imedi /  15 მარტი 2020, 10:34 / სანდო წყარო

პირველადი ტესტით, კორონავირუსი ინფექციურში მყოფ მეორე პაციენტსაც არ დაუდასტურდა

ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსით ინფიცირებულ მეორე პაციენტს პირველი ნეგატიური ტესტი ჩაუტარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუხცადა.

„ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება 46 პაციენტი, 21 მათგანს გუშინ კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდა. ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ 15-ის პასუხი, ყველა ნეგატიური. დანარჩენების, მათ შორის პირველ დაინფიცირებული პაციენტის პასუხს დღის მეორე ნახევარში ველოდებით. ასევე შემიძლია გითხრათ, რომ მეორე ინფიცირებულს, რომლის ისტორიაც ასევე ირანში მოგზაურობას უკავშირდება, პირველადად უარყოფითი ტესტი ჩაუტარდა, თუმცა განკურნებულად ის მხოლოდ ზედიზედ ორჯერ მიღებული ნეგატიური პასუხის შემდეგ ჩაითვლება. 24 საათის განმავლობაში მას განმეორებით ჩაუტარდება ტესტირება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 16:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში

„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც დაადასტურა, რომ ქართული სასამართლოების მიერ წარმოდგენილი განაჩენი იყო აბსოლუტურად სამართლიანი, აქაც იგივეა - აქ ენჯეო დააფინანსა სახელმწიფო დეპარტამენტმა, მერე ამ ენჯეომ გაუგზავნა ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა. როგორც კი გამჭვირვალე იქნება ყველაფერი, მერე გაუჭირდება ენჯეოსაც სახელმწიფო დეპარტამენტის მოტყუება და სახელმწიფო დეპარტამენტსაც ანგარიშში ენჯეოს მიერ მიწოდებული ტყუილის ჩაწერა, იმიტომ, რომ ჩაკეტილი წრეა, ამ გაუმჭვირვალობის პირობებში, გამჭვირვალობა გვჭირდება მათ შორის, იმისათვის, რომ ასეთი ტყუილები აღარ მოხვდეს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში“, - განაცხადა პრემიერმა.

ლევან ნიკოლეიშვილი

23 აპრილი 2024, 16:04

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: თუკი ფონდი „ქართუ“ ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან-ახლა კი დავფიქრდეთ თავად რადიკალ-მავნებლები რა თანხის სანაცვლოდ იყიდებიან

რა წარმოდგენა აქვთ, ფეხბურთელებზე, ზოგადად ხალხზე ხომ ფაქტია. ე.ი. თუ კი ფონდი „ქართუ" ფეხბურთელებს დააჯილდოებს ისინი აუცილებლად გაიყიდებიან?! არა, ძვირფასო მავნებლობო, ფეხბურთელებს ამით მადლობას უხდიან და სანაცვლოდ სთხოვენ უფრო კარგად ითამაშონ,- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფონდი „ქართუს“ ქველმოქმედებაზე ოპოზიციონერი დეპუტატების გამოხმაურებების შესახებ.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:57

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას

ყველა ხედავთ, რომ ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს, ქართული საზოგადოება მხარს უჭერს ენჯეოების გამჭვირვალობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:51

რეგიონი

ირაკლი კობახიძე: ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9-კილომეტრიანი გვირაბი ხელს შეუწყობს სატრანზიტო ფუნქციისა და ამ რეგიონში ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:50

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისთვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში

ჩვენს ქალაქს სჭირდება ახალი სტადიონი. იცით, რომ არის სხვადასხვა ტიპის სირთულეები დინამოს სტადიონზე, მათ შორის, 51 000- ია მაქსიმალური ტევადობა, ჩვენ გვჭირდება 70 000-იანი სტადიონი იმისათვის, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ჩვენს გულშემატკივრებს და შევძლოთ უმაღლესი რანგის მატჩების მასპინძლობა ჩვენს დედაქალაქში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:49

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რადიკალების დამოკიდებულება აისახა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზე, როდესაც სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის 1000 ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს

სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება აისახა ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზე შეკრების დროს, როდესაც სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის 1000 ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

23 აპრილი 2024, 15:46

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას

ტოლერანტობა და ადამიანის უფლებების დაცვა ქართველებს არ გვესწავლება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა აღვუდგეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდას და თავს მოხვევას. ყველას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე იცხოვროს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამ განსხვავებული, არატრადიციული ცხოვრების წესის თავს მოხვევას ყველამ თავი უნდა დაანებოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

23 აპრილი 2024, 15:45

პოლიტიკა

ფრიდონ ინჯია: კარგი იქნება „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო შევქმნათ, რომელსაც სკოლაში ასწავლიან

კარგი იქნება, რომ შეიქმნას „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის და მრავალი სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს სწავლება „ქართული ღირებულებების, - განაცხადა ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ამბროლაურში.

ირალი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:42

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: გაგვიხარდება, თუ იქნება, რაც შეიძლება, მეტი კომუნიკაცია, ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, თუ იქნება, რაც შეიძლება, მეტი კომუნიკაცია. უფრო მეტიც - ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობასთან დაკავშირებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:40

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, როგორც და სადაც უნდათ, შეიკრიბონ, მაგრამ ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

თამთა მეგრელიშვილი

23 აპრილი 2024, 15:40

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ამ დიდ საქმეს კი სამადაშვილი, პატარაია და დეკანოიძე აპროტესტებენ, გარიგება და პოლიტიკური ყიდვა-გაყიდვა ეჩვენებათ

დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი, დამატებით 30 მილიონით დააჯილდოებს. ეს არის ახალი სიცოცხლე ქართული ფეხბურთისათვის და რა თქმა უნდა, ამ დიდ საქმეს ურეპუტაციონი - სალომე სამადაშვილი, ბაია პატარაია და ხატია დეკანოიძე აპროტესტებენ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არ გავათავისუფლეთ სააკაშვილი და გავხდით კანდიდატი ქვეყანა, ახლაც მივიღებთ გამჭვირვალობის შესახებ კანონს და წავიწევთ წინ ევროკავშირის მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები

პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, ხომ არ უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციის გზას საფრთხეს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც მას უამრავი კრიტიკოსი ჰყავს საერთაშორისო პარტნიორებში

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:39

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი, მაშინ, როდესაც ამის საპირისპირო უკვე სამართლებრივად დაამტკიცა სტრასბურგის სასამართლომ

„ენჯეო“ დააფინანსა სახდეპმა, მერე ამ „ენჯეომ“ გაუგზავნა იქით ტყუილი, მერე ეს ტყუილი მოხვდა ისევ სახდეპის ანგარიშში. ეს ჩაკეტილი წრე რომ არ იყოს, ამიტომ არის აუცილებელი გამჭვირვალობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში შეაფასა.

23 აპრილი 2024, 15:38

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ქართველ კაცს არ ეშლება ტოლერანტობა, თუმცა, არსებობს ისეთი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხის გაცემა

„ქართველ კაცს არ ეშლება ტოლერანტობა, შემწყნარებლობა. თუმცა, არსებობს ისეთი გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ადეკვატური პასუხის გაცემა და დაზღვევა, როგორც ჩვენი დღევანდელობის, ასევე, ჩვენი მომავალი თაობის“, - ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

23 აპრილი 2024, 15:37

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: მთელი ერი, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებითაც აქამდე მოვედით. ამ ღირებულებებს ჭირდება დაცვა და განმტკიცება

„მთელი ერი, საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ იმ ღირებულებებზე, რა ღირებულებებითაც აქამდე მოვედით, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩვენამდე მოიტანეს და ამ ღირებულებებს ჭირდება დაცვა და განმტკიცება. ეს არის საკითხი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას. შეიძლება ერთი მხრივ უცნაურადაც ჟღერდეს, რომ საქართველოში გვიწევს ამ საკითხებზე საუბარი, თუმცა ჩვენი მორალური ვალი, პოლიტიკური ვალდებულება და პასუხისმგებლობაა ჩვენს ხალხს, საზოგადოებას ვესაუბროთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც შეიძლება ყოველთვის არ ჩანდეს დახურულ კარს მიღმა“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ამბროლაურში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას.

ზურაბ ქადაგიძე

23 აპრილი 2024, 15:35

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი - ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად ფონდი ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მლნ ლარით დააჯილდოებს.

23 აპრილი 2024, 15:34

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: კონსტიტუციური კანონპროექტების მიღება დიდი ეროვნული საქმეა

„როდესაც 1995 წლის კონსტიტუციას ვიღებდით, იქ ეწერა ტერმინი - მეუღლეები. ვერც კი წარმოადგენდით, რომ მეუღლე შეიძლება ყოფილიყო ქალისა და კაცის გარდა ვინმე სხვა. 2017 წელს, ქალი და მამაკაცი ჩავწერეთ ოჯახის ცნებაში. ახლა თურმე, სქესი არჩევანი ყოფილა. ისეთ დონეზე მივედით, სიტყვა „გენეტიკურის“ ჩამატება მოგვიწია“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა ამბროლაურში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:30

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ძალიან დასაფასებელია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, მადლობა ამისთვის ფონდს და ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვის, ასევე, თითოეული შემდგომი მოგებული თამაშისთვის

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, ძალიან დასაფასებელია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერა ჩვენი ნაკრების მიმართ, ქართული ფეხბურთის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:30

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ენჯეოების“ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რაც აუცილებელია, რათა ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მყარად დაცული

ენჯეოების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მყარად დაცული,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

23 აპრილი 2024, 15:28

პოლიტიკა

პრემიერი: 29 აპრილს იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ

როგორც კი დაანონსდა ეს შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ 100 000 საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. ჯერ რამდენია საჯარო მოხელეების რაოდენობა ესეც არ იციან. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.