ალექსანდრე ხვთისიაშვილი: უახლოეს დღეებში იტალიიდან საქართველოს 95 მოქალაქეს ჩამოვიყვანთ
ალექსანდრე ხვთისიაშვილი
ფოტო: IMEDI
„იტალიიდან მოქალაქეების დაბრუნება მოხდება თვითმფრინავით. დიდი ალბათობით ქალაქ რომიდან. ჩვენ ვმუშაობთ ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტროსთან, ავიაციის დეპარტამენტთან და ავიაციიის სააგენტოსათან. რომ რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს თვითმფრინავი, რათა ჩვენი მოქალაქეები ჩამოვიყვანოთ. დღევანდელი მდგომარეობით 95-მა ადამიანმა წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია იმეილზე. მოხდა მათთან დაკავშირება“, - ამის შესახებ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, იტალიაში საელჩოს ყველა თანამშრომელი 24 საათიან განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს იტალიაში მყოფ ქართველებთან. „დაემატა რამდენიმე ცხელი ხაზი. მოხდა სპეციალური იმეილის შექმნა და გავრცელდა განცხადება, რომ საქართველოს მოქლაქეებმა, რომლებსაც უახლოესი ორი კვირის წინ ჰქონდათ შეძენილი ან დაჯავშნილი ბილეთები მიმართონ საქართველოს საკონსულოს რომში, რათა მოხდეს ყველა იმ პირის იდენტიფიცირება და შემდეგ იმ ადამიანების საქართველოში დაბრუნება.
მიუხედავად იმისა, რომ 95 ადამიანთან მოხდა კომუნიკაცია ჩვენ დღეს დილით შევიტყვეთ, რომ სოციალური ქსელით ეს ადამიანები, რომლებიც დარჩნენ იტალიაში რეისების გაუქმების გამო, გამოხატავენ შიშს რომ არ მიხედავთ მათ სახელმწიფო და მთავრობა. კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ მეილზე როგორც კი მოდის ინფორმაცია მათ უკავშირდებიან საელჩოდან და უახლოეს პერიოდში მათთან მოხდება კომუნიკაცია. ეს 95 ადამიანი არის კონტროლის ქვეშ. საქართველოს მთავრობა ყველას მიაქცევს ყურადღებას“, - აღნიშნა ხვთისიაშვილმა.
რაც შეეხება ირანს, ხვთისიაშვილის თქმით, ამ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს და საკონსულოს აქვს კომუნიკაცია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან. „ამ ქვეყანაშიც არის საკონსულოს და საელჩოს ცხელი ხაზი, რომელზეც რეკავენ ჩვენი მოქალაქეები. რამდენიმე დღის წინ ჩამოვიყვანეთ ჩვენი მოქალაქეები აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. ჩვენ შევათანხმეთ აზერბაიჯანთან სახმელეთო დერეფანი, რომლითაც საქართველოს 30 მოქალაქის გადმოყვანა მოხდა ირან-აზერბაიჯანის საზღვრიდან. 35-კაციანი სიიდან 5-მა მოქალაქემ უარი განაცხადა და დარჩა ირანში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, ირანში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთა ნაწილი გამოხატავს ამ ქვეყანაში დარჩენის სურვილს. „თუმცა არიან ადამიანები, ვისაც საქართველოში დაბრუნება უნდა. ასეთი დერეფანი შეთანხმებული გვაქვს სომხეთთან და არ არის გამორიცხული, მოქალაქეები სამშობლოში სომხეთის გავლით დავაბრუნოთ“, - აღნიშნა ხვთისიაშვილმა.
საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.
ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული მგზავრებისთვის დღეიდან 14-დღიანი კარანტინი სავალდებულოა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 42. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
4 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ვირუსით იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით 3491 ადამიანი ემსხვერპლა, 57389 კი გამოჯანრთელდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე
06 აპრილი 2026, 14:31
საზოგადოება
წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება
ვაკის რაიონში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება, რომლის ფარგლებშიც წყნეთში დიმიტრი ამილახვრის ქუჩა განახლდება.
06 აპრილი 2026, 14:29
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 14:29
საზოგადოება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია ტრადიციულ სასაჩუქრე კალათებს გასცემს
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერია უფასო სასადილოებით მოსარგებლე სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებსა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის წევრებს ტრადიციულად სასაჩუქრე კალათებს გადასცემს.
06 აპრილი 2026, 14:26
პოლიტიკა
თბილისის მერია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაფლაოებსა და მიმდებარე ტერიტორიებს აწესრიგებს
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მუნიციპალური სასაფლაოები და მათთან მისასვლელი გზები მაქსიმალურად მოწესრიგდება.
06 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
მიხეილ ყაველაშვილი ალიევთან შეხვედრაზე: ვისაუბრეთ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალი დონისა და სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
06 აპრილი 2026, 14:25
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას.
06 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
პრემიერი: ილჰამ ალიევთან შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, ამ კონტექსტში, მივესალმებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო პროცესს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კონსტრუქციულ თანამშრომლობას და ახალ ინიციატივებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
06 აპრილი 2026, 14:20
პოლიტიკა
მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი დაწესდება, რომლითაც მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ
დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით ტრადიციულად, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
06 აპრილი 2026, 14:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება
მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. გვაქვს მოლოდინი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის, გაღრმავდება თანამშრომლობა ინვესტიციების ზრდის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
06 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუჯეტის ფორმირების პროცესს ეხება
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
06 აპრილი 2026, 14:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, რომლებიც უკავშირდება, როგორც ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე მთლიანად, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
06 აპრილი 2026, 14:13
მსოფლიო
The Economist: ევროპელი მოკავშირეები აშშ-ის ნატოში დარჩენის იმედს კარგავენ
The Economist-ი წერს, რომ ევროპას ნატოში ამერიკის დარჩენის იმედს კარგავს, მოკავშირეებს შორის უთანხმოება კი იმდენად შორსაა წასული, რომ ევროპელი პარტნიორების ქმედებები დონალდ ტრამპის პოზიციას ალიანსთან დაკავშირებით ვეღარ შეცვლის.
06 აპრილი 2026, 14:05
მსოფლიო
ჯორჯია მელონი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ვიზიტით იმყოფებოდა
ჯორჯია მელონი, ვიზიტის წინასწარ დაანონსების გარეშე ესტუმრა საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ირანის თავდასხმების ფონზე, სამ სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა, განიხილა როგორც უსაფრთხოების, ასევე ენერგოუსაფრთხოების საკითხები.
06 აპრილი 2026, 13:59
მსოფლიო
ირანი პირობას დებს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემთხვევაში აშშ-ს ყოვლისმომცველ პასუხს გასცემს
თუ აშშ განახორციელებს თავის მუქარას და ირანში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყამს, ამას „ეჭვგარეშეა, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მხრიდან მკაფიო და ყოვლისმომცველი პასუხი მოჰყვება“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის ფრანგ კოლეგასთან, ჟან-ნოელ ბაროსთან სატელეფონო საუბრისას.
06 აპრილი 2026, 13:35
თავდაცვა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 13:22
საზოგადოება
საქართველოს ტურისტულ მიმართულებას პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო გამოფენაზე გაეცნენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
06 აპრილი 2026, 13:15
რეგიონი
სოფელ ჭაბუკიანის ტერიტორიაზე ინაბოტის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭაბუკიანის ტერიტორიაზე ინაბოტის დამშრობი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს არხის 1000-მეტრიანი მონაკვეთის წმენდა ნატანი მასისგან, რაც 80 ჰექტრამდე მიწის ფართობზე დრენაჟის გამტარობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 13:11
სამართალი
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 12:58
რეგიონი
ამბროლაურის, საჩხერის, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების რაგბის ტექნიკური ცენტრები აშენდება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამბროლაურში, საჩხერეში, ლენტეხში და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში მსოფლიო რაგბის სტანდარტების სტადიონების მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
06 აპრილი 2026, 12:47
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის აკრძალვასთან დაკავშირებით: პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ გადაუდებლად ითხოვს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გადახედვას და ფართო კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტილების მიღებას
საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის დადგენილებაზე, რომლის თანახმად, ქვეყანაში აიკრძალა პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის გამოყენება, პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა განცხადება.


