imedi /  15 მარტი 2020, 11:06 / სანდო წყარო

მარინა ეზუგბაია: 5 ახალი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა

მარინა ეზუგბაია

მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საავადმყოფოში 5 ახალი პაციენტია შემოსული, რომელთგან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებოა.

„ინფექციურ საავადმყოფოში 5 ახალი პაციენტია შემოსული, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო. მასთან შესაძლებელია დაავადების პროგრესირება დადგეს. ჯერ ამაზე ვერაფერს ვიტყვით. დინამიკაში მოხდება მისი მონაცემების შეფასება და მერე შევძლებთ იმის თქმას, სტაბილურია მისი სიტუაცია თუ პროგრესირებს.

არასრულწლოვნების მდგომარეობა ჯერჯერობით შემოყვანიდან დღემდე სტაბილურია, პროგრესირება არ შეინიშნება. ერთ-ერთ მათგანს აქვს სუბფებრილური ტემპერატურა, სხვა კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 18:03

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ოპოზიცია ყოველთვის ცდილობს საკუთარი მრუდე დღის წესრიგით იხელმძღვანელოს და ისე თარგმნოს ყველაფერი, როგორც მას სურს

დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით საინტერესო რეალობის წინაშე დადგა საზოგადოება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს რადიკალური ოპოზიციის უუნარობას იყონ თანმიმდევრულები პოლიტიკურ პროცესებში და მეორე მხრივ აჩვენებს მათ სუბიექტივიზმსა და ანტისახელმწიფოებრივ განწყობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ოქტომბერი 2022, 17:35

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეებისთვის გაუგებარია, თუ რას სთავაზობს მათ საოკუპაციო რეჟიმი, მათი მომავალი არის ბუნდოვანი - ჩვენ ყველაფერს დავაკვირდებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად სათანადო შეფასებებს მივცემთ

რუსეთის მილიტარისტული რიტორიკა, უკრაინაში მიმდინარე ომი, საერთოდ ოკუპაციური პოლიტიკა, რასაც ატარებს რუსეთი, რომ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, მათ შორის აფხაზეთშიც, ეს არის ნათელი, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

03 ოქტომბერი 2022, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი

ევროკავშირს არ უთქვამს, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უნდა იყოს მიღებული ისეთი კანონი, რომელშიც პირდაპირ ჩაიწერება ერთადერთი სახელი და გვარი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 17:15

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი და საზოგადოება უნდა დაუბრუნდნენ იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის

ვფიქრობ, პარლამენტი და ზოგადად, საზოგადოება უნდა დაუბრუნდეს იმ რეალურ პოლიტიკას, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის. ასეთი საგნობრივი პროექტები, ამ ტიპის კანონმდებლობის განხილვა შესაძლებლობას გვაძლევს, შევთავაზოთ საზოგადოებას უფრო მეტი, საინტერესო და ინტენსიური დისკუსია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კლიმატის კანონის შემუშავებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 17:15

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-დან 15 ოქტომბრამდე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

03 ოქტომბერი 2022, 17:13

პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა სამხედრო გაწვევის დე ფაქტო განკარგულებას ხელი მოაწერა

ამავე განკარგულების თანახმად, იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც გაწვევის ვადა ამოეწურათ, სამსახურიდან დაითხოვენ. ასლან ბჟანიამ დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტს, რაიონებისა და სოხუმის ე.წ. ადმინისტრაციებს გაწვევასა და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაავალა.

დიმიტრი პესკოვი

03 ოქტომბერი 2022, 17:11

მსოფლიო

კრემლში აცხადებენ, რომ ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „საზღვრები“ ჯერ არ არის განსაზღვრული

კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ანექსირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „საზღვრები“ ჯერ არ არის განსაზღვრული და „მოსახლეობის ნებაზე“ იქნება დამოკიდებული.

03 ოქტომბერი 2022, 17:09

პოლიტიკა

ბიუროს სხდომაზე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს

ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. დღეს, 20:00 საათზე იურიდიული კომიტეტი, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავს. ოპოზიციამ, საარჩევნო კოდექსში, მათ მიერ მომზადებული დოკუმენტის განხილვაც დაჩქარებული წესით მოითხოვა, თუმცა სხდომაზე ითქვა, რომ ამ ორ კანონპროექტს შორის ტოლობის ნიშნის დასმა უსამართლოა და თუკი ოპონენტებს სურდათ საკითხზე საკუთარი მოსაზრებების გაზიარება, ისინი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში უნდა ჩართულიყვნენ

03 ოქტომბერი 2022, 16:56

მსოფლიო

რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა

რუსეთის პარლამენტმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსია დაამტკიცა. 30 სექტემბერს, კრემლში გამართულ ცერემონიაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული რეგიონის ანექსიას ხელი მოაწერა.

03 ოქტომბერი 2022, 16:54

საზოგადოება

საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე სამშენებლო რეგულაციების სფეროში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კვლევის ანგარიში მოისმინა თემაზე - „არსებული სამშენებლო რეგულაციების შეფასება, გამოწვევები და ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესი“. სამუშაო შეხვედრაზე კვლევის შედეგებზე და ქვეყანაში არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს განვითარების მხრივ არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს. კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევები და ძირითადი მიგნებები დეპუტატებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პროგრამის ოფიცერმა გვანცა ნადირაძემ გააცნო.

03 ოქტომბერი 2022, 16:50

პოლიტიკა

ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგზე იმსჯელა

მიმდინარე სასესიო კვირაში, სამშაბათიდან, 4 ოქტომბრიდან პარასკევის, 7 ოქტომბრის ჩათვლით, ყოველდღე გაიმართება პლენარული სხდომები. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა. ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის, თამარ ტალიაშვილის ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნასთან დაკავშირებით, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭს ხვალ, 4 ოქტომბერს უყრიან.

ოთარ შამუგია

03 ოქტომბერი 2022, 16:45

ეკონომიკა

ოთარ შამუგია: გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა იყოს ფასების შემცირების მოლოდინი და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში ინფლაციაზე გავლენას იქონიებს

ინფლაცია არის ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ევროპაში და სხვაგან, თუმცა დადებითი დინამიკაა მაგალითად, ხორბლის მიმართულებით ფასების შემცირება და ამან უკვე იქონია გავლენა ჩვენს ბაზარზეც და მწარმოებლების გარკვეულმა ნაწილმა 10 თეთრით შეამცირა ფასი. აქედან გამომდინარე, გარკვეულ პროდუქტებზე შესაძლოა, იყოს მოლოდინი ფასების შემცირების და ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ თვეებში გავლენას იქონიებს ინფლაციაზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.

03 ოქტომბერი 2022, 16:44

პოლიტიკა

მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ვესტმინსტერის ფონდის (WFD) მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს, რიჩარდ გრეჰემს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მხარეებმა, კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავების პროცესზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 16:37

საზოგადოება

რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, რამდენი ლარით გაიზრდება ასაკობრივი პენსია კატეგორიების მიხედვით.

მაია ბითაძე

03 ოქტომბერი 2022, 16:35

პოლიტიკა

საქართველო კლიმატის ცვლილების კანონზე მუშაობას იწყებს

კლიმატის კანონის შემუშავების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.

ზურაბ აზარაშვილი

03 ოქტომბერი 2022, 16:22

საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2023 წლის ბიუჯეტში კოვიდის მართვის მიმართულებით ხარჯები მნიშვნელოვნად მცირდება.

03 ოქტომბერი 2022, 16:22

სამართალი

პროკურატურამ ოჯახში ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

„სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, (სამი ეპიზოდი)) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

03 ოქტომბერი 2022, 16:18

თავდაცვა

თავდაცვის სამინისტრო: მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“ პროექტის მიხედვით 39 შვიდსართულიანი კორპუსი შენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროები უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლებენ.

ოთარ შამუგია

03 ოქტომბერი 2022, 16:18

საზოგადოება

ოთარ შამუგია: კახეთში მოსავლის დაახლოებით 80% უკვე გადამუშავებულია, 222 ათასი ტონა ყურძენი არის მიღებული

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კახეთში მიმდინარე რთველთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, მოსავლის დაახლოებით 80% უკვე გადამუშავებულია.

03 ოქტომბერი 2022, 16:13

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, დავარის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია სრულდება

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, დავარის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 849 მეტრზე სანიაღვრე სისტემა მოეწყო და 7 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დროისთვის, ბოლო მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება.