imedi /  08 მაისი 2020, 14:13 / სანდო წყარო

ფონდ „ქართუს" დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტი აღდგება და გამწვანდება

ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით, თბილისის მერიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, მთაწმინდის ფერდობებზე არსებული დაზიანებული ნარგაობების აღდგენის სამუშაოები იწყება.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანთან და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გამართა, მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენა-რეაბილიტაციასა და ტურისტულად მიმზიდველი გარემოს შექმნას ითვალისწინებს. საუბარია დაახლოებით 700 ჰექტარი ტერიტორიის გამწვანებაზე.

პროექტის განხორციელების მთავარი მიზანი არსებული ფერდის ლანდშაფტის ოთხ სეზონად გადაქცევაა, რაც მარადმწვანე და ფოთლოვანი ხეების, ასევე, ბუჩქოვანი და ბალახოვანი საფარის განაშენიანება-რეაბილიტაციას გულისხმობს.

სამუშაოების შედეგად, თბილისის ურბანული ტყე-პარკის სივრცით-ფუნქციური და ტექნიკურ-ეკონომიკური განვითარების ხედვის შემუშავება, ასევე, საჯარო განხილვებისა და შესაბამისი მუნიციპალური შეთანხმებების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპების განხორციელება იგეგმება. კერძოდ, საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო, საექსპლუატაციო, მართვის კომპონენტების დეტალური დაგეგმარება და დაპროექტებული სამუშაოების შესრულება.

პროექტის ამჟამინდელ ეტაპზე, ფონური საკადასტრო კვლევები და ურბანული ტყის საზღვრების განსაზღვრა-დაზუსტება, ასევე, ერთიანი ინტეგრირებული სივრცითი ეკონომიკური და ტურისტულ-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარების ხედვის დამუშავება მიმდინარეობს.

პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ფონდ „ქართუსა“ და ფონდ „განვითარება და გარემოს“ შორის დღეს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. მემორანდუმი მუნიციპალიტეტის საზღვრებში მოქცეული დეგრადირებული ტყეების აღდგენისა და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

შეთანხმების თანახმად, ფონდი „ქართუ“ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დეგრადირებული ტყეებისა და ფართობების აღდგენის, ასევე, რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტს 16 მლნ ლარის ფარგლებში დააფინანსებს.

ყველა სიახლე

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 15:21

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, ყოველთვის აქვს სურვილი, პირადად მოისმინოს ქართული მხარის პოზიციები, რასაც ნამდვილად ვაფასებთ

მისასალმებელია, როდესაც კოლეგას შეხვედრის სურვილი უჩნდება, გაიგოს რა ხდება რეგიონში, საქართველოში და როგორ შეიძლება წვლილი შევიტანოთ საქართველო-ევროკავშირის დიალოგში და ურთიერთობებში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 15:18

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: გავაგრძელებთ კომუნიკაციას. მცდელობები, რომლებსაც ვხედავთ უკრაინული მხარიდან დიალოგის გაგრძელების კუთხით, პოზიტიურია. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ იქნება დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ჩვენთვის განმსაზღვრელი

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულ მხარესაც ჰქონდეს სწორი აღქმა, თუ რა განწყობები და დამოკიდებულებები არსებობს საზოგადოებაში იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ვხედავდით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან.

15 მაისი 2026, 15:08

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, ბათუმის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის ,,ბათუმის აეროპორტი“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

15 მაისი 2026, 15:06

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 მაისი 2026, 15:03

საზოგადოება

მთავრობა ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტს ამზადებს

აღნიშნული ცვლილებები სამშენებლო სექტორისა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სისტემურ რეფორმას წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო ხარისხიანი, მდგრადი და დროულად განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებას.

კახდა ძაგანია

15 მაისი 2026, 15:01

პოლიტიკა

კახა ძაგანია: მთელმა მსოფლიომ დაინახა მედიისა და თავისუფალი სიტყვისგან შეშინებული ევროპელი პოლიტიკოსები, როგორ გაურბოდნენ და ემალებოდნენ ტელეკომპანია „იმედის“ მიკროფონს 800-მილიონიანი ევროპელების წარმომადგენელი პარლამენტარები

ევროკავშირი, რომელიც მშვიდობის, სიტყვის თავისუფლების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის იდეით შეიქმნა, დღეს მწვავე კრიტიკის საგანია,— ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსში” გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ევროპული პოლიტიკა სულ უფრო მეტად ექცევა “დიფ სთეითის“ გავლენების ქვეშ.

15 მაისი 2026, 15:01

სპორტი

აშშ-მა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მისაღებად გირაოს შეტანის ვალდებულება გააუქმა

აშშ-ის ხელისუფლებამ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების პერიოდში საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მისაღებად აუცილებელი გირაოს შეტანის ვალდებულება გაუუქმა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

15 მაისი 2026, 15:00

რეგიონი

მეხანძრე-მაშველებმა სახლში შეპარული დათვის ბელი უვნებლად გამოიყვანეს

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებმა 112-ში დარეკეს და განაცხადეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 14:59

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: შემაშფოთებელი იყო იმ ფაქტის ნახვა, რომ საქართველოს სამ ტელევიზიას უარი ეთქვა აკრედიტაციაზე, ვერ შეძლეს პროფესიული საქმიანობის განხორციელება. დემოკრატიაზე საუბრისას შეუძლებელია თვალი დავხუჭოთ ორმაგ სტანდარტებზე

ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფორმატში შეხვედრა საქართველოსთვის არის საუკეთესო შესაძლებლობა, მონაწილე ქვეყნებთან ერთად ვისაუბროთ საკითხებზე, რომელიც აწუხებს საქართველოს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ დღის წესრიგში, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში მედიასთან.

ლევან მახაშვილი

15 მაისი 2026, 14:57

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი დანიაში აქციაზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენებაზე: თურმე შესაძლებელია საკუთარ ქვეყანაში ასე მოიქცე და ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები

თურმე შესაძლებელია საკუთარ ქვეყანაში ასე მოიქცე და ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

15 მაისი 2026, 14:57

სამართალი

აჭარის პოლიციამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 14:55

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ზოგიერთი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს ისეთი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას

საქართველო სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ, მხარს უჭერს საერთაშორისო ნორმებს, ასევე საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რა თქმა უნდა, ამ პოზიციის ერთგულები ყოველთვის ვიქნებით, - განაცხადა საქართველოს ვიცე - პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მოლდოვაში.

15 მაისი 2026, 14:53

მსოფლიო

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად

პალესტინის მომხრე აქტივისტებმა კოპენჰაგენში, დანიური გადამზიდი გიგანტის „მაერსკის“ სათაო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს და გააპროტესტეს კომპანიის გემებით ისრაელისთვის იარაღის გადაზიდვა.

ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2026, 14:50

ეკონომიკა

პრემიერი: კასპის ცემენტის ქარხანაში იწყება 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, წარმოება წლიურად 400 000 ტონით გაიზრდება და ჯამურად 2 მილიონ ტონას მიაღწევს, საქართველო გახდება ამ თვალსაზრისით სრულიად თვითკმარი

„ჰანიველ ცემენტი“, კასპის ცემენტის ქარხანა გადადის განვითარების ახალ ეტაპზე. იწყება 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება, რომელიც ცემენტის წარმოების სრულიად ახალ, თანამედროვე ტექნოლოგიურ ხაზს დაედება საფუძვლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კასპის ქარხანაში ახალი, 70 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

15 მაისი 2026, 14:49

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

15 მაისი 2026, 14:45

პოლიტიკა

რადიკალებთან და IPP-ის წევრებთან დაახლოებული ელენე მეტრეველი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ პირადად მონაწილეობდა იმ სამუშაოებში, რომლის შედეგად ევროპარლამენტმა „იმედს“ ევროპარლამენტში მუშაობის უფლება შეუზღუდა

რადიკალურ ოპოზიციასთან და ზოგიერთ ევროპარლამენტართან დაახლოებული ელენე მეტრეველი ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ის ამბობს, რომ პირადად მონაწილეობდა იმ სამუშაოებში, რომლის შედეგადაც ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს“ევროპარლამენტში პროფესიული მოვალეობის შესრულების უფლება ერთი წლით შეეზღუდა.

ლევან მახაშვილი

15 მაისი 2026, 14:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: მიზანმიმართულად, თვეების განმავლობაში გეგმავდნენ, რომ პირველივე შესაძლებლობის დროს შეეზღუდათ „იმედის“ საქმიანობა. ფაქტია, რომ არის კონკრეტული გეგმა, რომ შეზღუდონ ის ტელევიზიები, რომლებიც სიმართლეს საუბრობენ

მიზანმიმართულად, გეგმაზომიერად თვეების განმავლობაში გეგმავდნენ, რომ პირველივე შესაძლებლობის დროს შეეზღუდათ „იმედის“ საქმიანობა, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა.

დონალდ ტრამპი

15 მაისი 2026, 14:41

მსოფლიო

ტრამპის ვიზიტი ჩინეთში დასრულდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში დასრულდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირკალი რუხაძე

15 მაისი 2026, 14:41

ეკონომიკა

ირაკლი რუხაძე: მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ჰანიველ პარტნერსი“ სრულიად არის გაქართულებული, ადგილობრივი ჯგუფი მართავს ამ კომპანიას, რამაც მოგვცა უზარმაზარი წინსვლა და ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ, არის ზუსტად ამის შედეგი

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია „ჰანიველ პარტნერსი" სრულიად არის გაქართულებული, ადგილობრივი ჯგუფი მართავს ამ კომპანიას, რამაც მოგვცა უზარმაზარი წინსვლა და ის გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ არის ზუსტად ამის შედეგი,- განაცხადა კომპანია „ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა პარტნიორმა ირაკლი რუხაძემ.

დავით ჯუღაშვილი

15 მაისი 2026, 14:38

ეკონომიკა

„ჰანიველ ცემენტის“ გენერალური დირექტორი ახალ პროექტზე: ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2028 წლის დასაწყისში - უახლოეს მომავალში ასევე ვგეგმავთ დასავლეთ საქართველოში ახალი ქარხნის მშენებლობის ინიციირებას

ორივე ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლა დაგეგმილია 2028 წლის დასაწყისში, სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი ხედვით და ანალიზით, ქვეყანა შევა ინფრასტრუქტურული პროექტების ზრდის ფაზაში და ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად მზად შევხდეთ ამ ეტაპ“, - განაცხადა „ჰანიველ ცემენტის“ გენერალურმა დირექტორმა დავით ჯუღაშვილმა კასპის ცემენტის ქარხნის ახალი ღუმლის მშენებლობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.