ივანიშვილი: ვრჩები არჩევნების პროპორციულად ჩატარების მომხრე და ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა
ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: ქართული ოცნება/Facebook /არქივი
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ავრცელებს.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, ის იმედგაცრუებულია რომ ვერ მოხერხდა ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე პარლამენტის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.
„დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება.
იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.
საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა?
ამ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხის გასაცემად და სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, თავს ვალდებულად ვთვლი, რამდენიმე უდავო ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.
კერძოდ:
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა, საკუთარი ინიციატივით, ჯერ კიდევ 2017 წელს, იმ საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში მიიღო, რომელიც ოპოზიციური სპექტრის, არასამთავრობო სექტორის ნაწილისა და პარტიული მედიის მხრიდან ორგანიზებული, კამპანიური ხასიათის, აგრესიული ბოიკოტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც, შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში, მხოლოდ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ხმების ხარჯზე განხორციელდა. ნაციონალურმა მოძრაობამ მაშინ ბოიკოტი გამოუცხადა პროცესს, რომლის შედეგადაც ჩვენ ერთ ლიდერზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე ორიენტირებული კონსტიტუციის ნაცვლად, ჭეშმარიტად ევროპული კონსტიტუცია მივიღეთ, რომელიც მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ცალსახად პოზიტიურად შეაფასა.
არავისთვის დასამალი არ არის, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის იდეა მაჟორიტარ დეპუტატებში არასდროს სარგებლობდა დიდი პოპულარობით და მათი დიდი ნაწილი არც მაშინ შეხვდა ამ რეფორმას სათანადო ენთუზიაზმით, რის გამოც, ჩვენს სურვილზე, უკვე 2020 წლიდან გაგვეუქმებინა შერეული საარჩევნო სისტემა, შიდაპარტიული კონსენსუსი ვერ შედგა. შესაბამისად, მიღებული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2024 წელს გადასვლის თაობაზე.
წარმოიდგინეთ, იმ დროს რომ საპარლამენტო ოპოზიციას მინიმალური პოლიტიკური სიმწიფე და სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოევლინა, ყველაფრის ხარჯზე ხელისუფლების დაზიანების ვიწროპარტიული დღის წესრიგით არ ეხელმძღვანელა და საკონსტიტუციო რეფორმისათვის მხარდაჭერის მზაობა ჰქონოდა, დღევანდელი დისკუსიას და ვნებათაღელვას საერთოდ არ ექნებოდა ადგილი - ჩვენს მაჟორიტარებსაც დავარწმუნებდით საარჩევნო რეფორმის გადავადების იდეის უპერსპექტივობაში და კონსტიტუციაშიც ცალსახად ავსახავდით 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებას.
ეს მნიშვნელოვანი გარემოება არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუ ობიექტური სურათის დანახვა გვსურს და საერთო კონტექსტის გაუთვალისწინებლად, ფრაგმენტულად არ ვაფასებთ მოვლენებს, მითუმეტეს, ემოციურ ფონზე.
მიუხედავად ამისა, მიმდინარე წლის ზაფხულში განვითარებულ მოვლენებს, საზოგადოების ნაწილის სამართლიან პროტესტს მმართველი გუნდის სრულიად ადეკვატური რეაქცია მოჰყვა - პარლამენტის თავმჯდომარემ აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ კი საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინიციატივით მიმართა - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტებით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა.
არ დავმალავ, ამ ინიციატივის ავტორი პირადად მე ვიყავი და გუნდმაც, მთლიანობაში, მაჟორიტართა ნაწილის ყოყმანის მიუხედავად, მხარი დაუჭირა ამ იდეას და მაჟორიტარებიც, ერთეული გამონაკლისების გარდა, დაექვემდებარნენ პარტიულ დისციპლინას.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2012 წელს შექმნა პრეცედენტი და სწორედ შერეული სისტემის პირობებში დაამარცხა ის პოლიტიკური რეჟიმი, რომლის მმართველობის პერიოდში წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიას შორის, ორგანიზაციულად სუსტი და მცირერიცხოვან პარტიებს მაინც მიაჩნდათ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში ექნებოდათ წარმატების მეტის შანსი. სწორედ ამიტომ გამოვედით ჩვენ ამ ინიაციატივით. ნულოვანი ბარიერის შეთავაზებით კი, ჩვენ ვეცადეთ კიდევ უფრო გაზრდილიყო მცირე პარტიების შესაძლებლობები.
მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ შესაბამისად შეაფასა კიდეც ჩვენი კეთილი ნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უარი გვეთქვა მნიშვნელოვან სასტარტო უპირატესობაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდს და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატებთან შედარებით აქვთ.
უმთავრესი, რაც ჩვენს შეთავაზებას უნდა მოჰყოლოდა, იყო ის, რომ ჩვენი ქვეყნის, ხელისუფლებისა და ოპოზიციური სპექტრის, ხელისუფლებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური კულტურის თვისობრივად ახალ საფეხურზე გადასულიყო, ხოლო საკუთრივ პოლიტიკური პროცესს, დემოკრატიული განვითარების ახალი ეტაპის დამკვიდრებისთვის შეეწყო ხელი.
ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი თამამი პოლიტიკურ აქტი, პროცესში ჩართული სხვა აქტორებისგანაც პოზიტიურად იქნებოდა აღქმული და პასუხად მათ კონსტრუქციულ რეაქციას მივიღებდით.
სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა - თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება.
გაუთავებელი დესტრუქცია, ქვეყნის თუ ეკლესიის არევის მცდელობა, აგრესიული რიტორიკა, ცინიზმი, ქილიკი და პირადი შეურაცხყოფა - აი, რით უპასუხა ჩვენს ინიციატივას უპასუხისმგებლო ოპოზიციამ და მისმა სატელიტმა ორგანიზაციებმა. საქმე იქამდე მივიდა, რომ რეგიონებში, საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვების ჩაშლის მიზნით პირდაპირ დარბაზებში უვარდებოდნენ ჩვენს დეპუტატებს ამ ოპოზიციისგან პირდაპირ თუ ირიბად მართული აგრესიული ჯგუფები და საჯაროდ ლანძღავდნენ მათ.
ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება.
ჩვენს ქვეყანაში სკეპტიკოსებს რა დალევს, მაგრამ ფაქტებს ვერავინ გაექცევა და ისიც ფაქტია, რომ ჩვენს გუნდში არა ფასადური, არამედ რეალური დემოკრატიაა, რაც ადამიანისთვის საკუთარი პრინციპული პოზიციის ძალით შეცვლის მცდელობას გამორიცხავს. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ როგორც საბჭოური, ისე ნაციონალური მოძრაობის მონოლითური, ადმინისტრაციულ-მბრძანებლური მართვის სტილი, როცა ერთპიროვნული ლიდერის წინააღმდეგ ვერავინ მიდიოდა. ჩვენს გუნდში აზრთა სხვადასხვაობა და დისკუსია, ბუნებრივი პროცესია და ამის არაერთი მაგალითი უნახავს ჩვენს საზოგადოებას.
დაბოლოს - უნაკლო საარჩევნო სისტემები არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ცივილიზებულ სამყაროში არ წყდება დისკუსიები ამა თუ იმ სისტემის ავკარგიანობაზე. პანაცეა არა საარჩევნო სისტემა, არამედ დემოკრატიაა, ანუ ინსტიტუციონალურად გამართული პოლიტიკური სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთავარი - ხელისუფლების წყარო ხალხია და მისი ნება დაუბრკოლებლად უნდა აისახოს არჩევნების შედეგებში.
მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, - ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება“ , - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა. 101 დეპუტატი მომხრე, 3 კი წინააღმდეგი იყო. უკვე ცნობილია, ვინ დაუჭირა და არ დაუჭირა მხარი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.
პარლამენტთან პროპორციულზე ცვლილებების ჩაგდების გამო საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ყველა სიახლე
10 აგვისტო 2026, 15:51
მსოფლიო
მელონიმ და ფრედერიქსენმა უკონტროლო მიგრაციის წინააღმდეგ საერთო განცხადება გაავრცელეს და ევროპის ქრისტიანული კულტურის მემკვიდრეობას დაცვის პირობა დადეს
„ჩვენ არ ვიღებთ უკონტროლო იმიგრაციას ევროპაში და ხელი შევუწყვეთ მკაცრ მიგრაციულ პოლიტიკას, როგორც ჩვენს ქვეყნებში, ისე მთელ ევროპაში. არავის შეუძლია უარყოს არალეგალური იმიგრაციის უარყოფითი გავლენა ჩვენს საზოგადოებებზე: დანაშაულის დონის ზრდა, მზარდი ზეწოლა საჯარო სერვისებზე და საზოგადოებრივი ნდობის ეროზია. განსაკუთრებით სერიოზულია, როდესაც უკანონო მიგრანტები, რომლებსაც ჩვენს ქვეყნებში დარჩენის უფლება არ აქვთ, სჩადიან ძალადობრივ დანაშაულს, ვაჭრობენ ნარკოტიკებით ან პასუხისმგებელნი არიან სექსუალურ ძალადობაზე“, - აღნიშნულია მელონის მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
10 აგვისტო 2026, 15:21
საზოგადოება
არემჯის საზაფხულო სკოლა წელს პირველად საერთაშორისო სტუდენტებს მასპინძლობს
არემჯის სტუდენტური მხარდაჭერის პროექტის, საზაფხულო სკოლის ფარგლებში, კომპანიის საწარმოებში ერთთვიან სტაჟირებას ქართველ სტუდენტებთან ერთად წელს პირველად უცხოელი სტუდენტებიც გაივლიან.
10 აგვისტო 2026, 15:17
საზოგადოება
ვაკის რაიონში მრავალბინიანი სახლების ამხანაგობებს მიმდინარე წელს 266 სარეაბილიტაციო პროექტი დაუფინანსდა
თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონის გამგეობისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანამშრომლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
10 აგვისტო 2026, 15:13
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: „სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს“ - ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დასავლელი პარტნიორების მაშინდელ პოზიციას იხსენებს.
10 აგვისტო 2026, 14:57
სამართალი
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის იმედა აბდუშელაშვილი დააჯარიმა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ იმედა აბდუშელაშვილი საჯარო პოსტზე პრემიერ-მინისტრის შეურაცხყოფისთვის დააჯარიმა
10 აგვისტო 2026, 14:54
მსოფლიო
ყველაზე ცხელი ივლისის ფონზე ოკეანის ტემპერატურის რეკორდები მოიხსნა
ზღვის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ მსოფლიოს პოლარული რეგიონების მიღმა ივლისში 20,96°C შეადგინა, რამაც 2023 წელს დაფიქსირებულ ივლისის წინა რეკორდს გადააჭარბა (20,89°C).
10 აგვისტო 2026, 14:49
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: ეს არის ზუსტად ორმაგი სტანდარტი, რასაც ჩვენ გვიკრძალავენ, იმას აკეთებენ თვითონ. რატომღაც რაც ჩვენთვის მიუღებელია, ის მათთვის აუცილებლად მისაღებია
მაშინ, როდესაც ჩვენ გვადანაშაულებს ევროკავშირი დღევანდელი ბრიუსელი განსაკუთრებით საფრანგეთი და მისი ხელისუფლება, რომ ჩვენ თურმე რუსული გავლენების ქვეშ ვართ და სანქცირებულ ტვირთებს ვატარებთ და ა.შ, დღეს კი ვხედავთ, რომ საფრანგეთი და ევროკავშირი პირიქით ზრდის ბუნებრივი აირის მოხმარებას რუსეთისგან და ხვალ ალბათ პოლიტიკურადაც დალაგდება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა, რომლითაც გამოეხმაურა გერმანული გამოცემის სტატიას, რომ ევროპამ რუსეთიდან თხევადი გაზის იმპორტი გაზარდა.
10 აგვისტო 2026, 14:38
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი „ქრონიკის“ ჟურნალისტს: ერთადერთ პრობლემას შეგიძლიათ გაუსვათ ხაზი, რომ რუსული სიმღერები შესაძლოა ვიღაცისთვის იყოს გოიმური და ვიღაცისთვის - არა. მაგალითად, ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ
ჩვენს შორის იცით რა სხვაობაა? - მე პროგრესი განვიცადე და „იმედელებმა“ არა, ისევ გოიმები ხართ, - განუცხადა სატელეფონო საუბრისას ნანუკა ჟორჟოლიანმა „ქრონიკის“ ჟურნალისტს რუსოფობიასთან დაკავშირებით შეცვლილი რიტორიკის პასუხად.
10 აგვისტო 2026, 14:35
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანა აბულაძეს შეხვდა.
10 აგვისტო 2026, 14:33
სამართალი
სამშობლოს ღალატისა და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის საქმეზე გამოკითხვები გრძელდება
გენერალურ პროკურატურაში უკვე სამ საათზე მეტია გამოკითხვაზე იმყოფება კობა ლიკლიკაძე. ამ წუთებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობენ ასევე გიორგი ნიშნიანიძე, მალხაზ თოფრია და აფხაზეთის ომის ვეტერანები.
10 აგვისტო 2026, 14:31
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ჩვენ გვთხოვდნენ, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს. კიდევ უფრო მეტად იკვეთება, თუ რა მასშტაბის ანტიქართული კამპანია წარმოებს, მაშინ როდესაც ხელს ძალიან კარგად ითბობენ ევროპელები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობით
ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, თავად კი აღრმავებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა.
10 აგვისტო 2026, 14:17
მსოფლიო
Reuters: აშშ მზად არის ჰორმუზის სრუტის გახსნის სანაცვლოდ ირანის პორტებზე ბლოკადა მოხსნას
თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენის ახალ მარშრუტებთან დაკავშირებით ის მოლაპარაკებას ომანთან აწარმოებს. სააგენტო კი წერს, რომ ირანმა სრუტის გასახსნელად ვაშინგტონს რამდენიმე პირობა წაუყენა, მათ შორის არის ირანის აქტივების განბლოკვა და პორტებზე შეზღუდვების მოხსნა.
10 აგვისტო 2026, 14:14
საზოგადოება
11-12 აგვისტოს ღამის საათებში ვაზიანის სატრანსპორტო კვანძი - თოხლიაურის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მოძრაობის დროებითი გადართვა დაწესდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, „China Road and Bridge Corporation“-მა განახორციელა ვაზიანი-საგარეჯოს (ლოტი 1) კმ4-კმ27 მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც უნდა განახორციელოს განათების სისტემის ტესტირების სამუშაოები.
10 აგვისტო 2026, 14:13
მსოფლიო
ალექსანდარ ვუჩიჩი: ჩვენ გაცილებით მსხვილი ომის ზღვარზე ვარ
„სერბეთი არ მოქმედებს რომელიმე მხარის ინტერესის გათვალისწინებით. სერბეთი არ მოქმედებს, რომ თავი მოაწონოს რუსეთს, უკრაინას ან ვინმე სხვას. ჩვენთვის სერბების ინტერესებია მთავარი. ევროპამ ყველაფერი გააკეთა უკრაინის დასახმარებლად. ჩვენ ახლა დიდი ომის დასაწყისში ვართ, ამიტომ მსურდა აქამდე მშვიდობისთვის ვინმეს რამე გაეკეთებინა. ეს არ მოხდა და არც მალე მოხდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გაცილებით მსხვილი ომის ზღვარზე ვართ“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
10 აგვისტო 2026, 14:07
მსოფლიო
Atlantic: Patriot-ის მწარმოებლები შიშობენ, რომ უკრაინამ შესაძლოა მათი რაკეტების გაუმჯობესება და უფრო იაფად წარმოება შეძლოს
Atlantic-ი წერს, რომ მიზეზი მწარმოებლების პოზიციაა. ისინი შიშობენ, რომ უკრაინა ლიცენზიის მიღების შემთხვევაში გააუმჯობესებს რაკეტებს და მათზე უფრო სწრაფად, მეტი მოცულობით და გაცილებით ნაკლები დანახარჯით დაიწყებს წარმოებას. ოფიციალურ ვერსიად კი მწარმოებლები ინტელექტუალური საკუთრებისა დაცვასა და ტექნოლოგიების გადაცემის საფრთხეს ასახელებენ.
10 აგვისტო 2026, 13:52
საზოგადოება
საპენსიო ფონდი: ივლისის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 9.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, მათ შორის ჯამური მოგება 2.9 მილიარდი ლარია
ივლისში საპენსიო ფონდის პორტფელების შედეგები, ძირითადად, აზია-წყნარი ოკეანისა და განვითარებადი ქვეყნების სააქციო ბაზრებზე დაფიქსირებულმა კლებამ განსაზღვრა, რაც ხელოვნური ინტელექტის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების უკუგებასთან დაკავშირებულმა გაურკვევლობამ და ტექნოლოგიური აქციებიდან სხვა სექტორებისკენ როტაციამ გამოიწვია, - ინფორმაციას საქართველოს საპენსიო ფონდი ავრცელებს.
10 აგვისტო 2026, 13:44
პოლიტიკა
მალხაზ თოფურია: „მეომარ“ ბარამიძეს არცერთი ღამე არ აქვს გატარებული სანგარში, ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა. მიზანი აქვთ ერთი, გაბედნიერდა სეპარატისტული რეჟიმი და რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არის არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული
„მეომარ“ ბარამიძეს არცერთი ღამე არ აქვს გატარებული სანგარში, ის ყოველთვის გამოწკეპილი, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა, - განუცხადა „ქრონიკას“ ომის ვეტერანმა მალხაზ თოფურიამ.
10 აგვისტო 2026, 13:38
პოლიტიკა
ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დატოვა
იგი საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით გააგრძელებს. ირინე გელაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ სახელით იყრიდა კენჭს და საკრებულოშიც ამ პარტიის სახელით იქნა არჩეული. იგი პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
10 აგვისტო 2026, 13:37
ტაბლოიდი
Mattel-მა უიტნი ჰიუსტონის ბარბი გამოუშვა
კომპანია თოჯინაზე მომღერლის რძალთან და მისი მემკვიდრეობის მმართველთან, პეტ ჰიუსტონთან, ასევე მუსიკალურ კომპანია Primary Wave Music-თან ერთად მუშაობდა.
10 აგვისტო 2026, 13:34
სამართალი
საგადასახადო მონიტორინგის თანამშრომლებმა 7 თვის მონაცემებით ხე–ტყის უკანონო ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს
მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაქონლო ზედნადებების კონტროლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 399 ცალი ხემცენარისა და 318 კუბურ მეტრამდე ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 83 ფაქტი გამოავლინეს, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


