imedi /  06 მარტი 2020, 16:42 / სანდო წყარო

ნათია თურნავა: სახელმწიფო იზრუნებს ჩვენს მოქალაქეებზე, რომლებიც იტალიიდან აპირებდნენ გამომგზავრებას

ნათია თურნავა

ნათია თურნავა

მინდა, დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, ვინც იტალიიდან პირდაპირი რეისით აპირებდა საქართველოში გამომგზავრებას, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ ისინი ორგანიზებულად ჩამოვიყვანოთ - ამაზე იზრუნებს სახელმწიფო და ამ ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ იტალიასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხზე კომენტარისას აღნიშნა.

მისივე თქმით, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, პრემიერ-მინისტრის მეთაურობით შექმნილია სპეციალური საგანგებო შტაბი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მსჯელობს კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციულ ღონისძიებებზე.

„ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ პირდაპირი ფრენები იტალიასთან, ვინაიდან იტალია განეკუთვნება მაღალი რისკის ქვეყნების ჯგუფს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ეს ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, თუმცა, მთავრობის პრიორიტეტი პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ნათია თურნავას თქმით, ეს გადაწყვეტილება ტურიზმის სფეროს ინტერესებიდან გამომდინარეც არის მიღებული.

„მინდა გითხრათ, ეკონომიკურად მძიმე გადაწყვეტილებაა, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტი პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ჯანმრთელობაა. ჩვენ ვფიქრობთ ტურიზმის ინტერესებიდან გამომდინარეც, ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხო ტურისტული ბაზრის იმიჯი, მათ შორის ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისითაც და თუნდაც ის სტუმრები, ვინც დღეს საქართველოს სტუმრობენ, აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ. აქედან გამომდინარე, ყოვლად გამართლებული და დროული გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება იმას, თუ როდემდე იქნება შეჩერებული იტალიასთან პირდაპირი ფრენები, ნათია თურნავა კონკრეტულ ვადებზე არ საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად ზოგადად კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა შემცირდება, ან საერთოდ განულდება.

„ეს არის ჩვენი მოლოდინი და როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ პირდაპირი ფრენების აღდგენა, რადგან ეს პირდაპირი ფრენები ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი მონაპოვარია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. უბრალოდ ახლა კონკრეტული ვადების დასახელება რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ კორონავირუსის გავრცელება ჩვენი კონტროლის მიღმაა და ჩვენ უბრალოდ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.

საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის დღეიდან 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა.

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე ჯამში 9 შემთხვევაა დადასტურებული. საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე 29 თებერვალს, მეოთხე კი 5 მარტს დადასტურდა.

4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3220 ადამიანი ემსხვერპლა, 51,193 კი გამოჯანრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

ყველა სიახლე

18 მაისი 2021, 12:59

საზოგადოება

Social Impact Award 2021 საკონკურსო ნაწილი იწყება

პროგრამის შემდეგ ეტაპზე, შემოსული განაცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიურის მიერ შერჩეული 10 ფინალისტი გუნდი გაივლის ორთვიან ინკუბაციას და ინდივიდუალური მენტორების დახმარებით დახვეწენ ბიზნესმოდელს, შეადგენენ ბიზნესგეგმებს და მოემზადებიან ფინალისთვის.

18 მაისი 2021, 12:58

მსოფლიო

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ კონფლიქტის ესკალაციიდან დღემდე, ღაზის სექტორში 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს

ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ისრაელის არმიამ 150-ზე მეტი ტერორისტი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის არმიის პრესსამსახური ავრცელებს.

თამარ გაბუნია

18 მაისი 2021, 12:57

COVID19

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი - დღეს საქართველოში 80 ათასამდე აცრილი ადამიანია

„ჯერჯერობით ვაქცინაცია არ არის იმდენად ფართო, რომ ჩვენ მის იმედად გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობა. თუმცა იმან, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც იმედისმომცემია, ასევე, იმან რომ ზაფხულია და მოსახლეობაც მზად არის გარეთ სივრცეში გაატაროს მეტი დრო, არის იმის შესაძლებლობა რომ დარჩენილი პერიოდი უსაფრთხოდ გავატაროთ. ზამთარში რომ ყოფილიყო ეს სიტუაცია, ჩვენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვას ვერ გადავწევდით.

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 12:50

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი მომზადდა ზუსტად ისე, როგორც ეს მიშელის დოკუმენტშია ჩაწერილი

საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული წევრების გადანიშვნის საკითხი შარლ მიშელის დოკუმენტით გაწერილი არ არის და ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის მოთხოვნას წარმოადგენს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნინო თანდილაშვილი

18 მაისი 2021, 12:47

საზოგადოება

ნინო თანდილაშვილმა ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით რიგით მეხუთე მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით რიგით მეხუთე მაღალი დონის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

18 მაისი 2021, 12:36

მსოფლიო

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე 800-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე სამხედროებმა 802 ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი ორგანიზაცია პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაცია (AAPP) ავრცელებს.

18 მაისი 2021, 12:36

სამართალი

სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა

სადახლოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

18 მაისი 2021, 12:33

ეკონომიკა

მსოფლიო ბანკი: საქართველოს შეუძლია მწვანე ზრდის პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება

მსოფლიო ბანკმა და საქართველოს მთავრობამ დღეს ვირტუალურ ღონისძიებას უმასპინძლეს, სადაც განხილულ იქნა მსოფლიო ბანკის ბოლოდროინდელი ანგარიშის „საქართველო: გზა მწვანე და მედეგი განვითარებისკენ“ მიგნებები და რეკომენდაციები.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა დარწმუნდა, რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული

საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის ჩართულობა, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის არჩევნების შედეგების გადამოწმების კიდევ ერთი ბერკეტი, თან ძალიან ქმედითი ბერკეტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი ხმალაძე

18 მაისი 2021, 12:29

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: დედაქალაქში არაერთი არეალი დავიცავით ქაოტური განაშენიანებისგან

„დედაქალაქის მასშტაბით, დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ არეალებზე მშენებლობის ნებართვას გავცემთ დეტალური დაგეგმარების შემთხვევაში. ასეთი ტერიტორიებია: თბილისის ზღვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები და სხვ. ჯამში, 11 არეალია, რომელიც გენერალური გეგმით იქნა განსაზღვრული“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

18 მაისი 2021, 12:27

საზოგადოება

ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა

თბილისის განვითარების ახალი გენერალური გეგმით, დედაქალაქში 4 მილიონ კვ.მ ტერიტორიას მწვანე სივრცის სტატუსი მიენიჭა და ხუთი ახალი საპარკე არეალი შეიქმნა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 მაისი 2021, 12:21

საზოგადოება

კახა კალაძე: ისტორიული არეალების რეაბილიტაციას მომდევნო წლების განმავლობაშიც განვაგრძობთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი ისტორიული არეალების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომდევნო წლებშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მერმა დედაქალაქის ურბანული განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

18 მაისი 2021, 12:20

სპორტი

ვილი სანიოლმა რუმინეთსა და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

31 მაისის ჩათვლით ეროვნული ნაკრები დედაქალაქში საწვრთნელ შეკრებას გაივლის, რის შემდეგაც რუმინეთში გაემგზავრება. რუმინეთი - საქართველოს შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება, ოთხი დღის შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელები ნიდერლანდების ეროვნულ გუნდთან ენსხედეში ითამაშებენ.

ირაკლი ხმალაძე

18 მაისი 2021, 12:17

საზოგადოება

ირაკლი ხმალაძე: ბოლო წლებში დედაქალაქის მერიამ განაშენიანების გეგმარების ახალი სტანდარტები დაამკვიდრა

დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში თბილისის მუნიციპალიტეტმა განაშენიანების გეგმარების მიმართულებით ახალი, მნიშვნელოვანი სტანდარტები დაადგინა. ამის შესახებ მან დედაქალაქის ურბანული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების ანგარიშის პრეზენტაციაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერმა, კახა კალაძემ გამართა.

ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინი

18 მაისი 2021, 12:16

მსოფლიო

რუსული მედია ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ჩატარების სავარაუდო ადგილს ასახელებს

ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ჩატარების სავარაუდო ადგილი შვეიცარიაა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ რუსეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კახა კალაძე

18 მაისი 2021, 12:13

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩემთვის ქალაქის მერობა დიდი პასუხისმგებლობაა, რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი

ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. არჩევნები არის შემოდგომაზე და დაველოდოთ, ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაოა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა, იქნება თუ არა ის თბილისის მერობის კანდიდატი.

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:11

რეგიონი

ირაკლი კობახიძე დმანისის მოვლენებზე: რთული ვითარების ერთ დღეში დეესკალაცია სამართალდამცველების სათანადო მოქმედებაზე მეტყველებს

„ის, რომ ძალიან რთული ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთი დღის განმავლობაში, მეტყველებს იმაზე, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა სათანადოდ იმოქმედეს. იყოს რთული სიტუაცია, რომელიც ყოფით ნიადაგზე დაიწყო და ძალიან გართულდა. შესაბამისად არ იყო მარტივი ამ ვითარების დეესკალაცია, მაგრამ ეს ერთ დღეში მოხერხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ

ირაკლი კობახიძე

18 მაისი 2021, 12:09

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე საარჩევნო კოდექსზე: რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს მანიპულაციებზე სასაუბროდ

რეალურად ესაა ფუნდამენტური საარჩევნო ცვლილებები, რომელიც საბაბსაც კი არ დატოვებს, იმისთვის რომ ვინმემ ისაუბროს რაიმე ტიპის მანიპულაციასა და ამის ნიშნებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა

არჩილ თალაკვაძე

18 მაისი 2021, 12:06

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: თბილისის მერის არჩევნებში ჩვენი სრული მხარდაჭერა კახა კალაძეს აქვს

კონსულატაციები დაწყებულია და პარტიის თავმჯდომარე ამაზე კიდევ უფრო მეტს იტყვის. ჩვენ სამზადისი უკვე დავიწყეთ თვითმმართველობის არჩევნებისთვის - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

18 მაისი 2021, 12:02

მსოფლიო

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაცია იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ტოკიოს სამედიცინო პრაქტიკოსთა ასოციაცია, რომელიც 6 000-მდე ექიმს აერთიანებს, იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის გაუქმებისკენ მოუწოდებს.