imedi /  17 აპრილი 2020, 08:00 / სანდო წყარო

დღეს წითელი პარასკევია

გარდამოხსნა

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს საეკლესიო მსახურებაზე იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებენ. წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ტაძრებში წირვა არ სრულდება, რადგან ადამიანის ცოდვების გამოსასყიდად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სამეუფო ჟამნზე უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, შუადღის ორ საათზე ტარდება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება სადგამი, “საფლავი". სასულიერო პირები კი მსახურების დროს საკურთხევლიდან გამოაბრძანებენ გარდამოხსნას, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული.

ტაძარში ერთხელ შემოტარების შემდეგ გარდამოხსნას სადგამზე დააბრძანებენ. შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, როგორც სიმბოლო აღდგომამდე მაცხოვარის სამი დღე საფლავში ყოფნისა.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეცაა. მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს იღებს, ზოგი კი - მხოლოდ პურსა და წყალს.

ამასთან, მორწმუნეები ამ დღეს ასევე კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ. წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.

სულიწმინდის გადმოსვლის შემდეგ, უფლის მოწაფეები საქადაგებლად სხვადასხვა ადგილას გაემგზავრნენ, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. არსებობს გადმოცემა, რომ საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად შეუშვეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: "ქრისტე აღდგა". იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: "როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.

გარდა ამისა, კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, იესო ქრისტემ კი ადამიანებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელ ფერში სისხლი მოიაზრება, რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

14 მაისი 2026, 18:06

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი მოლდოვის გადაწყვეტილებაზე: ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი

„ასე ურცხვად, უსინდისოდ, თავისუფალი სიტყვისა და განსხვავებული აზრის მოსმენის უუნარობის პირობებში იკადრეს და გადადგეს ეს ნაბიჯი. საკუთარ ქვეყანაში ტელევიზიას ტელევიზიაზე ხურავენ, პოლიტიკურ პარტიას პოლიტიკურ პარტიაზე ხურავენ და ახლა გადაწყვიტეს, რომ სხვა ქვეყნის თავისუფალ მოცემულობაში ხელები აფათურონ, მეტი არაფერი“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ნინო ფოჩხუა

14 მაისი 2026, 17:58

პოლიტიკა

ფოჩხუა: 1000 დოლარს რომ გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფად მოიხსენიებს, თითქოს ნანახი არ ჰქონდეს მისი ქვეყნის პრეზიდენტის დითირამბები სი ძინპინთან

ხვალ რომ 1000 დოლარს გადაუხდიან ნაცები, ჯო უილსონი გამოვარდება და საქართველოს მთავრობას კომუნისტური ჩინეთის გავლენის ქვეშ მყოფ ძალად მოიხსენიებს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა, ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრას სოციალურ ქსელში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

14 მაისი 2026, 17:40

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ იერიშებით დაემუქრა.

უეს სთრითინგი

14 მაისი 2026, 17:24

მსოფლიო

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, უეს სთრითინგმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

დავით ჩიხელიძე

14 მაისი 2026, 17:22

პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ვიკა ფილფანი 2019 წელს გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა. დღეს, გაქცეულ ბოსს კბილებით ისე იცავს, თითქოს გუშინ მე ვაგინებდი - ტალახის სროლა არ უნდა გაგიკვირდეთ

მარტივად რომ აგიხსნათ - რა მორალის ხალხია გაერთიანებული გაქცეული გახარიას პარტიაში. ფოტოზე აღბეჭდილია ვიკა ფილფანი - 2019 წელს ის გახარიას წინააღმდეგ „ნაცმოძრაობის“ აქციაზე იდგა და ახლანდელი ბოსის ქმედებებს აპროტესტებდა, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.

ნიკოლ ფაშინიანი

14 მაისი 2026, 17:07

მსოფლიო

ნიკოლ​ ფაშინიანი: ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ

„ჩვენ რუსეთთან კონფლიქტში არ შევალთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ რუსეთთან დაპირისპირება ჩვენს მასშტაბებს აღემატება - ჩვენ მოკრძალებული სახელმწიფო ვართ. ეს არც ჩვენი ამოცანაა, არც მიზანი და არც ჩვენი მასშტაბი. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრები ვართ“, - განაცხადა ფაშინიანმა.

მარკო რუბიო

14 მაისი 2026, 17:07

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩინეთის არმიის ზრდის ტემპები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა. მათ საკუთარ სისტემაში მილიარდობით დოლარი ჩადეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, ჩინეთის არმიის ზრდის ტემპები უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში უპრეცედენტოა.

14 მაისი 2026, 17:03

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის გამოცდებზე რეგისტრაციისთვის გადახდილი საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადებების მიღება დაიწყო

პირებს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო, საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით საფასური ზედმეტად ან შეცდომით გადაიხადეს, შესაძლებლობა აქვთ, 2026 წლის 14 მაისიდან 14 ივნისის 18:00 საათამდე თანხის დაბრუნების მოთხოვნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.

შალვა პაპუაშვილი

14 მაისი 2026, 17:02

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის მიერ ქართული მედიისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება საინტერესოა იმ მხრივაც, რომ სრულად აშიშვლებს დღევანდელი ბრიუსელის ფარისევლობას

ევროკავშირის მიერ ათასობით ევრო დაიხარჯა საქართველოს პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესის დისკრედიტაციის კამპანიაში, დღეს კი აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

14 მაისი 2026, 17:01

თავდაცვა

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

რუსთავში, სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რუსთავის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თენგიზ შარმანაშვილი

14 მაისი 2026, 16:54

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი „გახარიებს“: მხოლოდ გაუნათლებელ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს აზრად, რომ სახელმწიფოს მეთაურის სურათი პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირის ოთახში, ნიშნავს მისი პარტიის წევრობას

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დასაქმებული „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან ნაჩვენები.

დონალდ ტრამპი

14 მაისი 2026, 16:51

მსოფლიო

ტრამპმა აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა - მსოფლიო განსაკუთრებულია, როდესაც ჩვენ ორნი ერთიანები ვართ და ერთად ვართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის პატივსაცემად პეკინში გამართულ სახელმწიფო ბანკეტზე ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობების სადღეგრძელო შესვა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი

14 მაისი 2026, 16:38

მსოფლიო

ერდოღანი: შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითიდღე უფრო გასაგები ხდება

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ანუ შუა დერეფნის მნიშვნელობა დღითი დღე უფრო გასაგები ხდება.

ილია ინჯია

14 მაისი 2026, 16:34

პოლიტიკა

ილია ინჯია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის რეზოლუციაზე: მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით მიუღებელია, რომ რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი

მსგავსი ტიპის რეზოლუციები არ ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსა და ქვეყნის სტაბილურობას, განსაკუთრებით სამწუხარო და მიუღებელია, რომ აღნიშნული რეზოლუციის განხილვაში მონაწილეობდა სალომე ზურაბიშვილი - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერი ილია ინჯია რეზოლუციას, რომელიც საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ 68 ხმით 28-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომას ესწრებოდა სალომე ზურაბიშვილი.

ჯაბა ხუბუა

14 მაისი 2026, 16:31

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში ,,იმედი“ დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას - ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტის შენობაში მუშაობის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბრიუსელის „პოლიტიკურ ჯოჯოხეთში“ „იმედის“ გარეთ დატოვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებებს.

თორნიკე ჭეიშვილი

14 მაისი 2026, 16:20

პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი: იტალიური მხარის მიერ შეიძლება დაყენებული იყოს, მათ შორის ევროკავშირის წინაშე, მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ჯერჯერობით იწვევს გარკვეულ გაუგებრობებს ევროკავშირთან მიმართებით, იყოს უფრო მეტად მკაფიოდ განმარტებული

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რომში, იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

14 მაისი 2026, 16:19

რეგიონი

ბათუმის მერიის ორგანიზებით, დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და სპორტული კლუბები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს

ბათუმის მერიის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და სპორტული კლუბები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

14 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: გიორგი გახარიას ჰყავდა და ჰყავს პარტიაში არა მხოლოდ მამალი ნაცები, არამედ სისხლიანი რეჟიმის მსახურები და ეს კრიმინალები სიის ათეულშიც კი შეიყვანა

ბოლო პერიოდში, საქართველოდან გაქცეული გახარიას პარტიის „მინიონები“ ავრცელებენ დეზინფორმაციულ და ხშირ შემთხვევაში შეურაცხმყოფელ განცხადებებს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრების შესახებ, თითქოს კონკრეტული პოლიტიკოსები წარსულში ნაცმოძრაობის კრიმინალური რეჟიმის წევრები იყვნენ - წერს “ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

14 მაისი 2026, 16:15

სამართალი

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა მსჯავრდებულ გრიგოლ ვარდოსანიძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო.

14 მაისი 2026, 16:10

პოლიტიკა

საპარლამენტო დელეგაციის წევრები იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდნენ

იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა იტალიის სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ მარკო სილვესტრონისთან შეხვედრა გამართეს.