imedi /  24 დეკემბერი 2018, 14:44 / სანდო წყარო

უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა კანდიდატები დასახელდნენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლესის საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

კანდიდატები არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, ყველა კანდიდატი მათი კომპეტენტურობისა და კეთილსინდისიერების გათვალისწინებით შეირჩა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებით მოსამართლეებმა კონსულტაციები გამართეს.

ამ კანდიდატებს საბჭო დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის საბჭოს სხდომაზე დღეს 2 თვის შვილთან ერთად მივიდა. ამით, მისივე თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემაში სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძის კლანის მმართველობა გააპროტესტა.

მიხეილ ჩინჩალაძე 1999-2004 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის სხდომის მდივანი, თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწე, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის თანაშემწე.

2004-2007 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე, შიდა ქართლის საოლქო პროკურორი, მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორი. 2005 წლის მაისში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

2007 წლის იანვარში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა (საერთო სპეციალიზაციით). 2007 წლის ივნისიდან არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

ჩინჩალაძემ გასაუბრებისას თქვა, რომ დადებითად აფასებს ადმინისტრაციული პალატის მუშაობას მისი თავმჯდომარეობის პერიოდში, მაშინ როდესაც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიხედვით, ამავე პერიოდში სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული დავების 85% სახელმწიფოს სასარგებლოდ წყდებოდა.

მას 10 წლის განმავლობაში სულ 250 საქმის განხილვაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამათგან 2010-2013 წლებში მას არც ერთი საქმე განუხილავს. გავრცელებული ინფორმაციით, ის ვანო ზარდიაშვილის მეჯვარე და ნათელ-მირონია. ამავე ინფორმაციით, ის ნაციონალების დროს ხელისუფლების წარმომადგენელი იყო სასამართლო კორპუსში.

საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2007 წლის 31 ივლისის #7 დადგენილებით აირჩიეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად. მიხეილ ჩინჩალაძე 2017 წლის 11 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ დანიშნა სააპელაციო სასამართლოში, 29 მაისს კი 5 წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, პარლამენტში წარადგინოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურები.

კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში გადადის ფუნქცია, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევას გულისხმობს, რომელსაც ასევე პარლამენტს წარუდგენს.

ყველა სიახლე

19 თებერვალი 2019, 15:03

ძალოვნები

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებელთა გადამზადება იწყება

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ODIHR-სა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დღეს გაფორმდა. შეთანხმების საფუძველზე, 2019 წლის აპრილიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროში დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაზე ტრენინგ-პროგრამა დაინერგება.

19 თებერვალი 2019, 14:46

ტაბლოიდი

11 წლის გორელი ბიჭი მამალოებს ამზადებს, რომლებსაც წარწერა STOP RUSSIA-ს უკეთებს

გიორგი შეშაბერიძემ მამალოების მომზადება Youtube-დან ისწავლა. დღეში 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას.

19 თებერვალი 2019, 14:44

ძალოვნები

ნიკარაგუაში ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 216-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ნიკარაგუის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, მედარდო მაირენს, რომელიც 2018 წლის ანტისამთავრობო აქციებში იღებდა მონაწილეობას, სასამართლომ 216-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სალომე ზურაბიშვილი
ემანუელ მაკრონი

19 თებერვალი 2019, 14:42

საქართველო

სალომე ზურაბიშვილმა და ემანულ მაკრონმა ერთობლივი პრესკონფერნცია გამართეს

ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ხელს მოაწერეს თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

19 თებერვალი 2019, 14:32

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოდან ცოცხალი ღორის ექსპორტი არ მომხდარა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (საქსტატი) მონაცემებით, 2018 წელს ქვეყნიდან ექსპორტზე 126,9 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტი განხორციელდა. გასულ წელს საქართველოდან ცოცხალი ღორის ექსპორტირება არ მომხდარა. იმპორტმა 33,2 ათასი სული შეადგინა

ეკატერინე მიქაბაძე

19 თებერვალი 2019, 14:19

ეკონომიკა

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ თვითდასაქმებულთა რიცხვს პირველად გადააჭარბა

„2018 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7 პროცენტი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 15 წლის განმავლობაში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების კომენტირებისას განაცხადა.

19 თებერვალი 2019, 14:10

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოში რძის, კვერცხის და ხორცის წარმოება გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (საქსტატი) ინფორმაციით, 2018 წლის IV კვარტალში წარმოებულია 87.0 მლნ. ლიტრი რძე, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება.

19 თებერვალი 2019, 14:03

ეკონომიკა

Honda-მ ოფიციალურად დაადასტურა რომ სუინდონის ქარხანას დახურავს

BBC-ის ინფორმაციით რეგიონში, იაპონური კომპანიის ერთადერთი ქარხანა, წელიწადში 150 000 ავტომობილს აწარმოებდა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით მიღებული გადაწყვეტილება საავტომობილო ინდუსტრიაში მომხდარი გლობალურ ცვლილებების გამო მოხდა

ჭიდაობა

19 თებერვალი 2019, 13:57

სპორტი

ქართველმა მოჭიდავეებმა უკრაინის საერთაშორისო ტურნირზე 9 მედალი მოიპოვეს

15-16 თებერვალს, უკრაინის ქალაქ ხარკოვში თავისუფალ ჭიდაობაში ოვანეს სააკიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მონაწილეობა სომხეთის, მოლდავეთის, უკრაინის და საქართველოს გუნდებმა მიიღეს. ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

19 თებერვალი 2019, 13:57

სპორტი

იტალიური საფეხბურთო კლუბი ანგარიშით 20:0 დამარცხდა

ფინანსური პრობლემების მქონე კლუბმა სათამაშოდ მხოლოდ 7 ფეხბურთელი გამოიყვანა. „პრო პიაჩენცა“ კლუბ „კუნეოს“ ეჯიბრებოდა. ცნობილია, რომ მერვე ფეხბურთელმა მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო, რადგან დაავიწყდა დოკუმენტების წაღება. მის ნაცვლად მოედანზე გუნდის ფიზიოთერაპევტი გავიდა.

მაიკ ტაისონი

19 თებერვალი 2019, 13:49

სპორტი

ახალგაზრდობაში მაიკ ტაისონს გორილასთან ჩხუბი უნდოდა

1988 წელს მაიკი ნიუ იორკის ზოოპარკში სეირნებდა, როცა გორილების გალიასთან მოხვდა. მოკრივემ შეამჩნია, რომ ვოლიერში ერთ-ერთი პრიმატი განსაკუთრებით აგრესიულად იქცეოდა და სხვა მაიმუნებს ჩაგრავდა. ტაისონმა ზოოპარკის დირექტორი იპოვა

19 თებერვალი 2019, 13:47

ეკონომიკა

2018 წელს საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 3,8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული ბიუროს წინასწარი მონაცემებით (საქსტატი) 2018 წლის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 874.8 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის მონაცემზე 3.8 პროცენტით ნაკლებია.

Facebook

19 თებერვალი 2019, 13:45

მსოფლიო

Facebook-მა რუსეთის მხარდამჭერი 3 არხი დაბლოკა

როგორც RT აცხადებს, სამივე ტელეარხი Facebook-მა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაბლოკა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც CNN-ის ეთერში გავიდა რეპორტაჟი, რომლის თანახმადაც კრემლი პროპაგანდისტული ვიდეოების გადაღებას აფინანსებს.

სალომე ზურაბიშვილი
ემანუელ მაკრონი

19 თებერვალი 2019, 13:35

საქართველო

ელისეს სასახლეში სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა იმართება

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები ხელს მოაწერენ თანამშრომლობის დეკლარაციას „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ, რომელიც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

19 თებერვალი 2019, 13:29

ტექნოლოგიები

იაპონიის ოფისებში სამუშაოს დასრულების შესახებ თანამშრომელს დრონი შეატყობინებს

დრონები, რომლებიც იაპონიის სხვადასხვა ოფისში მუშაობს, თანამშრომლების გადარჩენისთვის დაამონტაჟეს. დრონი ამოწმებს, წავიდნენ თუ არა სამუშაო დროის დასრულების შემდეგ ადამიანები სამსახურიდან. მანქანები კანონის შესრულებას აკვირდებიან, რომლის მიხედვითაც თვეში 100 საათზე მეტი ზეგანაკვეთური საათით მუშაობა არ შეიძლება.

19 თებერვალი 2019, 13:12

კულტურა

უკრაინის საელჩოს სურს რომ ამერიკის კინოთეატრებმა რუსული ფილმი „T-34“ არ აჩვენონ

საელჩოს წარმომადგენლების თქმით ახალი ფილმი, მსოფლიოში რუსულ აგრესიას წარმოაჩენს და პოპულარიზაციას უწევს. უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებაში სხვადასხვა შტატის 14 კინოთეატრია ნახსენები.

სმარტფონი

19 თებერვალი 2019, 12:55

ტექნოლოგიები

მსოფლიოს საუკეთესო სმარტფონები დასახელდა

გამოცემა Business Insider-მა 20 საუკეთესო სმარტფონის რეიტინგი შეადგინა. პირველ ადგილას, ძლიერი აკუმულატორის დამსახურებით და ფოტოს გადაღების მაღალი ხარისხით, ჩინური OnePlus 6T გავიდა. ექსპერტების თქმით, გარდა იმისა, რომ ის სმარტფონი ვიზუალურად მომხიბვლელია, ის მისი კონკურენტებისგან განსხვავებით იაფი ღირს.

ევაკუაცია

19 თებერვალი 2019, 12:46

მსოფლიო

რომის აეროპორტიდან ხანძრის გამო ევაკუაცია განხორციელდა

რომში ჩამპინოს აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის მიზეზი შენობაში გაჩენილი ხანძარი გახდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აეროპორტიდან ყველა მგზავრისა და აეროპორტის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

რუსული ტუ-95

19 თებერვალი 2019, 12:44

მსოფლიო

ეუთოს მონიტორინგის მისიამ დონბასის საჰაერო სივრცეში რუსული ბომბდამშენები შეამჩნია

ეუთო-ს ინფორმაციით 15 თებერვალს დონეცკის სიახლოვეს მეთვალყურეებმა რუსული თვითმფრინავები "ტუ-95“ და "ტუ-142" შენიშნეს და გადაიღეს. ეუთო-ს მისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ბომბდამშენები სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის საჰაერო სივრცეში დაფრინავდნენ.

19 თებერვალი 2019, 12:36

საქართველო

ადვოკატთა ასოციაცია იუსტიციის საბჭოს მიმართავს, რომ მოსამართლეთა არაეთიკური ქმედებები აღკვეთოს

ადვოკატთა ასოციაციის წევრების განმარტებით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ადვოკატთა საერთო კრების მიერ რეზოლუციის მიღებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რიგი მოსამართლე წევრების მხრიდან მოჰყვა მოსამართლის საპატიო სტატუსთან შეუსაბამო ქმედებები. ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ მოსამართლეთა არაეთიკური ქმედებები აღკვეთოს.