imedi /  18 აპრილი 2020, 23:38 / დაუდასტურებელი

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

ილია მეორე

ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II -ის სააღდგომო ეპისტოლე:

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ხელისუფალნო,საქართველოს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ყოველნო წევრნო, მკვიდრნო ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო:
ქრისტე აღდგა!
დღეს სასოება წვიმს ქვეყანასა ზედა, ხარობს ეკლესია და მისი შვილნი… გამოვიდა სიძე ჯოჯოხეთიდან, მკვდრეთით აღდგა ძლიერებით შემოსილი, ტყვენი ცოდვისანი განათავისუფლა და მაცხოვნებლად კაცთა გამოჩნდა, – გიხაროდეთ!
მისი ძალის დაფარვა სურდათ და ვერ შეძლეს, მისი სიმართლის დამცირება უნდოდათ და ვერ მოახერხეს, ვერაგობა განიზრახეს და ჭეშმარიტების გამობრწყინვებითგაწბილდნენ (წმ. იოანე მთავარეპისკოპოსი), რადგან
ქრისტე აღდგა!
აქებდით მასმართალნი ქვეყანისანი, – მთავარნი და მსაჯულნი, ჭაბუკნი და ქალწულნი, ძლიერნი და უძლურნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა… ყოველი სული აქებდით უფალსა(ფსალმ. 148,11-12; 150,6).
– რა არის ამ საყოველთაო სიხარულის მიზეზი?
– ვიცით, რომ შემოქმედისაგან და სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე სამოთხისაგან ჩვენს პირველმშობელთა განდგომამ როგორც ადამიანებისთვის, ისე მათდამი,ღვთის განგებით, დაქვემდებარებული მთელი ხილული სამყაროსათვის, შედეგად მოიტანა ხრწნადობა, რადგან შემოხდა სოფლად ცოდვა და მასთან ერთად სიკვდილი.
ცოდვაც და სიკვდილიც ბოროტების გამოვლინებაადა დაცემის შედეგი. მათი ბატონობა ათასწლეულთა მანძილზე გაგრძელდა, ვიდრე ამქვეყნად არ მოევლინა ძე ღვთისა, რომელმაც თავის ადამიანურ ბუნებაში დაამარცხა კაცთა ყველა ნაკლოვანება,ყველაცოდვის მიზეზი და პიროვნული სრულყოფილებით მოკლა სიკვდილი;
მან მთელი ქვეყნიერება სიცოცხლისაკენ შემოაბრუნა და თითოეულ ჩვენგანს გამოუწოდა ხელი დახმარებისა, რომ ჩვენც შევძლოთ ჩვენს პიროვნულ ცოდვათა დაძლევა, საღვთო მადლის შეძენა და სიკვდილზე გამარჯვების მოპოვება.
მაცხოვარმა ჩვენს ყოფას სხვა აზრი მისცა. მანამდე ნებისმიერი ადამიანისიკვდილის შემდეგ ჯოჯოხეთში მიდიოდა, მათ შორის, ძველი აღთქმის წმინდანნიც. აღდგომის დღემ კი გამორჩეული ბრწყინვალება შესძინა ჩვენს ყოველ სათნო სიტყვასა და აზრს, ყოველ კეთილ საქმესა და მოქმედებას, სხვა სიმაღლეზე ავიდა სათნოებანი და ყოველივე ეს ჩვენს საგზლად იქცა ღვთის წინაშე.
ამიტომაც, ქრისტიანი ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც კი იმქვეყნიური მარადიული სიცოცხლის მოლოდინითაა აღსავსე. ესწრაფვის რა სიკვდილის დამარცხებასა და ღმერთთან მარადიულ მყოფობას, ცდილობს, წუთისოფელში დასძლიოს ყოველივე ის, რამაც კაცთა მოდგმაში ხრწნილება დათესა და წუთისოფელი დაამძიმა და დაამახინჯა.
ქრისტიანის ცხოვრება არ არის სწორხაზოვანი. ამ გზაზე ბევრია განსაცდელი, შეცდომა, დაცემაც, მაგრამ თუ არის ჭეშმარიტი რწმენა და მონდომება, სურვილი წინსვლისა და განწმენდისა, გამარჯვება აუცილებლად მიიღწევა.
ამიტომაც ქრისტესთან, მეორე ადამთან, მეორედ შობით (ნათლობით) დაკავშირებულიპიროვნება კვლავაც საჭიროებს ცოდვათაგან გათავისუფლებას და სულიერ შეწევნას, რაც ეკლესიაშიხორციელდება.
ტაძარი როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, არის განსაკუთრებული ადგილი ღვთის მყოფობისა, ღვთის მეუფების ქადაგებისა;ქრისტეს ეკლესია კი,სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, ქრისტეს მისტიური სხეულია;ეს ერთი მთლიანობაა, რომლის თავიც თვით უფალია.
აქ აღსრულებული ყოველი ჟამისწირვა არის წარმოჩენა მაცხოვრის ამქვეყნად შობისა და ცხოვრებისა,ჯვარცმისა და აღდგომისა,ამაღლებისა და მეორედ მოსვლისა;უსისხლოდ ძღვნის შემწირველ მოძღვრებთან ერთად მრევლიცყოველ ლიტურგიაზეამ მოვლენების თანაზიარი ხდება და ღმერთთან მიახლების საშუალება ეძლევა, განსაკუთრებით კი, – წმინდა ზიარებით.
ჩვენი გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო თვით მაცხოვარმა დაგვიდგინა ვნების ხუთშაბათს.
წმინდა ზიარება არის ზეციური საკვები, არა წარმოსახვითი ან სიმბოლური, არამედ ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი ქრისტესი, რომელიც მოგვეცა ჩვენი სულისა და ხორცის განსაკურნებლად.
მისი უღირსად მიმღებნი სასჯელს განიკუთვნებენ, ხოლო გულწრფელად მონანულნი და სასულიერო პირის წინაშე თავის უძლურებათა დაუფარავად მაღიარებელნი აღივსებიან მადლით, რომელიც უჩვეულოდ ზრდის ჩვენს შინაგან სამყაროს, ჩვენს გულსა და გონებას და შეეწევა ფიზიკურ ძალებს.
მისი წინა სახე ძველ აღთქმაში იყო ზეციური მანანა.
როგორც ცნობილია, იგი ებრაელთა ერს,ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ, რწმენაში განსამტკიცებლადღვთისგან საკვებად ყოველდღიურად ეძლეოდა;რომ არ ყოფილიყო ზეციური მანანა, 40 წლის მანძილზე ყამირ და მოუსავლიან გზებზე მავალიამდენი ხალხი ფიზიკურად ვერ გადარჩებოდა.
როგორც მანანას გარეშე რჩეული ერი წმინდა მიწამდე ვერ მიაღწევდა და იქ ვერ დაემკვიდრებოდა, ასევე აღსარებისა და წმინდა ზიარების გარეშე, ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ მიაღწევს და ვერ დაიმკვიდრებს, რადგან ცოდვასა და სიკვდილს მარტო ვერ სძლევს და ვერც მარადიული სიცოცხლის ნეტარებით აღივსება.
ამიტომაც ბრძანებსუფალი: „მე ვარ პური სიცოცხლისა, თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ, ხოლო მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გარდამოვედი… პური რომელსაც მე გავცემ, ჩემი სხეულია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისთვის გავცემ …ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებით თქვენ, თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში … ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება და მე მასში“ (ინ. 6. 48,58)
ეს საკვირველი სინამდვილეყოველ წირვაზე აღესრულება და მაცხოვარი, რომელმაც „ერთგზის შესწირა თავი ჩვენთვის… და მარადის დაიკვლის განმწმენდელად მიმღებელთა თვისთა,“ რათა შთაჰბეროს სული ცხოველი ამაღორძინებელი და ზეცასთან დამაკავშირებელი.
იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის შემდეგ მართალთათვის სიკვდილისსაკვრელნი აღარ არსებობს. ამ დღეს მაცხოვარმა თავად მოიხილაჯოჯოხეთი და იქიდან ამოიყვანა ადამი და ევა, ასევესხვადასხვა დროს გარდაცვლილ ძველაღთქმისეულ მართალთა სულნიდა ღვთის საუფლოში დაამკვიდრა ისინი.რაც შეეხება ახალი აღთქმის მართალთ, ანუ ღვთისსათნო ქრისტიანებს, ისინი გარდაცვალებისთანავე სრულიად ახალ, მადლითა და სიხარულით სავსე ცხოვრებას იწყებენ უფლის სავანეებში.
„ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად, გეუბნებითთქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს, და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ გარდაიცვალებასიკვდილიდან სიცოცხლეში“(ინ.5,24),-ბრძანებს მაცხოვარი.
თუმცა სრული ნეტარებისთვის და დაცემამდელი მდგომარეობის აღდგენისათვის აუცილებელია სულმა თავისი სხეულიც შეიმოსოს.
ჩვენ ვიცით, რომ „როგორც ქრისტემ აღადგინა თავისი თავი, ასევე აღადგენს ყველა მისიანს“(I კორინ. 15,23),ოღონდ მეორედ მოსვლის შემდეგ და ეს ჟამი ყველასთვის ერთდროულად დადგება; პირველმშობლების დროიდან მოყოლებული, ვიდრე ქვეყნის აღსრულებამდე მყოფნი ღვთისასთნო სულნი სულიერ სხეულსშეიმოსავენ და სრული სიხარულით ყველა ერთად განიხარებს (ებრ. 11,40); ცოდვილნიც შეიმოსავენ უხრწნელ სხეულს, ოღონდ მარადიული ტანჯვისთვის.
საყოველთაო აღდგომით, ვიბრუნებთ რა უკვდავ ცხოვრებას,ვიძენთ სრულყოფილ ერთობას ჩვენს ახლობლებთანაც, რომელთანაც სიკვდილმა გაგვყარა, ვიძენთ სრულყოფილ კავშირს ღმერთთან და წმინდანთა დასთან.
ამიტომაც ბრძანებს იესო ქრისტე „ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს (ანუ ზიარებით მადლის მიმღებს) საუკუნო სიცოცხლე აქვს და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს … და ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს“ (ინ. 6.56,58).
ასეთი ენით გამოუთქმელი საღვთო სიხარულიმოგვანიჭა აღდგომის დღემ და იქცა იგი ჩვენთვის დღესასწაულთა დღესასწაულად, ზეიმთა ზეიმად;
ყოველი კვირა დღეც მის სიხარულს ატარებს და ცისკრის ჟამზე მონაცვლეობით იკითხებააღდგომასთან დაკავშირებული 11 ამონარიდი ოთხი სახარებიდან. ამასთან, აღდგომის ზეიმის განსაკუთრებულობა განსაზღვრავს მთელი წლის მოძრავი საეკლესიო დღესასწაულების ციკლს.
განახლებისა და გადარჩენის, სიცოცხლისა და სიხარულის, იმედისა და ღმერთთან მშვიდობის მომტან ამ დიდებულ დღეს,რა თქმა უნდა,უფერულდება ის განსაცდელიც, ამჟამად ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო რომ მოუცავს და ყველას ასე აშფოთებს.
უცნაური ვითარება შეიქმნა,ადამიანები, ერთი მხრივ, გაერთიანდნენ სიცოცხლისთვის საშიში საერთო საფრთხის წინააღმდეგ და ამავე დროს, ჩაიკეტნენ თავის ქვეყანაში, თავის ქალაქსა თუ სოფელში, თავის სახლში. მათ დაფიქრების საშულება მიეცათ და აღმოაჩინეს ის რეალობა,რომ აზრი დაკარგა ბევრმა რამემ, რაც გუშინ დიდად მნიშვნელოვნადმიაჩნდათ.სამაგიეროდ წინა პლანზე წამოიწია ისეთმა მიმართულებებმა, რასაც ადრე ნაკლები ყურადღება ექცეოდა.ამასთან,სახელმწიფოებმა თვითუზრუნველყოფის საჭიროება დაინახეს და სხვაზე დამოკიდებულის მდგომარეობა წამგებიანი გახდა.
ყველა ქვეყნისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, პირველი რიგის ამოცანად იქცა ადგილობრივი წარმოებისა და სოფლის მეურნეობის აღორძინება.
უნდა ითქვას ისიც, რომ ახალი ვირუსის პრობლემამ პლანეტის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში დიდი შიში დანერგა და მათი მზერა ღვთისკენ მიმართა.
ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს განსაცდელის, ქრისტიანი პრობლემებს მადლიერებით იღებს და ყველაფერში ღვთის ხელს ხედავს, მასზე სასოებს,მისით ხარობს და, ამასთან, ცდილობსგამოძებნოს სწორი გამოსავალიარსებულ ვითარებაში.
გავიხსენოთ წმ. გრიგოლ პალამას სიტყვები მრევლისადმი: ამის წინ, მრავალი საშიშროება შეგვემთხვა, მერე გაგვასახლეს და თავს დაგვატყდა სენიც, ყველა საშინელებაზე უფრო საშინელი;ქრისტეს მშვიდობით აღვსილნი მაშინაც მხოლოდ ჩვენ ვზეიმობდით ყველასგან დევნილნი… და ტაჯვა-წამების თითოეული ადგილი ჩვენთვის იქცა სადღესასწაულო სივრცედ.
ჩვენი ძმების უმრავლესობა, ზეაღმატებული სიყვარულისა და ძმათმოყვარეობის გამო, თავს არ ზოგავდა, უშიშრად ემსახურებოდა სნეულებს. მრავალი მათგანი, ვინც ავადმყოფებს უვლიდა და სხვებს განამტკიცებდა, თვითონაც დასნეულდა და გარდაიცვალა. ამგვარად ტოვებდნენ მიწიერ ცხოვრებას ჩვენს შორისსაუკეთესონი. ღვთისმოსაობისა და რწმენის გამო ასეთი აღსასრული მოწამეობაზე ნაკლები როდია“ (გვ.314-315).
ამგვარი სულისკვეთება ქრისტიანისათვის ახლობელია; თუმცა, რა თქმა უნდა, სიფრთხილეც გვმართებს, რომ არ განვცადოთ უფალი;ამასთან ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოხლეც და გარდაცვალებაცუფლის ხელშია.მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული. ეს კი ლოცვით და, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთთან სწორი პიროვნული დამოკიდებულებით,-ანუ რწმენით მიიღწევა.
რწმენა ქვაკუთხედია ჩვენი არსობისა და განსაზღვრავს ჩვენი აზროვნებისა და ცხოვრების წესსიგიღვთით უნდა მოგვეცეს და მოგვეცემა კიდეც, თუ მოვინდომებთ და ვიღვაწებთ. შევნიშნავთ იმასაც, რომ არ არის სწორი, მორწმუნე ნაწილმა ურწმუნონი (ან მცირედმორწუნენი) დაადანაშაულოს და პირიქით.
რწმენას უდიდესი ძალა აქვს და სულ სხვა შესაძლებლობებს ავლენს ადამიანში; გავიხსენოთ სახარება, როდესაც გალილეის ზღვაზე იესო გამოეცხადა მოციქულებს, უფლის მოწოდებაზე,- მასთან მისულიყო,პეტრეს ისეთი რწმენა დაეუფლა, რომ წყალზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა, მაგრამ როგორც კი ეჭვი შეეპარა თავის შესაძლებლობებში და შეშინდა, მაშინვე დანთქმა დაიწყო, თუმცა, თხოვნის გამო,უფალმა იგი ისევ შეიწყალა და რწმენაში გააძლიერა.
გავიხსენოთ ისიც, განკურნების მთხოვნელს უფალი ეკითხება: სწამს თუ არა, რომ შესაძლებელია იმის აღსრულება ღვთისგან, რასაც ითხოვსდა როცა იღებს დადებით პასუხს, დასძენს: „სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნაშენ“.ამიტომაც გვარიგებს მოციქული: „ყველაფერს, რასაც ლოცვაში რწმენით ითხოვთ, მიიღებთ“ (მთ. 21,22).
მთელი წმინდა წერილი რწმენაზეა დაფუძნებულიდა აქ აღწერილი ამბებიც ურწმუნოებაზე რწმენის გამარჯვებას გვამცნობს, ოღონდ „ქრისტეში ძალა აქვს სიყვარულით მოქმედ რწმენს“ (გალატ.5,6); და მკვდარია რწმენა საქმეთა გარეშე ისევე, როგორც სხეული სულის გარეშე (იაკ. 2,26).
„ჩვენ ღირსებით უნდა ვიდგეთ რწმენაში, სიყვარულსა და მშვიდობაში გონიერებით“ (I ტიმ.2.,15) და ვეცადოთ, შევინარჩუნოთ „სულის ერთობა მშვიდობის საკვრელით“ (ეფეს.4,3); ამასთან არ უნდა შევშინდეთ და „ყველაფერშიავიღოთ სარწმუნოების ფარი, რითაც შევძლებთ ბოროტების გახურებულ ისართა დაშრეტას“(ეფეს.6,16) „სარწუნოების გარეშე კი შეუძლებელია ღმერთს სათნო ვეყოთ“ (ებრ.11,6)
მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვაარ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლებისქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია.ინებოს ღმერთმა,სირთულეები არც შემდგომში შეიქმნას და საქართველოც და მსოფლიოც იხსნას ამ განსაცდელისგან.
არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ჩვენს მრევლს, რომელიც წესრიგის გამორჩეული დაცვით და რეკომენდირებული ნორმებით სიცივეში, ქარში, წვიმაში არ ერიდებოდა მსახურებაზე ღია ცის ქვეშ საათობით დგომას.
აღდგომილმა მაცხოვარმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახები.
მინდა ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ.
ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას.
ვლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემაულეთ, იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ.
ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე ვულოცავთ ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ლეკებს, ყოველ მკვიდრს საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ.
ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს.
ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულისკარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი,-მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი, – სამართალსა, მოკვდავნი, – უკვდავებასა.
დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღღადებთ:
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!

სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 23:09

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.

27 ივლისი 2026, 22:30

საზოგადოება

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

გიორგი ქართველიშვილი

27 ივლისი 2026, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ

„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

ლევან ყურაშვილი

27 ივლისი 2026, 22:11

პოლიტიკა

ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა

„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.

თამარ ჩერგოლეიშვილი

27 ივლისი 2026, 22:06

პოლიტიკა

ჩერგოლეიშვილი: ჟიჟილაშვილს ჩემთან სახლში ეძინა, სტრასბურგში რომ ჩამოდიოდა ხოლმე, ფული რომ დაეზოგა და სასტუმროში არ დარჩენილიყო. მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა - ხაზარაძეს გაეშვას, თორემ ეთერში დავბლოკავ, სააკაშვილს გაეშვას, თორემ ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი

„ძალიან ცუდია, როდესაც ჟურნალისტი ისე ისვრის შეფასებებს, რომ არ აქვს შესწავლილი პროცესი. რამეს კი არ ვერჩოდი მაგ ჟურნალისტებს - ჩემთან მოსვლა რომ დაიწყო ხმებმა, ხაზარაძეს გაეშვას, თორემ, ეთერში დავბლოკავ, მიშა სააკაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება, კეზერაშვილს გაეშვას, თორემ, ეთერი დაებლოკება - მაშინ შევდექი, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპის საკითხი. ჟურნალისტი უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს, ზუსტად ისე, როგორც სახელმწიფო მოხელე უნდა ემსახურებოდეს საჯარო ინტერესს," - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 22:02

მსოფლიო

ტრამპი: გავარკვევთ, აწვდის თუ არა რუსეთი ირანს აშშ-ის ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს - პუტინს პირადად ვკითხავ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი ირანს სპარსეთის ყურეში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზების თანამგზავრულ ფოტოებს აწვდის, რათა თეირანს სამიზნეების ამოღებაში დაეხმაროს.

ირაკლი კობახიძე

27 ივლისი 2026, 21:47

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: განსაკუთრებით ვაფასებთ, რომ ჩინეთი საქართველოს მუდმივად თანასწორ და პატივსაცემ პარტნიორად განიხილავს, იმ დროს, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობები ხშირად ორმაგი სტანდარტებით ხასიათდება, დიპლომატიის არსი ნდობის ჩამოყალიბება, დიალოგისთვის არხების გახსნა, საერთო ინტერესების პოვნა და ისეთი ხიდების მშენებლობაა, რომლებიც ჩვენს ხალხებს ერთმანეთთან თანამშრომლობის შესაძლებლობას აძლევს

ჩვენმა საერთო მისწრაფებებმა მყარი საფუძველი შექმნა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის, გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 ივლისი 2026, 21:43

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია

იმ პრინციპებს შორის, რომლებიც ჩინეთსა და საქართველოს აერთიანებს, მშვიდობასა და სტაბილურობას განსაკუთრებული ადგილი უკავია, ამ თვალსაზრისით, ჩინეთი წარმოადგენს სანიმუშო ქვეყანას - გლობალურ, მშვიდობიან ზესახელმწიფოს, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტაბილურობის განმტკიცების ერთგულია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

27 ივლისი 2026, 21:36

საზოგადოება

ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღების მორიგი ეტაპი პირველი სექტემბრიდან დაიწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოფიციალური მონაცემებით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, მონაწილეთა ნახევარი საჯარო უწყებებში ოფიციალურად დასაქმდა.

27 ივლისი 2026, 21:34

პოლიტიკა

„ორმაგი სტანდარტი“ ენერგოსექტორში - მმართველი გუნდი ოპოზიციას სააკაშვილის მმართველობისას მიღებულ გადაწყვეტილებებს ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველოს ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ „თელასის“ არაპირდაპირი მფლობელი კომპანია „ინტერრაო“ სანქცირებულთა სიაშია, თუმცა თავად „თელასი“ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტია და მისი უწყვეტი მუშაობა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჭოუ ციენი

27 ივლისი 2026, 21:26

პოლიტიკა

ჭოუ ციენი: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის დიდი პატივი იყო წვლილის შეტანა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სწრაფ განვითარებაში, ეს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა თქვენი მხარდაჭერისა და ერთგულების გარეშე, მსურს, გულწრფელი მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და ყველა შესაბამის უწყებას

„ჩემი საქმიანობა საქართველოში დასასრულს უახლოვდება. ორმხრივი ურთიერთობები ორჯერ გადავიდა ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე. 2023 წელს საქართველო გახდა სამხრეთ კავკასიაში პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა. გასულ თვეს კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლა, რითაც ორმხრივ თანამშრომლობაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო. მაღალი დონის პოლიტიკური ურთიერთობები ღრმავდება“, - განაცხადა ელჩმა.

27 ივლისი 2026, 21:19

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისის საკრებულოსთან აქციის წევრი დააკავეს, რომელსაც საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი ბანერი ხელში ეჭირა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

27 ივლისი 2026, 20:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საზეიმო მიღებაზე მთავრობის მეთაურმა ჩინეთის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

სალომე ლომიძე

27 ივლისი 2026, 20:49

ეკონომიკა

სალომე ლომიძე: მიზანმა გაამართლა - წარმატებით გავიარე სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა და ამჟამად დასაქმებული ვარ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში

როგორც სალომე ლომიძემ აღნიშნა, საჯარო სამსახურში საქმიანობით, კერძოდ კი, ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის გავლით პირველად საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელ კურსზე სწავლისას დაინტერესდა. სალომე ლომიძემ წარმატებით გაიარა პროგრამა და დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელია.

ზაალ ანჯაფარიძე

27 ივლისი 2026, 20:42

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ახალი სახალხო მოძრაობის დაფუძნებაზე: არ იქნებოდა ქართველიშვილი, ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოჩნდებოდა ვინმე სხვა, ვინც მსგავს განაცხადს გააკეთებდა, რადგანაც აქ ბოლო დროს განვითარებული პროცესების ლოგიკამ გამოიწვია ეს ყველაფერი

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, MMA-ის მებრძოლის, გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ სახალხო მოძრაობის დაფუძნების თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ანჯაფარიძის განცხადებით, სწორედ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესების ლოგიკამ გააჩინა აღნიშნული მოძრაობის ჩამოყალიბების საჭიროება.

ანდრეი სიბიგა

27 ივლისი 2026, 20:40

მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანის მუქარა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია - თეირანის რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პირდაპირი თანამონაწილეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ ირანი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის პირდაპირი თანამონაწილეა, შესაბამისად, ის ვერ შეძლებს მსხვერპლის როლის მორგებას.

27 ივლისი 2026, 20:40

პოლიტიკა

იდენტური ტექსტები სოციალურ ქსელში და ცრუ ბრალდებები - შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას უარყოფს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს, შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს. მეტიც, უწყება ოფიციალურად აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები ყალბია და დასახელებულ პირს ქვეყნის საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს.

პაატა ბურჭულაძე

27 ივლისი 2026, 20:31

პოლიტიკა

„თავისუფლებაზე ფიქრი“ პატიმრობიდან - მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სხვა პატიმრებს საპროცესო შეთანხმებისკენ მოუწოდებს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე პატიმრებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებს. პატიმრობაში მყოფის განცხადებით, საკუთარ თავისუფლებაზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.