imedi /  25 აპრილი 2020, 14:01 / სანდო წყარო

„უკრაინელმა ხალხმა მარგინალ საააკაშვილს არჩევნებზე 0,4%-იანი განაჩენი გამოუტანა“ - მიმართვა უკრაინის ხელისუფლებას

მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი

ელექტორალურმა ბანკროტმა და მარგინალმა სააკაშვილმა, გარდაუვალი კრახის შიშით, როგორც მხდალ ადამიანს სჩვევია, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა 0,4 პროცენტიანი განაჩენი მას მაინც გამოუტანა, - ამის შესახებ უკრაინელი ხალხის, საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებისადმი ქართული საზოგადოების მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც რეჟისორ ბუბა ხოტივარის, პოეტ კობა არაბულის, მწერლისა და მთარგმნელის ლერი ალიმონაკისა და ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ არის ინიცირებული.

„ელექტორალურმა ბანკროტმა და მარგინალმა სააკაშვილმა, გარდაუვალი კრახის შიშით, როგორც მხდალ ადამიანს სჩვევია, უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაც კი ვერ გაბედა, მაგრამ უკრაინელმა ხალხმა 0,4 პროცენტიანი განაჩენი მას მაინც გამოუტანა. ბატონო ზელენსკი, თქვენს პარტიას „ხალხის მსახური” ჰქვია და ამიტომ დაბეჯითებით გთხოვთ, ნუ ჰკადრებთ უკრაინელ და ქართველ ხალხს ვიცე-პრემიერად იმ ადამიანს, ვინც ამ ხალხმა არც იმსახურა და არც დაიმსახურა“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ქართულმა საზოგადოებამ უკრაინელ ხალხის, უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებისადმი მიმართვა გაავრცელა.

ყველა სიახლე

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:59

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციამ თვითლიკვიდაცია მოახდინა

„იქნება ორპორალური სისტემის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გაცილებით უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ ძალებს და დებატებს ვიხილავთ პარლამენტში“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების დამტკიცების თემაზე ისაუბრა.

04 ივლისი 2020, 21:51

სამართალი

პროკურორი: დავით ჭაკუას ორივე საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს

2006 წლის ე.წ. ციხის ბუნტისა და 2012 წლის ციხის სკანდალური კადრების საქმეებზე ბრალდებულ პირთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს პროკურორმა, გიორგი მუჯირმა განუცხადა. მისი თქმით, გენერალური პროკურატურა ამ საქმეებზე ძიებას აგრძელებს.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 21:30

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი დამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს

მგონია, რომ მთლიანობაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი ქვეყანაში მიმდინარეობს დამაკმაყოფილებლად. ძალიან კარგად მესმის, რომ უამრავი ადამიანია, რომელსაც წაართვეს ქონება და შეიძლება, დღეს ვერ დაუბრუნდეს; უამრავი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ მისი უშუალო მწამებელი სასჯელს ჯერ კიდევ არ იხდის. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი

04 ივლისი 2020, 21:06

საზოგადოება

პრეზიდენტმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისგან გაშენენებული ვენახები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა ლეჩხუმში რაჩხას ჩანჩქერი, მურის ციხე და უსახელოურის ჯიშის ვაზისაგან გაშენენებული ვენახები მოინახულა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 20:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ევროპულმა სასამართლომ სულ ორიოდე თვის წინ მკაფიოდ თქვა, რომ 2006 წელს ციხის ამბოხის დროს, მოხდა ადამიანების სიცოცხლის დაუსაბუთებელი ხელყოფა

„დავით ჭაკუას სახელი კარგად არის ცნობილი ყველა უფლებადამცველისთვის, რომელიც იმ პერიოდში საქმიანობდა ადამიანის უფლებების დაცვის დარგში, არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

ქედა

04 ივლისი 2020, 20:52

სამართალი

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. სოფელ მეძიბნაში მსუბუქი ავტომობილი ხევში გადავარდა.

სოზარ სუბარი

04 ივლისი 2020, 20:21

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: დავით ჭაკუა ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო, რაზეც გერმანულმა მხარემ კატეგორიული უარი თქვა

„დავით ჭაკუა ცდილობდა, რომ საქართველოში არ არის სამართლიანი სასამართლო; რომ პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი გახდეს“, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

04 ივლისი 2020, 20:12

მსოფლიო

იტალიის პოლიციამ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების მასშტაბური საქმე გახსნა

იტალიის პოლიციამ, ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე გახსნა. ამის შესახებ გამოცემა Istoé წერს. გამოცემის ცნობით, აკრძალული მასალა მესენჯერით ვრცელდებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების ქსელში 50 ადამიანი იყო ჩართული. მედიის ინფორმაციით სამი ადამიანი დააკავეს, ხოლო სპეცოპერაცია ქვეყნის 20 რეგიონიდან 15-ში ჩატარდა.

კორონავირუსი

04 ივლისი 2020, 19:49

COVID19

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთი იმპორტირებული შემთხვევაა, 27 წლის კაცს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მეორე კი შიდა გავრცელებაა, ინფქეციური საავადმყოფოს სანიტარი პაციენტისგან დაავადდა.

04 ივლისი 2020, 19:40

COVID19

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა. აქედან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, 27 წლის კაცს აქვს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია. მეორე კი შიდა გავრცელებაა, ინფეციური საავადმყოფოს სანიტარი პაციენტისგან დაავადდა.

პარაგრაფი რეზორტი და სპა

04 ივლისი 2020, 19:36

საზოგადოება

თანაინვესტირების ფონდი: საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, „პარაგრაფი რეზორტი და სპას“ შესახებ დეზინფორმაცია მიზანმიმართულად გავრცელდა

თანაინვესტირების ფონდი სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპას“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე მიუთითებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

04 ივლისი 2020, 19:14

მსოფლიო

ვოლოდიმერ ზელენსკიმ გერმანული გამოცემა Spiegel-ი არაკორექტურობაში დაადანაშაულა

ვოლოდიმერ ზელენსკიმ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნორმანდიული ფორმატის შეხვედრაზე რუსულმა მხარემ უკრაინას 6 ივლისამდე დონბასისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე შესაბამისი კანონპროექტის წარდგენა მოსთხოვა.

04 ივლისი 2020, 19:00

სამართალი

ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეზე - რა წერია ტაქსის მძღოლის ჩვენებაში?

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ტაქსის მძღოლის ჩვენებაში ვკითხულობთ, რომ მას, დაახლოებით, ღამის 00:30 საათზე ნაცნობი, ლუკა ბეჟანიშვილი დაუკავშირდა და სთხოვა, რომ მცხეთის ხიდებთან მისულიყო და ვახტანგ ახვლედიანი, მეგობართან ერთად, თბილისში წაეყვანა.

ირაკლი კობახიძე

04 ივლისი 2020, 18:53

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და საიმედო მეგობარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ეკატერინე  ტიკარაძე

04 ივლისი 2020, 18:51

პოლიტიკა

ეკატერინე ტიკარაძე: ბოლოდროინდელი გამოწვევის პერიოდში, აშშ-ის დახმარება ფასდაუდებელია

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „ჩვენს ორ ქვეყანას მრავალი წელია ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს.

04 ივლისი 2020, 18:36

რეგიონი

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს

რუსმა სამხედროებმა 21 წლის ტატო ზარქუა დააკავეს. ზარქუა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში ნათესავებთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა, ბიჭი გუშინ დღის მეორე ნახევრის შემდეგ გაუჩინარდა, დღეს კი გაიგეს, რომ ახალგაზრდა ოკუპირებულ აფხაზეთში კერძოდ კი გალის იზოლატორში იმყოფება. ,,გუშინ გავიდა სახლიდან და არ დაბრუნებულა, გვეგონა დაიკარგა, დღეს კი გავიგეთ თურმე გალში, იზოლატორში იმყოფება. სხვა დამატებით არაფერი ვიცით, საოკუოაციო ძალები მას სავარაუდოდ საზღვრის კვეთას ედავებიან“, - აცხადებენ დაკავებულის ახლობლები.

04 ივლისი 2020, 18:25

სამართალი

დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირს თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზ.ჯ.-ს, გ.გ.ს, დ.მ.-ს, მ.ღ.-ს და დ.დ.-ს თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის და ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო სასამართლოს მიერ გ.ა.-ს მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს პროკურატურა აპელაციის წესით გაასაჩივრებს.

Air France

04 ივლისი 2020, 18:23

ეკონომიკა

Air France 7500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს

Air France-მა სამუშაო ადგილების შემცირების შესახებ გამოაცხადა. ავიაკომპანია 7 500 სამუშაო ადგილის გაუქმებას გეგმავს, რადგან კოროვირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ავიაინდუსტრია დაზარალდა.

აშშ სიეტლი

04 ივლისი 2020, 18:17

მსოფლიო

სიეტლში მანქანა დემონსტრანტებს დაეჯახა, არიან დაშავებულები

მომხდართან დაკავშირებით 27 წლის კაცია დაკავებული. ჯერჯერობით უცნობია, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული თავდასხმა.

04 ივლისი 2020, 18:04

რეგიონი

ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

„შეწყდეს რაჭა-ლეჩხუმში დამანგრეველი ჰესების მშენებლობა“, - ამ მოთხოვნით ონში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მომაწილეები ონში დაგეგმილ ჰესის მშენებლობას აპროტესრებენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ონის კასკადი მასშტაბური პროექტია, რომელიც დიდ ზიანს მოუტანს გარემოსა და ადგილობრივ მოსახლეობას. მათივე განმარტებით, რაჭა სეისმურად ისედაც საფრთხის შემცველია და ჰესის აშენება კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებს ეკოსისტემას.