imedi /  16 დეკემბერი 2018, 17:09 / სანდო წყარო

გახარია ომბუდსმენს ახსენებს, რომ ზოგჯერ პოლიციელის და ჟურნალისტის უფლებებსაც სჭირდება დაცვა

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

საქართველოს ვიცეპრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავში, პრეზიდენტის ინაუგურაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. შინაგან საქმეთა მინისტრმა სახალხო დამცველის გამოხმაურების შესახებ დასმულ შეკითხვას გამოეხმაურა. 

"სახალხო დამცველს ასევე მინდა მოვუწოდო, რომ ასევე მიაქციოს ყურადღება თვითონ აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან და ზოგჯერ პოლიციის, ჟურნალისტის, სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებებსაც სჭირდება დაცვა და ხანდახან მინდა ეს გავახსენო მათ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს ჰქონდათ ყველანაირი საშუალება კომფორტული, ჩვენ მათ შევთავაზეთ ავტობუსებით გადმოყვანა და მათი სურვილი იყო ავტომობილებით ბლოკირება თელავის ცენტრის და ინაუგურაციის ჩაშლა. როგორც ჩანს ეს გეგმა ჰქონდათ მათ, რაც ვერ განახორციელეს." - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს სახალხო დამცველმა შსს-ს თელავის მიმართულებით მომიტინგეთა გადაადგილების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. 

გურჯაანში, სოფელ ველისციხესთან ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, თელავის მიმართულებით გზა გადაკეტილი აქვთ და აქციის მონაწილეებს თელავში ჩასვლა ყვარლის გავლით შესთავაზეს, რაზეც მათგან უარი მიიღეს. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ პოლიციის კორდონის გარღვევა ავტომობილებით სცადეს. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სამართალდამცველების ავტობუსს ქვები დაუშინეს.

ამასთან, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დღის განმავლობაში "იმედის" გადამღები ჯგუფის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. 

ამასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ მომხდარზე სამართლებრივი შეფასებები გაკეთდება, ამასთან მან ბოდიში მოუხადა და მადლობა გადაუხადა პოლიციელებს. 

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციასა და ბიბლიაზე ფიცი უკვე დადო. ეს კი ნიშნავს, რომ ის უკვე შეუდგა პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ამ რანგში სიტყვაც წარმოთქვა.

პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ საქართველოში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. 

ყველა სიახლე

21 მარტი 2019, 17:52

კულტურა

გოაში ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი საკრალური მუსიკის ფესტივალი გაიმართა

გოაზე ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილი მსოფლიო საკრალური მუსიკის ფესტივალი KETEVAN – World Sacred Music Festival, რომელიც უკვე მეოთხე წელიწადია ტარდება. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

21 მარტი 2019, 17:40

ტაბლოიდი

პაკისტანში ფერების ფესტივალია 🥳 ფოტოკოლაჟი

პაკისტანში ჰინდუიზმის მიმდევრები ფერების ფესტივალ ჰოლის აღნიშნავენ. ეს უძველესი რელიგიური დღესასწაულია, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. ამ დღეს, ფესტივალის მონაწილეები ერთმანეთს ფერადი საღებავებით ღებავენ და წყალს ასხამენ. ფერების ფესტივალი მთელ მსოფლიოში პოპულარულია. ჰოლის დღეს ყველა ადამიანი თანაბრად მიიჩნევა, ამიტომ განურჩევლად სოციალური სტატუსისა ყველა „ფერადდება“.

21 მარტი 2019, 17:39

საქართველო

ინტერპელაციის წესით ხვალ პრემიერს პარლამენტში მოუსმენენ

ინტერპელაციის წესი გათვალისწინებულია პარლამენტის ახალი რეგლამენტით, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ან ფრაქციას უფლება აქვს, ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს. შეკითხვა წერილობითი უნდა იყოს, შინაარსი კი - კონკრეტული.

21 მარტი 2019, 17:38

მსოფლიო

ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

დაშავებულია 30 ადამიანი. ბრიტანული მედია წერს, რომ აფეთქება ქიმიური ნივთიერების აალებამ გამოიწვია. სპეციალისტების განცხადებით, აფეთქების დროს გამოწვეული ბიძგები 2,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეკვივალენტური იყო.

იაგო ნებიერიძე

21 მარტი 2019, 17:35

ძალოვნები

გორში მოკლული გოგოს დედამ ბრალდებულს სასამართლოში შეკითხვები დაუსვა

გორის საქალაქო სასამართლოში 9 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის საქმის განხილვა გაგრძელდა. დღევანდელ პროცესზე მოკლული გოგოს დედა ნათია ლალიაშვილი და ექსპერტები დაიკითხნენ. პროცესს ბრალდებულიც დაესწრო.

ბახი

21 მარტი 2019, 17:22

ტექნოლოგიები

Google-მა ბახის დაბადების დღის აღსანიშნავად დუდლი შექმნა

კერძოდ, მომხმარებლებმა სანოტე ხაზებზე ნოტები უნდა განალაგონ, ხელოვნური ინტელექტი კი მათ ბახის სტილში კომპოზიციად გადააქცევს. შედეგად მიღებული მელოდიის MIDI-ფაილად ქცევა და მისი მეგობრებისთვის გაგზავნაა შესაძლებელი.

მაია ცქიტიშვილი

21 მარტი 2019, 17:13

ეკონომიკა

ცქიტიშვილი ანაკლიაზე: თუ ცვლილებებზე დავთანხმდებით, სახელმწიფოს მოუწევს სესხის სრულად უზრუნველყოფა

ასევე ვიცეპრემიერი ანაკლიის პორტის მშენებლობასა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მოთხოვნებთან დაკავშირებით პარლამეტში განმარტებებს აკეთებს. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ბანკები ბევრ ისეთ ცვლილებას ითხოვენ, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრული არ ყოფილა.

21 მარტი 2019, 17:02

მსოფლიო

Brexit-ის გაუქმებაზე პეტიციას ნახევარ მილიონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი

Brexit-ის გაუქმების მოთხოვნით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულმა პეტიციამ ნახევარ მილიონზე მეტი ხელმოწერა დააგროვა. ინტერნეტმომხმარებელთა დიდი რაოდენობის გარდა, დღეს დილით ვებგვერდს ტექნიკური პრობლემებიც შეექმნა. პეტიციის ხელმომწერები ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის შეჩერებასა და დიდი ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას ითხოვენ.

Windows Defender Mac

21 მარტი 2019, 17:02

ტექნოლოგიები

Microsoft-მა არასასურველი თავდასხმისგან დაცვა Mac-ის მომხმარებლებსაც შესთავაზა

Microsoft-ის შეთავაზებული სიახლით სარგებლობას macOS Mojave-ს, macOS High Sierra-ს ან macOS Sierra-ს მომხმარებლები შეძლებენ. პაკეტი პრევენციისთვის არის განკუთვნილი და არასასურველი საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში მასზე რეაგირებას ითვალისწინებს, ისევე როგორც ეს Windows-ის მომხმარებლებისთვის არის.

მერკელი

21 მარტი 2019, 16:49

მსოფლიო

მერკელი: Brexit-ი მოკლე დროით შეიძლება გადავადდეს

დიდი ბრიტანეთისთვის მოკლე ვადით Brexit-ის გადავადება შესაძლებელია. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. მანამდე ანალოგიური განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმაც გააკეთა.

მაია ცქიტიშვილი

21 მარტი 2019, 16:37

ეკონომიკა

ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტში პირველი გემის შესვლის თარიღის გადავადება არ გამორიცხა

ვიცეპრემიერის ინფორმაციით, შემდეგი პუნქტები ეხება იმ მოვლენებს, რომელიც განაპირობებს ვადების გაგრძელებას, კომპენსაციას ან პოლიტიკურ ფორსმაჟორს და ყველა შემთხვევაში, ცვლილებები, არსებულ რედაქციასთან შედარებით, სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

სოხუმი

21 მარტი 2019, 16:36

ძალოვნები

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ორ ქართველს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უშიშროების სამსახურმა და რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა გალის რაიონში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ორი მკვიდრი, მ. კ. და გ.გ ჯერ კიდევ დეკემბერში დააკავა. მათ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედებოდათ ბრალად.

Facebook

21 მარტი 2019, 16:35

ტექნოლოგიები

Facebook-ი გირჩევთ როგორ დაეხმაროთ მომხმარებელს რომელმაც თავის მოკვლა გადაწყვიტა

ამისთვის Facebook-მა სფეროს სპეციალისტებთან ერთად იმუშავა და გაწერა ერთგვარი ფორმა იმისა, თუ როგორ დავიწყოთ ლაპარაკი ადამიანთან, რომელმაც თვითმკვლელობა განიზრახა და ამის შესახებ Facebook-ზე წერს.

აეროპორტები

21 მარტი 2019, 16:27

ეკონომიკა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში უკრაინული ქალაქების დასახელებების მართლწერა შეიცვალა. დღევანდლამდე ამ ქალაქების სახელწოდებები რუსული ტრანსკრიფციით იწერებოდა. მაგალითად, მანამდე Kiev-ი იწერებოდა, დღეიდან კი Kyiv-ი დაიწერება. ასევე, შეიცვალა შემდეგი ქალაქების სახელწოდებები: Lvov-ი გახდა Lviv-ი, Odessa გახდა Odesa, Kharkov-ი გახდა Kharkiv.

Facebook Messenger

21 მარტი 2019, 16:11

ტექნოლოგიები

Facebook Messenger-ს ახალი ფუნქცია აქვს

ამიერიდან მომხმარებელს შეუძლია მიმოწერიდან ერთი კონკრეტული ციტატა ამოირჩიოს და მას პასუხი გასცეს. სიახლე განსაკუთრებით დიდი ჯგუფებისთვის არის კომფორტული, სადაც უამრავი ადამიანი წერს. მსგავსი ფუნქციით უკვე სარგებლობენ Facebook-ის კუთვნილი WhatsApp-ის მომხმარებლები.

სოციალური მუშაკები

21 მარტი 2019, 15:59

საქართველო

სოცმუშაკებმა ჯანდაცვის სამინისტრო გაფიცვის შესახებ გააფრთხილეს

გაფიცვის მიუხედავად, ისინი იმუშავებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახიდან არასრულწლოვნის განრიდება იქნება საჭირო. მათი განმარტებით, გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ, რომელმაც არსებული პრობლემების გადაჭრის თაობაზე დაპირება ვერ მისცა.

პოლიცია

21 მარტი 2019, 15:53

ძალოვნები

ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

პოლიციის ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით ღამის საათებში მანქანა გააჩერა, მანქანიდან კი მგზავრი გადმოვიდა და პოლიციელის მიმართულებით გაისრლოა. დამნაშავე ადგილიდან მიიმალა. შსს-ში ამბობენ, რომ ეს ადამიანი იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად ოპერატიული მოქმედებები მიმდინარეობს.

სტიქია ციკლონი

21 მარტი 2019, 15:45

მსოფლიო

აფრიკაში ციკლონ „იდაის“ გამო დახმარება კიდევ 15000 ადამიანს სჭირდება

მოზამბიკის ხელისუფლების განცხადებით, ციკლონ "იდაის" დამანგრეველი შედეგების გამო ქვეყნის მასშტაბით დახმარება კიდევ 15 ათასამდე ადამიანს სჭირდება. დაზარალებულები დატბორვის ადგილებში თავს სახურავებზე, ნაწილი კი ხეებზე აფარებენ.

მამუკა ხაზარაძე
ბადრი ჯაფარიძე

21 მარტი 2019, 15:35

ეკონომიკა

ხაზარაძე: ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებლებთან

ხაზარაძემ ამ საკითხზე დღეს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ისაუბრა, სადაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და „ჰიუნდაის“ (Hyundai Samo Heavy Industries) შორის ამწეების თაობაზე ხელმოწერის ცერემონიას დაესწო.

გირჩი

21 მარტი 2019, 15:08

საქართველო

გირჩმა პარლამენტარებს ყურსასმენები აჩუქა

ჯაფარიძის განმარტებით, მაჟორიტარები საკუთარ ოლქებში გაჭირვებულ ადამიანებს და ორგანიზაციებს ეხმარებიან და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ჰერმან საბომ, დაეხმაროს პარლამენტს, რომლის უკანა რიგებში მსხდომ დეპუტატებს ხმა კარგად არ ესმით.