23 მაისი 2026, 15:31 / სანდო წყარო

ლია გიგაური: სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს წელსაც ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მარნეულსა და ახალქალაქში მასპინძლობს -აქცენტს ვაკეთებთ ერთიანობაზე და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე

ლია გიგაური

ლია გიგაური

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმოდ აღნიშვნისთვის ემზადებიან ახალქალაქსა და მარნეულში. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს წელსაც ტრადიციულად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, მარნეულსა და ახალქალაქში მასპინძლობს.

„როგორც ყოველთვის, დაგეგმვის პროცესში ვითვალისწინებთ ამ რეგიონების და კონკრეტული მუნიციპალიტეტების ეთნიკურ, ენობრივ და კულტურულ თავისებურებებს; ამიტომ ჩვენი ღონისძიებები ძალიან სპეციფიურია, რადგან აქცენტს ვაკეთებთ ერთიანობაზე და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე - ეს არის ის ძირითადი ხაზი, რომელსაც ჩვენ მივყვებით.

ორივე ქალაქში გვექნება ძალიან საინტერესო, მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიებები, ეს იქნება კულტურული, გასართობი და შემეცნებითი სივრცეები, მასტერკლასები, მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალური წარმოდგენები; რა თქმა უნდა სტუმრად მოსულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობების გამოფენა. მთელი სულისკვეთება ორივე ქალაქში გახლდათ ის, რომ თითოეულმა სტუმარმა, განურჩევლად მისი ასაკის, რელიგიური მრწამსის თუ ეთნიკური კუთვნილებისა, თავი იგრძნოს ამ დღის სრულფასოვან მონაწილედ, სრულიად აღიქვას რა მნიშვნელობის მატარებელია 26 მაისი და რა დატვირთვა აქვს დამოუკიდებლობის დღის საყოველთაოდ აღნიშნვას.

წელს ჩვენ განსაკუთრებული აქცენტი ქართულენოვან აქტივობებზე გავაკეთეთ, რადგან ის პროგრესი, რაც დღეს გვაქვს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ქართული ენის ცოდნასთან დაკავშირებით, ღონისძიებების ყველა კომპონენტში გათვალისწინებულია. მინდა გითხრათ, რომ ინტერესი ძალიან მაღალია ზოგადად ქართული ენის შესწავლის თვალსაზრისით; იმდენად კარგად, ლამაზად არის მოწყობილი გარემო და გაფორმებული კონსტრუქციები, რომ ნამდვილად კიდევ უფრო მამოტივირებელი იქნება მოსახლეობისთვის. ორივე ქალაქში ნამდვილი სახალხო ზეიმი მოეწყობა და რაც მთავარია ყველაფერი, რაც კეთდება, კეთდება იმისთვის, რომ ყველა სტუმარმა იგრძნოს სიყვარული და საქართველოს სიყვარულით მოსახლეობის ერთიანობა ამ რეგიონებში.

17 საათსა 10 წუთზე მთელი ქვეყნის მასშტაბით საზეიმოდ შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი. მარნეულში პირველად ისტორიაში ჰიმნს ერთად შეასრულებენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და ქართული ხმების გუნდი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პირველად ჩაერთო ადგილობრივი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მომღერალი სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაში და ეს იქნება მართლაც გრანდიოზული, არა მხოლოდ მუსიკალურად, არამედ სანახაობრივადაც გაფორმებული.

ღონისძიებები 11:00 საათზე დაიწყება და საღამოს დასრულდება გალა კონცერტებით, ყველასთვის ნაცნობ კომპოზიციებს შეასრულებენ ცნობილი მომღერლები და ანსამბლები,“ - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა.

სახელმწიფო მინისტრსი აპარატის ცნობით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერითა და აპარატის ორგანიზებით 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება მარნეულში, „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში და ახალქალაქში, ცენტრალურ პარკში.

ყველა სიახლე

23 მაისი 2026, 16:20

მსოფლიო

ლატვიაში ტბაში დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა

ლატვიაში დრიდზისის ტბაში ამოუცნობი დრონი ჩამოვარდა და აფეთქდა. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.

23 მაისი 2026, 16:04

ეკონომიკა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრებმა, აგროსექტორში არსებული გამოწვევების შესახებ სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებლებთან შეხვედრა გამართეს

„საქართველოს შიდა ბაზრის განვითარებისა და ბაზრის სტაბილიზაციისთვის აუცილებელი და საჭიროა იმპორტდამოკიდებულების ჩანაცვლება შიდა პროდუქციით. ბაზარზე, რაც შეიძლება მეტი პროცენტი უნდა იყოს საქართველოში ნაწარმი პროდუქცია“, - განაცხადა „ქრონიკასთან“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა, ბიძინა გიორგობიანმა.

23 მაისი 2026, 15:51

კულტურა

კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს და სამუზეუმო წელი შეაჯამეს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსმა, სალომე ჯამბურიამ, სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ.

23 მაისი 2026, 15:45

საზოგადოება

საქართველოს დელეგაციამ ტაშკენტში მიგრაციის საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

ტაშკენტში საერთაშორისო მიგრაციის რიგით პირველი საერთაშორისო ფორუმი (TIMF) გაიმართა. ღონისძიებაში 50-ამდე ქვეყნის 600-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ლევან მოსეშვილი

23 მაისი 2026, 15:43

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: ამბროლაურში 26 მაისს ავიაციის თემატიკის მრავალფეროვანი სივრცე მოეწყობა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება წელს 26 მაისს ამბროლაურში, ცენტრალურ ბულვარში, ავიაციის თემატიკის მრავალფეროვან სივრცეს მოაწყობს.

გიორგი გაბუნია

23 მაისი 2026, 15:40

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია პეტერ ფიშერზე: ერთი რამ მინდა მას ვუთხრა, რომელიც დღეს ასრულებს თავისი უფროსების დავალებებს, „დიფ სთეითი“ პირველ რიგში, უნდა ეძებოს თავის ქვეყანაში

„წლების განმავლობაში ერეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში, პოლიტიკურ ცხოვრებაში და იჭერდა კონკრეტულ პოზიციას - რადიკალების მხარეს, რამაც ფაქტობრივად, ფიშერი, დიპლომატი გამოიყვანა წყობიდან და დღეს ჩვენ ასეთი დიდი სახელმწიფოს წარმომადგენლის სახით გვყავს აბსოლუტურად უფუნქციო და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანი.

23 მაისი 2026, 15:39

საზოგადოება

The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს

პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ბათუმში მოგზაურობისკენ მოუწოდებს. გამოცემამ სტატია სათაურით „დახვეწილი მოგზაურის სრულყოფილი გზამკვლევი“ მაისის ნომერში გამოაქვეყნა, სადაც ბათუმი პორტუგალიის, ტაილანდის, ესპანეთის, შვეიცარიის, საბერძნეთის და სხვა ტურისტული მიმართულებების გვერდითაა დასახელებული.

ნიკოლოზ მეტრეველი

23 მაისი 2026, 15:35

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: 26 მაისის აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ არის დაგეგმილი - რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, რადგან საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს

26 მაისის აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ და ევროკავშირის აგენტურის მიერ დაგეგმილი აქცია. რა თქმა უნდა, ეს აქციაც იქნება ფუჭი მცდელობა მათი მხრიდან, საზოგადოებაში არავითარი საპროტესტო მუხტი დღეს არ არსებობს, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე.

23 მაისი 2026, 15:33

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურატ შექერს შეხვდა.

ნიკოლოზ მეტრეველი

23 მაისი 2026, 15:21

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა ვთხოვო მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, რომ ღიად გავხსნათ დისკუსია და ვისაუბროთ ევროკავშირის არამარტო დადებით, არამედ მანკიერ მხარეებზეც, რათა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და ისე მოხდეს მოვლენების შეფასება

ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის და არც არასდროს ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ წლების განმავლობაში პრივილეგირებული კასტა იყო შექმნილი, დასავლეთის მიერ დაფინანსებული აგენტურა, რომელიც თავს გვახვევდა გარკვეულ იდეოლოგიას და ეწეოდა პროპაგანდას ევროპის სიკეთეების შესახებ, თუმცა, რეალობა დღეს აბსოლუტურად სხვაა, - განაცხადა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე.

ირაკლი ზარქუა

23 მაისი 2026, 15:17

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ფიშერზე და ჰერჩინსკიზე: ამდენი ხანია, ვერ დავაგმობინეთ 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ამ ხალხისგან ჩვენ რა უნდა მოვისმინოთ? ეს ხალხი როგორ იქნება გერმანულ-ქართული ურთიერთობებისკენ აქცენტირებული ან ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის გზაზე მხარდამჭერი?

ბატონ ფიშერს, რომელიც ყველა წითელ ხაზს გასცდა, შენიშვნა არაერთხელ მიუღია, მათ შორის, ჩვენგან კი არა, მათი მთავრობის მხრიდანაც იყო მის მიმართ მკაცრი ტონალობა, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

გიორგი სოსიაშვილი

23 მაისი 2026, 15:12

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ევრობიუროკრატებზე: მათი მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, დევნა, რომ ადამიანებმა არ გაიგონ სიმართლე, რომ თავიანთი ნარატივი, დღის წესრიგი მოახვიონ თავზე ყველას და როგორც მათ სურთ, ისეთი განწყობა არსებობდეს საზოგადოებაში

მათი მთავარი მიზანია თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, თავისუფალი სიტყვის დევნა, რომ ადამიანებმა არ გაიგონ სიმართლე, რომ თავიანთი ნარატივი, თავიანთი დღის წესრიგი მოახვიონ თავზე ყველას და როგორც მათ სურთ, ისეთი განწყობა არსებობდეს საზოგადოებაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას განცხადების შეფასებისას, რომელმაც თანამოაზრეებთან ერთად, საქართველოს ყველა რეიტინგული ტელევიზიის შესწავლა მოითხოვა.

23 მაისი 2026, 15:10

მსოფლიო

მედია: ივ საკილას გარდაცვალებას ირლანდიის „ჯორჯ ფლოიდის მომენტს“ უწოდებენ - 35 წლის მამაკაცი დაცვის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით შებოჭეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კონგოში დაბადებული, 35 წლის ივ საკილა გასულ პარასკევს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა დუბლინში, სავაჭრო ცენტრის გარეთ დააკავეს. ინფორმაციას კანადური მედია ავრცელებს.

23 მაისი 2026, 14:58

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

23 მაისი 2026, 14:58

მსოფლიო

რუსეთი უკრაინას ლუგანსკის ოლქში მდებარე კოლეჯის დაბომბვაში ადანაშაულებს

რუსეთის ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული ლუგანსკის ოლქში მდებარე პროფესიული კოლეჯი დაბომბა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

პროკურატურა

23 მაისი 2026, 14:48

სამართალი

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება დაიწყო

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტზე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო.

ირაკლი ქადაგიშვილი

23 მაისი 2026, 14:48

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი: ის, რომ საქართველოში არის მედიამრავალფეროვნება და არ არის ის პოლიტიკა, რაც „ნაციონალების“ დროს იყო, რომ მხოლოდ ერთი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა უნდა ყოფილიყო ყველასათვის სავალდებულო, გარკვეულ ძალებს რა თქმა უნდა, აშფოთებს

მედიის თავისუფლება და მედიის მრავალფეროვნება, მმართველი გუნდის შეფასებით, კონკრეტულ ძალებს აშფოთებს და სწორედ ამ მიზეზით ხსნიან თავისუფალ მედიაზე ზეწოლას,. გუნდში მიაჩნიათ, რომ ამას ერთადერთი მიზანი აქვს - თავისუფალი სიტყვის ჩახშობით ადამიანები სიმართლეს ვერ გაიგებენ, რის გამოც განსხვავებულ აზრს, ევროპის სახელით დევნიან.

ირაკლი ჭეიშვილი

23 მაისი 2026, 14:43

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: საქართველოში როდესაც „მოლოტოვის კოქტეილებით“ პოლიციელებს წვავდნენ, ადმინისტრაციულ შენობებს უტევდნენ და არბევდნენ, მაშინდელი დაშლილი აქცია, რატომღაც დანიის ხელისუფლებისა და ბრიუსელისთვის მიუღებელი იყო

სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ბრიუსელი დღეს საქართველოსთან მიმართებაში აკეთებს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვების შეფასებისას.

23 მაისი 2026, 14:42

მსოფლიო

რუსეთმა სომხური მინერალური წყლის „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა

„როსპოტრებნადზორმა“ სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ იმპორტი შეაჩერა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.