გურჯაანის ბაღების გაერთიანება 1000 ლარით დააჯარიმეს
ფოტო: Facebook
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანება 1000 ლარით დაჯარიმდა. მიზეზი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში საბავშვო ბაღის ახლადრეაბილიტირებულ სამზარეულოში არსებული დარღვევები გახდა, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სააღმზრდელო დაწესებულების დროებით დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობილია, რომ ბაღის რეაბილიტაცია 2018 წლის ნოემბერში დასრულდა და სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჩაიბარა.
მერიაში დარღვევების შესახებ აცხადებენ, რომ იმ დროს, როცა მათ შენობა ჩაიბარეს დადენილ ნორმებს პასუხობდა და რაიმე სახის ხარვეზი იმ დროს არ დაფიქსირებულა.
"კომპანიამ, რომელმაც ბაღში რეაბილიტაცია ჩაატარა აქვს ვალდებულება რეაბილიტაციიდან ორი წლის განმავლობაში გამოვლენილი პრობლემები თავად მოაგვაროს. მაშინ როცა ეს ბაღი ჩავიბარეთ პრობლემები არ ფიქსირდებოდა. აღმოჩნდა, რომ სამზარეულოს ფანჯარა არ აქვს, რის გამოც ორთქლმა კედლები და საღებავი დააზიანა, შედეგად კი ნალესი ფენა ჩამოცვივდა", - განმარტა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სიმონ ქოჩორაშვილმა.
ბაღის რეაბილიტაციისთვის ჯამში 25 000 ლარი დაიხარჯა. გურჯაანის მერიაში ვარაუდობენ, რომ სააღმზრდელო პროცესი 11 თებერვალს განახლდება.
ყველა სიახლე
19 ივნისი 2026, 22:14
მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის შესახებ
პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ მიიღო გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის შესახებ.
19 ივნისი 2026, 22:08
მსოფლიო
ჯეი დი ვენსი: ამერიკელმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ უკიდურესი სიფრთხილე, რათა როდესაც ჩვენ რაიმე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის ემსახურებოდეს ამერიკის საუკეთესო ინტერესებს და არა სხვა რომელიმე ქვეყნისას
პოდკასტ Relatable-ში სტუმრობისას, წამყვანმა ელის ბეთ სტაკიმ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ჰკითხა მისი მოსაზრება კონსერვატორულ წრეებში მიმდინარე დებატებზე, რომელიც ისრაელის გავლენას ეხება ამერიკულ პოლიტიკაზე.
19 ივნისი 2026, 22:06
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, ქურბონ ჰაკიმზოდას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ტაჯიკეთს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
19 ივნისი 2026, 21:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროკურატურას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს KIU-ს აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ. შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტთა სტაჟირებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას, საერთო ინტერესების სფეროში შემავალი საკითხების შესახებ კვლევასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას.
19 ივნისი 2026, 21:30
ეკონომიკა
საქართველოში მშპ-ის მოცულობა გაიზარდა - რას ნიშნავს პირველი კვარტლის ეს მონაცემები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
„საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა.
19 ივნისი 2026, 21:20
სამართალი
მასაჟით შენიღბული პროსტიტუცია და 14 დაკავებული - თბილისსა და ქუთაისში 9 ობიექტი დაილუქა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სამართალდამცველებმა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 ადამიანი დააკავეს.
19 ივნისი 2026, 21:11
პოლიტიკა
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
ტაჯიკეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და ტაჯიკეთის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა, მატლუბახონ სატორიონმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
19 ივნისი 2026, 21:02
მსოფლიო
ირანმა ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ უსაფუძვლო უწოდა ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, თითქოს ჰორმუზის სრუტე ჩაიკეტა.
19 ივნისი 2026, 20:56
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონით იმუქრება - ციხიდან გზავნილი მმართველი გუნდისთვის აგენტის განცხადებაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ვინ მოაგვარებს ქვეყანაში პოლიტიკურ პრობლემებს - მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ ასეთი არა ქართველი ხალხი, არამედ დასავლეთი, კერძოდ კი ამერიკის შეერთებული შტატებია.
19 ივნისი 2026, 20:54
მსოფლიო
Financial Times: ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი, ჰაიდი ალექსანდერი პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს მოუწოდებს, გადადგომის კონკრეტული ვადები დაასახელოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 20:45
მსოფლიო
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა რუსული დრონებისთვის განკუთვნილი რეტრანსლატორების მოსახსნელად - „წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას ჩვენ გავაკეთებთ“
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუსის ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს აქვს ერთი კვირა იმისათვის, რომ მოხსნას რეტრანსლატორები, რომლებიც რუსული დრონების სამიზნეებს აზუსტებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას უკრაინა გააკეთებს.
19 ივნისი 2026, 20:44
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით: ასეთი განცხადებები მიმართულია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება და საზოგადოების ფრაგმენტაციის მიზანს ემსახურება.
19 ივნისი 2026, 20:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე: საქართველო ცენტრალური აზიის მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებას განაგრძობს
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
19 ივნისი 2026, 20:32
სამართალი
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობა - 7 ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირების მცდელობის თაობაზე. ექვს ბრალდებულს, მათ შორის გიორგი ჩახუნაშვილს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კიდევ ერთს, ია დარახველიძეს, პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
19 ივნისი 2026, 20:27
მსოფლიო
The Washington Post: აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, სავარაუდოდ, გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ძირს გამოუთხრის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ძალისხმევას, ირანთან ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი აშშ-ის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
19 ივნისი 2026, 20:25
პოლიტიკა
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების სისტემა იცვლება - რა შემთხვევაში მცირდება თანხის ოდენობა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსულტაციები დასრულებულია. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, დაბალი და საშუალო სიჩქარის გადაჭარბებაზე ფულადი ჯარიმები განახევრდება ან მნიშვნელოვნად იკლებს, თუმცა უცვლელი რჩება მკაცრი სანქციები მაღალი სიჩქარის მოყვარულთათვის.
19 ივნისი 2026, 20:17
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ რეგიონებში შეხვედრები დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბოლო, მეათე გასვლითი ღონისძიება წყალტუბოში შედგა. ადგილობრივი და გლობალური გამოწვევები, სწორედ ამ თემების შესახებ იმსჯელეს დისკუსიის მონაწილეებმა.
19 ივნისი 2026, 20:15
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერი: ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს
ისრაელის თავდაცვითი ძალების სპიკერმა, ეფი დეფრინმა პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელი სამხრეთ ლიბანში ოპერაციებს გააგრძელებს მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლას“ თავდასხმას ოთხი ისრაელელი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
19 ივნისი 2026, 20:13
პოლიტიკა
პრემიერის ვიზიტი ტაჯიკეთში და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის გაფორმებული ერთობლივი შეთანხმებები ცენტრალური აზიის კიდევ ერთ სახელმწიფოსთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ორმხრივი კომუნიკე და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისთვის გაფორმებული ერთობლივი შეთანხმებები ცენტრალური აზიის კიდევ ერთ სახელმწიფოსთან. როგორც მასპინძელი ქვეყნის ლიდერმა საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰუმანიტარულ და კულტურულ კავშირებს.
19 ივნისი 2026, 20:10
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ მის ძალაუფლებას ზღვარი არ აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ომიდან მიღებული გამოცდილების შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად, განაცხადა, რომ მის ძალაუფლებას „არანაირი შეზღუდვა“ არ გააჩნია.


