ზვიად ქორიძე შეწყალების კომისიის დატოვების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
ზვიად ქორიძე
ფოტო: Facebook
შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლა ჩემი გადაწყვეტილება იყო, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ეს კომისია რომც დაეტოვებინა, მე მაინც წამოვიდოდი, - ამის შესახებ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა. მის განცხადებას 1tv.ge ავრცელებს.
მისი თქმით, შესაბამისი განცხადებით ადმინისტრაციას 31 დეკემბერს მიმართა.
„ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და არავის შეეძლო, გავლენა მოეხდინა. კომისია სათათბირო ორგანოა და მასში უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებსაც პრეზიდენტთან აქვთ ღირებულებითი ერთობა და ურთიერთნდობა. ამდენად, ახალი პრეზიდენტი თავისუფალი უნდა ყოფილიყო და მიეღო გადაწყვეტილება, შეექმნა შეწყალების კომისია, რომელიც იმუშავებს მასთან. ეს გადაწყვეტილება თავიდანვე მქონდა მიღებული, თუმცა ველოდი, რომ ინაუგურაციის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი დაინტერესდებოდა კომისიის საქმიანობით და მუშაობის პრაქტიკით, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ შევიტანე განცხადება და გამოვხატე ჩემი ნება. ეს კომისია რომც დაეტოვებინა ზურაბიშვილს, მე მაინც წამოვიდოდი კომისიიდან”, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი კომისიის ახალი წევრებით დაკომპლექტებას გეგმავენ, რაც მათი თქმით, ჩვეულებრივი პროცესია.
ზვიად ქორიძემ და რამდენიმე წევრმა კომისია დღეს დატოვეს.
ყველა სიახლე
09 ივნისი 2026, 21:12
საზოგადოება
გაზრდილმა ჯარიმებმა ავტოსაგზაო შემთხვევები არ შეამცირა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჯარიმების გაზრდით, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა არ შემცირებულა. ეს დღეს მთავრობის მეთაურმა თქვა. იმისთვის, რომ მოსახლეობას ფინანსური სანქციები ტვირთად არ დააწვეს, ირაკლი კობახიძის ინიციატივით, ჯარიმების შემცირებასთან დაკავშირებით კონსულტაციები იწყება.
09 ივნისი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქართველო სამხრეთ კორეის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სეულში ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 11 ქართული კომპანია იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში მრავალფეროვანი პრეზენტაციები და საქმიანი შეხვედრები გაიმართა.
09 ივნისი 2026, 21:06
პოლიტიკა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სტამბოლში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სტამბოლში. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მიმართავს.
09 ივნისი 2026, 20:58
პოლიტიკა
100 დღიანი ალიანსის ფინალი, ოპოზიციურ გაერთიანებაში ნაციონალური მოძრაობა აღარ ირიცხება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციური ალიანსის ყოველდღიური კონფლიქტი, ნაციონალების ამოშლით დასრულდა.
09 ივნისი 2026, 20:55
მსოფლიო
ტრამპი: ახლახან შემატყობინა ჩვენმა დიდებულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომ გასულ ღამეს ირანელებმა ჩამოაგდეს ჩვენი ერთ-ერთი უაღრესად დახვეწილი ვერტმფრენი Apache-ი, რომელიც ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებდა
ახლახან შემატყობინა ჩვენმა დიდებულმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, რომ გასულ ღამეს ირანელებმა ჩამოაგდეს ჩვენი ერთ-ერთი უაღრესად დახვეწილი ვერტმფრენი Apache-ი, რომელიც ჰორმუზის სრუტის თავზე პატრულირებდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
09 ივნისი 2026, 20:50
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა არ მიიწვიეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების სამიტზე, რომელიც 7 ივნისს ლონდონში გაიმართა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ მისი ქვეყანა არ მიიწვიეს დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და უკრაინის ლიდერების სამიტზე, რომელიც 7 ივნისს ლონდონში გაიმართა.
09 ივნისი 2026, 20:49
პოლიტიკა
პოლიტიკური ჟონგლიორობა და შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით, კიდევ ერთხელ გააქტიურებული კამპანია და 2 დღეში ევროკომისიასთან დაგეგმილი შეხვედრა, პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების თემა იყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პოლიტიკური ჟონგლიორობა და შანტაჟი ვიზალიბერალიზაციით, კიდევ ერთხელ გააქტიურებული კამპანია და 2 დღეში ევროკომისიასთან დაგეგმილი შეხვედრა, პარლამენტში პოლიტიკური განცხადებების თემა იყო.
09 ივნისი 2026, 20:48
ეკონომიკა
დადებითი ტენდენცია ეკონომიკაში - 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 47.7%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მონაცემები მნიშვნელოვანია იმ გეოპოლიტიკური შოკების ფონზე, რაც დღეს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში არსებობს. სპეციალისტები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მიუთითებენ.
09 ივნისი 2026, 20:39
პოლიტიკა
ჩინეთთან ტრამპის ადმინისტრაციის მზარდი კავშირების ფონზე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ვაშინგტონს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობით შეშფოთებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჩინეთთან ტრამპის ადმინისტრაციის მზარდი კავშირების ფონზე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ვაშინგტონს საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობით შეშფოთებისკენ მოუწოდებს. ჯო უილსონი საქართველოს პრემიერისთვის, არასერიოზული ფიგურაა. ის არც ჩინეთის ელჩისთვის წარმოადგენს ანგარიშგასაწევ და ამერიკის პოლიტიკის წარმდგენ პერსონას.
09 ივნისი 2026, 20:35
სამართალი
4 ოქტომბრის საქმე - დანაშაულის აღიარების შემდეგ შვიდმა ბრალდებულმა საპატიმრო უკვე დატოვა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ჯგუფური ძალადობა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობა - დანაშაული კიდევ ერთმა ბრალდებულმა აღიარა. შვიდმა ბრალდებულმა კი საპატიმრო უკვე დატოვა, დანაშაული ამ დრომდე 22-ს აქვს დადასტურებული. პროკურატურა აღიარების შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმებისთვის მზად არის.
09 ივნისი 2026, 20:26
მსოფლიო
კაია კალასი: აგურ-აგურ, ჩვენ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს
აგურ-აგურ, ჩვენ ვანგრევთ რუსეთის ომის ეკონომიკის საფუძვლებს, - განაცხადა ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა.
09 ივნისი 2026, 20:20
პოლიტიკა
ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წელს საქართველო პეკინთან ურთიერთობის ახალ ეტაპს იწყებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უვიზო მიმოსვლა, პირდაპირი ფრენები, სავაჭრო და ეკონომიკური სარგებელი - მხარეებს შორის უკვე არსებული ურთიერთობის ამ ეფექტს, მეტი ინვესტიცია და უფრო მჭიდრო კოორდინაცია ემატება. რას გულისხმობს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა.
09 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
ხალხის არჩევანის უპატივცემულობა და ბიძინა ივანიშვილის გამორჩეული როლის დაკნინების მცდელობა - პრემიერ-მინისტრის პასუხი ანტისახელმწიფოებრივ კამპანიის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობის მეთაური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყნის მართვა კონსტიტუციის პატივისცემით და იმ პრინციპებით გაგრძელდება, რაც ქართულ პოლიტიკას ივანიშვილმა შესძინა - ნინო არღვლიანის სიუჟეტი
09 ივნისი 2026, 20:07
პოლიტიკა
პარლამენტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმინა
საქართველოს პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ მოისმინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
09 ივნისი 2026, 19:58
პოლიტიკა
პარლამენტმა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
09 ივნისი 2026, 19:42
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 75 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლებიც სკოლებში დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას ითვალისწინებს.
09 ივნისი 2026, 19:36
პოლიტიკა
პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს
საქართველოს პარლამენტმა 77 ხმით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას, რომელიც ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივ დანერგვას ითვალისწინებს.
09 ივნისი 2026, 19:23
პოლიტიკა
პარლამენტმა ეგრისის ეროვნული პარკის შექმნას მხარი დაუჭირა
პლენარულ სხდომაზე, „ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
09 ივნისი 2026, 19:08
პოლიტიკა
პაატა კვიჟინაძე: სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებით, ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი წესრიგშია
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის დეფიციტი და მთავრობის ვალი. ევროკომისიის ბოლო ანგარიშით, თუ შევადარებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს, 2025 წელს საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის, ირლანდიის შემდეგ, მეორე ადგილზეა, 2026 წლის პროგნოზით კი - პირველზე. ასევე, პირველ ადგილზეა კანდიდატ ქვეყნებს შორის. თუ შევადარებთ ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირით, საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-6, ხოლო კანდიდატ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა. ასევე, მთავრობის ვალის სიმცირით საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს შორის მე-7 და კანდიდატ ქვეყნებში მე-3 ადგილზეა. საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი, სავალუტო ფონდისა და ევროკომისიის შეფასებებითაც წესრიგშია, - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ პლენარულ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას.
09 ივნისი 2026, 19:05
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital“-ის გენერალურ და მმართველ დირექტორებს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საინვესტიციო ბანკ „Cygnum Capital“-ის გენერალურ დირექტორს, კლემენს კალისა და მმართველ დირექტორს, ჯეიკობ იანგს შეხვდა, - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.


