imedi /  12 თებერვალი 2020, 21:44 / სანდო წყარო

იტალიის ყოფილი შს მინისტრი სასამართლოს წინაშე წარდგება

მატეო სალვინი

მატეო სალვინი

იტალიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი მიგრანტების უკანონო დაკავების საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის გადაწყვეტილებაზე კენჭისყრა ქვეყნის სენატში გაიმართა. საქმე ეხება გასული წლის ივლისში მომხდარ შემთხვევას, როდესაც ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილ 116 მიგრანტს იტალიის პორტში გემიდან გადასვლის ნება მთელი კვირის განმავლობაში არ ძლევდნენ.

თავად სალვინი სენატის გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა და განაცხადა, რომ სასამართლოს წინაშე სიამოვნებით წარდგება და მოსახლეობას მოუყვება იმის შესახებ, რომ მისმა ანტიმიგრაციულმა პოლიტიკამ ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარცინა.

პროცესზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სალვინის 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა სიახლე

დიმიტრი ხუნდაძე

23 სექტემბერი 2020, 13:53

პოლიტიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც დოკუმენტი ითვალისწინებს, ესაა შრომის ინსპექციის გაძლიერება, რომელსაც დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში სამინისტროსა და სასამართლოსთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეუძლია კონკრეტული დაწესებულების შემოწმება.

მარინა ენდელაძე

23 სექტემბერი 2020, 13:52

COVID19

მარინა ენდელაძე: ამ დაავადების მართვას მხოლოდ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით შევძლებთ

„ვიცით, რომ გვაქვს ქორწილის, დაბადების დღის კლასტერი, ვიცით რომ დაინფიცირება პირბადის არგამოყენების გამო ხდება, ამიტომ აუცილებელია ამ საკითხებზე კონტროლის გამკაცრება. თუ ინფიცირებულთა დიდი მატება იქნება, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება. დღევანდელი სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ განგაში საჭირო არ არის, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

23 სექტემბერი 2020, 13:46

თავდაცვა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას საქართველოს წინაშე კიბერუსაფრთხოებისა და დეზინფორმაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებთან ბრძოლაში . მხარეებმა ასევე უსაფრთხოების კუთხით, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შალვა კერესელიძე

23 სექტემბერი 2020, 13:45

პოლიტიკა

შალვა კერესელიძე: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოსახლეობა მთას დაუბრუნდეს

„ქართული ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის სარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პირაქეთა ხევსურეთის სოფლებში იმყოფებოდა. შალვა კერესელიძე ბარისახოს, გუდანის, როშკას, არხოტისა და ამღას მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი გეგმები გააცნო.

23 სექტემბერი 2020, 13:41

COVID19

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

ინდონეზიაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში ინდონეზიაში კორონავირუსის 4,465 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 140 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინდონეზიაში ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 257,388 შეადგინა. ქვეყანაში კორონავირუსი 187,958-მა ადამიანმა დაამარცხა, დაავადებას კი 9,977 ადამიანი ემსხვერპლა.

23 სექტემბერი 2020, 13:27

საზოგადოება

ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აზიის განვითარების ბანკის მჭიდრო თანამშრომლობით, ავჭალის ტერიტორიაზე საუბნო პარკის მოწყობა იგეგმება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ტომ კრუზი

23 სექტემბერი 2020, 13:19

კულტურა

ტომ კრუზის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოგზაურობის თარიღი ცნობილია

ფრენის ორგანიზატორები იქნებიან კომპანიები Space X და Axiom Space. მსახიობს და რეჟისორს საერთაშორისო სადგურზე ილონ მასკის ხომალდი Crew Dragon წაიყვანს. კრუზის და ლაიმანის გარდა ბორტზე ასტრონავტი მაიკლ ელადიო ლოპეს-ალეგრია და კიდევ ერთი მგზავრი იქნება, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მედიაში ვარაუდობენ, რომ ეს ფილმის ოპერატორი იქნება.

23 სექტემბერი 2020, 13:18

სამართალი

შემოსავლების სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 22 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 90 ბლოკი (18 000 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

23 სექტემბერი 2020, 13:12

COVID19

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის მე-5 საჯარო სკოლის 12 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კოვიდდადებითი შემთხვევებიდან, 7 პედაგოგია, 1 ფსიქოლოგი, 4 კი დამლაგებელი. აღსანიშნავია, რომ აჭარის სკოლებში გაკვეთილები დისტაციურად ტარდება, მათ მოსწვალეებთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

23 სექტემბერი 2020, 12:53

ეკონომიკა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა

მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 3.3 პროცენტიანი ზრდით, რამაც 1.91 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:44

საზოგადოება

თბილისის მერიამ და „ნიუ დეველოპმენტმა“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაუმთავრებელი მშენებლობების საკითხზე მემორანდუმი გააფორმეს

დავიწყეთ მუშაობა „ოლიმპიურ ვარსკვლავთან“ დაკავშირებით და გავაფორმეთ ხელშეკრულება კომპანია „,ნიუ დეველოპმენტთან“. ახლა მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ვართ და ოქტომბრის დასაწყისში შესაძლებელი იქნება „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტებზე უშუალოდ სამუშაოები განახლდეს. ამ მშენებლობის დასრულებას 400 ოჯახი ელოდება და 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს ეს პროექტი, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკო

23 სექტემბერი 2020, 12:43

მსოფლიო

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ინაუგურაციის ცერემონია დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:42

საზოგადოება

კახა კალაძე: 900-მდე ოჯახს საცხოვრებელი ფართები უკვე დავუკანონეთ

საცხოვრებლების დაკანონების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ამ პროექტის ფარგლებში, 900-მდე ოჯახს უკვე დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები და ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

23 სექტემბერი 2020, 12:34

COVID19

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

ბათუმის სამშობიარო სახლში კოვიდინფიცირებულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, ბავშვისა და დედის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღეს კიდევ ერთი საკეისრო კვეთა იგეგმება. სამშობიარო სახლში ჯამში 25 პაციენტია.

მაია ხერხეულიძე

23 სექტემბერი 2020, 12:33

საზოგადოება

პედიატრი: წელს განსაკუთრებული ზამთარი გველის

„წელს განსაკუთრებული ყურადღება გვჭირდება, როგორც მშობლებს, ასევე ექიმებს, რადგან ხშირ შემთხვევაში კორონავირუსული ინფექცია განსაკუთრებით ბავშვებში, მისი მიმდინარეობა არ განსხვავდება ბანალური, სხვა ვირუსული ინფექციებისგან. დასაწყისში გვეგონა, რომ ბავშვებში ეს ვირუსი არ არსებობს, მერე ვნახეთ რომ თურმე ემართებათ, მაგრამ შედარებით მსუბუქად, შემდეგ ვნახეთ, რომ გართულებაც შესაძლებელია, ანუ გზადაგზა ვსწავლობთ რაღაცებს, ამიტომ ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში აუცილებლად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია“, - განაცხადა პედიატრმა.

კახა კალაძე

23 სექტემბერი 2020, 12:32

საზოგადოება

კახა კალაძე: ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა

ოქტომბერში დედაქალაქში „ფორდის“ მარკის ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, 15 ივლისს გამოცხადდა ტენდერი 300 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვაზე, რათა მიკროავტობუსების ჩანაცვლება მოხდეს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება 18 სექტემბერს გაფორმდა.

ოთარ კახიძე

23 სექტემბერი 2020, 12:23

პოლიტიკა

„ევროპული საქართველო“ „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებას პასუხობს

პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის ბრალდებას პასუხობს. „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ევროპული საქართველო“ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე მათი პარტიის სახელს იყენებს.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2020, 12:11

COVID19

დონალდ ტრამპი: სათანადოდ რომ არ გვემოქმედა, ახლა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2.5 მილიონს მიაღწევდა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სირცხვილია, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 200 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

კორონავირუსი საქართველო

23 სექტემბერი 2020, 12:06

COVID19

საქართველოში კორონავირუსით 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

შოთა არველაძე

23 სექტემბერი 2020, 12:05

COVID19

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა

ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უზბეკური მედია ავრცელებს.