imedi /  15 თებერვალი 2019, 11:10 / სანდო წყარო

თბილისის ზოგიერთ უბანში მაღალსართულიანი შენობები აღარ აშენდება

კახა კალაძე

კახა კალაძე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა, როგორც მან თქვა თბილისის სწორად განვითარებისთვის. აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტის გაყიდვა (K2 კოეფიციენტი განსაზღრავს შენობის მასშტაბს, რომელიც უბნების მიხედვით განსახვავებულია). 

"ეს პრაქტიკა, რომელიც 2005 წლიდან დამკვიდრდა, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის   გადაწყვეტილებით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და განაშენიანების რეგულირების გეგმაზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში.

ჩვენი დღის  წესრიგია, რომ დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები. ეს მოხდება გეგმაზომიერად, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დადგენილი ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. 

სამწუხაროა, მაგრამ  ფაქტია, რომ  წლების განმავლობაში, კოეფიციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას და ქაოტური განაშენიანების  პროვოცირებას. მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც შევუდექით ჩვენს საქმიანობას და K2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით  აგორებული პროცესი, წლების  განმავლობაში  ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი, ამიტომ  გადავწყვიტეთ სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ K2 კოეფიციენტით მანიპულაციები.

როგორი ინოვაციური და მასშტაბური  პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო  პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის  მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, თუ ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი.

ეს  გადაწყვეტილება არის დასაწყისი. ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუნველვყოფთ თბილისის სწორად განვითარებას. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო დარგის სპეციალისტებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ და გვეხმარებოდნენ, თუ როგორ მიგვეღო სწორი გადაწყვეტილება, როგორ უნდა წავსულიყავით სწორი მიმართულებით. ასევე, განსაკუთრებით მინდა მადლობა გადავუხადო სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ კონსულტაციებში", - თქვა კალაძემ.

ყველა სიახლე

სავარაუდო ეჭვმიტანილი

25 მაისი 2019, 10:00

მსოფლიო

ლიონში მომხდარი აფეთქების სავარაუდო შემსრულებლის ფოტო გავრცელდა

სავარაუდო ეჭვმიტანილი სათვალთვალო ვიდეოკამერამ დააფიქსირა. კადრში ჩანს კაცი ველოსიპედით, რომელიც მზის შავ სათვალეს ატარებს. ფოტოზე მისი სახე თითქმის არ ჩანს. პოლიცია 30-35 წლის კაცს ეძებს. აფეთქება ლიონში 24 მაისს, ვიქტორ ჰიუგოს საფეხმავლო ქუჩაზე მოხდა. ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაშავდა.

Spice Girls

25 მაისი 2019, 09:46

ტაბლოიდი

Spice Girls-ით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა კონცერტი დატოვეს

გამოცემის ინფორმაციით, გულშემატკივრები გახმოვანების სისტემის გაუმართაობამ გააღიზიანა, რის გამოც საკონცერტო დარბაზი დატოვეს. მათი თქმით, დამსწრე აუდიტორიისთვის Spice Girls-ის რამდენიმე სიმღერის მოსმენა შეუძლებელი იყო.

ადამ ლევინი

25 მაისი 2019, 09:19

კულტურა

ამერიკულ The Voice-ში ადამ ლევინის შემცვლელი დასახელდა

გადაწყვეტილება მუსიკოსმა პროექტში 8-წლიანი მწვრთნელობის შემდეგ მიიღო. 2011 წლიდან ლევინმა 16 სეზონში მიიღო მონაწილეობა. The Voice-ის ახალ სეზონში Maroon 5-ის სოლისტს გვენ სტეფანი ჩაანაცვლებს. ამერიკელი მომღერალი პროექტში 2014-15 წლებში იყო მენტორი.

McLaren Senna

25 მაისი 2019, 09:02

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუმ ავტოპარკი კიდევ ერთი ძვირადღირებული ავტომობილით შეავსო

„იუვენტუსის“ ფორვარდის ავტოპარკს ამიერიდან დაახლოებით 1 მილიონ ევროდ ღირებული McLaren Senna დაამშვენებს. ავტომობილს 659 ცხენის ძალა აქვს და მისი მაქსიმალური სიჩქარე საათში 340 კილომეტრია. McLaren Senna ფორმულა 1-ის ლეგენდარული ბრაზილიელი მრბოლელის აირტონ სენას სახელს ატარებს.

Google Duo

25 მაისი 2019, 08:50

ტექნოლოგიები

Google Duo-ს ვიდეოკონფერენციით 8 ადამიანი ისარგებლებს

FaceTime-თან (32), WhatsApp-თან (4), Skype-სთან (50) და Messenger-თან (50) შედარებით ეს თითქოს არაფერია, თუმცა სიახლე ნამდვილად არის. ვიდეოკონფერენციის განახლებული ფუნქცია როგორც Android ისე iOS პლატფორმაზე უკვე ხელმისაწვდომია.

ცეკვა აჭარული

25 მაისი 2019, 08:38

საქართველო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ში კონცერტი გაიმართა

ფილადელფიაში ქართული ელემენტებით გაჯერებულ ღონისძიებას მიწვეული და არაერთი გამვლელი დაესწრო. საჯარო თავშეყრის ადგილზე შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვები, რომელმაც დამსწრე აუდიტორიის აპლოდისმენტები დაიმსახურა.

ჯერემი ჰანთი რორი სტიუარტი ბორის ჯონსონი ესთერ მაკვეი

25 მაისი 2019, 08:15

მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრობისთვის ბრძოლა დაიწყო

ტერეზა მეი თანახმაა ქვეყნის ახალი ლიდერი მისი გადადგომიდან ერთი კვირის შემდეგ აირჩოინ. თავად მეი კი პრემიერის პოსტს ოფიციალურად 7 ივნისს დატოვებს, თუმცა მოვალეობას იქამდე შეასრულებს სანამ ახალ კანდიდატს არ დაამტკიცებენ. დიდ ბრიტანეთში პოლიტიკური კრიზისი Brexit-მა გამოიწვია.

აფეთქება ლიონში

25 მაისი 2019, 08:00

საქართველო

ლიონში მომხდარი აფეთქების გამო საფრანგეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

დიპლომატიური უწყება ლიონში მყოფ ადამიანებს ქალაქში გადაადგილებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. საფრანგეთის ქალაქ ლიონის ქუჩაში მომხდარი აფეთქების შედეგად ბოლო მონაცემებით 13 ადამიანი დაშავდა. უბედური შემთხვევა ვიქტორ ჰიუგოს ქუჩაზე მოხდა.

25 მაისი 2019, 00:56

ტაბლოიდი

აშშ-ში ხურავენ გადაცემას „ვის უნდა გახდეს მილიონერი“

აშშ-ში პოპულარულ ტელევიქტორინას „ვის უნდა გახდეს მილიონერი“ ხურავენ, რომელიც ეთერში 17 წელია გადის. ამის შესახებ Variety გადაცემის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს. არსებობის ისტორიაში გადაცემის 3000-ზე მეტი გამოშვება გავიდა.

პრინცესა შარლოტა პრინცი ჯორჯი

25 მაისი 2019, 00:42

ტაბლოიდი

პრინცესა შარლოტა თავისი ძმის სკოლაში ისწავლის

ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის მეორე შვილი პირველ კლასში სექტემბერში მივა. პრინცესა შარლოტას 4 წელი 2 მაისს შეუსრულდა. ტომას ბატერსის სკოლაში 560 მოსწავლე სწავლობს. სასწავლო დაწესებულებაში 4-13 ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები სწავლობენ. ამავე სკოლაში იღებს განათლებას პრინცესა შარლოტას ძმაც.

დემენცია

25 მაისი 2019, 00:05

ტექნოლოგიები

როგორ ამოვიცნოთ, რომ ადამიანს დემენცია აქვს. 8 ნიშანი

დემენცია არის სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც ტვინის მუშაობის მოშლა იწვევს. მსოფლიოში მილიონობით მოხუცი აწყდება ამ პრობლემას. ეს დიდი გამოცდაა, როგორც თავად დაავადებული ადამიანისათვის, ასევე მისი ახლობლებისათვის.

მიხეილ სააკაშვილი

24 მაისი 2019, 23:57

საქართველო

სააკაშვილის უკრაინაში ჩასვლის თარიღი დასახელდა

გამოცემის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სავარაუდოდ 29 მაისს დაბრუნდება. ამის შესახებ მანამდე მან თავად ილაპარაკა და თქვა, რომ უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს, რადგანაც კიევსა და ოდესას მეორე სახლად მიიჩნევს. სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის სურვილიც გამოთქვა.

24 მაისი 2019, 23:40

ტაბლოიდი

ქართველი ასტროფიზიკოსის მიერ ჩოგბურთის ბურთებით შექმნილ პირამიდებზე Daily Mail-ი წერს

როგორც ანდრია როგავა ამბობს, მას სამსახურში ჩოგბურთის 20-მდე გამოყენებული ბურთი აქვს და მათგან პირამიდების აწყობა გადაწყვიტა. მას შემდეგ კი რაც მისი ცდა წარმატებული აღმოჩნდა, ბურთების შეგროვება და უფრო რთული კონსტრუქციების შექმნა დაიწყო.

მოგზაურობა

24 მაისი 2019, 23:17

ტექნოლოგიები

კვლევა: უქმეებზე სამოგზაუროდ იაფი და ძვირი ქალაქები დასახელდა

Deutsche Bank-მა მსოფლიოს მასშტაბით 51 ქალაქის ფასები გაანალიზა და შაბათ-კვირის გასატარებლად 10 ყველაზე იაფი და 10 ყველაზე ძვირი ქალაქი დაასახელა. ანალიზი Deutsche Bank-მა 2 ღამის გასათევის ღირებულების მიხედვით გამოითვალა 5-ვარსკვლავიან სასტუმროში.

ავღანეთი

24 მაისი 2019, 22:40

მსოფლიო

UNICEF: ავღანეთში 600 000 ბავშვი შიმშილობს

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის განცხადებით, ასეთი საგანგაშო სიტუაციაა ავღანეთის გარდა მხოლოდ იემენსა და სამხრეთ სუდანშია, სადაც სამოქალაქო ომია. მისივე თქმით, UNICEF-მა უახლოეს 3 კვირაში არანაკლებ 7 მილიონი დოლარი უნდა მოაგროვოს, რათა ავღანეთში მოშიმშილე ბავშვების 60%-ს მაინც დაეხმაროს.

თინა კანდელაკი

24 მაისი 2019, 22:20

ტაბლოიდი

თინა კანდელაკმა პორნომსახიობების შესახებ სერიალზე პილოტი გადაიღო

სერიალი პორნომსახიოების ურთიერთობებს შეეხება. „ამ ისტორიაში პროფესიის გმირების კონტრასტმა და იმ გრძნობებმა დამაინტერსა, რომელსაც ისინი ერთმანეთის მიმართ განიცდიან“, - ამბობს თინა კანდელაკი. „ამედიათეკამ" კანდელაკს კიდევ ერთი პროექტის პილოტის გადაღება შეუკვეთა, თუმცა მისი დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დავით გარეჯი

24 მაისი 2019, 22:11

საქართველო

ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს დაათვალიერებენ

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს, ადგილზე, ექსპერტების დონეზე ერთად დაათვალიერებენ. ითქვა, რომ საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრის ფარგლებში შესაბამის ნორმატიულ-სამართლებრივ დოკუმენტებსა და კარტოგრაფიულ მასალებს შეისწავლიან.

კელტონ კოსტისი

24 მაისი 2019, 21:36

ტაბლოიდი

14 წლის ამერიკელმა მოზარდმა მაგისტრის წოდება მიიღო

კელტონ კოსტისმა ნებრასკას შტატში ბელვიუს უნივერისტეტში 9 წლისამ ჩააბარა. 12 წლისა ის ვებ ტექნოლოგიის სპეციალობით ბაკალავრი გახდა, შემდეგ კი ინფორმაციული მენეჯმენტის შესახებ სამაგისტრო დისერტაცია დაიცვა. თავისუფალ დროს ვუნდერკინდი სპორტით და ცურვით არის დაკავებული. დიპლომების გადაცემის ცერემონია ივნისის დასაწყისში გაიმართება.

დონალდ ტრამპი

24 მაისი 2019, 21:11

მსოფლიო

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასზე მეტ ჯარისკაცს გაგზავნის

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ჯარისკაცების რეგიონში გაგზავნის მიზეზი უკვე განლაგებული ჯარების თავდაცვითი ზომების გაძლიერებაა. სამხედროების გაგზავნის გადაწყვეტილება ოფიციალურმა ვაშინგტონმა თეირანთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მიიღო.

მაღაროელები

24 მაისი 2019, 20:55

საქართველო

ჭიათურის მერის გადაწყვეტილებით, გაფიცულ მაღაროელებს ადვოკატი ეყოლებათ

გაფიცულ მაღაროელებს ჭიათურის მერმა იურდიული დახმარება შესთავაზა. გაფიცულების თქმით, ახლადარჩეული მერის გადაწყვეილებით, მათ დღეიდან იურისტი ეყოლებათ, რომელიც მიმდინარე პროცესებში კონსულტაციას გაუწევს და დაეხმარება.