„ტამიფლუს“ უფასოდ ბავშვები და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებიც მიიღებენ
დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბრიფინგი გამართა, სადაც გრიპის ვირუსთან დაკავშირებით და ქვეყანაში მედიკამენტ "ტამიფლუს" მარაგების შესახებ განცხადება გააკეთა.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, უწყება პერიოდულად ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვირუსის დროს ექიმთან დროული ვიზიტი და საჭიროების შემთხვევაში, ანტივირუსული მკურნალობის დროული დაწყება.
"ტამიფლუს" ანტივირუსული პრეპარატის მარაგები ქვეყანაში საკმარისია, თუმცა სამი ძირითადი არეალიდან: სტაციონარები, სააფთიაქო ქსელი და ჯანდაცვის სამინისტროს მარაგები, ბოლო ორი დღის განმავლობაში დეფიციტი მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა. მარაგები 10 იანვარს შეივსება, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თუკი ჯანდაცვის სამინისტრო თავისი მარაგებიდან ამ მედიკამენტებს უფასოდ გასცემდა მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ორსულებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის, აფთიაქებში დროებით შექმნილი დეფიციტიდან გამომდინარე, დღეიდან ჩვენ გავაფართოვებთ ეს ჩამონათვალი და ამით ისარგებლებენ არა მხოლოდ ორსულები და სოციალურად დაუცველები, არამედ ბავშვები, ასაკით პენსიონერები, გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე ადამიანები, დიაბეტიანები, ონკოლოგიური დაავადებების მქონე და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები. მათ შეუძლიათ მიმართონ მთელი საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ჯანდაცვის განყოფილებებს, და ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან ამ მედიკამენტს გავცემთ.
ასევე დღეს საღამოს უკვე დასრულდება სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმება და ჩვენ ამ ქსელებსაც გადავცემთ სამინისტროს მარაგებიდან "ტამიფლუს" საკმაო რაოდენობას, ისე რომ სააფთიაქო ქსელებში დეიფიციტი აღარ იყოს.
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ აფთიაქში იქნება ეს მედიკამენტი, შეგიძლიათ მიიღოთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან 15 05, რომელზეც ოპერატორების რაოდენობა უკვე დამატება იმისთვის, რომ დაყოვნება არ იყოს ამ ინფორმაციის მისაღებად.
ასე, რომ ქვეყანაში "ტამიფლუს" მედიკამენტის მარაგები საკმარისია", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
პრეპარატის უფასოდ მისაღებად საჭიროა, ბენეფიციარებმა მიაკითხონ მუნიციპალურ საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს, წარმოადგინონ ექიმის დანიშნულება (ფორმა 100).
ყველა სიახლე
25 მარტი 2026, 19:37
პოლიტიკა
ანანიძე: სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა - ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ
კრიმინალ სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, რომ თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა - ფანტაზიის ნაყოფია, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.
25 მარტი 2026, 19:31
მსოფლიო
ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერმა მიანიშნა, რომ აშშ, შესაძლოა, საკუთარ თავთან აწარმოებდეს მოლაპარაკებებს
ირანის სამხედრო უწყებამ მიანიშნა, რომ აშშ, შესაძლოა, საკუთარ თავთან აწარმოებდეს მოლაპარაკებებს, იმ ფონზე, როდესაც თეთრი სახლი ომის დასასრულებლად თეირანთან შეხვედრებს აანონსებს.
25 მარტი 2026, 19:20
თავდაცვა
დიბს-ში გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი გაიხსნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის პერსონალის კურსი დაიწყო. კურსი თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და გენერალური ინსპექციის უფროსმა დავით ლომიძემ გახსნეს.
25 მარტი 2026, 19:17
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში
„დღეს განსაკუთრებული პატივით აღვნიშნავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს - თარიღს, რომელმაც ისტორიული სამართლიანობა აღადგინა და საფუძვლად დაედო ჩვენი ეკლესიის დამოუკიდებლობას, ეროვნული იდენტობის განმტკიცებასა და საზოგადოების ერთიანობას“, - წერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
25 მარტი 2026, 19:13
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი: აშშ-მა და ისრაელმა ძირი გამოუთხარეს საერთაშორისო სამართალს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთის კონგრესისადმი მიმართვისას გააკრიტიკა აშშ და ისრაელის მიმდინარე სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ და ეს თავდასხმები „უსამართლო და უკანონო ომის“ ნაწილად შეაფასა.
25 მარტი 2026, 19:11
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს და მოადგილეს შეხვდა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს მარიამ კობიაშვილსა და მის მოადგილეს, ლევან ქარუმიძეს შეხვდა
25 მარტი 2026, 18:57
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს და პანაშვიდს დაესწრო
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ პარაკლისი და პანაშვიდი გადაიხადა.
25 მარტი 2026, 18:52
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი დანიაში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე: კარგი იქნება, თუ ისინი უფრო ჩაუღრმავდებიან ხოლმე თავისი ქვეყნის პრობლემებს და საქართველოსთან დაკავშირებით ზერელე, უსაფუძვლო განცხადებებს არ გააკეთებენ
კარგი იქნება, თუ ისინი უფრო ჩაუღრმავდებიან ხოლმე თავისი ქვეყნის პრობლემებს და საქართველოსთან დაკავშირებით ზერელე, უსაფუძვლო განცხადებებს არ გააკეთებენ, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დანიაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, რომლის თანახმად მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და მისმა „წითელმა ბლოკმა" საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა.
25 მარტი 2026, 18:37
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
25 მარტი 2026, 18:34
მსოფლიო
ირანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ თეირანი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება
ირანი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და მიიჩნევს, რომ აშშ-თან მოლაპარაკებებში ჩართვა ლოგიკური არ იქნება, - იტყობინება ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Fars-ი დიპლომატიური საქმიანობის შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
25 მარტი 2026, 18:21
რეგიონი
პარლამენტის წევრებმა სამეგრელოსა და იმერეთში არსებული სარწყავი და დამშრობი სისტემები დაათვალიერეს
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა, გასვლითი სხდომის ფარგლებში, სამეგრელოში მდებარე შავღელესა და ქარიატას დამშრობი სისტემები, ასევე იმერეთში არსებული დიმი-რიკოთის სარწყავი სისტემა დაათვალიერეს.
25 მარტი 2026, 18:18
რეგიონი
ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი და მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ძელქვიანის ადმინისტრაციულ ერთეულში სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
25 მარტი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ხელისუფლებაც კი არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში, მაგრამ მე ვხედავ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან ამ მცდელობებს. მათი მიზანია აურიონ იქ, სადაც ყველაზე დალაგებულია
მათი მიზანია აურიონ იქ, სადაც ყველაზე დალაგებულია, იქ გააჩინონ წარმოსახვითი პრობლემები, სადაც ყველაზე დალაგებულია ვითარება, - განაცხადა ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა „დღის ქრონიკასთან“, რითაც უპასუხა კითხვას - რა არის ეკლესიაზე თავდასხმების ძირითადი მიზანი?
25 მარტი 2026, 18:16
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი სამი ტელეკომპანიის დასანქცირების მოთხოვნაზე: ვერ ჩაგვრთეს იმ დაპირისპირებაში, რომელიც დღეს მსოფლიოში არსებობს. „ჩაახშე ინფორმაცია“ - არის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის რეალიზაციისთვის მიდის ზრუნვა
როდესაც კონკრეტული გეგმაა ჩამოყალიბებული იმისთვის, რომ საქართველო თავისი შუა დერეფნით გამოიყენონ ამ მსოფლიო დონის დაპირისპირებაში, ჩვენ არანაირ ორმაგ სტანდარტზე არ უნდა ვისაუბროთ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ სამი ტელეკომპანიის დასანქცირებაზე საუბრისას.
25 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ვხედავთ მღელვარებას, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის ირგვლივ არის დატრიალებული, მაგრამ ავტორები არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პატრიარქს სხვადასხვა ცუდი ეპითეტით ამკობდნენ
ჩვენ ვხედავთ ამ მღელვარებას, რომელიც ახალი პატრიარქის არჩევის ირგვლივ არის დატრიალებული, მაგრამ ამ მღელვარების ავტორები გახლავთ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში პატრიარქს სხვადასხვა ცუდი ეპითეტებით ამკობდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ლადო სადღობელაშვილმა.
25 მარტი 2026, 18:12
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან, რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე?!
პატრიარქს თუ რუსეთის აგენტს ეძახიან რა გაუჭირდებათ, რომ მეუფე შიოს თუ ნებისმიერ სასულიერო პირს უწოდონ იგივე,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ მეუფე შიოს მიმართ დაწყებული აგრესიის შესახებ.
25 მარტი 2026, 18:09
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: ამაზრზენი იყო ის ყალბი გულდაწყვეტა თითქოს ხალხი არ შეუშვეს ეკლესიაში. ერთ ცნობილ პიროვნებას თითქოს ბურთი გაეჭედა ყელში, ცრემლები მოაწვა. ახლა გახდა ყველა ქრისტიანი, დაავიწყდათ რას ამბობდნენ პატრიარქზე
ამაზრზენი იყო ის, რაღაც ყალბი გულდაწყვეტა თითქოს ხალხი არ შეუშვეს ეკლესიაში. ერთ ცნობილ პიროვნებას თითქოს ბურთი გაეჭედა ყელში და ცრემლები მოაწვა. ახლა გახდა ყველა ქრისტიანი და სულ დაავიწყდათ თუ რას ამბობდნენ პირადად პატრიარქზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“.
25 მარტი 2026, 18:05
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს. ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ
იყო აშკარა მცდელობა ეკლესიის დაკნინებისა და ეს აშკარა ტრენდს წარმოადგენს. ამაში სრული უნისონი აქვთ ჩვენს უსამშობლოებსა და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებსაც თავისი საერთაშორისო ინტერესები გააჩნიათ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“.
25 მარტი 2026, 17:59
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს
დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ძმებს, მუსლიმებს, რომლებმაც თავისთვის ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაული გადადეს და არ ჩაატარეს, მიუხედავად კალენდრული ვალდებულებებისა. მადლობა ქართველ მუსლიმებს, გრიგორიანელებს, ებრაელებს - ყველას, ვინც მოვიდა. იმ ინგუშებს, ვინც ჩამოვიდნენ და დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები ეკლესიაში, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა ასევე უპასუხა იმ კრიტიკას, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით ისმოდა.
25 მარტი 2026, 17:58
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: მიუხედავად ელჩების მოსვლისა, არ იყო განცხადებები სამძიმარზე გაკეთებული თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ქართველმა ხალხმა, ზოგადად მართლმადიდებელმა საზოგადოებამ. ეს სერიოზული პოლიტიკური დემარშია
მიუხედავად ელჩების მოსვლისა, არ იყო განცხადებები სამძიმარზე გაკეთებული თუ რა დიდი დანაკლისი განიცადა არა მარტო ქართველმა ხალხმა, ზოგადად მართლმადიდებელმა საზოგადოებამ. ეს სერიოზული პოლიტიკური დემარშია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკასთან“.


