imedi /  13 მაისი 2020, 15:02 / სანდო წყარო

კახა კალაძემ შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის გამაგრების სამუშოები დაათვალიერა

კახა კალაძე

კახა კალაძე შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ დამეწყრილ უბანზე

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანი-ნაძალადევში, შეშელიძის ქუჩის მიმდებარედ, დამეწყრილი უბნის გამაგრების სამუშოები დაათვალიერა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულ დამეწყრილ უბანზე გამაგრების სამუშოების ჩატარების აუცილებლობის შესახებ მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხომაზეც ისაუბრა.

დამეწყრილი ადგილი საცხოვრებელი კორპუსებისა და შეშელიძის ქუჩას შორის მდებარეობს და იქ განთავსებულ ობიექტებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

კალაძის თქმით, ძალიან ბევრი წერილი და თხოვნა შევიდა მერიაში მოქალაქეებისგან და ისინი ამ ადგილზე გამაგრებითი სამუშოების წარმოებას ითხოვდნენ.

ადგილზე იმყოფებოდა ასევე საამშენებლო სამუშოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენლები. მათი ინფორმაციით, გერმანელ სპეციალისტებთან ერთად, უახლესი მიღწევების გამოყენებით, კეთდება რკინა-ბეტონის ხიმინჯებით ორი 25-მეტრიანი ბეტონის სქელი კედელი.

კალაძის თქმით, პროექტი მომავალი წლის დასაწყისში დასრულდება და მასზე 21 მლნ ლარი დაიხარჯება. ბეტონის სქელი კედელი ზემოდან უფუნქციოთ რომ არ დარჩეს, მასზე სპორტული მოედნების გაკეთებაცაა შესაძლებელი.

ასევე, მეწყრული პროცესებისგან დაცვის მიზნით, როგორც წყნეთი-ბეთანიის გზის შემთხვევაში, შესაბამისი დანადგარებით ტერიტორიის მონიტორინგი მოხდება.

ყველა სიახლე

სალომე ზურაბიშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:57

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილმა პარიზში, ტრიუმფალურ თაღთან მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ტრიუმფალურ თაღთან ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტები.

26 სექტემბერი 2021, 23:45

პოლიტიკა

კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობას: გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ გივი ჩხარტიშვილს იმისთვის, რომ ერთად განვახორციელოთ თქვენი რაიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტები

„თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვარ, 2 ოქტომბერს სწორ არჩევანს გავაკეთებთ უკეთესი თბილისისთვის და იმ პროექტების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:40

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ რამე კეთდებოდა ქვეყანაში სააკაშვილის მმართველობის პირველ წლებში, ყველაფერს აფინანსებდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფონდი

ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. პრემიერმა ამ თემაზე გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი „ქართუ“ ჯგუფში მუშაობისას, 2005 წელს გაიცნო. მან ასევე გაიხსენა, რომ იმ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებს სწორედ ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ფართოდ არ იყო ცნობილი.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 23:18

პოლიტიკა

კახა კალაძე: ნიკა მელიას ჩვენთვის არჩევნებში გამარჯვების მოლოცვა მოუწევს

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს. მთავარია თბილისის გამარჯვება და ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამბიციური გეგმების განხორციელება. ეს არ არის ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ჩვენ რეალურად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ პრობლემებს, ვაკეთოთ საქმე. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. ბატონ მელიას მარცხთან შეგუება მოუწევს, დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

26 სექტემბერი 2021, 23:15

პოლიტიკა

კახა კალაძე: ელიავას ბაზრობას მოვაწესრიგებთ ისე, რომ ყველას ინტერესი მაქსიმალურად იქნება დაცული

„ეს სივრცე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ ფორმით მუშაობის ასე გაგრძელება მიუღებელია როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ისე ირგვლივ მცხოვრებთათვის და ზოგადად, ქალაქისთვის. ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ამ ტერიტორიის მფლობელებთან, რათა შევიმუშაოთ, თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების მსგავსი განაშენიანების რეგულირების გეგმა, სადაც ადამიანებს ექნებათ საშუალება, ნორმალურად გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, მოწესრიგებული იქნება ირგვლივ ყველაფერი. დღეს იქ არის გაუსაძლისი პირობები - ღია სივრცეში ხდება საშენი მასალების ტრანსპორტირება, ავტომობილების დაშლა, ამიტომ გვინდა, ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ“, - განაცხადა კალაძემ.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:13

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი შვილებზე: ოჯახში ნინოც პირველობისთვის იბრძვის

„სწავლობენ ძალიან კარგად. ანდრიაც ძალიან კარგად სწავლობს. ყოველთვის პირველობის ამბიცია აქვს. ისევე როგორც ნიკოს. რამდენიმე ენას სწავლობენ: ინგლისური, ფრანგული, რუსული. ნიკოლოზმა ახლა ჩინურის სწავლა დაიწყო. ანდრიას რატომღაც ივრითი აინტერესებს. ახლა აპირებს, რომ ებრაულის სწავლა დაიწყოს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 23:10

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს, მერე მოძღვარმა მითხრა, დიდი შეცდომა დაუშვი და აღსარება თქვიო

„იმ დროს სტუდენტი ვიყავი პარიზში. წავედი ჩვენს საელჩოში საფრანგეთში და ხმა მივეცი მიხეილ სააკაშვილს. სხვათა შორის მერე მოძღვარმა მითხრა: „გირჩევ აღსარებაში თქვა, რომ დიდი შეცდომა დაუშვი, იმიტომ რომ ვერ აცნობიერებ რამხელა საფრთხის მოტანა შეუძლია ამ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის“. ყველას გვჯეროდა. პირდაპირ ვთქვათ, რომ ყველას გვინდოდა ცვლილება, უკეთესი მომავალი“, - იხსენებს ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:59

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოველთვის რაღაც დიდზე ვოცნებობდი, მიზანი იყო დიდი წარმატების მიღწევა

„ყოველთვის მქონდა ჩაბეჭდილი ეს მიზანი და ამ რწმენითა და სულისკვეთებით ვსწავლობდი, კლასიდან კლასში გადავდიოდი. ყოველი წელი ჩემი ღრმა რწმენით, ეს მქონდა გამჯდარი თითოეულ უჯრედში, ამას მთელი ორგანიზმით ვგრძნობდი, რომ მაახლოებდა ამ მიზანს. ეს მიზანი იყო დიდი წარმატების მიღწევა. მთავარი შთაგონება მშობლებმა მომცეს“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:52

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი სამი მთავარი შინაგანი წესი არის ერთგულება, მადლიერება, სიმართლე

„როცა გარკვეული ცდუნება გაქვს ადამიანს ან რაღაც შინაგანი შფოთვა, ყოველთვის უნდა იხელმძღვანელო [შინაგანი წესით] ადამიანმა. ყოველ შემთხვევაში მე ასე მოვდივარ, რაც ვარ დამოუკიდებელი ადამიანი და ყოველთვის მშველის“, - განაცხადა პრემიერმა.

კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 22:45

პოლიტიკა

კახა კალაძე: ჩვენ გვიწევს წინა ხელისუფლების გაფუჭებული საქმეების გამოსწორება და კორპუსების აშენების ნაცვლად, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების შენარჩუნება

რაც წინა ხელისუფლების დროს სპორტული სივრცეები და რეკრეაციული ზონები გასხვისდა, ახლა ჩვენ ამ ყველაფერს უკან ვიბრუნებ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში, ვიდეო-ჩართვისას ისაუბრა. კახა კალაძე დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:41

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრემიერის თანამდებობის დატოვების შემდეგ მან ერთი კვირა ათონის მთაზე გაატარა

ალბათ ყველაზე მთავარი ამ შემთხვევაში არის სიყვარული, რომელიც ყველაფერს გადაწონის. შეიძლება გაჰყვე ამ ცდუნებას და მერე უცებ ბრუნდები რეალობაში. და რეალობა რა არის? შენი ოჯახი. გახსენდება შვილები, მეუღლე, მშობლები, ახლობლები. ის ადამიანები, რომლებიც შენთვის ძვირფასნი არიან, ვინც ძალიან ბევრი სიკეთე გაგიკეთა. ეს ემოცია ერთვება შემდეგ და რეალურად ეს გადაგატანინებს ცდუნებას, რომელიც უკავშირდება ძალაუფლებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:37

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე დიდი ცდუნება, რაც შეიძლება ადამიანმა გამოსცადო, არის ძალაუფლება

„პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ მეც მქონდა თავბრუსხვევა. არ დაგმალავთ ამას, იმიტომ, რომ ძალაუფლება რეალურად ცვლის ადამიანს და თუ შინაგანად არ გაქვს რაღაც სიმყარე, რაზეც დგახარ - შენი წესები, შენი მორალი, რაც განსაზღვრავს შენს ქმედებას, ძალიან რთულია გაუძლო ძალაუფლებით ცდუნებას“, - განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:35

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: პრემიერობის პირველი ვადის დროს უფრო მიმნდობი ვიყავი, მათ შორის ყველაზე ახლო გარემოცვის მიმართ

„როცა გადავდექი, მეორე დღეს უჩვეულო შფოთვა მქონდა და მაშინ გავაანალიზე, რომ აღარ მიწევდა ფიქრი, ზრუნვა მიმდინარე ყოველდღიურ საკითხებზე. პასუხისმგებლობა რომ მოვიხსენი ეს იყო უჩვეულო სტატუსი და რეჟიმი ჩემთვის“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი

26 სექტემბერი 2021, 22:34

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვფიქრობ იმაზე, თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ, როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ

„ირაკლი ღარიბაშვილი არის ჩვეულებრივი ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით, თავისი შეცდომებით, თავისი ხედვით, მიზნებით, ოცნებებით და თავისი მიღწევებით. ვფიქრობ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, ხალხის კეთილდღეობაზე, ჩემს ოჯახზე, ახლობლებზე, მშობლებზე, მეგობრებზე და საბოლოო ჯამში ვფიქრობ იმაზე თუ რა მემკვიდრეობას დავტოვებ როცა პოლიტიკიდან წავალ და სხვა საქმიანობას გავაგრძელებ“, - აღნიშნა პრემიერმა.

გივი ჩხარტიშვილი; კახა კალაძე

26 სექტემბერი 2021, 22:22

პოლიტიკა

კახა კალაძე: აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე, ხმა მივცეთ ჩვენი ქალაქის განვითარებას, მეტ სიახლეს და უფრო თანამედროვე ქალაქს

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე დიდუბის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს. ონლაინ შეხვედრას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილიც ესწრება. როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე დიდუბის მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე ისაუბრებენ.

26 სექტემბერი 2021, 21:51

რეგიონი

დმანისის მერის შეუსრულებელი დაპირებები და ჩაშლილი ტენდერები - „იმედის კვირის“ რეპორტაჟი

განხორციელებული ცვლილებები დმანისის ცენტრალურ ქუჩაზეც კი არ იგრძნობა, თუ არ ჩავთვლით მუნიციპალიტეტის შენობას, რომელიც იქაურობის ფონზე თვალში საცემია. ყველაფერი იქ თავად ჰყვება ამბავს, რომ მერმა, გიორგი ტატუაშვილმა ქალაქისთვის არაფერი გააკეთა. იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სტატუსით არჩევნების მოგებიდან მალევე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადავიდა. თუმცა, ახლა უფრო საინტერესო მისი მერობის პერიოდის უცნაური ტენდერებია.

არჩილ თალაკვაძე

26 სექტემბერი 2021, 21:39

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მცდელობა ძირი გამოუთხაროს სახელმწიფოსა და დემოკრატიულ პროცესს

„კონკურენცია თავისთავად იწვევს ერთგვარ დაძაბულობასაც და ამ ფონს ემატება ის, რომ გვყავს ისეთი ანტისახელმწიფოებრივი და მარგინალური პოლიტიკური პარტია როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე სხვადასხვა ფერებსა და ნომრებში შეფუთული მისი სატელიტები, თუმცა არის რეალური არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აირჩევს ყველაზე საქმიან, ყველაზე პროგრესულ პოლიტიკურ პარტიას და პროგრამას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

თეა წულუკიანი

26 სექტემბერი 2021, 21:34

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: ოპოზიციისდა სამწუხაროდ 2 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა

„წინასაარჩევნო გარემო წელს პრინციპში არის განსაკუთრებული და ორიგინალური, რადგან მმართველი სახელისუფლებო პარტია ვართ ველზე, ვმუშაობთ, ვხვდებით ამომრჩეველს, ამის მაგალითია თუნდაც ჩემი ოზურგეთში ყოფნა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები პასიურობენ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არჩევნები კი არა, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდი აინტერესებთ. მათ სურთ, როგორმე მიაღწიონ დესტაბილიზაციას და ჰქონდეთ საბაბი, რომ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები“, - განაცხადა წულუკიანმა.

ვლადიმერ ბოჟაძე

26 სექტემბერი 2021, 21:32

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე მელიაზე: ტყუილში აცხოვრებენ ამომრჩეველს და ბოლოს, ალბათ, ერთმანეთის გამხნევებასაც დაიწყებენ

ექსპერტი ვლადიმერ ბოჟაძე, ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება - თითქოს, ხელისუფლებამ იცის, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. ბოჟაძის განმარტებით, წლიდან-წლამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუილში აცხოვრებს ამომრჩეველს და ბოლოს, ერთმანეთის გამხნევებას დაიწყებენ.

სოზარ სუბარი

26 სექტემბერი 2021, 21:27

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: „ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რეალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. დანარჩენ პარტიებს არც პროგრამა აქვთ, არც გეგმა

„ქართული ოცნება“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც რეალურად ატარებს საარჩევნო კამპანიას. დანარჩენ პარტიებს არც პროგრამა აქვთ, არც გეგმა. დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ რეფერენდუმზე, რომელიც თვითონაც ვერ გაარკვიეს, რას ნიშნავდა და დღეს უკვე მგონი, ამას ვერ ლაპარაკობენ, უკვე შეწყვიტეს ლაპარაკი. თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც არის მთავარი დესტაბილიზატორი ამ ქვეყანაში და არ მოსწონდა მშვიდი გარემო, სიტუაციის არევა სცადა. ამის ნათელი მაგალითი იყო ნიკა მელიას ხულიგნური გამოხტომა, მაგრამ მთლიანობაში, ამით ვერაფერს მიაღწევენ“,- განაცხადა სუბარმა.