imedi /  28 იანვარი 2019, 00:04 / სანდო წყარო

კახა ბექაურმა განმარტა როგორ შეიძლება დარეგულირდეს მობილური ქსელების ტარიფები

კახა ბექაური

კახა ბექაური

ძვირდება თუ არა საქართველოში სატელეკომუნიკაციო ტარიფები, ამასთან დაკავშირებით პასუხი "იმედი LIVE"-ის ეთერში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა ისაუბრა.

ბექაურის განცხადებით, მსოფლიოში ფასის შემცირების ტენდენცია გარკვეულ სერვისებს შეეხებათ, მისი თქმით, მცირდება ხმოვანი მომსახურებების ტარიფები, იმიტომ რომ ხმოვანი მომსახურებაც უკვე ინტერნეტში გადადის.

"Watsapp, Viber უკვე მობილური კომუნიკაციების თანმდევი სერვისები გახდა, შესაბამისად GSM-ის ხმოვანი მომსახურების მოცულობა მცირდება და მცირდება ფასებიც. ამიტომ მსოფლიოში დიდი გამოწვევების წინაშე არიან მობილური კომპანიები, რომ შემოსავლები არ დაკარგონ, ამის გამო ისინი ყოველდღიურად ფიქრობენ თუ რა პროდუქტები შექმნან", - განაცხადა კახა ბექაურმა.

რაც შეეხება საქართველოში ტარიფების გაძვირებას. კახა ბექაურმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ მოცემული ბაზრიდან გამომდინარე ტარიფების გაძვირების წინაპირობა არ არსებობდა. "ორივე კომპანიამ არასწორ დროს და არასწორი გადაწყვეტილება დააანონსა. კარგია, რომ ერთმა კომპანიამ ("სილქნეტმა") შეცვალა ეს გადაწყვეტილება და იმედია მეორეც ("მაგთი") შეცვლის", - განაცხადა კახა ბექაურმა. 

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, კომპანიებს საცალო ტარიფებში ცვლილების შესახებ კომისიის ინფორმირების ვალდებულება აქვთ და ამის შესახებ ინფორმაცია კომისიას ცვლილებამდე ერთი თვით ადრე უნდა მიეწოდოს. ეს მოთხოვნა, ბექაურის თქმით, კომპანია "მაგთიმ" დააკმაყოფილა, "ჯეოსელს" კი ამისთვის ჯერ ვადა ჰქონდა. ბექაური განმარტავს, რომ კომპანიებს მხოლოდ გაფრთხილების ვალდებულება აქვთ და მათ ტარიფების ცვლილებებზე კომისიასთან შეთანხმების ვალდებულება არ აქვთ.

რაც შეეხება ტარიფების ზრდას, კახა ბექაური განმარტავს, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საცალო ბაზარზე ტარიფების დარეგულირების შესაძლებლობა აქვს.

"ჩვენ კანონი გვაძლევს საშუალებას, რომ საცალო ბაზარი დავარეგულიროთ, მათ შორის დავადოთ ზღვრულ ტარიფებზე ვალდებულება. თუ კომისია მივა დასკვნამდე, რომ ეს ორი დიდი ძალის მქონე ოპერატორები ("სილქნეტი" და "მაგთი") ბაზარზე ფასების გაძვირებით თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებენ, კომისიას უფლება აქვს საცალო ზღვრული ტარიფები დააწესოს", - განაცხადა კახა ბექაურმა.

ბექაურის განმარტებით, კომპანიების კომისიის მიერ დაწესებული ზღვრული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სასამართლოში აქვთ, თუმცა კახა ბექაური ფიქრობს, რომ საქმე აქამდე არ მივა, რადგან კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

"თუ კომისია მივიდა ზღვრული ტარიფის დადგენამდე, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება კომპანიებს სასამართლოში აქვთ. მე ვფიქრობ, რომ კომისია დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს საქმეების და მე არ მახსენდება ბოლოს როდის წავაგეთ სასამართლო პროცესი. იმიტომ, რომ კომისიის ყველა ასეთი გადაწყვეტილება ფუნდამენტური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მიიღება. დეტალურად ხდება საკითხების შესწავლა როგორც აპარატის, ასევე კომისიის ხუთივე წევრის მხრიდან", -განაცხადა კახა ბექაურმა. 

ყველა სიახლე

18 აგვისტო 2019, 10:28

ტექნოლოგიები

ალასკაზე ანომალური სიცხის გამო ორაგული მასობრივად კვდება

ალასკაზე ანომალურმა სიცხემ ორაგულის მასობრივი სიკვდილი განაპირობა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. თევზი მასობრივად ალასკაზე მდინარე კოიუკუკის სანაპიროზე გაწყდა. ადგილობრივი მცხოვრებლების მიმართვის შემდეგ იქ მეცნიერების ჯგუფი ჩავიდა. ადგილზე ჩასულმა მკვლევრებმა 850 ერთი მეტრი სიგრძის ორაგულის ნეშტი იპოვეს. -

დაკავება

18 აგვისტო 2019, 10:25

ძალოვნები

რუსთავში წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ხ. დააკავეს.

პორტლენდი

18 აგვისტო 2019, 09:58

მსოფლიო

პორტლენდში ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების პარალელურ აქციებზე 13 ადამიანი დააკავეს

აშშ-ის ქალაქ პორტლენდში პარალელურად მიმდინარე ულტრამემარჯვენეებისა და ანტიფაშისტების საპროტესტო აქციებზე 13 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქის პოლიცია ავრცელებს. რომელი აქციის მონაწილეები არიან დაკავებულები, არ სახელდება.

ნენსი პარკერი

18 აგვისტო 2019, 09:30

მსოფლიო

ახალ ორლეანში ავიაკატასტროფას ამერიკელი ტელეწამყვანი ემსხვერპლა

ახალ ორლეანში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ამერიკელი ტელეწამყვანი ნენსი პარკერი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Fox8 ავრცელებს.

ნიკოლას დუხოვნე

18 აგვისტო 2019, 09:04

ეკონომიკა

არგენტინული პესოს გაუფასურების გამო ფინანსთა მინისტრი გადადგა

„მივიღე გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელსაც 2017 წლის იანვრიდან ვიკავებდი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა გარემოების გათვალისწინებით, ეკონომიკის დარგს მართვის კუთხით სერიოზული განახლება სჭირდება“, - ნათქვამია დუხოვნეს განცხადებაში.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

18 აგვისტო 2019, 08:47

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსს გამოეთიშა

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის ნახევარფინალში სიის მე-8 ნომერთან, რუს დანიილ მედვედევთან 6:3, 3:6, 3:6 დამარცხდა. ფინალში მედვედევის მეტოქე იქნება ბელგიელი დევიდ გოფინი, რომელიც ATP-ის სიაში მე-19 ადგილს იკავებს.

პოლ მარშალი

18 აგვისტო 2019, 08:31

კულტურა

მწერალი პოლ მარშალი გარდაიცვალა

აშშ-ის ქალაქ რიჩმონდში 90 წლის ასაკში მწერალი პოლ მარშალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press-ი ავრცელებს. მწერლის გარდაცვალების ფაქტი მისმა ვაჟმა ევან მარშალმა დაადასტურა.

თვითმფრინავი

18 აგვისტო 2019, 08:22

მსოფლიო

აშშ-ში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატში მცირე ზომის ორძრავიანი თვითმფრინავი Cessna 303 საცხოვრებელ სახლს დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურ სამმართველოზე (FAA) დაყრდნობით CBS New York-ი ავრცელებს.

აფეთქება ქორწილში

18 აგვისტო 2019, 08:08

მსოფლიო

ქაბულში ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, ქორწილში მომხდარი აფეთქების შედეგად 63 ადამიანი დაიღუპა და 180-ზე მეტი დაშავდა. როგორც BBC-ის თვითმხილველებმა განუცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მოიყვანა.

18 აგვისტო 2019, 01:00

მსოფლიო

ოდესის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 9-ს შეადგენს. დაშავებულია 10 ადამიანი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დაშავებულთაგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ზინედინ ზიდანი

18 აგვისტო 2019, 00:45

სპორტი

ზიდანი: ბეილი „რეალში“ რჩება

მადრიდის რეალის მწვრთნელმა უელსელი ვარსკვლავის კარიერაზე დასმულ შეკითხვას ლა ლიგის შემდეგ უპასუხა. ზინედინ ზიდანის თქმით, გარეტ ბეილი გუნდში რჩება. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, „რეალში“ დიდ საქმეს აკეთებს და მის თამაშით ძალიან კმაყოფილია. ბეილის აგენტმა 30 ივლისს დაადასტურა, რომ ჩინურ კლუბში უელსელი ვარსკვლავის ტრანსფერი ჩაიშალა.

18 აგვისტო 2019, 00:30

მსოფლიო

ქაბულში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა

ავღანეთის დედაქალაქში ქორწილის წვეულებაზე აფეთქება მოხდა. Reuters-ი ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ 20 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას აუღია. შს სამინისტრო ინფორმაციას აგროვებს. სხვა დეტაოლები ჯერ უცნობია.

18 აგვისტო 2019, 00:15

სპორტი

ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურას“ ანგარიშით 2:0 მოუგო

ეროვნული ლიგის 24-ე ტურში ბათუმის „დინამომ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა. ანგისას ბაზაზე გამართული მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში ჯაბა ჯიღაურის დუბლით მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.

17 აგვისტო 2019, 23:57

კულტურა

კურდღელ როჯერის შემქნელი ანიმატორი გარდაიცვალა

კინოს და ანიმაციის რეჟისორი რიჩარდ უილიამსი თავის სახლში ბრისტოლში 16 აგვისტოს გარდაიცვალა. ინფორმაციას უილიამსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით The Guardian-ი ავრცელებს. ის 86 წლისა იყო.

ჟან-კლოდ იუნკერი

17 აგვისტო 2019, 23:45

მსოფლიო

იუნკერი გადაუდებელი ოპერაციისთვის ავსტრიიდან ლუქსემბურგში გადაიყვანეს

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუნკერი შვებულებას ავსტრიაში ატარებდა, ოპერაციის ჩასატარებლად კი ლუქსემბურგში გადაიყვანეს. ლუქსემბურგელ პოლიტიკოსს ოქტომბერში გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ვან დერ ლეიენი ჩაანაცვლებს.

17 აგვისტო 2019, 23:20

საქართველო

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას ქმედითი ზომების მიღებას სთხოვს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით.

სტამბოლი

17 აგვისტო 2019, 22:49

მსოფლიო

სტამბოლში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გადაუღებელმა წვიმამ ქუჩები დატბორა. რამდენიმე საათით შეზღუდული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ემინონუს მოედნის დატბორვის გამო დაზარალდა ადგილზე მდებარე მაღაზიებიც. გარდა ამისა, დაიტბორა სტამბოლის დიდი ბაზარი.

არჩილ თალაკვაძე

17 აგვისტო 2019, 22:37

საქართველო

თალაკვაძე ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტს გამოეხმაურა

სოფელ ახალუბნის მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების საკითხზე ყველა საჭირო ღონისძიებას ვატარებთ. ჩართულნი არიან შესაბამისი სამსახურები, გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაციას.

ქეთევან ციხელაშვილი

17 აგვისტო 2019, 22:00

საქართველო

ციხელაშვილი: მავთულხლართის გავლების მიზანი საზოგადოებაზე წნეხია

მავთულხლართის გავლებას ამა თუ იმ სოფელში არანაირი სამხედრო დანიშნულება არ აქვს, მისი დანიშნულება არის პოლიტიკური, რომ მუდმივი წნეხი იყოს საზოგადოებაზე, განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში, როდესაც გუგუტიანთკარის მოვლენები შეაფასა.

17 აგვისტო 2019, 21:20

ტექნოლოგიები

ბრიტანელმა ექიმებმა სამშობიარო ტკივილებთან გამკლავების ახალ მეთოდს მიაგნეს

ბრიტანელი ექიმები ორსულებს მშობიარობის დროს ტკივილთან გასამკლავებლად უჩვეულო გზას სთავაზობენ. Time-ის ინფორმაციით, თუ ტესტირება წარმატებით ჩაივლის, ახალ ზომას უელსის და დიდი ბრიტანეთის სხვა კლინიკებში დანერგავენ.