imedi /  07 დეკემბერი 2018, 16:51 / სანდო წყარო

სომხეთის მოქალაქე 30 წლის წინ მიწისძვრის დროს დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის

სომხეთი, გიუმრი
1988 წელი.

სომხეთი, გიუმრი
1988 წელი.

სომხეთში საქართველოს საელჩო წერილს აქვეყნებს, რომელშიც სომხეთის მოქალაქე 30 წლის წინ სპიტაკში აღმოჩენილი დახმარებისთვის საქართველოს მადლობას უხდის. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ბატონო ელჩო, თქვენ გწერთ ახალგაზრდა, რომელიც 1988 წელს პატარა ბავშვი იყო. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო თქვენს მაშველებს, რომლებიც ადამიანებს ნანგრევებიდან ამოსვლაში ეხმარებოდნენ. მაშინ ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ კარგად მახსოვს კარავში შეფარებული ჩვენი ოჯახის გადარჩენილი წევრების, მაგალითად, ბაბუაჩემის სიტყვები: „ღმერთმა დალოცოს ეს მაშველები, ასეთი საშინელება მათ არასოდეს განიცადონ“. მაშინ არ გვყავდნენ ჩვენი მაშველები, ახლა კი გვაქვს ძლიერი საგანგებო სიტუაციების სამინისტრო. მათი მადლობელი ვარ და მზად ვარ, ვიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ. ყოველთვის მზად ვარ მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ვარდითერ ბაღდასარიანის წერილში.

1988 წლის 7 დეკემბერს 11:41 საათზე სომხეთში სპიტაკის 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეს მიწიძვრა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი იყო. დაიღუპა 25 ათასი ადამიანი და ნახევარმა მილიონმა სახლი დაკარგა. რამდენიმე ქალაქი და სოფელი ნაწილობრივ ან მთლიანად გაქრა. 

სომხეთის ქალაქ სპიტაკის მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს დღეს საქართველოშიც იხსენებენ. თბილისში, „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიაში სიმბოლურად 30-ჯერ დაირეკა ზარები, რადგან მიწისძვრიდან 30 წელი გავიდა.

კომენტარები ()

ყველა სიახლე

რაიან ზინკე

16 დეკემბერი 2018, 00:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რაიან ზინკე კრიტიკის ქარ-ცეცხლში რესპუბლიკელი დეპუტატის, რაულ გრიჯალვას მიმართ გამონათქვამების გამო მოხვდა. ამ უკანასკნელმა მინისტრს ბრალი დასდო უფლებამოსილებების გადამეტებაში, რაზე პასუხადაც ზინკემ მას ალკოჰოლიკი უწოდა. გავრცელებული ცნობით, ახალი მინისტრის კანდიდატურას ტრამპი მალევე დაასახელებს.

16 დეკემბერი 2018, 00:20

საქართველო

მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად პოლონეთის სენატის მარშალი ჩამოვიდა

ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად პოლონეთის სენატის მარშალი სტანისლავ კარჩევსკი და პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალინა შიმანსკა საქართველოში ჩამოვიდნენ.

15 დეკემბერი 2018, 23:52

საქართველო

თბილისის მთავარი ნაძვის ხე რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე პირველი რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება. ნაძვის ხეს „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები ააწყობენ. მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას თქმით, საახალწლო ნაძვის ხის რესპუბლიკის მოედანზე დადგმა ტრადიციად იქცევა.

15 დეკემბერი 2018, 23:30

თემა

ძალაუფლების რიტუალი. რა არის ინაუგურაცია და რატომ მართავენ მას სახელმწიფოები?

2018 წლის 16 დეკემბერს თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე და ბოლო პრეზიდენტია, რომელიც ამომრჩევლებმა პირდაპირი წესით აირჩიეს. ინაუგურაციაზე ფიცის დადების შემდეგ საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტი თავისი 6-წლიანი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება, იმავე წუთიდან ამოქმედდება ქვეყნის კონსტიტუციის ახალი რედაქციაც, რომლის თანახმად პრეზიდენტის უფლებამოსილებები მკვეთრად იზღუდებადა ის, როგორც საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სახელმწიფოს მთავარი ელჩის და არბიტრის როლს შეასრულებს. პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია საქართველოში მეოთხედ იმართება და ის პირველად ტარდება არა დედაქალაქში, არამედრეგიონში.

თაჯ-მაჰალი

15 დეკემბერი 2018, 23:23

კულტურა

ვიზიტორების შემცირების მიზნით თაჯ-მაჰალში შესვლის საფასური ხუთჯერ გაზარდეს

ბილეთის ფასი 50 რუპიადან (ო,7 დოლარი) 250 რუპიამდე (3,48 დოლარი) გაიზრდება. „ეს ღონისძიება საშუალებას მოგვცემს, რომ მნახველების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდეს და შემოსული თანხა თაჯ-მაჰალის შენახვას მოხმარდეს“, - აცხადებენ ტაძრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

უკრაინის დამოუკიდებელი ეკლესიის გამოცხადება

15 დეკემბერი 2018, 23:07

მსოფლიო

მოსკოვი უკრაინის ახალი ეკლესიის დაფუძნებაზე: ჩვენთვის ეს არაფერს ნიშნავს

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების ხელმძღვანელმა ნიკოლაი ბალაშოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უკრაინის ახალი ეკლესიის დაფუძნება „არაფერს ნიშნავს“.

ბექა ბერძენიშვილი

15 დეკემბერი 2018, 22:52

სპორტი

საქართველოს 2018 წლის ფალავანი ბექა ბერძენიშვილი გახდა

წლის საუკეთესო ქართველი ფალავანის ტიტულისთვის ერთმანეთს ბექა ბერძენიშვილი და გიორგი პაპუნაშვილი დაუპირისპირდნენ. 2018 წლის ფალავნის ტიტული ბექა ბერძენიშვილმა მოიპოვა. საქართველოს ფალავანს 35 000 ლარი გადაეცა. წლის ფალავანი 1928 წლიდან ვლინდება.

15 დეკემბერი 2018, 22:45

საქართველო

ოპოზიციამ გმირთა მემორიალთან სალომე ზურაბიშვილის მისვლა გააპროტესტა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალა ერთობაშიას მხარდამჭერებთან ერთად გმირთა მოედანზე აქცია გამართა. შეკრებილები სალომე ზურაბიშვილის მემორიალთან მისვლას აპროტესტებდნენ.

15 დეკემბერი 2018, 22:20

მსოფლიო

ლიეტუვაში ხელფასის გაზრდის მოთხოვნით მასწავლებლები გაიფიცნენ

გაფიცულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას ითხოვენ. ამისთვის კი დამატებით 150 მილიონი ევროა საჭირო. განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პედაგოგების ხელფასი გაფიცვის გარეშეც ეტაპობრივად იზრდება. მათი განცხადებით, 2016 წელს მასწავლებლის ხელფასი 623 ევრო იყო, 2017 წელს 650 ევრო, ხოლო 2018 წელს ხელფასი 727 ევრომდე გაიზარდა.

15 დეკემბერი 2018, 22:12

კულტურა

ფილმი „მარტო სახლში“ მულტფილმად აქციეს

ამერიკელი მხატვარი ბენ ჟურავსკი უკვე მრავალი წელია ბლოკნოტში მულტფილმებს ხატავს. ის კამერას რთავს და შემდეგ სწრაფად იწყებს გადაფურცვლას, რაც ანიმაციის მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებს. ჟურავსკი თავის მულტფილმებს YouTube-არხზე აქვეყნებს, მისი ბოლო ვიდეო კი ცნობილ საახალწლო ფილმს „მარტო სახლშის“ ეხება.

15 დეკემბერი 2018, 21:49

საქართველო

ნაციონალების ოპოზიციური ერთობა თელავში აქციას ერეკლე მეორის ძეგლთან გამართავს

ოპოზიციის წარმომადგენლები 16 დეკემბერს, დილის 9 საათიდან აეროპორტის გზაზე მდებარე ცენტრალური ოფისიდან თელავისკენ გაემართებიან. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება ერქვას საქართველოს პრეზიდენტი“.

15 დეკემბერი 2018, 21:34

მსოფლიო

კათოლიკე მღვდელმა თვითმკვლელი მოზარდის დაკრძალვის დროს მას ცოდვილი უწოდა

ამერიკელი მოზარდის მშობლები, რომელთა შვილმაც თავი მოიკლა, კათოლიკური ეკლესიის მღვდელს უჩივიან, - ახალგაზრდის დაკრძალვის დროს, მან მოზარდი თვითმკვლელობის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

15 დეკემბერი 2018, 20:56

ტაბლოიდი

ჰოკეის ამერიკულ გუნდთან ერთად ლეკვი ვარჯიშობს. ვიდეო

ამერიკულმა სპორტულმა არხმა ჰოკეის ნაციონალური ლიგის „სენტ ლიუსი ბლიუზის“ ვარჯიში აჩვენა, რომელშიც მონაწილეობა ლეკვმა მიიღო. თავიდან მან საყელური დაიჭირა, სწრაფად გაირბინა შემდეგ კი სპორტსმენებთან „ასპარეზობდა“.

15 დეკემბერი 2018, 20:41

საქართველო

მარგველაშვილი თავის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებას ასახელებს

საქართველოს მიმავალმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა BBC-ის რუსულენოვანი ბიუროს ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, პრეზიდენტობის დროს ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო, ახალ კონსტიტუციაზე ხელის მოწერა გახდა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას ზღუდავს.

კახა კახიშვილი

15 დეკემბერი 2018, 20:30

საქართველო

კახიშვილი: ინაუგურაციის პროცესში მონაწილეობას 1800-ზე მეტი ადამიანი მიიღებს

„მოსაწვევების დაბეჭდვა დღეს დასრულდა და ბუნებრივია, დარიგების პროცესი გრძელდებოდა. 800 კაცი იყო დაგეგმილი და დღეს საუბარია იმაზე, რომ ინაუგურაციის პროცესში მონაწილეობას 1800-ზე მეტი ადამიანი მიიღებს“, - თქვა კახიშვილმა. მისივე თქმით, ინაუგურაციაზე სტუმრები ფეხზე იდგებიან, გარდა, კათოლიკოს- პატრიარქის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულების.

აბდულა იამინი

15 დეკემბერი 2018, 20:24

მსოფლიო

მალდივის რესპუბლიკის ექსპრეზიდენტის ანგარიშები დააყადაღეს

გამოძიება ექსპრეზიდენტს ფინანსური გარიგებების გზით 100 მილიონი მალდივური რუპიის (6,5 მილიონი დოლარი) მითვისებაში ადანაშაულებს. ანგარიშების დაყადაღების გარდა ქვეყნის ყოფილი მეთაური სასამართლოში საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის საქმეზეც გამოიძახეს.

15 დეკემბერი 2018, 20:18

საქართველო

უამინდობის გამო ბათუმის აეროპორტში ფრენები გადაიდო

უამინდობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები გადაიდო. რეისები კიევისა და სტამბოლის მიმართულებით უნდა შესრულებულიყო. მგზავრებმა რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა რეისები ვერ შესრულდა და ამ წუთებში ისინი თვითფრინევებიდან ჩამოჰყავთ.

ჩესტერის ზოოპარკი

15 დეკემბერი 2018, 20:05

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს ზოოპარკში ხანძარი გაჩნდა

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. შემთხვევის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაციამ twitter-ზე დაწერა. ზოოპარკიდან დამთვალიერებლები გაიყვანეს, გავრცელებული ცნობით ხანძრის დროს არავინ დაზარალებულა. მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ ცხოველების გადასარჩენად.

15 დეკემბერი 2018, 19:53

საქართველო

ირაკლი კობახიძე ლიეტუვის სეიმის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე ლიეტუვას სეიმის სპიკერს, ვიქტორას პრანკიეტის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი იყო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მხარეებმა ასევე მზადყოფნა გამოხატეს შემდგომი თანამშრომლობისთვის.

15 დეკემბერი 2018, 19:46

მსოფლიო

საქართველოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტი ჩამოვიდა

ჩეხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერია, როგორც ქვეყნის ევროპული, ისე ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველო-რუსეთის ომის 10 წლისთავზე ჩეხეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დაგმო.