imedi /  07 თებერვალი 2019, 18:35 / სანდო წყარო

მიქაუტაძე: კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველს არ იძლევა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე საქართველოს პარლამენტის 9 დეპუტატის კანონპროექტს ეხმიანება, რომლითაც დეპუტატები მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითხოვენ. 

ეკა ბესელიას განმარტებით, პროექტი დაფუძნებულია კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაზე, რომლის მიხედვითაც, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 2025 წლამდე შეუძლია, რომ უვადოდ დანიშვნა არ გამოიყენოს და მოსამართლეები მხოლოდ გამოსაცდელი ვადით დანიშნოს. 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საფუძველს არ იძლევა. მისი განცხადებით, ორგანულ კანონში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას შეაჩერებს, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"კონსტიტუციაში არის მხოლოდ ერთი გამონაკლისი დაშვებული გარდამავალი ნორმის სახით, რომელიც იძლევა საშუალებას პირველად გამწესების შემთხვევაში მოსამართლე არ დაინიშნოს უვადოდ და დაინიშნოს სამი წლის გამოსაცდელი ვადით. ამ პირობებში, ვფიქრობ, რომ ორგანულ კანონში ნებისმიერი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას წინააღმდეგობაში იქნება საქართველოს კონსტიტუციასთან", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ და დასძინა, რომ ეს კანონპროექტი უპირველეს ყოვლისა სწორედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

კანონპროექტის ავტორები ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი არიან.

21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ამ კანდიდატების დასახელებამ საზოგადოების ვნებათაღელვა გამოიწვია.

მოგვიანებით მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.

ყველა სიახლე

კომიტეტები

21 ნოემბერი 2019, 11:52

საქართველო

ვინ დაიკავებს საპროცედურო საკითხთა და განათლების კომიტეტების თავმჯდომარეების პოსტებს

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის გამართვამდე „ქრონიკისთვის“ კიდევ რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი: საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილი განიხილება, ხოლო განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას გენადი მარგველაშვილი დაიკავებს.

თამბაქო

21 ნოემბერი 2019, 11:34

ეკონომიკა

სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება

2020 წლის პირველი იანვრიდან სპორტულ მოედნებზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში კონტროლის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას მოითხოვენ. „არ გამართლდა არც ერთი უარყოფითი პროგნოზი,

21 ნოემბერი 2019, 11:32

საქართველო

ოპოზიციის მცდელობას, მთავრობის ჭიშკარზე ბოქლომი დაედოთ, პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა

როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, მათ აქვთ უფლება, რომ კანცელარიის ჯიშჭკარს ბოქლომი დაადონ. აქციაზე იმყოფებიან გიგი უგულავა, გიგა ბოკერია, ზაალ უდუმაშვილი, გიორგი ვაშაძე და მათი მხარდამჭერები.

ლებრონ ჯეიმსი

21 ნოემბერი 2019, 11:22

სპორტი

ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი ტიტული მოიპოვა

ცნობილმა სპორტსმენმა ლებრონ ჯეიმსმა მიმდინარე სეზონზე მეხუთედ სამმაგი დუბლი შეასრულა და ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა ვინც, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველა გუნდის წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა . აქამდე ლებრონს NBA-ის ყველა გუნდის წინააღმდეგ ჰქონდა სამმაგი დუბლი შესრულებული, „ოკლაჰომას“ გარდა,

აქცია

21 ნოემბერი 2019, 11:16

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალურ შესასვლელთან ამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. დემონსტრანტები ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციის ბლოკირებას და შესასვლელის ბოქლომით ჩაკეტვას გეგმავენ.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 11:09

ეკონომიკა

გახარია: ჩვენთვის პრიორიტეტია სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის, ამიტომ, შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

კარლ ჰარცელი

21 ნოემბერი 2019, 11:02

საქართველო

ჰარცელი: ვაჟა გაფრინდაშვილს განვიხილავთ, როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ შექმნილი რთული სიტუაციის მსხვერპლს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ განცხადება გააკეთა. ელჩის თქმით, ევროკავშირი ჩართულია მოლაპარაკებებში, რომლებიც მიზნად ისახავს ექიმის სწრაფ გათავისუფლებას.

ბიონსე

21 ნოემბერი 2019, 10:53

ტაბლოიდი

ბიონსესა და ჯეი ზის ქალიშვილმა პირველი მუსიკალური ჯილდო მიიღო

ლას ვეგასში მუსიკალური დაჯილდოება Soul Train Awards გაიმართა. წლის ჩანაწერის კატეგორიაში პოპვარსკვლავ ბიონსეს კურატორობით შექმნილ ალბომში The Lion King: The Gift შესულმა კომპოზიციამ Brown Skin Girl გაიმარჯვა, რომლის ერთ-ერთი ავტორი და შემსრულებელი მისი და რეპერ Jay-Z-ის უფროსი ქალიშვილი, ბლუ აივი კარტერია.

21 ნოემბერი 2019, 10:49

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

მთავრობის სხდომის პარარელურად, ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე პერიმეტრზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 11:00 საათზე ოპოზიციის აქციაა დაანონსებული. ამის გამო, მთავრობის კანცელარიასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:44

საქართველო

პრემიერი: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე

უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ იმას, რომ დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე და გამოწვევებზე, რომელიც არის ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილები- ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

შემოსავლების სამსახური

21 ნოემბერი 2019, 10:35

ძალოვნები

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი - ორი პირი კი დააკავეს.

ირაკლი ჩიქოვანი

21 ნოემბერი 2019, 10:30

საქართველო

ირაკლი ჩიქოვანი პრემიერის პრესსპიკერად დაინიშნა

მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხის ასამაღლებლად პრემიერის აპარატში პრესსპიკერის პოზიცია გაჩნდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარიას განმარტებით, პრესსპიკერის თანამდებობას შეთავსებით საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველი ირაკლი ჩიქოვანი დაიკავებს.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:26

საქართველო

გახარია: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მთავრობა ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს იყენებს

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა, შესაბამისი უწყებები აქტიურად მოქმედებენ 24 საათიან რეჟიმში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

21 ნოემბერი 2019, 10:17

ეკონომიკა

პრემიერმა ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობისთვის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებისკენ მოუწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეროვნულ ბანკს მოუწოდებს, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი აქტიურად გამოიყენოს. ამ საკითხზე პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

წლის სიტყვა

21 ნოემბერი 2019, 10:03

მსოფლიო

ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვა დაასახელა

ოქსფორდის ლექსიკონმა 2019 წლის სიტყვას climate emergency (საგანგებო კლიმატური სიტუაცია) დასახელა. განსაზღვრების თანახმად, ეს არის სიტუაცია, როდესაც კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად სასწრაფო ზომებია მისაღები.

ტელევიზიის დღე

21 ნოემბერი 2019, 09:41

მსოფლიო

21 ნოემბერი ტელევიზიის საერთაშორისო დღეა

21 ნოემბერს მსოფლიო ტელევიზიის საერთაშორისო დღე აღინიშნება. გადაწყვეტილება 1996 წლის ნოემბერში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ მსოფლიო სატელევიზიო ფორუმზე მიიღეს. ამავე წლის 17 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გადაწყვეტილება რეზოლუციით დაამტკიცა.

პოლიტიკური რეკლამა

21 ნოემბერი 2019, 09:28

მსოფლიო

Google-მა პოლიტიკური რეკლამისთვის ახალი შეზღუდვები დააწესა

Google გააკონტროლებს, რომ პოლიტიკური რეკლამა არ შეიცავდეს ცრუ ან შეცდომაში შემყვან ინფორმაციას. ამასთან, კომპანია რეკლამაში იშვიათ შემთხვევებში ჩაერევა. ამით კომპანია განსხვავდება Facebook-სგან, რომელმაც განაცხადა, რომ შეამოწმებს პოლიტიკურ რეკლამებს ნამდვილობაზე, რათა პოლიტიკაში ჩარევა თავიდან აიცილოს.

ჯო ბაიდენი

21 ნოემბერი 2019, 09:04

მსოფლიო

გაპრეზიდენტების შემთხვევაში ბაიდენი ტრამპის სამართლებრივ დევნას არ აპირებს

„მე არ ჩავერევი პროკურორის საქმეებში. დაე მათ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. თუ ისინი დაადგენენ, რომ ტრამპი დამნაშავე იყო, დაე ასე იყოს, მაგრამ მე მათ მითითებებს არ მივცემ. ვფიქრობ, მუდმივი მოწოდებები იმის შესახებ, რომ ტრამპი ციხეში უნდა მოხვდეს, კარგი იდეა არაა,“-აღნიშნა ბაიდენმა.

დონალდ ტუსკი

21 ნოემბერი 2019, 08:51

მსოფლიო

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს

დონალდ ტუსკი „ევროპის სახალხო პარტიის“ თავმჯდომარედ აირჩიეს. ზაგრებში გამართულ პარტიულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას მანკოლეგებს მადლობა გადაუხადა და ყურადღება პოპულისტების, მანიპულატორებისა და დიქტატორების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ცაგერი

21 ნოემბერი 2019, 08:42

ძალოვნები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფერჩთან ხანძარია

ცაგერის მუნიციპალიტეტში ხანძარია. სოფელ წიფერჩთან ცეცხლი დაახლოებით 5 ჰექტარზე ეკალ-ბარდებზეა მოდებული, თუმცა როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ტყის მასივზე ხანძრისგადასვლის საშიშროება არ არსებობს.