imedi /  03 დეკემბერი 2018, 14:31 / სანდო წყარო

უკრაინელმა დეპუტატმა თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებს პროკურატურში საკვები მიუტანა

სემიონ სემენჩენკო

სემიონ სემენჩენკო ცოლთან ერთად

პარტია "სამაპომაშის" დეპუტატი სემიონ სემენჩენკო მთავარ სამმართველოსთან მივიდა, სადაც სპეცოპერაციის დროს დაკავებულთა დაკითხვა მიმდინარეობს. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, დაკავებულებს საკვები და სასმელი წყალი მიუტანა.

სემიონ სემენჩენკო აცხადებს, რომ ის საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთ-ერთი დამკვირვებელი იყო და მას შემდეგ თბილისშია. სემენჩენკოს თქმით, როდესაც გაიგო, რომ მისი მეგობრები უკრაინიდან საქართველოში დასასვენებლად ჩამოდიოდნენ, მან მოინახულა ისინი. დეპუტატი გამორიცხავს, რომ მათ იარაღი შეიძლება ჰქონოდათ.  ასევე ამბობს, რომ დაკავებული უკრაინელი თანამოქალაქეები საქართველოში დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ნახა.

სემენჩენკო მთავარ პროკურატურასთან ცოლთან ერთად მივიდა.

რაც შეეხებათ დაპატიმრებულებს, "ქრონიკისთვის" ყველა მათგანის ვინაობაა ცნობილი. ესენი არიან უკრაინის 6 მოქალაქე: როლანდ მელია, ოლექსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია. 

თბილისში უკრაინის 7 მოქალაქის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა.

ამ ეტაპზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

საპარლამენტო უმრავლესობას აინტერესებს, რატომ დაემთხვა უკრაინიდან 7 პირის ვიზიტი ნაციონალების აქციის დღეს.

ყველა სიახლე

ომები

19 თებერვალი 2019, 22:36

სპორტი

საფრანგეთში ლაზერის ხმლებით ფარიკაობა სპორტის სახეობად აღიარეს

შეჯიბრის დროს იარაღად გამოყენებული უნდა იყოს სინათლის პოლიკარბონატული ხმლის ასლი და ჯედაი (თავდაცვისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა). როგორც "ვარსკვლავურ ომებშია", ხმლები ანათებენ და დაჯახებისას სპეციფიურ, დამახასიათებელ ხმას გამოსცემენ.

ტექდათვალიერების სტატისტიკა

19 თებერვალი 2019, 22:08

საქართველო

წელს ტექნიკური ინსპექტირებისას 57 539 ავტომობილი დახარვეზდა

1 იანვრიდან 19 თებერვლამდე საქართველოს მასშტაბით ტექნიკური ინსპექტირება სულ 95 525 ავტომობილმა გაიარა. მათგან დახარვეზდა 57 539. ეს სტატისტიკა გადაცემაში „პირისპირ“ გამოქვეყნდა.

სუპერმთვარე

19 თებერვალი 2019, 22:01

ტექნოლოგიები

ამერიკელმა სუპერმთვარის უმაღლესი ხარისხის ფოტო გამოაქვეყნა 🌝 🌙

სუპერმთვარეობის დროს დედამიწის თანამგზავრი ჩვენგან სულ რაღაც 356.7 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. სავსე მთვარე ამ დროს კიდევ უფრო მკვეთრად ანათებდა. ასტროფოტოგრაფმა ენდრიუ მაკარტიმ სუპერმთვარის სუპერგამოსახულების გადაღება გადაწყვიტა.

ბაღი ახმეტაში

19 თებერვალი 2019, 21:57

საქართველო

ახმეტაში ოთხი საბავშვო ბაღი დააჯარიმეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახმეტის მუნიციპალიტეტში ოთხი საბავშვო ბაღი დააჯარიმა. გეგმიური ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ სამზარეულოებში არაკრიტიკული შეუსაბამობები იყო, რის გამოც თითოეული სააღმზრდელო დაწესებულება 1200-1200 ლარით დააჯარიმა.

პარლამენტი

19 თებერვალი 2019, 21:44

საქართველო

შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება

შრომის ინსპექციის უფლებამოსილებები ფართოვდება - შეტყობინენზე რეაგირებისათვის მათ სასამართლოს თანხმობის გარეშე შესვლის უფლება ექნებათ. გარდა ამისა, შრომის ინსპეციის უფლებამოსილება ასევე გავრცელდება შრომით უფლებებზე.

ზვავი

19 თებერვალი 2019, 21:39

მსოფლიო

შვეიცარიის ალპებში მაშველები ზვავში მოყოლილ ტურისტებს ეძებენ

შვეიცარიის ალპებში, სათხილამურო კურორტ კრანს-მონტანაში ზვავში მოყოლილ ტურისტებს ეძებენ. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ზვავი შუადღეს 14:15 საათისთვის ჩამოწვა.

საჯარო სკოლა

19 თებერვალი 2019, 21:26

საქართველო

მოსწავლეები ჩინური ენის სწავლას სკოლებში მე-5 კლასიდან შეძლებენ

ქართულ საჯარო სკოლებში მოსწავლეები ჩინური ენის სწავლას მეხუთე კლასიდან შეძლებენ. ჩინური ენის გაკვეთილებს მოსწავლეებს დამატებით საგნად შესთავაზებენ. ამას განათლების სამინისტროსა და ჩინეთის საელჩოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს.

მწეველები

19 თებერვალი 2019, 21:12

ტექნოლოგიები

სიგარეტის მოწევამ შეიძლება დაგაბრმაოთ

კვლევისას მეცნიერები 71 ჯანმრთელ ადამიანს აკვირდებოდნენ, რომლებსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ჯამში დაახლოებით 15 ღერამდე ჰქონდათ მოწეული. კვლევაში ასევე მონაწილეობდა თამბაქოზე დამოკიდებულების მქონე 63 ადამიანი.

ირაკლი ჩიქოვანი

19 თებერვალი 2019, 20:37

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი: საგარეო მიმართულებით ხელისუფლება პროაქტიურ პოლიტიკას ატარებს

ჩვენი ქვეყნის საგარეო ფორმატში უმთავრესი ელემენტი არის დეოკუპაცია და ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა. ამასთან დაკავშირებითპრემიერმინისტრმა ბახტაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა, - გერმანიაში მამუკა ბახტაძის ვიზიტი „მაესტროსთან“ მისმა მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა შეაჯამა.

19 თებერვალი 2019, 20:34

ძალოვნები

პოლიცია შიფრავს ვებგვერდებს, რომლებზეც ნარკოტიკი შეუფერხებლად იყიდება

ნარკოტიკებით ვაჭრობის თანამედროვე მეთოდზე,ვებგვერდზე, რომელზეც ჰეროინი, სუბოტექსი, კოკაინი, ამფეტამინი და სხვა ნარკოტიკი შეფერხების გარეშე იყიდება, შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტებას აკეთებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო

19 თებერვალი 2019, 20:30

საქართველო

სოციალურ მუშაკებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიაციის პროცესი დაიწყო

სოციალური მუშაკები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი სამსახურის სისტემურ ცვლილებებს ითხოვენ. ამის შესახებ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შორენა საძაგლიშვილმა თქვა. მისი თქმით, სამინისტროს წარმომადგენლებს ამ თემაზე უკვე შეხვდნენ და შედეგების შესახებ ცნობილი 21 დღეში იქნება.

19 თებერვალი 2019, 20:16

საქართველო

ანალიტიკოსები ზურაბიშვილის და მაკრონის შეხვედრას აფასებენ

ელისეს სასახლეში გამართულ შეხვედრას და მაკრონის მთავარ გზავნილებს თბილისში მმართველი გუნდის წევრები და ანალიტიკოსები აფასებენ. უმრავლესობა ამბობს, რომ ეს იყო მკაფიო გზავნილები და ხაზს უსვამს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უმჯობესდება.

Lacoste

19 თებერვალი 2019, 20:15

კულტურა

Lacoste-მ ლეგენდარული ნიანგის ლოგო შეცვალა

მაისურები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდა, ამასთან საინტერესო ფაქტია ის, რომ გადაშენების პირას მყოფი ცხოველების რაოდენობით მოხდა მაისურების დაბეჭდვა. მაგალითად, ცნობილია, რომ მსოფლიოში მხოლოდ 350 სუმატრის ვეფხვია შემორჩენილი, მაისურებიც ვეფხვის ლოგოთი სწორედ 350 შეიკერა.

19 თებერვალი 2019, 20:04

ძალოვნები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ავტომობილი ფიგურირებს

თბილისის ცენტრში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეში საეჭვო ვერცხლისფერი „ფოლკსვაგენი“ ფიგურირებს. ეს მანქანა სამართალდამცველებმა გარეკამერების ჩანაწერების გაშიფვრის დროს აღმოაჩინეს.

19 თებერვალი 2019, 20:00

საქართველო

იუსტიციის საბჭო: მოსამართლეთა შერჩევის პროცესს არ ვაჭიანურებთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებმა,ნაზი ჯანეზაშვილს და ანა დოლიძეს უპასუხეს. „ბრალდება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეგნებულად აჭიანურებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ყოვლად უსაფუძვლოა“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა გაავრცელეს.

ნიკო ფიროსმანი

19 თებერვალი 2019, 19:50

კულტურა

არლიში ნიკო ფიროსმანის და ვან გოგის ნახატები ერთ სივრცეში გამოიფინება

განათლების სამინისტროს ცნობით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეში გამოიფინება. გამოფენა პროექტის - Vincent van Gogh: Speed & Aplomb-ის სახელწოდებით გაიმართება.

შემთხვევის ადგილი

19 თებერვალი 2019, 19:40

ძალოვნები

ვერცხლის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გაგა კირკიტაძე აცხადებს, რომ ძიება განზრახ მკვლელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, სახის არეში მიყენებული ერთი ჭრილობით მოკლულია 1969 წელს დაბადებული კაცი.

19 თებერვალი 2019, 19:20

საქართველო

სამტრედიაში გაზის აფეთქების შედეგად სახლი დაინგრა

უბედური შემთხვევის შედეგად 68 წლის კაცი დაშავდა, რომელიც სხეულის ზედა ნაწილის დამწვრობით და სხვადასხვა დაზიანებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაიყვანა. ადგილობრივების განცხადებით, ნგრევის და აფეთქების ხმა 1 კმ-ს რადიუსში გავრცელდა.

თბილისის გენგეგმა

19 თებერვალი 2019, 19:19

ეკონომიკა

საკრებულო დედაქალაქის გენგეგმას ჩასასწორებლად მერიას უბრუნებს

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიას თბილისის მუნიციპალური განვითარების გენგეგმის პროექტი ცვლილებებისთვის დაუბრუნა. გადაწყვეტილება საკრებულოს დეპუტატებმა დღეს, რეგიონული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

19 თებერვალი 2019, 19:04

კულტურა

კარლ ლაგერფილდს ვირჯინია ვიარდი შეცვლის

ფრანგული მოდის სახლის "Chanel"-ის სტუდიური დირექტორი ვირჯინია ვიარდი კარლ ლაგერფილდს შეცვლის. მსოფლიო მოდის ლეგენდის გარდაცვალების შემდეგ, ის ბრენდის მთავარი დიზაინერი გახდება.