საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა
პაატა იმნაძე
ამირან გამყრელიძე
ფოტო: Facebook
საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პაციენტი არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიიდან კვირას დაბრუნდა, თითქოს სიმპტომების გარეშე, შემდეგ განუვითარდა მაღალი ტემპერატურა. მან გუშინ თავად მიმართა საავადმყოფოს, რამდენჯერმე განმეორდა ტესტი და დაფიქსირდა პოზიტიური შედეგი. წინა 3 შემთხვევასთან შედარებით, მეოთხე პაციენტი უფრო საყურადღებოა. მიმდინარეობს მუშაობა კონტაქტების დადგენით მიზნით, დღეის მდგომარეობით მოძიებული გვაქვს 20 კონტაქტი, მათ შორის 15, თვითმფრინავში. მიმდინარეობს ამ ადამიანების ეპიდკვლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 21:35
მსოფლიო
Euronews: „ტრამპის მარშრუტი“ ქმნის სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელ რგოლს უფრო ფართო „შუა დერეფანში“, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს
აშშ-ის ტექნიკურმა დელეგაციამ ბაქოში დაასრულა მოლაპარაკებები „ტრამპის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობის მარშრუტის“ (TRIPP) დერეფნის შესახებ - ვაშინგტონი ცდილობს აზერბაიჯანთან თავისი ახალი სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებად აქციოს, - წერს Euronews-ი.
23 აპრილი 2026, 21:28
პოლიტიკა
დიასპორის კომიტეტმა კასპში გასვლითი სხდომა გამართა
კასპის მუნიციპალიტეტში, პარლამენტის დიასპორის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის“ სტატუსის მინიჭების თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.
23 აპრილი 2026, 21:27
ჯანდაცვა
დიუშენის სინდრომი - ცდები მედიკამენტზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მედიკამენტი, რომელსაც დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების ოჯახები ითხოვენ, ევროპასა და შეერთებულ შტატებში საცდელ პერიოდს გადის.
23 აპრილი 2026, 21:18
პოლიტიკა
ოპოზიციური ერთობის დარღვეული ერთგულება - გაერთიანების შექმნიდან ორი თვის თავზე, „ნაციონალური მოძრაობა“ ალიანსის დასატოვებლად ემზადება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პატიმარი სააკაშვილი და მისი „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური ალიანსის წესებით თამაშს არ აპირებენ. ერთობა ერთობას ვერ ინარჩუნებს.
23 აპრილი 2026, 21:15
მსოფლიო
ზელენსკი: უკრაინას არ სჭირდება ევროკავშირის სიმბოლური წევრობა - უკრაინა უპირობოდ იცავს ევროპას
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო ევროკავშირში „სიმბოლური“ წევრობის იდეა და აღნიშნა, რომ უკრაინის ბრძოლა ევროპის დასაცავად არ არის სიმბოლური და ქვეყანა იმსახურებს გახდეს ბლოკის სრულუფლებიანი წევრი.
23 აპრილი 2026, 21:15
საზოგადოება
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა
ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა.
23 აპრილი 2026, 21:02
პოლიტიკა
ერიკ ნილ კროსი: მე არ ვარ საქართველოს მომხსენებელი, ამიტომ სხვა მომხსენებლებს ვუსმენ. ისინი საუბრობენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა
მე არ ვარ საქართველოს მომხსენებელი, ამიტომ სხვა მომხსენებლებს ვუსმენ. ისინი საუბრობენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, ამბობენ, რომ სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაა, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ერიკ ნილ კროსიმ.
23 აპრილი 2026, 21:01
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: ჰერჩინსკი, ფიშერი თუ სხვები წლების განმავლობაში თავისივე შექმნილი სუროგატული ბუშტიდან უნდა გამოვიდნენ, ხალხი დაინახონ და მათ წარმომადგენლებს დაელაპარაკონ. ამაზე უარს არ ეტყვიან. მათ უნდა გაიგონ ხალხის
თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
23 აპრილი 2026, 20:56
მსოფლიო
Reuters: რუმინეთის მმართველმა კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ის უმსხვილესმა პარტიამ დატოვა
რუმინეთის უმსხვილესი პარტიის, „სოციალ-დემოკრატების“ შვიდი მინისტრი პრემიერ-მინისტრ ილიე ბოლოჟანის პროევროპული კოალიციური მთავრობიდან ხუთშაბათს გადადგა - აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე დატოვა და ევროკავშირის ფონდებზე წვდომა საფრთხის ქვეშ დააყენა, - წერს სააგენტო Reuters-ი.
23 აპრილი 2026, 20:54
სამართალი
ბრალდებები ძალადობისა და გაუპატიურების შესახებ - ოპოზიციის აქტივისტებს შორის დაპირისპირება და დაწყებული გამოძიება. ქრონიკის“ სიუჟეტი
აქტივისტებში დაწყებული დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. საქმე სიტყვიერ შეურაცხყოფამდეც მივიდა.
23 აპრილი 2026, 20:53
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი: საქართველოს დელეგაციის შეჩერება აღმაშფოთებელია. გერმანიაშიც კი გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ არსებობს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები
გერმანიაშიც კი გვაქვს გარკვეული ხარვეზები, ამიტომ არსებობს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ქვეყანაში ჩადიან და რეკომენდაციებს აძლევენ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა მალტე კაუფმანიმ.
23 აპრილი 2026, 20:45
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, იგეგმება სიტყვით გამოსვლაც. „ქრონიკა“ საბერძნეთიდან
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი საბერძნეთშია. მაკა ბოჭორიშვილი „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას, იგეგმება სიტყვით გამოსვლაც.
23 აპრილი 2026, 20:43
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი მზად არის, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის და ელოდება მწვანე შუქს ამერიკის შეერთებული შტატებისგან
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ისრაელი მზად არის, ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების განახლებისთვის და ელოდება „მწვანე შუქს ამერიკის შეერთებული შტატებისგან“, რათა სამიზნეში ამოიღოს ახალი უზენაესი ლიდერი და ირანის ენერგეტიკული ობიექტები.
23 აპრილი 2026, 20:42
სამართალი
ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულ ჯაშუშებს ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. ერთი დაკავებულია, კიდევ ორ ადამიანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჯაშუშობაში ბრალდებულები ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობდნენ. ერთი დაკავებულია, საზღვარგარეთ მყოფ კიდევ ორ ადამიანზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.
23 აპრილი 2026, 20:41
პოლიტიკა
ბუნდოვანი მომავალი და ბნელ წარსულში დაბრუნების პერსპექტივა. რატომ ხედავს ევროკავშირის ელჩი საქართველოს მომავალს ასე და რას პასუხობს მმართველი გუნდი ევროპელ დიპლომატს? „ქრონიკის“ სიუჟეტი
რატომ ხედავს ევროკავშირის ელჩი საქართველოს მომავალს მუქ ფერებში? „გზაგასაყარი და ბნელ წარსულში დაბრუნების პერსპექტივა“ - პაველ ჰერჩინსკის გზავნილს ხელისუფლებისთვის მუქარის ტონი აქვს.
23 აპრილი 2026, 20:29
პოლიტიკა
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
23 აპრილი 2026, 20:29
პოლიტიკა
რევოლუციური გეგმა ბლაჟევიჩისგან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებულებები. ხელისუფლება ოპოზიციას მორიგ კრახს უწინასწარმეტყველებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იგორ ბლაჟევიჩის ტრენინგები და ოპოზიციის რევოლუციური გეგმები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული მტკიცებულებები აქვს. ამის მიუხედავად, ჩეხი ინსტრუქტორის ქართველი მოსწავლეები მასთან კავშირს უარყოფენ.
23 აპრილი 2026, 20:16
პოლიტიკა
სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად, სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე, მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში. მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტი მომდევნო კვირას დაამტკიცებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად, სუს-ის ხელმძღვანელად გეკა გელაძე, მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტში. მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებს პარლამენტი მომდევნო კვირას დაამტკიცებს.
23 აპრილი 2026, 19:55
მსოფლიო
ტრამპი: ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან
ირანს ძალიან უჭირს იმის გარკვევა, თუ ვინ არის მათი ლიდერი, მათ უბრალოდ არ იციან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
23 აპრილი 2026, 18:52
ეკონომიკა
საქართველოს დელეგაციამ ჩინეთის ავიაკომპანია „China Southern Airlines“-თან პეკინი - თბილისი - პეკინისა და სხვა ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისების დაწყებაზე მოლაპარაკება გამართა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა შეხვედრა ავიაკომპანია „China Southern Airlines“-ის კომერციული კომიტეტის დირექტორის მოადგილე ტან გუანგთან გამართეს. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.


