imedi /  06 დეკემბერი 2018, 17:31 / სანდო წყარო

თბილისის სკოლაში, სადაც ბავშვს ტორტი ფულის არ დადების გამო არ აჭამეს, მასწავლებელს სახდელი დაეკისრა

საჯარო სკოლა

თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში დამრიგებლის საჩუქრის გამო დაწყებული კონფლიქტი, მასწავლებლისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებით დასრულდა.

საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლის მშობელმა ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) სამართლებრივი დახმარების მიზნით მიმართა. მშობლის განმარტებით, კლასის სხვა მშობლებთან კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც დამრიგებლის საჩუქრისთვის გამიზნული თანხის დადებაზე უარი განაცხადა და თანხის ნაწილი მხოლოდ იმ ტკბილეულისთვის გადაიხადა, რომლითაც მშობლები ღონისძიების შემდეგ მოსწავლეებს უნდა გამასპინძლებოდნენ.

ღონისძიებაზე ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვს უთხრა, რომ მას წესით ტორტი არ ეკუთვნოდა, რადგან მის მშობელს თანხა არ ჰქონდა დადებული და ტკბილეულის ჭამის ნება მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ შეეცოდათ.

ორგანიზაციის ცნობით, ამის გამო ბავშვი მშობელთან, რომელიც ეზოში ელოდებოდა ატირებული გაიქცა. დედამ მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციას აცნობა.

"ამ და სხვა შეუსაბამო ფაქტებთან დაკავშირებით მშობელი მუდმივად აყენებდა საქმის კურსში დამრიგებელს, თუმცა მას რეაგირება არ მოუხდენია და ბავშვის დასაცავად არაფერი მოუმოქმედებია. მომხდარის შემდეგ, ბავშვის კლასიდან გაშვების მიზნით, ამავე კლასის 15-მა მშობელმა დაწერა განცხადება მათი შვილების სხვა კლასში გადაყვანის მოთხოვნით, რის შესახებაც ინფორმაციას არა თუ ფლობდა დამრიგებელიც, ახალისებდა მშობლების დამოკიდებულებებს, რამაც უფრო მეტად დაამძიმა მდგომარეობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბავშვები საგაკვეთილო პროცესს შორის დასვენებებზე კლასს არ ტოვებდნენ, რაც იყო დამრიგებლის კატეგორიული მოთხოვნა", - წერს ორგანიზაცია განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი იურისტების დახმარებით, მშობელმა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს კლასის დამრიგებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით მიმართა. 

დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, დამრიგებელს არ დაეკისრა დისციპლინური სახდელი, რის შემდეგაც PHR-მა აღნიშნული გადაწყვეტილება, სკოლის შინაგანაწესის დაცვის შესაბამისად, სკოლის სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა. სამეურვეო საბჭოს მიერ საქმის ყოველმხრივ გამოკვლევის შედეგად, საბჭომ დაადგინა მასწავლებლის მხრიდან გადაცდომის ფაქტი, რის შედეგადაც დამრიგებელს დაეკისრა დისციპლინური სახდელი – შენიშვნის სახით.

ყველა სიახლე

08 აპრილი 2026, 19:47

მსოფლიო

ირანული მედია: ირანი მუშაობს „საპასუხო რეაგირებაზე“ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შემდეგ

ირანი განიხილავს საპასუხო ზომებს იმ ქმედებებზე, რასაც ის ისრაელის მხრიდან ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს. ამის შესახებ იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, რომელიც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის აფილირებული.

08 აპრილი 2026, 19:36

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანმა შუამავლებს შეატყობინა, რომ ისლამაბადში შეხვედრა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული

ირანმა რეგიონულ შუამავლებს განუცხადა, რომ ისლამაბადში აშშ-ის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებში მისი მონაწილეობა ლიბანში ცეცხლის შეწყვეტაზეა დამოკიდებული. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

რატი იონათამიშვილი

08 აპრილი 2026, 19:24

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს

როდესაც ადამიანები ათეულობით სამართალდარღვევას ჩადიან, არ ინანიებენ დანაშაულს, ნებისმიერი სახის ჰუმანური აქტი ასეთი ადამიანების მიმართ, მათ გამოსწორებას არ შეუწყობს ხელს, - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გახარიას პარტიის ინიციატივას.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2026, 19:24

მსოფლიო

ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებები ძალიან მალე შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Post-ს განუცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვას პაკისტანში „ძალიან მალე“ ელოდება - თუმცა, უსაფრთხოების მოსაზრებების გამო, შესაძლოა ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მათ არ დაესწროს.

დონალდ ტრამპი

08 აპრილი 2026, 19:02

მსოფლიო

ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა PBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს.

08 აპრილი 2026, 19:01

რეგიონი

გიორგი ჯინჭარაძემ კახეთში მცხოვრებ დევნილებს სააღდგომო ნობათები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად, წინასააღდგომოდ, კახეთის რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

08 აპრილი 2026, 18:59

სამართალი

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა სამეგრელოს რეგიონის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროკურატურის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, პროკურორებმა ზუგდიდის N5, ფოთის N11, ასევე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარნის საჯარო სკოლასა და მარტვილის კერძო სკოლა „სხივში“ მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.

08 აპრილი 2026, 18:57

მსოფლიო

ირანული მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელი ლიბანს თავს დაესხა

ირანმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა შეაჩერა მას შემდეგ, რაც ისრაელი ლიბანს თავს დაესხა - იტყობინება ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-ი.

ირაკლი კობახიძე

08 აპრილი 2026, 18:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო მიესალმება განცხადებას აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა

საქართველო მიესალმება განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დადებითად აფასებს ეფექტიანი მედიაციის ძალისხმევას, რომელმაც ეს შესაძლებელი გახადა, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

08 აპრილი 2026, 18:52

კულტურა

კულტურის სამინისტრო: ინფორმაცია, თითქოს სამინისტრომ სპექტაკლ „ვეფხისტყაოსნისთვის" განათების ძვირადღირებული აპარატურა შეიძინა, სიმართლეს არ შეესაბამება და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

08 აპრილი 2026, 18:50

საზოგადოება

დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის სამუშაო ვერსია ეროვნულ არქივში იქნება დაცული

1991 წლის 9 აპრილის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პირველადი ხელნაწერები (ჩასწორებული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასა და აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის მიერ) ამიერიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში იქნება დაცული.

08 აპრილი 2026, 18:49

პოლიტიკა

ნდობის ჯგუფის წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს ლაშა მაღრაძეს მოუსმინეს. შეხვედრაზე ჯგუფის წევრები სამსახურის მიერ 2025 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესრულების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

შეჰბაზ შარიფი

08 აპრილი 2026, 18:48

მსოფლიო

პაკისტანის პრემიერი: კონფლიქტის ზონის რამდენიმე წერტილში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის სულისკვეთებას

კონფლიქტის ზონის რამდენიმე წერტილში დაფიქსირდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემთხვევები, რაც ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესის სულისკვეთებას, - განაცხადა პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა.

08 აპრილი 2026, 18:42

პოლიტიკა

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: მოვუწოდებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, სწრაფად შეცვალონ ეს დამოკიდებულება, განაახლონ ინფორმაცია და პატივი სცენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს

მოვუწოდებ მათ, სწრაფად შეცვალონ ეს დამოკიდებულება, განაახლონ ინფორმაცია და პატივი სცენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს, - განუცხადა „ქრონიკას“ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა მალტე კაუფმანმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით. კერძოდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემები განახლებული არ არის.

ირაკლი ნადარეიშვილი

08 აპრილი 2026, 18:34

ეკონომიკა

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკის განვითარების კორპორაცია უფრო საინტერესო, რთულ, მიზნობრივ და ეფექტურ ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა ეკონომიკის განვითარების კორპორაციაზე, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე იქმნება. მისი თქმით, ეს კორპორაცია უფრო მიზნობრივ, ეფექტურ და საინტერესო ინსტრუმენტებს შესთავაზებს კერძო სექტორს.

08 აპრილი 2026, 18:33

მსოფლიო

CNN: ირანი ომიდან უპრეცედენტო სტრატეგიული უპირატესობით გამოდის

თებერვლის ბოლოს, აშშ-ისრაელის ომის წინა დღეს, ირანის რეჟიმი თავისი ისტორიის ყველაზე სუსტ წერტილში იმყოფებოდა, წინა ორი წლის განმავლობაში მოწინააღმდეგეებმა მისი გავლენის უმეტესი ნაწილი გაანადგურეს. ექვსი კვირის შემდეგ, ის დაზარალდა, თუმცა სტრატეგიული მიღწევებით, რაც ძლიერი დასავლელი მოკავშირე შაჰის ეპოქაშიც კი არ შეინიშნებოდა, - წერს ტელეკომპანია CNN-ი სტატიაში სათაურით „ირანი ომიდან უპრეცედენტო სტრატეგიული უპირატესობით გამოდის“.

08 აპრილი 2026, 18:32

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით

მსოფლიო ბანკის დღეს გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ეკონომიკური ზრდა ევროპის და ცენტრალური აზიის (ECA) განვითარებად ქვეყნებში წელს სავარაუდოდ არსებითად შენელდება, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ზემოქმედების, გეოპოლიტიკური დაძაბულობის და ვაჭრობის ფრაგმენტაციის გამო.

08 აპრილი 2026, 18:22

კულტურა

ხელოვანი ნინო ჩუბინიშვილი სოციალურ ქსელში „ვეფხისტყაოსანს” ეხმაურება

ხელოვანი ნინო ჩუბინიშვილი სოციალურ ქსელში „ვეფხისტყაოსანს” ეხმაურება.

რატი იონათამიშვილი

08 აპრილი 2026, 18:18

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: აშშ-ის უმაღლესი პირებისგან გვესმის ზუსტად ის შეფასება ევროპელი ბიუროკრატების მიმართ, რაც საქართველოში არაერთხელ გაგვიგია

აშშ-ის უმაღლესი პირებისგან გვესმის ზუსტად ის შეფასება ევროპელი ბიუროკრატების მიმართ, რაც საქართველოში არაერთხელ გაგვიგია,რაც უფრო მალე გაითვალისწინებს ევროპა ამ ყველაფერს მით უკეთესი იქნება პირველ რიგში ევროპისათვის,- განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „დღის ქრონიკაში“.

რატი იონათამიშვილი

08 აპრილი 2026, 18:14

პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: იმ ტრადიციებისგან, რაც საქართველოს და გერმანიას საგარეო მიმართულებით გააჩნია, სრულად ამოვარდნილია, გერმანიის ელჩის საქმიანობა

გერმანიის და საქართველოს დიპლომატიის ურთიერთობები ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და მას საკმაოდ მდიდარი და საინტერესო ორმხრივი ისტორია გააჩნია, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.