დეფაქტო საზღვრის ჩაკეტვის გამო ზუგდიდის უნივერსიტეტში 13 სტუდენტი ვერ დადის
ფოტო: პაპუნა შუშანია
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ოკუპირებული აფხაზეთიდან დღეის მდგომარეობით სასწავლო პროცესს 12 სტუდენტი ვერ ესწრება, ხოლო უმაღლესი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე დასკვნით გამოცდებს მხოლოდ ერთი ვერ აბარებს.
როგორც უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია ამბობს, ამის მიზეზი დეფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაა.
მისივე თქმით, ყველა სტუდენტი, რომელიც ამის გამო სასწავლო პროცესს ვერ ესწრება, უნივერსიტეტი სპეციალურ გრაფიკს, ინდივიდუალურ სასწავლო პროგრამას შესთავაზებს, რათა სწავლის შედეგები, შეუფერხებლად განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოს.
11 იანვარს, დეფაქტო მთავრობამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დამაკავშირებელი როგორც ფახულანი-საბერიოს ე.წ. საზღვარი, ასევე ენგურის ხიდი H1N1 ვირუსის გავრცელების გამო ჩაკეტა.
ყველა სიახლე
21 მარტი 2026, 09:15
მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: რუსმა ოკუპანტებმა ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევა გააძლიერეს
რუსი ოკუპანტები უკრაინის ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე გააქტიურდნენ, - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ.
21 მარტი 2026, 08:30
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, აშშ-ს ირანთან მოლაპარაკებები სურს, თუმცა ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს თეირანთან მოლაპარაკებების გამართვა სურს, თუმცა ირანის ხელისუფლებაში არავინ დარჩა, ვისთანაც დიალოგის გამართვა იქნებოდა შესაძლებელი.
21 მარტი 2026, 08:03
პოლიტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრმა მირი რეგევმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა
ისრაელის ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების მინისტრი მირი რეგევი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს.
21 მარტი 2026, 00:47
საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში პატივი მიაგო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ხსოვნას.
21 მარტი 2026, 00:41
საზოგადოება
ზაზა პაპუაშვილი: პატრიარქის დანატოვარი და მემკვიდრეობა ისეთია, რომ „რა გვეშველებას“ თქმა უადგილოა
„თემა, პატრიარქის გასვლა, რაღაც ისეთ მნიშვნელობას იძენს, რომლის შესახებაც ჩვენ ჯერ არაფერი ვიცით. ამას ყველაფერს ნუგეშითა და იმედით ვუყურებთ. რადგან ძირითადი კონსტრუქცია აშენებულია, ეპოქალურ კაცზე ვლაპარაკობთ, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერი მასთან არის დაკავშირებული: ეკლესია, შენობა, მისი ნათლულები, შვიდგზის ლოცვა და ავტოკეფალია ხომ გვირგვინი. თაობები გაზარდა: მოძღვრები, მღვდელმთავრები, მამობრივი სიყვარული აქვთ ყველას“.
21 მარტი 2026, 00:35
საზოგადოება
გიორგი გაბუნია: აბსოლუტურად უცნობი ადამიანები ერთმანეთს უსამძიმრებენ, ეუბნებიან, „ვიზიარებ“ და „გისამძიმრებ“. მსგავსი რამ ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში არასდროს ყოფილა
ახლა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ მომენტში მთელი ქვეყანა არის გზაში. მანქანების კოლონები ყველა კუთხიდან დაძრულია. მოდიან, არ ჩერდება ადამიანთა ნაკადები, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ პატრიარქის პანაშვიდზე საუბრისას.
21 მარტი 2026, 00:10
მსოფლიო
ტრამპი ირანთან ომზე: ვფიქრობ, ჩვენ გავიმარჯვეთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-მა ირანთან ომში გაიმარჯვა.
21 მარტი 2026, 00:02
საზოგადოება
თეონა ცირამუა: პატრიარქის თითოეული ნაბიჯი იყო სიბრძნესთან, უჩვეულო სიმშვიდესთან დაკავშირებული - მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ
„ის იყო ძალიან ზეადამიანური. ადამიანმა იმას მიაღწიოს, რომ ყველაფერს სიმშვიდით და სიბრძნით უპასუხოს, ეს არის დიდი მაგალითი. მთელი ქვეყანა გრძნობს რა ადამიანი დავკარგეთ. სიკვდილის შემდეგაც რა ამბავი დაატრიალა და როგორ გააერთიანა მთელი ერი. მგონია, რომ ამ სიკვდილითაც ჩვენი უწმინდესი ძალიან ბევრ გადატეხვას მოახდენს ერში და ბერში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს წინ სიკვდილი დგას, მაინც იმედიანად ვუყურებ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა თეონა ცირამუამ,.
20 მარტი 2026, 23:53
საზოგადოება
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
20 მარტი 2026, 23:28
საზოგადოება
გოგა ხაინდრავა: არ ვიცი ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს, ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან
ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს, - ასე აფასებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეების უწყვეტ ნაკადს. როგორც ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, პატრიარქი იყო ღვთის კაცი.
20 მარტი 2026, 23:25
საზოგადოება
სერგო ვარდოსანიძე: პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი - ყველა პატრიარქის სულისკვეთება და განწყობა თითქოს, მასში გადმოვიდა და იგი თავის თავში აერთიანებდა
პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი და ასე შემდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ვარდოსანიძემ.
20 მარტი 2026, 23:07
საზოგადოება
საპატრიარქო: სამების ტაძარი მოსაწესრიგებლად ამაღამ 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დაიხურება
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარზე მომსვლელთა საყურადღებოდ. გაცნობებთ, რომ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი მოსაწესრიგებლად დროებით დაიხურება ამაღამ, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე. ერთი საათის შუალედით დახურვა გარდაუვალია ასეთი ნაკადის პირობებში. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
20 მარტი 2026, 23:02
საზოგადოება
ნინო სურგულაძე პატრიარქზე: ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს
პატრიარქის ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა ის სურვილია, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ერთიანები და ერთმანეთი გვყვარებოდა. ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საოპერო მომღერალმა, მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ.
20 მარტი 2026, 22:50
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო. უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და გამოხატავს თანაგრძნობას მთავრობის მეთაურისა და ქართველი ხალხის მიმართ.
20 მარტი 2026, 22:39
საზოგადოება
ავთო არაბული: ახლა იწყება პატრიარქის მოღვაწეობის მეორე ეტაპი
„ეს აღმავლობა იმის იმედს მაძლევს, რომ ეკლესიაშიც, სარწმუნოებასა და საზოგადოებაშიც, ის რაც ვერ შევუსრულეთ სულიერ მამას, ახლა უნდა შევძლოთ, რომ კონსოლიდაცია, ის სიყვარული, რომელსაც გვიქადაგებდა, ეს ავაღორძინოთ და მგონია, რომ ეს იქნება ახალი გზა საქართველოს გამთლიანებისა და გაბრწყინების“, - აღნიშნა არაბულმა.
20 მარტი 2026, 22:35
საზოგადოება
აკადემიკოსი ავთო არაბული პატრიარქზე: „საქართველო მიყვარხარ“ - რას ნიშნავდა მისთვის ამის თქმა, მხოლოდ მან იცოდა, რომ სიყვარული დაბრუნდებოდა და ჩვენ სასწაულის მომსწრე ვართ. ამას ვხედავთ, რომ საქართველო აბრუნებს სიყვარულს
ეს არა მხოლოდ გლოვაა, არის მადლიერების გამოხატვა, სიყვარულის დაბრუნება, იმ სიყვარულის, რომელსაც ასე გასცემდა პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ აკადემიკოსმა, ავთო არაბულმა. მან პატრიარქის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ჯერაც წინ არის გააზრება იმის, თუ რა დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენ.
20 მარტი 2026, 22:29
რეგიონი
ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს
ბათუმის ქუჩებში დამონტაჟებულ მონიტორებზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიდეორგოლი ტრიალებს, რომელიც 22 მარტის ჩათვლით დარჩება.
20 მარტი 2026, 22:24
საზოგადოება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, კვიპროსში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტი ანიტა დემეტრიუ ეწვია და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
მისი უწმინდესობა იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი წინამძღოლი, არამედ რწმენის, სიბრძნისა და ეროვნული ერთიანობის გამორჩეული საყრდენი. იგი დაუღალავად ემსახურებოდა მშვიდობას, შერიგებას და საქართველოს მდიდარი კულტურული და ზნეობრივი მემკვიდრეობის დაცვას.
20 მარტი 2026, 22:17
საზოგადოება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ ოჯახის წევრებთან, მოადგილეებსა და უწყების თანამშრომლებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგო.
20 მარტი 2026, 22:04
მსოფლიო
ტრამპმა MS NOW-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „ის, რაც ზელენსკიმ თქვა იმის შესახებ, თუ რა გააკეთა უკრაინამ აშშ-ის დასახმარებლად, ის ამას მხოლოდ პოლიტიკური და პიარ მიზნებისთვის აკეთებს, მათ არაფერი გაუკეთებიათ“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ურთიერთობა უფრო რთულია, ვიდრე ვლადიმირ პუტინთან. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკულ საკაბელო ტელეარხ MS NOW-სთან ინტერვიუში ისაუბრა.


