imedi /  07 მაისი 2020, 10:30 / სანდო წყარო

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით განათლების სექტორში პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე იმსჯელებენ

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით, დღეს მრგვალი მაგიდის „პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მყისიერი საჭიროებები განათლების სექტორში“ მეორე რაუნდი გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.

ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდება და მასში 20-მდე ახალი მონაწილე მიიღებს მონაწილეობას. [ZK2] გპფ-ს ინიციატივის მიზანია თავი მოუყაროს განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს და შეიქმნას ისეთი პლატფორმა, სადაც სფეროს წარმომადგენლები ღიად ისაუბრებენ კორონავირუსის შედეგად განათლების სექტორში წარმოქმნილ გამოწვევებზე, ერთობლივად გამოავლენენ შექმნილ პრობლემებს, დასახავენ მათი გადაჭრის გზებსა და მეთოდებს, რაც თავის მხრივ მაქსიმალურად შეამსუბუქებს არსებულ სიტუაციას და განათლების სექტორს საშუალებას მისცემს განაგრძოს უკეთ ფუნქციონირება და განვითარება პანდემიის შედგომ პერიოდშიც. ღონისძიებათა სერია სამ რაუნდადაა დაყოფილი და ჯამში განათლების სექტორში მოქმედ თითქმის ყველა ორგანიზაციასა და ინსტიტუტს მოიცავს.

მრგვალი მაგიდის მეორე რაუნდში, ისევე როგორც პირველ რაუნდში, განათლების სფეროში მოღვაწე არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია ჩაერთვება[ZK3] [MC4]. მონაწილეებს საშუალება ექნებათ საკუთარი ხედვა და წინადადება შეხვედრაზე წარმოადგინონ და ასევე ასახონ იმ ერთობლივ დოკუმენტში, რომელზეც ფონდმა უკვე დაიწყო მუშაობა მრგვალი მაგიდის მონაწილეებთან ერთად. პროექტის შედეგად, მრგვალი მაგიდის მონაწილეების დახმარებით, მომზადდება დოკუმენტი, სადაც ასახული იქნება ის ძირითადი მიმართულებები, რომელებზეც განათლების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და ექსპერტებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად იმუშაონ და განახორციელონ ისეთი ახალი პროექტები, რასაც ფონდი და სხვა დონორი ორგანიზაციები გაუწევენ ფინანსურ მხარდაჭერას.

პროექტის ინიციატორის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი წარმოადგენს საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლის მიზანიცაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებასა და წინსვლას. გპფ, როგორც საგანმანათლებლო სისტემის გულშემატკივარი, არაერთი საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია ქვეყანაში. ამ ჯერზეც, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ფონდმა გადაწყვიტა საკუთარი წვლილი შეიტანოს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადაჭრაში და ამ სახით გვერდში დაუდგეს ქვეყანას და მის მოსახლეობას. ორგანიზაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაეხმაროს სისტემას იმგვარად, რომ მოსწავლეებმა, მშობლებმა და მასწავლებლებმა რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ სწავლა-სწავლების ეს რთული სიტუაცია.

ყველა სიახლე

ნაჩო სანჩეს ამორი

17 აპრილი 2021, 01:39

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი: ვიმედოვნებთ, რომ „ქართული ოცნების“ ნაბიჯს სხვა დაინტერესებული მხარეებიც მიჰყვებიან

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

17 აპრილი 2021, 01:05

მსოფლიო

ზელენსკი: ბაიდენისა და პუტინის შესაძლო შეხვედრაზე უკრაინის საკითხის უკრაინის მონაწილეობის გარეშე განხილვა არასწორი იქნება

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე უკრაინის საკითხის უკრაინის მონაწილეობის გარეშე განხილვა არასწორი იქნება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გვენ სტეფანი

17 აპრილი 2021, 00:54

ტაბლოიდი

გვენ სტეფანი TikTok-ზე საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი გვენ სტეფანი საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა. მომღერალს ეს კაბა 1995 წელს სიმღერა Don't Speak-ის კლიპის გადაღებაზე ეცვა. ვიდეო მომღერლის TikTok-ის ანგარიშზეც გამოქვეყნდა.

მერაბ ლომინაძე

17 აპრილი 2021, 00:45

რეგიონი

მერაბ ლომინაძე: „ნამახვანჰესი“ არის არა საერთაშორისო, არამედ ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს და ქართულ საზოგადოებას ემსახურება

„ნამახვანჰესი“ არ არის საერთაშორისო პროექტი, ეს არის ქართული პროექტი, რომელიც ქართულ საქმეს, ქართულ საზოგადოებას ემსახურება, - ამის შესახებ კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

ჯერი კონოლი

17 აპრილი 2021, 00:43

პოლიტიკა

კონგრესმენი ჯერი კონოლი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას“ მიბაძოს

კონგრესმენი ჯერი კონოლი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.

17 აპრილი 2021, 00:22

ტაბლოიდი

Gucci-მ კარვების წარმოება დაიწყო

იტალიური მოდის სახლმა Gucci-მ სპორტული ტანსაცმლის ბრენდის The North Face-ის მონაწილეობით ლაშქრობებისთვის კარვების წარმოება დაიყო. ამის შესახებ The Sun წერს.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2021, 23:46

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ ხელმოწერილ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტს აქვეყნებს.

ზურაბ ჯაფარიძე

16 აპრილი 2021, 23:38

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილ დოკუმენტზე ხელმოწერა „კაპიტულაციაზე ხელმოწერაა“. როგორც ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერა მხოლოდ იმის დემონსტრირებაა, რომ თითქოს მზად არიან, გააკეთონ რაღაცები, რაც დოკუმენტში წერია.

16 აპრილი 2021, 23:16

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება

დღეს, როგორც ლატვია-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა,პირადად მოვახსენე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულებას ინგრიდ ლევრენცეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება და მათ შორის, პირადად მოვახსენე პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადების არსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ Facebook-ზე დაწერა.

ფიდელ კასტრო
რაულ კასტრო

16 აპრილი 2021, 22:57

მსოფლიო

კუბაზე კასტროების მმართველობის ეპოქა სრულდება

კუბის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი რაულ კასტრო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ NBC News-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:49

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 36 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 36 442 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 309 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 22:48

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: უნდა მივესალმოთ და ვაღიაროთ „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯი კრიზისის დასასრულებლად

დღეს პარასკევია და ამ საღამოს ძალიან ძნელია კოლეგებთან კონსულტაციების გამართვა. ორშაბათს პარლამენტში მისვილისთანავე საქართველოზე დავიწყებ ევროპარლამენტარებთან საუბარს. ორშაბათს პირველი ამას გავაკეთებ, - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია „იმედთან“ გააკეთა

16 აპრილი 2021, 22:42

COVID19

ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 63 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 63 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 289 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

მარინა კალიურანდი

16 აპრილი 2021, 22:20

პოლიტიკა

მარინა კალიურანდი: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ „ნაცმოძრაობა“ შეცვლის გადაწყვეტილებას და მოაწერს ხელს შეთანხმებას

ევროპარლამენტარის, მარინა კალიურანდი იმედს გამოთქვამს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დაფიქრდება და საკუთარ გადაწყვეტილებას შეცვლის. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, ყველა მონაწილემ უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს და თუ ეს ასე არ მოხდება, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაჭიანურებაში ისინი იქნებიან დადანაშაულებულები.

ჯო ბაიდენი

16 აპრილი 2021, 22:15

მსოფლიო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად 1.7 მილიარდი დოლარი გამოყო

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან საბრძოლველად 1.7 მილიარდი დოლარი გამოყო.

ჰელენ მაკკრორი

16 აპრილი 2021, 22:11

კულტურა

„ალესილი კეპების“ ვარსკვლავი 52 წლისა გარდაიცვალა

სერიალ „ალესილი კეპების“ ვარსკვლავი ჰელენ მაკკრორი 52 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

16 აპრილი 2021, 22:04

პოლიტიკა

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს

ევროკავშირი მიესალმება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს. ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპულ საბჭოში განუცხადეს.

16 აპრილი 2021, 21:50

რეგიონი

ქვისცვენის გამო კალა-უშგულის მონაკვეთზე 17 აპრილის 09:00 სთ-მდე მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრატსრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაძლიერებული ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ171-კმ186 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, 16 აპრილის 20:50 სთ-დან 17 აპრილის 09:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

გიორგი ცუცქირიძე

16 აპრილი 2021, 21:43

ეკონომიკა

გიორგი ცუცქირიძე: ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა

სტატისტიკაში ასახულ, მიმდინარე წლის სამი თვის, შედეგების წინასწარი მონაცემების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ექსპორტის ზრდა, რაც გასულ წელთან შედარებით, სარეკორდოა, განსაკუთრებით აგროექსპორტში, რაც 2013 წლიდან განხორციელებულმა პროექტებმა განაპირობა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

16 აპრილი 2021, 21:40

პოლიტიკა

აშშ-ში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დასრულდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დასრულდა. „პარტნიორებს მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია რეგიონში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ პოლიტიკური დიალოგის პროცესზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრების მოსაზრებების მოსმენა.ბუნებრივია, მათ მოსაზრებებსა და რჩევებს გავითვალისწინებთ შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე Facebook-ზე ავრცელებს.