imedi /  15 მაისი 2020, 00:58 / სანდო წყარო

კონსტანტინე სურგულაძემ განმარტა, რას ითვალისწინებს იტალიის მთავრობის მიერ მიღებული დეკრეტი

კოსნტანტინე სურგულაძე

კოსნტანტინე სურგულაძე

იტალიის მთავრობამ ახალი დეკრეტი გამოსცა. ეს არის კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული შრომითი და სოციალური პრობლემების საპასუხოდ. ის ცნობილია, როგორც მაისის დეკრეტი - ამის შესახებ იტალიაშისაქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მასშტაბური დეკრეტი, 55-მილიარდიანი დახმარების პაკეტი ეკონომიკის გასაჯანსაღებლად.

„ეს დეკტრეტი გულისხმობს საგადასახადო შეღავათებს და ფინანსურ დახმარებას მოქალაქეებისთვის, იტალიური საწარამოებისა და კომპანიებისთვის, მაღაზიებისთვის, ჯანდაცვის, ტურიზმის, კულტურისა და ბევრი სხა სფეროსთვის. ეს დეკრეტეტი ასევე აწესრიგებს დასაქმებულთა, მათ შორის უცხოელ მიგრანტთა ლეგალური დასაქმების, შრომითი ურთიერობებისა და მიგრაციის ზოგიერთ საკითხს. იყო ბევრი კამათი იმაზე, ჩართულიყო თუ არა მიგრაციის თემა ამ დეკრეტში, მაგრამ პოლიტიკოსების დიდმა ნაწილმა გადაწყვითა, რომ ის უნდა ყოფილიყო დეკრეტში“, - განაცხადა ელჩმა.

კონსტანტინე სურგულაძის თქმით, იტალიის მთავრობა დამატებით განმარტებას გააკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეეხება ეს დეკრეტი.

„აქ იგულისხმება ქართველებისთვის საინტერესო საკითხი, რომ მათ მიიღონ ლეგალურად ცხოვრების დროებითი ნებართვა. თუმცა ჯერ კიდევ არ არის ნათელი. ჩვენ ამ დეკრეტს ვთარგნით, ვეცნობით. არის საკმაოდ დიდი და საკმაოდ რთული იურიდიული იტალიური ენით არის დაწერილი, თუმცა პირველ რიგში, რაც ჩვენ ვნახეთ არის ის, რომ ის დებულებები, რომლებიც არეგულირებს მიგრანტების არალეგალურობას და ეხება მიგრანტებს, საჭიროებს იტალიის მხრიდან ინტერპრეტაციას“, - განაცხადა სურგულაძემ.

14 მაისს ცნობილი გახდა, რომ იტალიაში მცხოვრებ ათასობით არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მისცემენ.

ყველა სიახლე

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

01 ივნისი 2020, 16:00

საზოგადოება

პატრიარქი: სხვა შემთხვევებიც იყო მრავალი, როდესაც წმინდა ნინო ხილულად გვეხმარებოდა

წმინდა ნინო მე მიცნობს და მეც ვიცნობ წმინდა ნინოს. შეგეწიოთ წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა, - ამის შესახებ სრულიად საქარველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთისმშობლის მიძინების სიონის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 15:59

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ერთი ოპოზიციური პარტია 12%-იანი, მეორე კი 3%-იანია - ასეთ პირობებში მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა 4 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის, მეორე კი 13 ან 14 ივნისს აჭარის ტელევიზიით გადაიცემა. მისივე თქმით, დღეს გაიმართა საკონტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სხდომა, რომელზეც იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს საყოველთაო-სახალხო განხილვა.

ბექა ლილუაშვილი

01 ივნისი 2020, 15:54

პოლიტიკა

ბექა ლილუაშვილი: მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებელს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა

მომდევნო წლისთვის ქვეყანა დაუბრუნდება ეკონომიკური ზრდის იმ მაჩვენებლებს, რომელიც მას პანდემიამდე ჰქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ისევ დასაქმდებიან, ისევ მიიღებენ შემოსავლებს და მათი სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობა გაჯანსაღდება და გაუმჯობესდება.

01 ივნისი 2020, 15:53

სამართალი

მთავრობის ინფორმაციით, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი გაზარდა

15 აპრილს დაიგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც ე.წ. ჩუმი განგაშის ღილაკის გამოყენებით ოპერატორთან შეტყობინების გაგზავნის ინსტრუქციას შეიცავდა. აღნიშნული აქტივობის შემდგომ 3 000-ზე მეტმა აბონენტმა გადმოწერა აპლიკაცია და გაიზარდა სერვისის გამოყენების შემთხვევები, - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. მთავრობის ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში, პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გაზარდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების მატების რისკი.

პოლ გობლი

01 ივნისი 2020, 15:52

პოლიტიკა

პოლ გობლი ლუგარის ლაბორატორიაზე რუსეთის განცხადებებს დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილად მიიჩნევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მრჩეველი პოლ გობლი ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ რუსეთის განცხადებებს მოსკოვის მიერ დეზინფორმაციის წარმოების მორიგ მცდელობას უწოდებს. როგორც პოლ გობლმა Imedinews-ს განუცხადა, ეს კამპანია უფრო აშშ-სკენ არის მიმართული ვიდრე საქართველოსკენ.

01 ივნისი 2020, 15:36

სამართალი

წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულები მნიშვნელოვნად შემცირდა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში დანაშაულები მნიშვნელოვნად -16,3%-ით არის შემცირებული - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნავს, რომ დაკლებულია ისეთი დანაშაულები, როგორიც არის ყაჩაღობა -53,4%, ძარცვა -23,9%, ქურდობა -19% და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულები. „ასევე შემცირებულია ხულიგნობის (-19%), ცეცხლსასროლი (- 28,4%) და ცივი იარაღის ტარების (-51,8%) შემთხვევები, მნიშვნელოვანი კლებაა ნარკოტიკულ (-36,6%) და სატრანსპორტო (-15,2%) დანაშაულებშიც“, – აცხადებს მთავრობა.

01 ივნისი 2020, 15:33

COVID19

საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია დაასახელა

კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დაასახელა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვირუსის გავრცელების პრევენცია და იქ მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა, - ამის შესახებ წერია საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილ 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში. დოკუმენტის თანახმად, ამ მიზნით განხორციელდა რიგი კონკრეტული ღონისძიებები: „აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადდა და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით გავრცელდა შესაბამისი საინფორმაციო მასალა, მათ შორის, საინფორმაციო პორტალი − www.StopCov.ge გაეშვა აფხაზურ და ოსურ ენებზე;

ბენიამინ ნეთანიაჰუ

01 ივნისი 2020, 15:32

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, მას და მის ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებიან, რის გამოც მან პოლიციას მიმართა და გამოძიების ჩატარება სთხოვა. ამის შესახებ ნეთანიაჰუ Twitter-ზე წერს. მას არ დაუკონკრეტებია, ვინ შეიძლება იდგეს მუქარის უკან, თუმცა სთხოვა მედიას, დაგმონ მსგავსი შინაარსის შეტყობინებები.

დიმიტრი პესკოვი

01 ივნისი 2020, 15:28

მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი: სამწუხაროდ, უკრაინისა და საქართველოს ხელმძღვანელობასთან დიალოგის განვითარებით ვერ დავიკვეხნით

მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგის განვითარება არ ხდება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

გიგა ბოკერია

01 ივნისი 2020, 15:26

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: თუ პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი

თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა „შეთანხმება თუ სრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ვიღებთ მონაწილეობას. თუ შეთანხმება არ სრულდება და პოლიტპატიმარი რურუა ციხეში რჩება, მაშინ შეთანხმება არის ჩაშლილი არა ჩვენ მიერ, არამედ ივანიშვილის მიერ.

01 ივნისი 2020, 15:23

კულტურა

აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი კონკურსი „მე ევროპელი“ და „მომავლის აფხაზეთი“ ცხადდება

კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ 6-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებმაც საკონკურსო თემატიკიდან გამომდინარე უნდა შექმნან პოეტური, პროზაული ნაწარმოებები, ჩანახატები, ესეები ან შეასრულონ ფერწერული ნამუშევრები.

01 ივნისი 2020, 15:22

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობა: ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უმთავრეს პრიორიტეტად რჩება

ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება უმთავრეს პრიორიტეტად - ამის შესახებ 2019 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებაშია ნათქვამი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.

01 ივნისი 2020, 15:13

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობამ პარლამენტს 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში წარუდგინა

მთავრობა აცხადებს, რომ მცირე საანგარიშო პერიოდისა და 2020 წელს COVID-19-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ეფექტიანი მართვისა და გაზრდილი კოორდინაციის პირობებში, საქართველოს მთავრობამ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული ოთხივე საკვანძო მიმართულებით.

ნათია მეზვრიშვილი

01 ივნისი 2020, 15:07

პოლიტიკა

ნათია მეზვრიშვილი: სამთავრობო პროგრამის ანგარიში არის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც დეტალურად ასახავს პრიორიტეტების შესაბამისად მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს

საქართველოს მთავრობამ პარლამენტში წარადგინა სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიში, რომელიც საკმაოდ კომპლექსური დოკუმენტია და დეტალურად ასახავს მთავრობის მიერ განხორციელებულ აქტივობებს, რომელიც სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პრიორიტეტებიდან გამომდინარეობს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

01 ივნისი 2020, 14:58

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არღვევს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ

გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადა. „მათემატიკურად ეს ცვლილებები აწყობს ოპოზიციას, რადგან ამ ცვლილებებით მიიღებენ მეტ მანდატს ვიდრე მიიღებდნენ 77/73ზე მოდელის შემხვევაში.

ჩჟაო ლიცზიანი

01 ივნისი 2020, 14:52

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია და მათი უფლებები დაცული უნდა იყოს

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა აშშ-ს მოუწოდა, უმციროსებების წინააღმდეგ რასობრივი დისკრიმინაცია აღკვეთოს.

ბექა ლილუაშვილი

01 ივნისი 2020, 14:52

ეკონომიკა

ბექა ლილუაშვილი: ბიზნესის ვალდებულებაა, დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს

ვირუსზე გამარჯვება არ იქნება წარმატებული, თუ ჩვენ ქვეყნის ეკონომიკა მივიყვანეთ იქამდე, რომ გამოუსწორებელი ზიანი მივაყენეთ მას, ამიტომ ჩვენ დღეს დავიწყეთ მნიშვნელოვნად დაჩქარებული ტემპით ეკონომიკის გახსნა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

სკრიპალები სერიალი

01 ივნისი 2020, 14:45

კულტურა

სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოქვეყნდა

ტელეკომპანია BBC-მ სკრიპალების საქმის შესახებ გადაღებული სერიალის ტრეილერი გამოაქვეყნა. სამეპიზოდიანი სერიალი „მოწამვლა სოლსბერიში“ ტელეარხ BBC One-ის ეთერში 14-16 ივნისს გავა. სერგეი სკრიპალის როლს უეინ სვონი, იულია სკრიპალის როლს კი ჯილ უინთერნიცი ასრულებს. სერიალის აღწერაში აღნიშნულია, რომ ის რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

01 ივნისი 2020, 14:40

მსოფლიო

გერმანიაში ე.წ. კანონიერი ქურდი ვახტანგ ჯავახაძე გარდაცვლილი იპოვეს

გერმანიაში საცხოვრებელ სახლში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი 47 წლის ვახტანგ ჯავახაძე გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკების ზედოზირებით გამოწვეული გულის უკმარისობა სახელდება. წარმოშობით ქუთაისელ ჯავახაძეს კრიმინალურ წრეებში „ყურშას“ მეტსახელით იცნობენ.

მიხეილ კალანდია

01 ივნისი 2020, 14:31

სამართალი

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას თქმით, დაცვის მხარე სასამართლოს პირველი ინსტანციის მიერ გამოკვლეული ყველა მასალის ხელახლა გამოკვლევისა და 150 მოწმის თავიდან გამოკითხვის შუამდგომლობით მიმართავს.