imedi /  01 მარტი 2019, 13:33 / სანდო წყარო

მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დასაფინანსებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მერია

მერია

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო.

 „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე. 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები 2019 წლის პირველი მარტიდან 31 მაისის ჩათვლით მიიღება.

დაფინანსება გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარს, ხოლო სემესტრულად 1125 ლარს შეადგენს.

სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე, კერძოდ: 51 – 70 ქულა – სწავლის საფასურის 50 პროცენტი; 71 – 90 ქულა – სწავლის საფასურის 70 პროცენტი (თუ ოჯახს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, სტუდენტი მიიღებს 100 პროცენტიან დაფინანსებას); 91 – 100 ქულა – სწავლის საფასურის 100 პროცენტი,"- წერია განცხადებაში.

ამასთან, თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30-პროცენტიანი, 50-პროცენტიანი ან 70-პროცენტიანი სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური 100 პროცენტამდე შეევსება.

დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები: პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სამოტივაციო წერილი.

ყველა სიახლე

ჯეიჰუნ ბაირამოვი

09 სექტემბერი 2026, 22:10

მსოფლიო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი: „ტრამპის მარშრუტის“ შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია

TRIPP პროექტის („ტრამპის მარშრუტის“) შესახებ ძირითადი მოლაპარაკებები აშშ-სა და სომხეთს შორის მიმდინარეობს, თუმცა მისი განხორციელება აზერბაიჯანის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.

09 სექტემბერი 2026, 22:08

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აჭარის განათლების სამინისტროს სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან ერთად სხვადასხვა პროექტსა და კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს შეხვდა.

დიმიტრი მედვედევი

09 სექტემბერი 2026, 22:01

მსოფლიო

მედვედევი: რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება

რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის კონფლიქტის რაც შეიძლება მალე დასრულებით, თუმცა მხოლოდ საკუთარი პირობებით - წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სწრაფად განახლდება. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გამოცემა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

09 სექტემბერი 2026, 21:36

მსოფლიო

რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად

რუმინეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეზინფორმაცია უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს რუმინეთი უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნას გეგმავს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად.

09 სექტემბერი 2026, 21:30

კულტურა

ლევან კოღუაშვილის შავ- თეთრი ფილმი „გურია“-- მსოფლიო პრემიერა ვენეციაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალი განსაკუთრებულია ქართული კინოსთვის. ფესტივალის ერთ ერთ პრესტიჟულ სფოთლაით სექციაში, დღეს ლევან კოღუაშვილის შავ თეთრი ფილმის „გურია" მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

09 სექტემბერი 2026, 21:11

სამართალი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამი ადამიანი დააკავეს. ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.

09 სექტემბერი 2026, 20:57

რეგიონი

შუა დერეფნის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია, ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბათუმი–სარფის ახალი გზის მშენებლობა, რომელიც ბათუმის შემოვლით მაგისტრალს, საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს, ოთხ წელიწადში დასრულდება.

09 სექტემბერი 2026, 20:50

პოლიტიკა

ურთიერთბრალდებები და ერთმანეთის მხილება - ოპოზიციაში კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის დღის წესრიგის სრული რღვევა - კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. დაშლილი ალიანსები, პოლიტიკური ბრალდებები და ურთიერთმხილება. ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების მთავარი თემა, ამჯერად ფინანსური გაუმჭვირვალობა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაა.

ჯონ რეტკლიფი

09 სექტემბერი 2026, 20:43

მსოფლიო

Financial Times: CIA-ს დირექტორი, ჯონ რეტკლიფი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ამერიკის მხრიდან უფრო აქტიურ ჩართულობას გეგმავს

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ევროპელ კოლეგებს განუცხადეს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორი, ჯონ რეტკლიფი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ამერიკის მხრიდან უფრო აქტიურ ჩართულობას გეგმავს, რათა ჩიხში შესულ დიპლომატიურ პროცესს ახალი იმპულსი მიეცეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ავრცელებს.

09 სექტემბერი 2026, 20:37

პოლიტიკა

ოფიციალური თბილისი გაეროში, ევროკავშირისა და ლიეტუვის წარმომადგენელთა დეზინფორმაციულ კამპანიას პასუხობს - საქართველოს ხელისუფლების მოწოდება და მტკიცე პოზიცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გაეროში ევროკავშირის წარმომადგენელს, საქართველოს ხელისუფლება დეზინფორმაციასა და ცილისწამებაში ამხელს.

09 სექტემბერი 2026, 20:26

პოლიტიკა

გაშიფრული კამპანიის რეალური მიზნები - „ასავალ-დასავალის“ მიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაცვის სტრატეგია და ფაქტების გარეშე შეტევა ხელისუფლებაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური და მედიადისკუსია პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის ირგვლივ - „ასავალ-დასავალის“ რედაქტორის მიერ ექსპრემიერის დასაცავად გამოქვეყნებულ პუბლიკაციასა და საპატიმროდან გაჟღერებულ ბრალდებებს მმართველი გუნდი სპეკულაციურს უწოდებს და კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს.

09 სექტემბერი 2026, 20:12

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო სამიტზე. „ქრონიკა“ პარიზიდან

120 ქვეყნის ორი ათასამდე დელეგატი და პირველი კოსმოსური სამიტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარიზშია.

დავით ქართველიშვილი

09 სექტემბერი 2026, 19:49

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ამერიკისა და ევროპის გაყოფა, MAGA-ს დაპირისპირება ევროპულ ისტებლიშმენტთან და შემდეგ იმის ყურება, თუ როგორ ანადგურებენ მოკავშირეები ერთმანეთისადმი ნდობას - კრემლისთვის იდეალური სტრატეგიაა

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დასავლეთში, კერძოდ, ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 19:40

რეგიონი

თამარ იოსელიანი: ბათუმის საზღვაო აკადემიის ფოთის ფილიალი სრულ ოპერირებაშია და წელს პირველად მივიღებთ სტუდენტებს უმაღლესი მიმართულებით

„იმისთვის, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ქვეყანა სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, უმნიშვნელოვანესია როგორც ინფრასტრუქტურა, ასევე ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსი“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას.

09 სექტემბერი 2026, 19:39

პოლიტიკა

გივი მიქანაძე ხორვატიის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, ხორვატიის რესპუბლიკის მეცნიერების, განათლებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან რადოვან ფუქსთან, შეხვედრა გამართა.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 19:29

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ვმუშაობთ იმისთვის, რომ ვიყოთ საიმედო პარტნიორები მსოფლიო სავაჭრო სისტემისთვის

„ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო სექტორს და შესაბამისად, არსებობს ის გრძელვადიანი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს ეს სექტორი და ამ გეგმას ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმ,ა ბათუმში გამართულ საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე საუბრისას.

09 სექტემბერი 2026, 19:26

მსოფლიო

CNN: უკრაინის საბრძოლო ოპტიმიზმი ნელ-ნელა ქრება მაშინ, როდესაც რუსეთი მის „საფორტიფიკაციო ზოლს“ უახლოვდება

ირინა რიბაკოვა საშინელი სიცხადით აცნობიერებს, რომ ფრონტის ხაზი ნელ-ნელა კრამატორსკს უახლოვდება - მას შემდეგ, რაც რამდენიმე წელი აღმოსავლეთ უკრაინაში იმსახურა, იგი თვალს ადევნებდა, როგორ იხევდნენ უკან მისი დანაყოფები ერთი სტრატეგიული ცენტრიდან მეორისკენ, თუმცა, მისი თქმით, ბოლო რამდენიმე კვირა ნამდვილი „სიგიჟე“ იყო, - წერს ტელეკომპანია CNN-ი სტატიაში სათაურით „უკრაინის საბრძოლო ოპტიმიზმი ნელ-ნელა ქრება მაშინ, როდესაც რუსეთი მის „საფორტიფიკაციო ზოლს“ უახლოვდება“.

თამარ იოსელიანი

09 სექტემბერი 2026, 19:12

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური უმნიშვნელოვანესი პროექტია შუა დერეფნის კონტექსტში, ჩვენ გავიმყარებთ პოზიციებს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის და ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ

ბუნებრივია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მიმართ მაღალია ინტერესი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საპორტო სიმძლავრეების გაზრდისთვის არსებული პროექტი, ეს არის, ზოგადად, რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანაკლიის ნავსადგურის პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას.

09 სექტემბერი 2026, 19:07

პოლიტიკა

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად , ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა

კორეის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია დელეგაციასთან ერთად, ციფრული მმართველობის ცენტრს ესტუმრა. ქართული დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ კორეის გამოცდილებას ციფრული მმართველობის, ელექტრონული სახელმწიფო სერვისებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

მაკა ბოჭორიშვილი

09 სექტემბერი 2026, 18:57

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კოსმოსის სფეროში თანამშრომლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია გლობალური უსაფრთხოებისთვის - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით მოწვეულია უმაღლეს დონეზე

პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივა ითვალისწინებს პარტნიორებთან დიალოგს და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ საკითხზე დიალოგის ფარგლებში მოწვეულია უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივით გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.