imedi /  03 მარტი 2019, 23:07 / სანდო წყარო

ბედიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მძიმე საცხოვრებელი პირობებია

ბედიანის ფსიქიატრიული

ბედიანის ფსიქიატრიული

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი - ბედიანი. ადგილი, სადაც ძირითადად არა  საკუთარი სურვილით, არამედ ექიმის ან ნათესავის გადაწყვეტილებით ხვდებიან. აქ იციან, რომ უნდა განიკურნონ, თუმცა პროცესი ხშირად  სიცოცხლის ბოლომდეც გრძელდება. 
ამორტიზებულ და გისოსებში მოქცეულ შენობაში 90 ბენეფიციარია. არადა  ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პაციენტებს არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ საპყრობილეში ცხოვრობენ. ძველი ფანჯრები  ქარს და სიცივეს ვერ აკავებს, ამიტომ ჩარჩოებზე ცელოფანია გაკრული. 
ცენტრის გადატვირთულობის გამო ერთ-ერთ ოთახში 12 საწოლია. ოთახებში სიუფთავეა, თუმცა ბენეფიციარები სივიწროვეს უჩივიან. აქ ჯერ კიდევ არ არის ცენტრალური გათბობა. ოთხ ოთახს, ორი შეშის ღუმელი ათბობს.  
ბენეფიციარები დღეში ოთხჯერ იკვებებიან. სასადილო ყველას ვერ იტევს და ნაწილს რიგში დგომა უწევს. კონტეინერები, რომლითაც დაწესებულებაში საკვები შემოაქვთ სულ მცირე 70 წლისაა.
სააბაზანოში მძიმე სურათია. შენობაში სადაც 90 ბენეფიციარია, მხოლოდ ერთი საშხაპეა და ისიც დაზიანებული. ანტისანიტარიის მიზეზით ბენეფიციართა ნაწილი საშხაპით სარგებლობაზე უარს ამბობს.
ანტისანიტარიაა საპირფარეშოშიც - სადაც მხოლოდ სამი უნიტაზია და მუდმივად რიგი დგას. 
ფსიქიატრიული დაწესებულების ქალთა განყოფილებას სადაც 62 ბენეფიციარია რეაბილიტაცია ბოლოს 2013 წელს ჩაუტარდა. მამაკაცების კორპუსის მსგავსად შენობას აქაც შეშის ღუმელით ათბობენ. ოთახებსა და დერეფანში სისუფთავეა. გადატვრთულობა აქაც პრობლემაა. ამ პატარა ოთახში 7 საწოლი დგას.  ბენეფიციარებზე, დაწესებულების 68 თანამშრომელი ზრუნავს - ფსიქიატრები, ექთნები და ფსიქოლოგები. პაციენტები ძირითადად  მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიან. შენობაში არ არის ლაბორატორია, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
არასახარბიელო სანიტარული პირობებია ქალთა საპირფარეშოშიც. ბენეფიციარებს სურვილის მიხედვით, კვირაში ერთხელ აბანავებენ. სივიწროვისა  და არასახარბიელო ჰიგიენური პირობების მიუხედავ ბენეფიციარები ექთნების და ფსიქიატრების გულისხმიერებაზე საუბრობენ. შრომა თერაპიის კაბინეტი ის ადგილია, სადაც თავს ყველა კარგად გრძნობს. ზოგი მათგანი ხატავს, ზოგი წერს, ზოგი კი ქარგავს. ასე გადის დრო იმ იმედით, რომ სულ მალე სახლში, ოჯახის წევრებთან  დაბრუნდებიან. ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ  ვითარება მალე გამოსწორდება. პრობლემებს ყველა ხედავს და აღიარებს, რომ ისინი მოსაგვარებელია. თუმცა როდის დაიწყება ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების რებილიტაცია, ზუსტი დრო უცნობია. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს, რომელიც სურამისა და ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებს აერთიანებს, სხვადასხვა მიმართულებით, დაახლოებით ას სამოცი ათასი ლარის ოდენობის დავალიანება აქვს. 
დავალიანების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. მოკვლევა დაიწყო შიდა აუდიტის სამსახურმაც. ახლა მთავარი ამ შენობის რეაბილიტაციაა, რადგან პაციენტების ყოველდღიურობა შეიცვალოს - სხვა შემთხვევაში სულ მალე აქ ცხოვრება  და მითუმეტეს მკურნალობა, შეუძლებელი იქნება. 

ყველა სიახლე

25 მაისი 2019, 19:14

ტექნოლოგიები

„მსოფლიო ინტერნეტისთვის“ განკუთვნილი თანამგზავრები დედამიწიდან დაინახეს

კომპანია SpaceX-მა 23 მაისს ორბიტაზე გლობალური ინტერნეტ-პროექტისთვის Starlink 60 თანამგზავრი გაუშვა. თანამგზავრები, რომელთა წონა 227 კილოგრამია, დედამიწის ირგვლივ იფრენენ. მზის ენერგიის საშუალებით, მათ შეეძლებათ მთელ მსოფლიოს მიაწოდონ ინტერნეტი.

გიორგი ყავლაშვილი

25 მაისი 2019, 18:57

საქართველო

ადვოკატი: „რუსთავი 2“-ის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომის შესახებ ნინო ნიჟარაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა

„რუსთავი 2“-ის 9%-ანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატის, გიორგი ყავლაშვილის განცხადებით, მათი მოთხოვნა, რომელიც ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციაზე წვდომას ითვალისწინებდა, დაკმაყოფილდა. ამის შესახებ ადვოკატმა ტელეკომპანიაში პარტნიორთა კრების დასრულების შემდეგ განაცხადა. თუ ამის შემდეგ, კომპანიასთან სამართლებრივი პრეტენზიები დარჩება ძალაში, ადვოკატი აცხადებს რომ, გადაწყვეტენ დავა არბიტრაჟში დასრულდება, თუ სასამართლოში.

ნასერ ელ-ხელაიფი

25 მაისი 2019, 18:57

მსოფლიო

საფრანგეთის პროკურატურა პსჟ-ს პრეზიდენტს კორუფციაში ადანაშაულებს

საფრანგეთის პროკურატურა სწავლობს 3,5 ოდენობის ორ ფულად გადარიცხვას, რომელიც 2011 წელს ელ-ხელაიფისა და მისი ძმის ხალიდის კუთვნილმა კომპანია Oryx Qatar Sports Investment-მა სენეგალელი ბიზნესმენის პაპა მასატა დიაკის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე განახორციელა.

ამერიკული სამხედრო გემი

25 მაისი 2019, 18:52

მსოფლიო

აშშ-ში დამნაშავედ ცნეს მეზღვაური რომელიც რუსეთში საიდუმლო ინფორმაციის გადაგზავნას ცდილობდა

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ოფიცერს სტივენ კელოგს, რომელიც ჟურნალისტისთვის რუსეთში გასაგზავნად საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი წერს.

25 მაისი 2019, 18:46

საქართველო

გორის მუნიციპალიტეტის 20-მდე სოფელი დაისეტყვა

მერეთის, ნიქოზის, ახალუბნის, ტირძნისის და დიცის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში ამბობენ რომ დაზიანდა და განადგურდა ვაზი, ხეხილი და ერთწლიანი კულტურები. სეტყვის მიერ მიყენებულ ზარალი ჯერ უცნობია. რწმუნებულები ვითარებას ადგილზე სწავლობენ.

25 მაისი 2019, 18:33

მსოფლიო

საგარეო უწყება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს

საქართველოს დროშის ფერებში განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობები. კერძოდ თურქეთში, ანკარაში საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდება ანკარის ანძა, დაიწერება: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, ირლანდიასა და სლოვენიაში საქართველოს დროშის ფერები გამოისახება სხვადასხვა შენობებზე. ტრადიციულად, ქართული ჩოხით შეიმოსება ბელგიაში ბრიუსელის სიმბოლო Manneken-Pis.

შემთხვევის ადგილი

25 მაისი 2019, 18:14

მსოფლიო

მედია: პოლიციამ ლიონში აფეთქების შესაძლო შემსრულებლის დნმ-ი აღმოაჩინა

ფრანგმა სამართალდამცველებმა 24 მაისს ლიონში საფეხმავლო ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესაძლო შემსრულებლის დნმ-ი აღმოაჩინა. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი BFMTV იუწყება. წყაროს ინფორმაციით, „ეს არ ნიშნავს, რომ დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია, უბრალოდ მან საკუთარი კვალი დატოვა“.

თავისუფლების მოედანი

25 მაისი 2019, 17:54

საქართველო

საქართველო 26 მაისისთვის ემზადება

ხვალ 26 მაისია, - დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. ხვალ მთავარი ღონისძიება ფიცის დადების ცერემონია იქნება. თავისუფლების მოედანზე 288 რეკრუტი ქვეყნის წინაშე ფიცს დადებს. ამ დღეს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღებაც იქნება წარმოდგენილი.

ლაშა დარსალია

25 მაისი 2019, 17:37

საქართველო

დავით გარეჯში შექმნილ სიტუაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიას თქმით, ადგილზე არსებულ სიტუაციას საექსპერტო ჯგუფები შეისწავლიან, რის შემდეგაც მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია კომისიის სხდომაზე განიხილება.

25 მაისი 2019, 17:26

სპორტი

კახეთში 2019 წლის პირველი ბაშო ჩატარდა

სიღნაღმა 2019 წლის პირველ ბაშოს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა პროფესიონალმა და მოყვარულმა სპორტსმენებმა მიიღეს. ბაშოს გამარჯვებული ქართველი ძიუდოისტი, ადამ ოქრუაშვილი გახდა, რომელსაც ორგანიზატორებმა ფულადი პრიზი და ტოჩინოშინის კიმონო ხელმოწერასთან ერთად გადასცეს.

დავით სერგეენკო

25 მაისი 2019, 17:19

საქართველო

სერგეენკო: გაფიცული მაღაროელები მედიატორის ჩართულობით დავის მოგვარებაზე უარს აცხადებენ

ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები მედიატორის ჩართულობით დავის მოგვარებაზე უარს აცხადებენ. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უწყება გაფიცვის პირველივე დღიდან ჩართულია პროცესში, თუმცა მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც ხელფასების გაზრდას ეხება, გადაწყვეტილება კომპანიის მენეჯმენტმა უნდა მიიღოს.

25 მაისი 2019, 17:15

საქართველო

„რუსთავი 2-ში“ პარტნიორთა კრება მიმდინარეობს

ადვოკატი გიორგი ყავლაშვილი აუდიტორულ კომპანიისთვის გადასაცემად ტელეკომპანიის ფინანსურ დოკუმენტაციას მოითხოვს. ასევე განიხილება დავის არბიტრაჟში განხილვის შესაძლებლობაც. ტელეკომპანიის წარმომადგენლების პოზიცია, კრების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

ზაზა ნადირაძე

25 მაისი 2019, 17:07

სპორტი

ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ მსოფლიო თასის პირველ ეტაპი მოიგო

პოზნანში ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 39.191 წამში დაფარა და პირველი ტურის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე ყაზახეთის წარმომადგენელი ტიმურ ხაიდაროვი, ხოლო მესამეზე ბელარუსი არსტენ კოზირი.

დავით სერგეენკო

25 მაისი 2019, 16:41

საქართველო

დავით სერგეენკომ 120 დევნილ ოჯახს ბინები გადასცა

ორი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის მშენებლობა 2017 წლის ივნისში დაიწყო, რომლისთვისაც საქართველოს მთავრობამ 5,5 მილიონი ლარი გამოყო. 120 ბინიდან 54-ერთოთახიანი, 39-ოროთახიანი, 24-სამოთახიანი და 3-ოთხოთახიანი არის. შენობები შშმ პირებისთვის ადაპტირებულია.

ქერჩის სრუტე

25 მაისი 2019, 16:34

მსოფლიო

გაეროს ტრიბუნალმა რუსეთისგან უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება მოითხოვა

გაეროს ზღვის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა განაცხადა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც ქერშის სრუტეში კონფლიქტის დროს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ანდრეი ბოგდანი

25 მაისი 2019, 16:32

მსოფლიო

ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის გადაყენების შესახებ პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ბოგდანის გადაყენების მოთხოვნით შექმნილმა პეტიციამ საჭირო რაოდენობის ხმები დააგროვა, ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის კი 90 დღის განმავლობაში პეტიციის განხილვის ვალდებულება დაეკისრა. 25 ათასი ხმა პეტიციამ ორ დღეში დააგროვა.

ლევან დავითაშვილი

25 მაისი 2019, 16:23

საქართველო

დავითაშვილი: ქუთაისში ხეების ამოღებაზე ნებართვა კანონიერად გაიცა

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევა დავითშვილი გამოეხმაურა მთავრობის მიერ გაცემულ ნებართვას, რომლის მიხედვითაც, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებელ კომპანიას „წითელ ნუსხაში“ შეტანილი 109 ძირი ხის მოჭრის უფლება მიეცა. მისი თქმით, გარკვეული მედიასაშუალებები და ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებენ.

ჯორჯიან მანგანეზის ადმინისტრაცია

25 მაისი 2019, 16:09

ეკონომიკა

მაღაროელების საკვებით მომმარაგებელ კომპანიას ჯორჯიან მანგანეზმა ხელშეკრულება შეუწყვიტა

შპს ,,სალეს“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მანგანეზს 100 000 ლარამდე დავალიანება აქვს, შესაბამისად, სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ირმა გაფრინდაშვილის თქმით, სამი წლის განმავლობაში ვახტურ რეჟიმზე მყოფ მაღაროელებს ამარაგებდა საკვებით, აპრილში კი კომპანიის შეთავაზებით, ყველა მაღაროში მშრალი ულუფებით მომარაგება დაიწყო. გაფრიდაშვილი სრულად იზიარებს გაფიცულების მოთხოვნებს

25 მაისი 2019, 15:53

საქართველო

დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები დასრულდა და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია. დეკანოზი სხვა სასულიერო პირებთან ერთად დავით გარეჯში იმყოფება. მისი თქმით, გზა გაყვანილია ჩიჩხიტურის მონასტრის სიახლოვეს.

ჰაკერები

25 მაისი 2019, 15:50

ტექნოლოგიები

აშშ-ში სადაზღვევო კომპანიის ვებგვერდიდან მილიონობით ფინანსური დოკუმენტი გასაჯაროვდა

First American Financial-ის გასაჯაროებულ პირად ინფორმაციაში მოხვდა საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, სოციალური დაზღვევის ნომრები, მძღოლების მართვის მოწმობის სურათები და საგადასახადო ჩანაწერები. კომპანიის ისტორიაში ეს კიბერშეტევა ყველაზე ფართომასშტაბიანია.