ბიძინა ივანიშვილი: მმართველი გუნდის მიერ დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები სამარცხვინო იყო
ბიძინა ივანიშვილი
პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ პირველი ინტერვიუ "იმედი LIVE"-ს მისცა. მართველი გუნდის მან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე უპასუხა შეკითხვებს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ ხალხი ნაწყენია. მისი თქმით, ჩანდა, რომ მმართველ პარტიაში გუნდურობა დაკარგული, ვერტიკალი კი ძალიან შესუსტებული იყო. ივანიშვილის თქმით, ასევე სუსტი იყო მთავრობასა და პარლამენტს შორის ურთიერთობა და ასეთივე მდგომარეობა იყო რეგიონებშიც.
ივანიშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც პირველ ტურში ასეთი შედეგები დადგა ის არის, რომ მმართველ გუნდს ზედმეტი თვითდაჯერებულობა ჰქონდა. მან ინტერვიუში "ქართული ოცნების" მიერ დაკვეთილ ეგზიტპოლის შედეგებს სამარცხვინო უწოდა, რადგან არჩევნების რეალურ რეზულტატთან დიდი ცდომილება ჰქონდა.
"ჩვენ ღარიბი ეკონომიკა გვაქვს, ღარიბ ქვეყნებში გავდივართ და ამ დროს ხელისუფლებას მმართებს განსაკუთრებული მცდელობა იმის, რომ საზოგადოებამ იგრძნოს რომ ეს მისი ხელისუფლებაა, მის განცდებშია და მაქსიმუმს აკეთებს მათი ყოფის შესამსუბუქებლად.
ხალხი აშკარად განაწყებულია. ჩანს, რომ გუნდმა ხალხთან ურთიერთობის გრძნობადობა დაკარგა. ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ბზარი გაჩნდა. ამას მრავალი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი არის ის, რომ გუნდს, რომელიც ყველა რგოლს და ყველა შტოს ფლობს, როგორც წესი თვითდაჯერებულობა ემატება. ზედმეტი თვითდაჯერებულობა ერთ-ერთ მიზეზი იყო იმისა, როგორც ვითარდებოდა ურთიერთობა საზოგადოებასთან. ამის კარგი გამოხატულება გახლდათ თუნდაც პირველი ტურის შედეგები - გუნდი იმდენად იყო დარწმუნებული საკუთარ ძალებში, რომ კვლევებიც კი პროფესიონალური არ ჩაუტარებიათ. რეალურად, პარტიული რესურსით ახერხებდნენ კვლევების ჩატარებას და ასეთი ცდომილება სირცხვილი იყო. ის, რასაც ელოდნენ ეგზიტპოლების შემდგომ, ეს სირცხვილი იყო და ძალიან მკაცრი საუბარი მქონდა ამაზე. არა თუ გრძნობადობა, მოლოდინი აბსოლუტურად აცდენილი ჰქონდათ რეალობასთან. 14% სხვაობა სირცხვილია, ამას კვლევა აღარ ჰქვია. ზოგი ჭირი მარგებელია. თვითონ გუნდმაც "ცივი შხაპი მიიღო". სასიამოვნო რაც არის - დავინახეთ, რომ საზოგადოება თურმე აფასებს როგორ იქცევი და მათ შესატყვისი რეაქცია გააკეთეს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "იმედი LIVE"-თან ინტერვიუში.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე, 28 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც მმართველი პარტიის მიერ "ფსიქოპროექტისთვის" დაკვეთილი ეგზიტპოლის შედეგები გააცნეს საზოგადოებას. შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს 52.3% ჰქონდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემებით კი, მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა ხმათა 38.64% მიიღო.
ყველა სიახლე
18 ივნისი 2026, 17:35
საზოგადოება
რევაზ სოხაძემ სკოლების პროექტების შეფერხების მიზეზებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და შემდგომ გეგმებზე ისაუბრა
ჩვენთვის სკოლა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა პრიორიტეტია და ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევუქმნათ სრულფასოვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემო, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სკოლების დირექტორებთან შეხვედრაზე.
18 ივნისი 2026, 17:31
მსოფლიო
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, დაიწვება მოსკოვიც
რუსეთზე უკრაინული დრონების მასშტაბურ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ვიზიტისას გამოეხმაურა.
18 ივნისი 2026, 17:23
საზოგადოება
სკოლების ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი აქტიურ ფაზაშია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საჯარო სკოლების შეფერხებული მშენებლობებისა და პრობლემური პროექტების მართვას აქტიურად აგრძელებს, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 17:22
სამართალი
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის დაკავებულმა ზუგდიდელმა აქტივისტმა შალვა ესართიამ ბრალი აღიარა და საპატიმრო დატოვა
პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
18 ივნისი 2026, 17:22
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: არ შეიძლება, ადამიანს მოაფიქრდეს, რომ საქართველოს მოქალაქეები კატეგორიებად დაყოს - ეს სრული აბსურდია. შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ ევროკომისია ამ მოწოდებას ნამდვილად არ გაითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროპარლამენტის იმ რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც რასა იუკნევიჩიენემ მოამზადა და საქართველოს გარკვეული მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილებას ეხება.
18 ივნისი 2026, 17:19
პოლიტიკა
პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
18 ივნისი 2026, 17:16
სამართალი
ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ტელეკომპანია „იმედს“ უჩივის
ნინო ლომჯარია, როგორც თავად აცხადებს, ტელეკომპანია იმედს უჩივის. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა, თუმცა ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ არ აცნობეს. კონკრეტულად, რომელ სიუჟეტზე ჩივის, ლომჯარიას ბრიფინგზე არ დაუსახელებია.
18 ივნისი 2026, 17:16
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: ევრო პარლამენტარები ერთის მხრივ პოლარიზაციაზე საუბრობენ და მეორეს მხრივ ყველანაირ მექანიზმს და საშუალებას იყენებენ იმისთვის, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო ფრაგმენტირებული, დაყოფილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს
ეს არ არის მხოლოდ ერთადერთი მცდელობა, რომ ჩვენი საზოგადოება დაყონ, ასეთი ჩვენ ბევრი ვნახეთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
18 ივნისი 2026, 17:10
რეგიონი
დავით სონღულაშვილი აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქობულეთის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს ადგილზე გაეცნო.
18 ივნისი 2026, 17:07
მსოფლიო
ტაკერ კარლსონი ტრამპის ირანთან დადებული შეთანხმების შესახებ: ეს დოკუმენტი აღიარებს, რომ ირანი არ არის ტერორისტული სახელმწიფო
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ აცხადებს, რომ დოკუმენტი აღიარებს, ირანი არ არის ტერორისტული სახელმწიფო.
18 ივნისი 2026, 17:04
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
18 ივნისი 2026, 17:03
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი ალან მიჩელს შეხვდა
პაატა სალიამ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის, საგანმანათლებლო, პროფესიული და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ.
18 ივნისი 2026, 16:58
მსოფლიო
The Wall Street Journal-ი ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის არსებულ რთულ ურთიერთობებზე წერს
ტრამპისა და ნეთანიაჰუს რთული ურთიერთობების კულისებში. სტატიას ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
18 ივნისი 2026, 16:51
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით
საერთაშორისო შეფასებები სტაბილურად ასახავს პროგრესს და წარმოაჩენს კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების კუთხით მიღწეულ წარმატებებს. სტატისტიკისა და ოფიციალური ანგარიშების მიღმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - რწმენა იმისა, რომ პატარა სახელმწიფოსაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი და მდგრადი ცვლილებების მიღწევა თანმიმდევრული და პრინციპული რეფორმების განხორციელების გზით, - ასე მიმართა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონის ქვეყნების სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს.
18 ივნისი 2026, 16:35
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 17 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
18 ივნისი 2026, 16:21
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორი: ვგეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მლრდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის გენერალური დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის ინფორმაციით, კორპორაცია ეკონომიკის და ადგილობრივი კერძო სექტორის მხარდაჭერის კუთხით რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.
18 ივნისი 2026, 16:20
ეკონომიკა
დავით სონღულაშვილი: საოჯახო მეურნეობების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წლის ბოლომდე 5 000 ბენეფიციარის მხარდაჭერა ნიშნავს 5 000 ახალ შესაძლებლობას ფერმერებისთვის, რაც მნიშვნელოვანი წვლილია როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, ღონისძიებაში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა აჭარაში“ მიიღო მონაწილეობა.
18 ივნისი 2026, 16:15
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს უმნიშვნელოვანესი მიმართულებების განვითარებაში, მათ შორის, როგორიცაა - ენერგეტიკა, ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება და მთელი რიგი დარგების მხარდაჭერა ახალი ინსტრუმენტებით
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ტრანსფორმაციის და მისი მანდატის გაზრდის თაობაზე, დაკავშირებულია სწორედ იმ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნების ამოცანებთან, ასევე მთელ რიგ გამოწვევებთან - როგორც შიდა, ასე გარე ფაქტორების გათვალისწინებით, სადაც ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ უმნიშვნელოვანესი როლი უნდა ითამაშოს სხვადასხვა მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა კორპორაციის მნიშვნელობასა და ამოცანებზე საუბრისას.
18 ივნისი 2026, 16:11
რეგიონი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია პლენარული სხდომით დაიხურა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგ პლენარულ სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე - ცოტნე ანანიძე უძღვებოდა, დეპუტატებმა უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) თავმჯდომარედ პაატა კეშელავა 13 ხმით აირჩიეს.
18 ივნისი 2026, 15:50
საზოგადოება
ჯივიპი მოსახლეობას: 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას
„2026 წლის 18 ივნისიდან მოსალოდნელია მდინარე არაგვის კალაპოტში წყლის ნაკადის მატება, რაც გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.


