილის სახელობის ხელოვნების გალერეა, რუსთაველი მხატვრის გურამ მღებრიშვილის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს, რომელიც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავს ეძღვნება.

03 მაისი 2026, 12:40

მსოფლიო

მედია: ირანმა აშშ-ს ახალი 14-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა გაუგზავნა

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნებს შორის არის:

დონალდ ტრამპი

03 მაისი 2026, 12:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს

„მალე განვიხილავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, თუმცა ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იყოს, რადგან მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ საკმარისად მაღალი ფასი იმისთვის, რაც კაცობრიობისა და მსოფლიოს წინაშე ბოლო 47 წლის განმავლობაში ჩაიდინეს. გმადლობთ ყურადღებისთვის“, - წერს ტრამპი.

03 მაისი 2026, 11:51

მსოფლიო

ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს

ავსტრიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში ბავშვთა საკვებ Hipp-ის ქილებში აღმოჩენილი ვირთხის საწამლავის საქმეზე ეჭვმიტანილი დააკავეს. მედიის ცნობით, დაკავებული 39 წლის მამაკაცია.

რობერტ ფიცო

03 მაისი 2026, 11:49

მსოფლიო

ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციას მხარს უჭერს

„მე მას დავუდასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უწერს უკრაინის ამბიციებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი სახელმწიფო, სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა იყოს. მე ასევე ხაზგასმის აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - წერს ფიცო.

03 მაისი 2026, 11:45

მსოფლიო

რესპუბლიკელი სენატორები, როჯერ უიკერი და მაიკ როჯერსი გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ

რესპუბლიკელი სენატორები როჯერ უიკერი და მაიკ როჯერსი გერმანიიდან ამერიკული ჯარების გაყვანის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

დონალდ ტრამპი

03 მაისი 2026, 11:40

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: დარტყმების განახლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ირანი არასწორად მოიქცევა

„დარტყმების განახლება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, თუ ირანი არასწორად მოიქცევა და რაიმე ცუდს ჩაიდენს. ჩვენ რომ დღეს წავიდეთ, მათ აღსადგენად 20 წელი დასჭირდებათ. მაგრამ არსად მივდივართ. ისე გავაკეთებთ, რომ 2 ან 5 წლის შემდეგ დაბრუნება არ დაგვჭირდეს“, - აცხადებს ტრამპი.

03 მაისი 2026, 11:37

პოლიტიკა

„ქუთაისქალაქობა 2026“ გალაკონცერტით დასრულდა

„ქუთაისქალაქობა 2026“ გალა კონცერტით დასრულდა. ღონისძიებაში ცნობილი ქართველი მომღერლები და ჯგუფები მონაწილეობდნენ.

03 მაისი 2026, 11:33

პოლიტიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დამფუძნებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ახალგაზრდების პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, დღეს გარე ძალების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ახალგაზრდობა და მათი დეზორიენტაციაა, ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი ახალი პლატფორმის შექმნა, რომელიც მათ ინტერესებზე, საჭიროებებსა და, რაც მთავარია, ეროვნულ ღირებულებებზე იქნება დაფუძნებული.

გურამ მაჭარაშვილი

03 მაისი 2026, 11:32

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: უკვე დადგა დრო, მკვეთრად გავმიჯნოთ „ნაცმოძრაობა“ ოპოზიციისგან - მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში

„ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები ქვეყნის საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ ოპოზიციაში უდგას თავის ქვეყანას. შესაბამისად, მათ არანაირი ოპოზიციური პარტიები აღარ ჰქვიათ, მით უფრო როცა საკონსტიტუციო სასამართლოში არის მათი საქმე. არაფერი გააჩნიათ და იმას ვერ იყოფენ და რამე ძალაუფლება რომ მისცე, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩააგდებენ ერთმანეთს და რა კოალიციურ მთავრობაზე საუბრობენ საერთოდ? ამიტომ, ბუნებრივად, მათი დრო უკვე დასრულებულია და აუცილებლად უნდა გავიდნენ ქართული პოლიტიკური ველიდან, იმისთვის რომ ჯანსაღი ძალები მოვიდნენ ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

03 მაისი 2026, 11:25

სამართალი

სამართალდამცველებმა ავტომობილის გატაცების ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს - ის წარსულში გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 2012 წელს დაბადებული არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოქალაქის კუთვნილ „ფორდის“ მარკის ავტომობილს დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დავით მათიკაშვილი

03 მაისი 2026, 11:25

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ რეალური პოლიტიკური შედეგი არის ნული, ამ ადამიანებს საზოგადოების არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ

იშვირონ თითები ერთმანეთის მიმართ, ლანძღონ ერთმანეთი, საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახებენ ანტიეროვნულ და ანტიქართულ სახეს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.