01 მაისი 2020, 15:03 / სანდო წყარო

ისრაელის ელჩი საქართველოს მთავრობას ებრაელი წყვილების დახმარებისთვის მადლობას უხდის

რან გიდორი

რან გიდორი

ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა „ქრონიკის“ ეთერში ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებისა, საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ უშვილო ებრაელ წყვილებს დაეხმაროს და მათ ამ პირობებშიც უმარტივებს პროცედურებს. ელჩი ხელისუფლებას ამისთვის მადლობას უხდის.

„საქართველოსა და ისრაელის მეგობრობის ურიცხვ მაგალითს შორის, მინდა ხაზგასმით გამოვყო ბოლოდროინდელი ასპექტი, - საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ებრაული ოჯახებისთვის, რომლებიც სუროგაციას გეგმავენ და ამ მიზნით ჩამოდიან აქ. ყოველწლიურად ამ მეთოდს 300-მდე წყვილი მიმართავს და, ამჟამინდელი სირთულეების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცედურები გაემარტივებინა ებრაული ოჯახებისთვის, - ჯანმრთელობის სრული გარანტიებით. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორს“, - განაცხადა ელჩმა.

ყველა სიახლე

აფეთქება

01 ივნისი 2020, 22:19

სამართალი

ეკოგაზის ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე სახანძრო სამსახურის ჯგუფები მივიდნენ. მეხანძრეებმა ცეცხლი უკვე ჩააქრეს. ადგილობრივების ინფორმაციით, კორპუსში, ფანჯრების შუშებიც ჩაიმსხვრა.

01 ივნისი 2020, 22:03

COVID19

ე.წ. „საბურთალოს კლასტერთან“ დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება. მისი თქმით, „საბურთალოს კლასტერთან“ კონტაქტში მყოფი ყველა პირი, რომლებიც წარმოადგენდნენ რისკს შესაძლო ინფიცირების თვალსაზრისით, არიან ან კარანტინში ან მკაცრი იზოლაციის პირობებში.

ადამ კინზინგერი

01 ივნისი 2020, 21:44

მსოფლიო

ადამ კინზინგერი: პროტესტის უფლება ისტორიული შენობების დაწვას ან მაღაზიების ძარცვასა და გაჩანაგებას არ მოიცავს

„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა.

ხათუნა ზახაშვილი

01 ივნისი 2020, 21:43

COVID19

ხათუნა ზახაშვილი: ერთადერთი, რითაც შევძლებთ კორონავირუსის შეჩერებას, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა

„ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. ხათუნა ზახაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ, რათა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს.

კონგო

01 ივნისი 2020, 21:23

მსოფლიო

კონგოში ებოლას ვირუსმა 4 ადამიანი იმსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ მბანდაკაში ინფიცირების 6 შემთხვევა დადასტურდა. 4 პაციენტის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. რეგიონის გუბერნატორი მოსახლეობას სიმშვიდისა და ჰიგიენური წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპი

01 ივნისი 2020, 21:21

მსოფლიო

დონალდ ტრამპი გუბერნატორებს: უნდა დააპატიმროთ და გაასამართლოთ ძალადობრივი აქციების მონაწილეები, თუ არადა ჩლუნგებს დაემსგავსებით

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას გუბერნატორებს მკაცრი ფორმით მოუწოდა, უფრო ხისტად იმოქმედონ ძალადობრივი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თენგიზ ცერცვაძე

01 ივნისი 2020, 21:09

პოლიტიკა

თენგიზ ცერცვაძე: მე არ ვარ პოლიტიკაში ჩართული და არც ვაპირებ

ეს ის ხალხია ვინც ჩვენი საქმიანობის დისკრედიტაციას ცდილობს, ვისაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა, - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, გუბაზ სანიკიძის კრიტიკას, როდესაც სანიკიძემ თენგიზ ცერცვაძეს პოლიტიკურ ველზე აქტიურობა აუკრძალა.

ტედროს ადანომ გებრეისუსი

01 ივნისი 2020, 21:01

COVID19

ჯანმოს დირექტორი: ვიმედოვნებ, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძვღანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, მიუხედავად დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა, ჯანმო იმედოვნებს, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა გაგრძელდება.

ვლადიმერ პუტინი

01 ივნისი 2020, 20:55

მსოფლიო

რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი პირველ ივლისს ჩატარდება

რეფერენდუმი საკონსტიტუციო ცვლილებებზე რუსეთში პირველ ივლისს გაიმართება. სათანადო განკარგულება პრეზიდენტმა პუტინმა გასცა. მთავარი ცვლილება წინა საპრეზიდენტო ვადების განულებას ითვალისწინებს, რაც პუტინს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლებას მისცემს.

ჯასტინ ტრუდო

01 ივნისი 2020, 20:31

მსოფლიო

ჯასტინ ტრუდო: რუსეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვეული არ უნდა იყოს

კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, რუსეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვეული არ უნდა იყოს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინი

01 ივნისი 2020, 20:19

COVID19

ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს ხელოვნური სუნთქვის აპარატების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარში კორონავირუსთან ბრძოლის საკითხი განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

01 ივნისი 2020, 20:18

საზოგადოება

გლდანში, ბოჭორიშვილის ქუჩის ჩიხებსა და გასასვლელში გზის საფარი ეწყობა

თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩის ჩიხებსა და გასასვლელში გზის საფარი ეწყობა გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

01 ივნისი 2020, 20:15

COVID19

ეპიდემიოლოგი: არსებობს ალბათობა, რომ ე.წ. საბურთალოს კლასტერის მსგავსი ახალი კლასტერები ჩამოყალიბდეს

„შეშფოთების საბაბი ნამდვილად გვაქვს. დიდი იმედი მაქვს საქმე იქამდე არ მივა, რომ ხელახალი იზოლაცია დაგვჭირდეს. ამის ალბათობა არსებობს, მაგრამ ეს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ვირუსი ჩვენთან ერთად არის და რეკომენდაციები აუცილებლად დავიცვათ. თუ დისტანციას ვერ ვიცავთ, მინიმუმ პირბადე მაინც აუცილებლად გვეკეთოს, გახსოვდეთ, პირბადე გვიცავს!“, - აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

01 ივნისი 2020, 20:06

ეკონომიკა

ლარი აშშ დოლართან მიმართებით ერთბაშად 6 თეთრით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1172 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1761 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0589 შეადგინა.

პარლამენტი

01 ივნისი 2020, 20:06

საზოგადოება

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე ტყვიით გარემოს დაბინძურებისა და ადამიანებზე ზემოქმედების ძირითადი წყაროები დასახელდა

ტყვიით გარემოს დაბინძურებისა და უშუალოდ ადამიანზე მისი ზემოქმედების ძირითად წყაროებად დასახელდა საყოფაცხოვრებო დანიშნულების საღებავები, ინდუსტრიული ნარჩენები, საწვავი, სამომხმარებლო პროდუქცია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა საკომიტეტო მოკვლევაზე „გარემოს ტყვიით დაბინძურების შეფასება საქართველოში“ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა.

01 ივნისი 2020, 19:56

COVID19

გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

01 ივნისი 2020, 19:52

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს დაბადების დღე მიულოცა. გიორგი გახარიას მილოცვის ტექსტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

რომან კაკულია

01 ივნისი 2020, 19:51

პოლიტიკა

რომან კაკულიამ ევროკავშირის ელჩთან ვიდეოშეხვედრა გამართა

პოსტკრიზისულ პერიოდში ევროკავშირთან ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს დღეს გამართულ ვიდეოშეხვედრაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ და საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

01 ივნისი 2020, 19:47

მსოფლიო

საპროტესტო აქციების გამო ვაშინგტონში ორდღიანი კომენდანტის საათი დაწესდა

ვაშინგტონის მერმა, მიურიელ ბოუზერმა საპროტესტო აქციების გამო ქალაქში ორდღიანი კომენდანტის საათი დააწესა. ბოლო დღეების განმავლობაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

01 ივნისი 2020, 19:34

ეკონომიკა

მეღვინეობის მხარდაჭერის ღონისძიებებზე პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს. კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.