საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საზღვრებზე შეზღუდვების გათვალისწინებით დამატებით რეკომენდაციებს ავრცელებს
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო
„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ეს ქვეყნებია ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული მაღალი რისკის სახელმწიფოები: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, კორეის რესპუბლიკა, იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და დამატებით ის ოთხი ქვეყანა, სადაც მაღალია და სწრაფად იზრდება დაინფიცირების შემთხვევები - ესპანეთის სამეფო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ავსტრიის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა.
საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებს:
მოუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების მზარდი დინამიკის არსებობის პირობებში, გადაუდებელი აუცილებლობის არ არსებობის შემთხვევაში თავი შეიკავონ მოგზაურობისგან, განსაკუთრებით ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში და ასევე იმ ქვეყნებში სადაც იზრდება დაინფიცირების შემთხვევები.
ამასთან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, იტალიის რესპუბლიკაში, კორეის რესპუბლიკაში, ესპანეთის სამეფოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ავსტრიის რესპუბლიკასა და საფრანგეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის შემთხვევაში, ან ზემოთხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულნი ხართ გაიაროთ შესაბამისი ეპიდემიოლოგიურ შემოწმება და შემდეგ, სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის:
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, ან მოემგზავრებიან ჯანმო-ს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა,კორეის რესპუბლიკა,იტალიის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ის ქვეყნები, სადაც მზარდია დაინფიცირების დინამიკა - (საფრანგეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, ესპანეთის სამეფო, ავსტრიის რესპუბლიკა) გავლით:
ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
ან წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის ზომები გაამკაცრა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.
ყველა სიახლე
18 ივლისი 2026, 10:26
მსოფლიო
ვენესუელაში დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 5000-ს გადააჭარბა
ვენესუელაში 24 ივნისს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 5069-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხორხე როდრიგესმა პარასკევს საკუთარ ტელეგრამ-არხზე გაავრცელა. ოფიციალური მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 16 740-ს შეადგენს, ხოლო საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა 17 907 მოქალაქე.
18 ივლისი 2026, 10:20
საზოგადოება
ჯიღაურას ბაზაზე ქვემო ქართლის მევენახე-მეღვინეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა, თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სამეცნიერო რეკომენდაციების ფერმერებისთვის გაცნობა იყო.
18 ივლისი 2026, 10:18
მსოფლიო
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საჰაერო დარტყმების გაგრძელება გამოიწვევს „სრულმასშტაბიან“ საპასუხო შეტევებს
ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ პარასკევს შეერთებულ შტატებს მკაცრი გაფრთხილება მისცა. რეზაის განცხადებით, თუ აშშ-ს მხრიდან ირანზე სამხედრო დარტყმები გაგრძელდება, თეირანი საპასუხოდ „სრულმასშტაბიან შეტევით ოპერაციებს“ დაიწყებს.
18 ივლისი 2026, 09:19
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 18 ივლისს საქართველოში
18 ივლისს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.
18 ივლისი 2026, 08:26
სპორტი
დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან
დღეს „ბორჯღალოსნები“ ჩილეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს რაგბის კავშირის ცნობით, მსოფლიო რაგბი და ჩილეს რაგბის კავშირი აცხადებენ, რომ ერთა თასის მატჩი ჩილესა და საქართველოს შორის, რომელიც დღეს ლა სერენაში უნდა გამართულიყო, მოსალოდნელი უამინდობის გამო სანტიაგოში გადაიტანეს. შეხვედრა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაიწყება, რაც საქართველოს დროით 21:00 საათს (ნაცვლად 23-ისა) შეესაბამება.
18 ივლისი 2026, 08:00
მსოფლიო
მედია: უნგრეთმა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების გახსნა დაბლოკა, ხოლო მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს დათანხმდა
ევროკავშირის საბჭოს გაფართოების სამუშაო ჯგუფის სხდომის დროს უნგრეთმა უარი განაცხადა უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერის გახსნის პროცესის დაწყებაზე, თუმცა, დათანხმდა მოლდოვისთვის მე-3 კლასტერს.
18 ივლისი 2026, 00:11
მსოფლიო
მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.
17 ივლისი 2026, 22:00
საზოგადოება
სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.
17 ივლისი 2026, 21:45
სამართალი
ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
17 ივლისი 2026, 21:36
პოლიტიკა
ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
17 ივლისი 2026, 21:28
საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.
17 ივლისი 2026, 21:10
პოლიტიკა
როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.
17 ივლისი 2026, 21:06
საზოგადოება
75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს
17 ივლისი 2026, 21:00
კულტურა
თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს
კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.
17 ივლისი 2026, 20:54
სამართალი
შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.
17 ივლისი 2026, 20:50
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.
17 ივლისი 2026, 20:47
პოლიტიკა
ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.
17 ივლისი 2026, 20:34
პოლიტიკა
ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.
17 ივლისი 2026, 20:29
პოლიტიკა
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.
17 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.


