ნიკოლოზ ჩხეტიანი: „ფონდი ქართუ“ ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დაცულ ტერიტორიებს, ახლა ჩვენი დედაქალაქის დრო დადგა
ფოტო: Youtube
„ფონდი ქართუ“ 25 წელია საქმიანობს და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამ დროისთვის, 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს სხვადასხვა პროექტში დახარჯული. ჩვენი პროექტები საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებას მოიცავს. მიუხედავად ამისა, ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ის პროექტები, რაც გარემოსდაცვით სფეროში განვახორციელეთ. ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით ჩვენს დაცულ ტერიტორიებს. მაგალითად, ვაშლოვანს, ლაგოდეხს, თუშეთს. დღეს ჩვენი თბილისქალაქის დრო დადგა, - განაცხადა საერთაშორისო-საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციისას.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენს დედაქალაქში სერიოზული პრობლემები გაჩნდა. კლიმატური ცვლილებებისა და წინა პერიოდში არსებული, უმართავი ქალაქგეგმარებითი პროცესების გამო, სერიოზულ დეფორესტაციას აქვს ადგილი. ეს მისახედი პრობლემაა და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მის მოგვარებაში. იმისთვის, რომ სერიოზული და ქმედითი პასუხი გავცეთ არსებულ გამოწვევას, საჭიროა როგორც კერძო, ისე - საჯარო სექტორის სინერგია და ერთობლივი ძალისხმევა.
იგეგმება გიგანტური ტერიტორიის, დაახლოებით, 700 ჰექტრის ხელახალი გამწვანება და გაჯანსაღება. განხორციელდება უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაოები, დაირგვება ახალი, უფრო გამძლე, ენდემური ჯიშის ხეები და მცენარეების, რომელიც უფრო მედეგი იქნება კლიმატურ გამოწვევებთან. მომავალში ნებისმიერს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქესაც და სტუმარსაც, მიეცემა საშუალება, რომ დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ბუნებით. ცხადია, შედეგი არ დადგება მალე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები სამართლიანად და სწორად შეაფასებენ ჩვენს შრომასა და ძალისხმევას. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო იმ საუკეთესო სპეციალისტებს, რომელნიც ჩართულნი არიან ამ პროექტში“, - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის ფინანსური მხარდამჭერი „ფონდი ქართუა“. მხარეებს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს.
ყველა სიახლე
22 ივლისი 2026, 16:03
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ადგილობრივი წარმოება ქმნის ახალ შესაძლებლობებს ფერმერებისთვის
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, კომბინირებული საკვების გადამმუშავებელ საწარმოს შპს „აგრო უნივერსალ საქართველო“ საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო.
22 ივლისი 2026, 15:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ამომწურავად ვისაუბრეთ ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით - განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და განახლებულმა მოდელმა
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, შეხვედრა გაგვემართა ადგილობრივ და გლობალურ წამყვან ფინტექ კომპანიებთან, რომლებსაც წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
22 ივლისი 2026, 15:39
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩხოროწყუში ფრინველთა და ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, არაგეგმურად შეამოწმეს ფიზიკური პირის ბ. შ. (მის: ჩხოროწყუ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაო. ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. შემოწმების პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევასთან ერთად, გამოვლინდა რომ ცხოველის და ფრინველის დაკვლა, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ხორციელდებოდა.
22 ივლისი 2026, 15:37
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ-ისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ყოველთვის ურთიერთდამოკიდებული იქნება, ვინაიდან ეს რეგიონი 21-ე საუკუნეში ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება, მტკიცედ მჯერა, რომ 21-ე საუკუნის მომავალი სწორედ ამ რეგიონში და აქ მიმდინარე მოვლენების განვითარების მიხედვით დაიწერება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ვინაიდან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 21-ე საუკუნეში ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება მას მტკიცედ სჯერა, რომ 21-ე საუკუნის მომავალი და მისი ისტორია სწორედ ამ რეგიონში და აქ მიმდინარე მოვლენების განვითარების მიხედვით დაიწერება.
22 ივლისი 2026, 15:34
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვფიქრობთ, რომ ბევრი ხელშესახები შედეგი გვექნება, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კავშირებს სინგაპურთან
„აღინიშნა, რომ საქართველო გამორჩეულად საინტერესო ქვეყანაა ინვესტიციების მიმართულებით და თვალსაჩინოა ის ზრდა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის არაერთ სექტორში გვაქვს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სინგაპურში გამართული შეხვედრების შემდეგ, სადაც ის პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფება.
22 ივლისი 2026, 15:32
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, შესაბამისად, სინგაპურის გამოცდილება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია
პრემიერ-მინისტრმა, ქართულ დელეგაციასთან ერთად, გამართა შეხვედრები სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ორივე ქვეყანა თავის რეგიონში წარმოადგენს ერთგვარ ფინანსურ და ლოგისტიკურ ჰაბს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სინგაპურში განაცხადა.
22 ივლისი 2026, 15:29
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში, მათ ფაქტობრივად დაგვიდასტურეს ინტერესი, რომ მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა პარტნიორი კომპანიის შერჩევისას გამოაცხადებს
„გვქონდა შეხვედრა სინგაპურის ჩანგის აეროპორტის მმართველ გუნდთან. ჩანგის აეროპორტი არის მსოფლიოში აღიარებული, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი მომსახურების ხარისხისა და ოპერირების თვალსაზრისით და განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ ჩვენი ახალი აეროპორტის, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მოექცა ჩანგის აეროპორტის მმართველი გუნდის ინტერესის სფეროში და მათ ფაქტობრივად შეხვედრის მსვლელობისას დაგვიდასტურეს ძალიან დიდი ინტერესი, რომ მიიღონ მონაწილეობა იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა გამოაცხადებს პარტნიორი კომპანიის შერჩევისას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
22 ივლისი 2026, 15:25
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას ახორციელებს
ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას ახორციელებს, - ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 15:24
მსოფლიო
მარკო რუბიო: აშშ-ის მთავრობა 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სტრატეგიულ ინვესტიციებს ახორციელებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონის მიმართ - თითოეულ თქვენს ქვეყანასთან და მთლიანად რეგიონთან ჩვენი პარტნიორობა შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) და შეერთებული შტატების მინისტერიალის შემდგომ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ ის მოხარულია, რომ შეერთებული შტატების ერთგულება ASEAN-ის მიმართ მხოლოდ სიტყვებით კი არა, კონკრეტული ქმედებებითაც დასტურდება.
22 ივლისი 2026, 15:24
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სინგაპურში მთავრობის წევრებთან შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას
„შეხვედრებისას გამოვკვეთეთ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის ფარგლებშიც გავაგრძელებთ ორმხრივად მჭიდრო თანამშრომლობას იმისთვის, რომ მოხდეს ქვეყნებს შორის უფრო მეტი დაკავშირებადობა, განსაკუთრებით ისეთი ეკონომიკური სექტორების მიმართულებით, როგორიც არის ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ასევე ინოვაციების სექტორი და ვაჭრობა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
22 ივლისი 2026, 15:21
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: ხარისხიანი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მის სწორად შენახვასა და ბაზარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფას
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ სამაცივრე მეურნეობის „აგროკლუბ ჯორჯია“ საქმიანობას გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 15:10
მსოფლიო
უნგრელი პოლიტიკოსები პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში ადანაშაულებენ
უნგრელი პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის მთავრობას ოპოზიციაზე უპრეცედენტო თავდასხმაში, კონსტიტუციური წესრიგისთვის ძირის გამოთხრასა და ავტორიტარულ მმართველობაში ადანაშაულებენ.
22 ივლისი 2026, 15:09
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სინგაპურში Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიაზე და იმ მსხვილ ინვესტიციებზე, რომლებსაც მთავრობა, მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურის განვითარებაში ახორციელებს.
22 ივლისი 2026, 15:05
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის და წმინდანთა ქართველთა სახელობის სამონასტრო კომპლექსის ინფრასტრუქტურას გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან ერთად, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიას ესტუმრა და სასწავლო ინფრასტრუქტურას გაეცნო.
22 ივლისი 2026, 15:04
პოლიტიკა
GFTN-ის თავმჯდომარის მოადგილე: რაც პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ბრძანა, ბრწყინვალე აღწერაა იმ წინსვლისა, რასაც საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მიაღწია, ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკური წარმატების ამბავი და ქვეყნის აქტუალურობა ყველგან გავრცელდეს და უფრო დეტალურადაც იყოს მოყოლილი საერთაშორისო საზოგადოებისთვის
ბევრ მსგავსებას ვხედავ ბოლო 50 წლის განმავლობაში სინგაპურის ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოში მიმდინარე პროცესებს შორის, - განაცხადა GFTN-ის თავმჯდომარის მოადგილე ნეილ ფარაქმა სინგაპურში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ.
22 ივლისი 2026, 15:02
თავდაცვა
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშრასთან.
22 ივლისი 2026, 15:00
პოლიტიკა
GFTN-ის რეგიონული აღმასრულებელი დირექტორი პატ პატელი: ბევრ მსგავსებას ვხედავთ საქართველოსა და სინგაპურს შორის, ორივე ქვეყანა დიდ რეგიონებს აკავშირებს ერთმანეთთან, სწორედ აქ იბადება შესაძლებლობათა მთელი სპექტრი, სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად
სინგაპურის მსგავსად, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, იქცეს რეგიონის ჰაბად. ასევე, სინგაპურის მსგავსად, ჩვენ ვიზიდავთ ბიზნეს წრეებს, ტალანტებსა და ტექნოლოგიებს, რაც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, დაფუძნდნენ ახალ ადგილას და გაფართოვდნენ მთელს რეგიონში, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში, ამერიკის კონტინენტებზე და შუა დერეფნის რეგიონში GFTN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატ პატელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ, რომლის ფარგლებშიც მთავარი განსახილველი თემა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები იყო.
22 ივლისი 2026, 14:56
რეგიონი
დავით სონღულაშვილი: სახელმწიფოს მხარდაჭერით ვქმნით შესაბამის პირობებს, რომ ქართული აგროსექტორი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული ბაზრის მოთხოვნებზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში, სახელმწიფო აგროპროგრამების მხარდაჭერით განვითარებულ მეურნეობას შპს „აგროქართლი“ ეწვია და საწარმოო პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
22 ივლისი 2026, 14:55
ტექნოლოგიები
OpenAI-ს ხელოვნური ინტელექტის მოდელმა ტესტირებისას დამოუკიდებლად „უპრეცედენტო“ კიბერშეტევა წამოიწყო
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც კომპანია თავისი ყველაზე სრულყოფილი მოდელების შესაძლებლობებს კონტროლირებად გარემოში ტესტავდა. თუმცა პროცესში AI-მოდელმა თავი დააღწია იზოლირებულ სატესტო სეგმენტს, გავიდა გლობალურ ქსელში და ჰაკერული შეტევა განახორციელა სტარტაპ Hugging Face-ზე.
22 ივლისი 2026, 14:46
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს ჯენიფერ კინგსმანს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოში ავსტრალიის საელჩოს პირველ მდივანსა და კონსულს (რეზიდენციით ანკარა) შეხვდა, - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.


